სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენერლის მკვლელობამ მოსკოვი შეარყია: რუსეთში ნორმალური არაფერია! - "ეს ყველაფერი საშინელებაა. ყოველი ხმა შემაშფოთებელია - ფიქრობ, რომ ეს არის დრონი ან ტერაქტი“
გენერლის მკვლელობამ მოსკოვი შეარყია: რუსეთში ნორმალური არაფერია! - "ეს ყველაფერი საშინელებაა. ყოველი ხმა შემაშფოთებელია - ფიქრობ, რომ ეს არის დრონი ან ტერაქტი“

“მოჩ­ვე­ნე­ბი­თი სიმ­შვი­დე და რე­ა­ლო­ბა: მოს­კოვ­ში ამ ორს შო­რის გა­მუდ­მე­ბუ­ლი ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს,“ - წერს BBC - ი სტა­ტი­ა­ში, რო­მელ­შიც რუსი გე­ნერ­ლის მკვლე­ლო­ბას და რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის გავ­ლე­ნას მი­მო­ხი­ლავს ქვე­ყა­ნა­ში.

მი­უ­ხე­და­ვად თით­ქმის სამ­წლი­ა­ნი ომი­სა: მეტ­რო­ში მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მგზავ­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდა მოს­კო­ვე­ლე­ბით გა­დავ­სე­ბუ­ლი ბა­რე­ბი­თა და კლუ­ბე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, აქ ცხოვ­რე­ბა, ერთი შე­ხედ­ვით, სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რი ჩანს, თუმ­ცა, უცებ ხდე­ბა რა­ღაც, რაც გახ­სე­ნებს, რომ დღე­ვან­დელ რუ­სეთ­ში ნორ­მა­ლუ­რი არა­ფე­რია.

ეს “რა­ღაც“ შე­იძ­ლე­ბა იყოს უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი, რო­მელ­მაც მოს­კო­ვის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა გა­არ­ღვია. ან - კი­დევ უფრო დრა­მა­ტუ­ლი რამ, მა­გა­ლი­თად, ის, რაც სამ­შა­ბათს დი­ლით მოხ­და: რუსი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გე­ნერ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა მა­შინ, რო­დე­საც ის მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ტო­ვებ­და.

kirillov
აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი რუსი გე­ნე­რა­ლი და მისი თა­ნა­შემ­წე

რო­დე­საც გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი იგორ კი­რი­ლო­ვი და მისი თა­ნა­შემ­წე ილია პო­ლი­კარ­პო­ვი ელექტრო სკუ­ტერ­ში და­მა­ლუ­ლი ბომ­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ, ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის რუ­ტი­ნა­ში ჩარ­თუ­ლი მოს­კო­ვე­ლე­ბის­თვის ომი, რო­მე­ლიც თით­ქოს არ ახ­სოვ­დათ, უცებ რე­ა­ლურ­ზე რე­ა­ლუ­რი გახ­და...

“რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი შენს გვერ­დით ხდე­ბა, სულ სხვაა, სა­ში­ნე­ლე­ბაა" - ამ­ბობს ლიზა

"ერ­თია, რო­დე­საც ამის შე­სა­ხებ ახალ ამ­ბებ­ში კი­თხუ­ლობ, თით­ქოს ის სა­დღაც შორს არის. თუმ­ცა, რო­დე­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი შენს გვერ­დით ხდე­ბა, სულ სხვაა, სა­ში­ნე­ლე­ბაა. აქამ­დე თით­ქოს ისე იყო, რომ ომი სა­დღაც შორს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­დაც ვი­ღა­ცე­ბი იღუ­პე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­დე­გე­ბი აქ­ვეა საგ­რძნო­ბი. ჩემი შფოთ­ვა პიკს აღ­წევს. ყო­ვე­ლი ხმა შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია - ფიქ­რობ, რომ ეს არის დრო­ნი ან ტე­რაქ­ტი“, - აცხა­დებს BBC -თან ლიზა, რო­მე­ლიც აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლი­დან ერთ კორ­პუ­სის მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობს.

“უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი რუ­სეთ­ში აღიქ­მე­ბა, რო­გორც რა­ღა­ცა შო­რე­უ­ლი პრო­ცე­სი. აქ ეს ხში­რად მსმე­ნია. მაქვს გან­ცდა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის ეს არის ომი, რო­მელ­საც მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ან სმარ­ტფო­ნის ეკ­რან­ზე ხე­და­ვენ - ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ომი. რაც და­ღუ­პულ­თა და დაჭ­რილ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­საკ­ვი­რია“, - წერს გა­მო­ცე­მა.

თუმ­ცა, მოს­კოვ­ში რუსი გე­ნერ­ლის მკვლე­ლო­ბა უდა­ვოდ გა­მოღ­ვი­ძე­ბის ზა­რია. ეს არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ომი რე­ა­ლუ­რი და თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა.

  • იქ­ნე­ბა ეს გა­მო­ფხიზ­ლე­ბის ზარი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის?

დიდი ალ­ბა­თო­ბით არა. კრემ­ლის მხრი­დან, უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, შე­მობ­რუ­ნე­ბის ძა­ლი­ან ცოტა ნი­შა­ნი არ­სე­ბობს. მოს­კო­ვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ომს გა­აძ­ლი­ე­რებს.

უბ­რა­ლოდ, შე­ხე­დეთ ნიშ­ნებს... კი­რი­ლო­ვის მკვლე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო ტე­ლე­ვი­ზი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შოუს წამ­ყვან­მა, უკ­რა­ი­ნა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და თქვა, რომ “ამ თავ­დას­ხმით პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ სა­კუ­თარ თავს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა“.

რუ­სე­თის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ “გა­მო­ძი­ე­ბამ მკვლე­ლე­ბი რუ­სეთ­ში უნდა იპო­ვოს“, და და­ა­მა­ტა: ”ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ იმი­სათ­ვის, რომ გა­ვა­ნად­გუ­როთ კი­ევ­ში მყო­ფი მათი მფარ­ვე­ლე­ბი“.

პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა რუსი გე­ნერ­ლი­სა და მისი თა­ნა­შემ­წის მკვლე­ლო­ბა­ზე, ჯერ არ გა­უვრცე­ლე­ბია. თუმ­ცა, კრემ­ლის ლი­დერ­მა არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბა საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდე­ბა, “რე­ა­გი­რე­ბა ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა“.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­ვა­რა­უ­დოა, რომ იქ­ნე­ბა სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბი.

კრემ­ლის ლი­დე­რის ყო­ველ­წლი­უ­რი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ხუთ­შა­ბათს იგეგ­მე­ბა. ეს ჩვე­უ­ლებ­რივ მა­რა­თო­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა და ყვე­ლა მთა­ვარ სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხზე პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა.

  • სა­ინ­ტე­რე­სოა: გა­მო­ი­ყე­ნებს თუ არა ის ეთერს კი­რი­ლო­ვის დრა­მა­ტულ მკვლე­ლო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რის­თვის?

  • და­არ­ღვევს თუ არა სი­ჩუ­მეს სი­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ჯა­როდ არა­ფე­რი უთ­ქვამს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მოს­კო­ვის მთა­ვა­რი მო­კავ­ში­რის, ბა­შარ ალ-ასა­დის დამ­ხო­ბის შე­სა­ხებ.

და რას ეტყვის ის რუ­სებს იმა­ზე, თუ საით მი­დის ქვე­ყა­ნა, რო­დე­საც ომი უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მელ­საც პუ­ტი­ნი ჯერ კი­დევ "სპე­ცი­ა­ლურ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას" უწო­დებს - სამ­წლი­ან ნიშ­ნულს უახ­ლოვ­დე­ბა?

წყა­რო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

გენერლის მკვლელობამ მოსკოვი შეარყია: რუსეთში ნორმალური არაფერია! - "ეს ყველაფერი საშინელებაა. ყოველი ხმა შემაშფოთებელია - ფიქრობ, რომ ეს არის დრონი ან ტერაქტი“

გენერლის მკვლელობამ მოსკოვი შეარყია: რუსეთში ნორმალური არაფერია! - "ეს ყველაფერი საშინელებაა. ყოველი ხმა შემაშფოთებელია - ფიქრობ, რომ ეს არის დრონი ან ტერაქტი“

“მოჩვენებითი სიმშვიდე და რეალობა: მოსკოვში ამ ორს შორის გამუდმებული ბრძოლა მიმდინარეობს,“ - წერს BBC - ი სტატიაში, რომელშიც რუსი გენერლის მკვლელობას და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას მიმოხილავს ქვეყანაში.

მიუხედავად თითქმის სამწლიანი ომისა: მეტროში მრავალრიცხოვანი მგზავრებით დაწყებული, ახალგაზრდა მოსკოველებით გადავსებული ბარებითა და კლუბებით დასრულებული, აქ ცხოვრება, ერთი შეხედვით, სრულიად ნორმალური ჩანს, თუმცა, უცებ ხდება რაღაც, რაც გახსენებს, რომ დღევანდელ რუსეთში ნორმალური არაფერია.

ეს “რაღაც“ შეიძლება იყოს უკრაინული დრონი, რომელმაც მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემა გაარღვია. ან - კიდევ უფრო დრამატული რამ, მაგალითად, ის, რაც სამშაბათს დილით მოხდა: რუსი მაღალჩინოსანი გენერლის განზრახ მკვლელობა მაშინ, როდესაც ის მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ტოვებდა.

kirillov
აფეთქების შედეგად დაღუპული რუსი გენერალი და მისი თანაშემწე

როდესაც გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი და მისი თანაშემწე ილია პოლიკარპოვი ელექტრო სკუტერში დამალული ბომბის გააქტიურების შედეგად დაიღუპნენ, ყოველდღიურობის რუტინაში ჩართული მოსკოველებისთვის ომი, რომელიც თითქოს არ ახსოვდათ, უცებ რეალურზე რეალური გახდა...

“როდესაც ეს ყველაფერი შენს გვერდით ხდება, სულ სხვაა, საშინელებაა" - ამბობს ლიზა

"ერთია, როდესაც ამის შესახებ ახალ ამბებში კითხულობ, თითქოს ის სადღაც შორს არის. თუმცა, როდესაც ეს ყველაფერი შენს გვერდით ხდება, სულ სხვაა, საშინელებაა. აქამდე თითქოს ისე იყო, რომ ომი სადღაც შორს მიმდინარეობდა, სადაც ვიღაცები იღუპებოდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში შედეგები აქვეა საგრძნობი. ჩემი შფოთვა პიკს აღწევს. ყოველი ხმა შემაშფოთებელია - ფიქრობ, რომ ეს არის დრონი ან ტერაქტი“, - აცხადებს BBC -თან ლიზა, რომელიც აფეთქების ადგილიდან ერთ კორპუსის მოშორებით ცხოვრობს.

“უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთში აღიქმება, როგორც რაღაცა შორეული პროცესი. აქ ეს ხშირად მსმენია. მაქვს განცდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს არის ომი, რომელსაც მხოლოდ ტელევიზორში ან სმარტფონის ეკრანზე ხედავენ - ვირტუალური ომი. რაც დაღუპულთა და დაჭრილთა დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, გასაკვირია“, - წერს გამოცემა.

თუმცა, მოსკოვში რუსი გენერლის მკვლელობა უდავოდ გამოღვიძების ზარია. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ სინამდვილეში ომი რეალური და თან ძალიან ახლოსაა.

  • იქნება ეს გამოფხიზლების ზარი რუსეთის ხელისუფლებისთვის?

დიდი ალბათობით არა. კრემლის მხრიდან, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, შემობრუნების ძალიან ცოტა ნიშანი არსებობს. მოსკოვი, სავარაუდოდ, ომს გააძლიერებს.

უბრალოდ, შეხედეთ ნიშნებს... კირილოვის მკვლელობაზე საუბრისას, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანმა, უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ “ამ თავდასხმით პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა“.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა კი განაცხადა, რომ “გამოძიებამ მკვლელები რუსეთში უნდა იპოვოს“, და დაამატა: ”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავანადგუროთ კიევში მყოფი მათი მფარველები“.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საჯარო განცხადება რუსი გენერლისა და მისი თანაშემწის მკვლელობაზე, ჯერ არ გაუვრცელებია. თუმცა, კრემლის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც რუსეთის უსაფრთხოება საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, “რეაგირება ყოველთვის იქნება“.

აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ იქნება საპასუხო ზომები.

კრემლის ლიდერის ყოველწლიური პრესკონფერენცია და სატელეფონო საუბარი ხუთშაბათს იგეგმება. ეს ჩვეულებრივ მარათონული ღონისძიებაა და ყველა მთავარ სატელევიზიო არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

  • საინტერესოა: გამოიყენებს თუ არა ის ეთერს კირილოვის დრამატულ მკვლელობაზე კომენტარისთვის?

  • დაარღვევს თუ არა სიჩუმეს სირიასთან დაკავშირებით?

რუსეთის პრეზიდენტს ჯერჯერობით საჯაროდ არაფერი უთქვამს ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის მთავარი მოკავშირის, ბაშარ ალ-ასადის დამხობის შესახებ.

და რას ეტყვის ის რუსებს იმაზე, თუ საით მიდის ქვეყანა, როდესაც ომი უკრაინაში, რომელსაც პუტინი ჯერ კიდევ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს - სამწლიან ნიშნულს უახლოვდება?

წყარო