პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა ხაჩიძე მიხეილ ყაველაშვილზე: "ვიცი, მისი განათლების დონე, პატრიოტიზმი...“
ზურა ხაჩიძე მიხეილ ყაველაშვილზე: "ვიცი, მისი განათლების დონე, პატრიოტიზმი...“

"ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის“ მომ­ღე­რა­ლი ზურა ხა­ჩი­ძე ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ში ჯგუფ­თან ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვა. მისი თქმით, ვინც ფიქ­რობს, კო­ლე­გე­ბი­დან, რომ ახა­ლი წელი სამ­ძი­მა­რი უნდა იყოს, მისი ნება. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე ასე­ვე კმა­ყო­ფი­ლია ახა­ლარ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის. მიშა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ზუ­რას დიდი ხნის მე­გო­ბა­რია და არც მის პატ­რი­ო­ტიზ­მში ეპა­რე­ბა ეჭვი და არც გა­ნათ­ლე­ბა­ში

- რაც შე­ე­ხე­ბა კონ­ცერ­ტებს ამ ეტაპ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ნამ­დვი­ლად გვაქვს კონ­ცერ­ტე­ბი და არა­ერ­თი, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლად სად და რო­დის, ვერ გე­ტყვით. არი­ან კო­ლე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას და არ იღე­ბენ არა­ფერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას,მაგ­რამ ასე­ვე არის აქეთ მხა­რეს არა­ერ­თი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას - მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის­თვის ამ დღე­ე­ბის გა­ლა­მა­ზე­ბა, რო­გორც დე­და­ქა­ლაქ­ში ისე რე­გი­ონ­ში.

არის სა­კი­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვე­ბის გან­წყო­ბას და სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლის შექ­მნას არ უნდა მი­ვა­კა­როთ. ვინც ფიქ­რობს, რომ უნდა გა­აპ­რო­ტეს­ტოს და ახა­ლი წელი უნდა იყოს სამ­ძი­მა­რი, მუქ ფე­რებ­ში და ცუდი გან­წყო­ბით, იმან იფიქ­როს, ეს მისი პო­ზი­ცი­აა და ვე­რა­ვის და­უშ­ლი.

მე არ ვფიქ­რობ ასე და არც ჩემი ჯგუ­ფი და კი­დევ უამ­რა­ვი ჩემი კო­ლე­გა, რო­მე­ლიც არ აპ­რო­ტეს­ტებს დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ას და გა­საპ­რო­ტეს­ტე­ბელ­საც ვე­რა­ფერს ხე­დავს.

- ბოლო დღე­ებ­ში ხში­რად გვეს­მის ფრა­ზა, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა, სხვა­დას­ხვა მხა­რეს მდგარ­მა ხე­ლო­ვა­ნებ­მა, ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში რო­გორ უნდა შე­ხე­დო­ნო...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მა­ბუ­ლინ­გებს, რო­მე­ლიც მათ გვერ­დზე დგას და მათ პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს, მომ­ღე­რა­ლი იქ­ნე­ბა თუ მსა­ხი­ო­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი გვერ­დში მდგო­მი ხალ­ხი შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნებს, მე მათ­ზე ცუდი არა­ფე­რი მი­კად­რე­ბია რომ ვერ შევ­ხე­დო. წი­თე­ლი ხაზი არ გა­და­მი­ლა­ხავს, ეს მათ უნდა ინერ­ვი­უ­ლოს, ვინც ამას აკე­თებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ პრე­ზი­დენტს, ის ჩემი მე­გო­ბა­რია, ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ, ფეხ­ბურ­თე­ლი რომ იყო, იქი­დან ვმე­გობ­რობ. შემ­დეგ მწვრთნე­ლი იყო შვე­ი­ცა­რი­ა­ში და მას­თან სტუმ­რად ვი­ყა­ვი. მე ვიცი, მას რო­გორ უყ­ვარს სამ­შობ­ლო, ვიცი, მისი გა­ნათ­ლე­ბის დონე, პატ­რი­ო­ტიზ­მი. რო­დე­საც ის შვე­ი­ცა­რი­ა­ში ერთ-ერთ გუნდს წვრთნი­და, ვიცი, რომ ორ ენა­ზე სა­უბ­რობს, გერ­მა­ნუ­ლი მახ­სოვს ზუს­ტად... ვიცი, ასე­ვე მისი ლა­მა­ზი ოჯა­ხი. ძა­ლი­ან დიდი ბუ­ლინ­გი და ქარ-ცე­ცხლი მო­უ­წყვეს მიშა ყა­ვე­ლაშ­ვილს. მე მხარს ვუ­ჭერ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის რაც ევა­ლე­ბა პრე­ზი­დენტს, რაც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ზი­ან­და, სამ­წუ­ხა­როდ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ამომ­რჩე­ველ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ხმა მი­ვე­ცით და ვერ გა­ა­მარ­თლა იმე­დე­ბი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მიშა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ამ ინ­სტი­ტუ­ტის ნდო­ბას აღად­გენს და ბევრ კარგ ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც, რაც შე­უძ­ლია ამ ინ­სტი­ტუტს, შე­ას­რუ­ლებს.

- თქვენ რჩე­ბით მმარ­თვე­ლი გუნ­დის ერ­თგუ­ლი?

- რა თქმა უნდა, იმი­ტომ რომ ყვე­ლა­ფე­რი რაც ქვე­ყა­ნა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლაა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმ ცხრაწ­ლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბის­გან რაც გა­ვი­ა­რე და სა­კუ­თარ თავ­ზე ვიწ­ვნიე. ვიდ­რე არ და­ვი­ნა­ხავ ოპო­ზი­ცი­ა­ში ახალ ხალ­ხს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი არი­ან და არ არი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" მიბ­მუ­ლე­ბი ან მათ დაშ­ლილ სა­ტე­ლი­ტებ­ზე, მა­ნამ­დე დავ­რჩე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხარ­დამ­ჭე­რად. რა თქმა უნდა, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რიც ვარ. მე პარ­ტი­ის წევ­რი არ ვარ, მაგ­რამ როცა რა­ღაც ხდე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წინა ხაზ­ზე ვარ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ზურა ხაჩიძე მიხეილ ყაველაშვილზე: "ვიცი, მისი განათლების დონე, პატრიოტიზმი...“

ზურა ხაჩიძე მიხეილ ყაველაშვილზე: "ვიცი, მისი განათლების დონე, პატრიოტიზმი...“

"ქუჩის ბიჭების“ მომღერალი ზურა ხაჩიძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ წინასაახალწლო კონცერტებში ჯგუფთან ერთად აუცილებლად გამოვა. მისი თქმით, ვინც ფიქრობს, კოლეგებიდან, რომ ახალი წელი სამძიმარი უნდა იყოს, მისი ნება. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ასევე კმაყოფილია ახალარჩეული პრეზიდენტის. მიშა ყაველაშვილი ზურას დიდი ხნის მეგობარია და არც მის პატრიოტიზმში ეპარება ეჭვი და არც განათლებაში

- რაც შეეხება კონცერტებს ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნამდვილად გვაქვს კონცერტები და არაერთი, მაგრამ კონკრეტულად სად და როდის, ვერ გეტყვით. არიან კოლეგები, რომლებიც აპროტესტებენ დღევანდელ სიტუაციას და არ იღებენ არაფერში მონაწილეობას,მაგრამ ასევე არის აქეთ მხარეს არაერთი მომღერალი, რომელიც იღებს მონაწილეობას - მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, ჩვენი ბავშვობისთვის ამ დღეების გალამაზება, როგორც დედაქალაქში ისე რეგიონში.

არის საკითხები, რომლებიც ბავშვების განწყობას და საახალწლო დღესასწაულის შექმნას არ უნდა მივაკაროთ. ვინც ფიქრობს, რომ უნდა გააპროტესტოს და ახალი წელი უნდა იყოს სამძიმარი, მუქ ფერებში და ცუდი განწყობით, იმან იფიქროს, ეს მისი პოზიციაა და ვერავის დაუშლი.

მე არ ვფიქრობ ასე და არც ჩემი ჯგუფი და კიდევ უამრავი ჩემი კოლეგა, რომელიც არ აპროტესტებს დღევანდელ სიტუაციას და გასაპროტესტებელსაც ვერაფერს ხედავს.

- ბოლო დღეებში ხშირად გვესმის ფრაზა, როდესაც ყველაფერი დამთავრდება, სხვადასხვა მხარეს მდგარმა ხელოვანებმა, ერთმანეთს თვალებში როგორ უნდა შეხედონო...

- მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი მაბულინგებს, რომელიც მათ გვერდზე დგას და მათ პოზიციას იზიარებს, მომღერალი იქნება თუ მსახიობი, მიუხედავად იმისა, რომ მათი გვერდში მდგომი ხალხი შეურაცხყოფას მაყენებს, მე მათზე ცუდი არაფერი მიკადრებია რომ ვერ შევხედო. წითელი ხაზი არ გადამილახავს, ეს მათ უნდა ინერვიულოს, ვინც ამას აკეთებს.

რაც შეეხება ახალ პრეზიდენტს, ის ჩემი მეგობარია, ძალიან კარგად ვიცნობ, ფეხბურთელი რომ იყო, იქიდან ვმეგობრობ. შემდეგ მწვრთნელი იყო შვეიცარიაში და მასთან სტუმრად ვიყავი. მე ვიცი, მას როგორ უყვარს სამშობლო, ვიცი, მისი განათლების დონე, პატრიოტიზმი. როდესაც ის შვეიცარიაში ერთ-ერთ გუნდს წვრთნიდა, ვიცი, რომ ორ ენაზე საუბრობს, გერმანული მახსოვს ზუსტად... ვიცი, ასევე მისი ლამაზი ოჯახი. ძალიან დიდი ბულინგი და ქარ-ცეცხლი მოუწყვეს მიშა ყაველაშვილს. მე მხარს ვუჭერ და დარწმუნებული ვარ, ის რაც ევალება პრეზიდენტს, რაც ამ წლების განმავლობაში დაზიანდა, სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა სალომე ზურაბიშვილს ხმა მივეცით და ვერ გაამართლა იმედები, დარწმუნებული ვარ, მიშა ყაველაშვილი ამ ინსტიტუტის ნდობას აღადგენს და ბევრ კარგ ინიციატივასაც, რაც შეუძლია ამ ინსტიტუტს, შეასრულებს.

- თქვენ რჩებით მმართველი გუნდის ერთგული?

- რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლაა და განსხვავებული იმ ცხრაწლიანი მმართველობისგან რაც გავიარე და საკუთარ თავზე ვიწვნიე. ვიდრე არ დავინახავ ოპოზიციაში ახალ ხალხს, ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებლები არიან და არ არიან "ნაციონალურ მოძრაობაზე" მიბმულები ან მათ დაშლილ სატელიტებზე, მანამდე დავრჩები "ქართული ოცნების" მხარდამჭერად. რა თქმა უნდა, თანამდებობის პირიც ვარ. მე პარტიის წევრი არ ვარ, მაგრამ როცა რაღაც ხდება "ქართული ოცნების" წინა ხაზზე ვარ.

იხილეთ ასევე: