სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა და სანქციები საქართველოს ხელისუფლებას..." - რა საკითხებზე იმსჯელებენ ბრიუსელში დღეს: განცხადებები შეხვედრის დაწყებამდე
"უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა და სანქციები საქართველოს ხელისუფლებას..." - რა საკითხებზე იმსჯელებენ ბრიუსელში დღეს: განცხადებები შეხვედრის დაწყებამდე

ის მოვ­ლე­ნე­ბი, რა­საც ჩვენ ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვხე­დავთ, არ მი­დის იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ი­თაც კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბი უნდა მი­დი­ოდ­ნენ, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლეს­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, კაია კა­ლას­მა ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

  • მისი თქმით, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით სან­ქცი­ებ­ზე და ასე­ვე უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ზღუდ­ვა­ზე ისა­უბ­რე­ბენ.

"ასე რომ, ჩვენ ვა­პი­რებთ გან­ვი­ხი­ლოთ რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ რეპ­რე­სი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და ყვე­ლა იმ ინ­სტრუ­მენტს, რო­მელ­საც იქ იყე­ნე­ბენ. რა შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ ევ­რო­პის მხრი­დან. ერთი სა­კი­თხია, რა თქმა უნდა, სან­ქცი­ე­ბი და მე­ო­რე სა­კი­თხი ასე­ვე უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ზღუდ­ვა“, - აღ­ნიშ­ნა კაია კა­ლას­მა.

გან­ცხა­დე­ბა შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ა­კე­თა ასე­ვე ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, კი­ას­ტუ­სის ბუდ­რის­მა:

„იმე­დი გვაქვს, შევ­თან­ხმდე­ბით ნა­ბი­ჯებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა იმ ფონ­ზე, რა­საც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ვხე­დავთ. როცა ვხე­დავთ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს აკა­ვე­ბენ, ვხე­დავთ ძა­ლა­დო­ბას აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს არის, ის რა­საც ვერ უგუ­ლე­ბელ­ვყოფთ. ლი­ე­ტუ­ვა­ში უკვე და­ვუ­წე­სეთ სან­ქცი­ე­ბი 30-მდე ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი

ოპო­ზი­ცი­ის პრო­ტეს­ტის სას­ტიკ ჩახ­შო­ბა­ში. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ევ­რო­კავ­შირს, რომ ასე­ვე შე­მო­ი­ღოს სან­ქცი­ე­ბი ამ პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. მე­ო­რე სა­კი­თხი არის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი. უნდა ავ­კრძა­ლოთ ის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის. ეს არის მი­ნი­მუ­მი, რაც უნდა გა­ვა­კე­თოთ, ასე­ვე უნდა გა­ვაგ­ზავ­ნოთ ძლი­ე­რი მე­სი­ჯი, რომ შე­საძ­ლოა მო­მა­ვალ­ში ეს აკ­რძალ­ვა გა­ვა­ფარ­თო­ოთ. მე­სა­მე სა­კი­თხი არის სა­ქარ­თვე­ლოს­თან ტექ­ნი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვა სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სამ­თავ­რო­ბო ინ­სტი­ტუ­ტებ­თან ყვე­ლა ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა და ასე­ვე ამ ინ­სტი­ტუ­ტე­ბის­თვის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის შე­ჩე­რე­ბა. მე­ო­რე მხრივ, ჩვენ უნდა გა­ვუგ­ზავ­ნოთ ძლი­ე­რი მე­სი­ჯი ქარ­თულ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ჩვენ მხარს და­ვუ­ჭერთ მათ და ჩვენ გვჭირ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი პა­კე­ტი ამის­თვის, იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად ვსა­უბ­რობთ. ასე რომ, სწო­რედ ახლა უნდა გა­ვუგ­ზავ­ნოთ მე­სი­ჯი ქუ­ჩებ­ში გა­მო­სულ ქარ­თველ ხალ­ხს, რომ ევ­რო­პა არ გტო­ვებთ თქვენ, ევ­რო­პა თქვენ­თა­ნაა და ევ­რო­პას თქვენ სჭირ­დე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა კი­ას­ტუ­სის ბუდ­რის­მა.

კი­თხვა­ზე, გა­აგ­რძე­ლე­ბენ თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რას და გა­ნა­ცხა­დე­ბენ თუ არა, რომ სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი არის უკა­ნო­ნო, ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო მი­ნის­ტრმა უპა­სუ­ხა:

„ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცი­ას, ასე­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის პო­ზი­ცი­ას, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ხე­ლა­ხა­ლი ჩა­ტა­რე­ბა არის სწო­რი გზა სი­ტუ­ა­ცი­ის მო­საგ­ვა­რებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნა ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა და სანქციები საქართველოს ხელისუფლებას..." - რა საკითხებზე იმსჯელებენ ბრიუსელში დღეს: განცხადებები შეხვედრის დაწყებამდე

"უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა და სანქციები საქართველოს ხელისუფლებას..." - რა საკითხებზე იმსჯელებენ ბრიუსელში დღეს: განცხადებები შეხვედრის დაწყებამდე

ის მოვლენები, რასაც ჩვენ ახლა საქართველოში ვხედავთ, არ მიდის იმ მიმართულებით, საითაც კანდიდატი ქვეყნები უნდა მიდიოდნენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

  • მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსთან დაკავშირებით სანქციებზე და ასევე უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე ისაუბრებენ.

"ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ რა შედეგები მოჰყვება საქართველოს ხელისუფლებისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების გამოყენებას და ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელსაც იქ იყენებენ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპის მხრიდან. ერთი საკითხია, რა თქმა უნდა, სანქციები და მეორე საკითხი ასევე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა“, - აღნიშნა კაია კალასმა.

განცხადება შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუსის ბუდრისმა:

„იმედი გვაქვს, შევთანხმდებით ნაბიჯებზე, რომელიც საჭიროა იმ ფონზე, რასაც თბილისის ქუჩებში ვხედავთ. როცა ვხედავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს აკავებენ, ვხედავთ ძალადობას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ეს არის, ის რასაც ვერ უგულებელვყოფთ. ლიეტუვაში უკვე დავუწესეთ სანქციები 30-მდე ადამიანს, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები

ოპოზიციის პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, რომ ასევე შემოიღოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. მეორე საკითხი არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. უნდა ავკრძალოთ ის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის. ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ, ასევე უნდა გავაგზავნოთ ძლიერი მესიჯი, რომ შესაძლოა მომავალში ეს აკრძალვა გავაფართოოთ. მესამე საკითხი არის საქართველოსთან ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების გამართვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან ყველა ინსტიტუციური მოლაპარაკებების შეჩერება და ასევე ამ ინსტიტუტებისთვის ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი მესიჯი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ და ჩვენ გვჭირდება ფინანსური პაკეტი ამისთვის, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად ვსაუბრობთ. ასე რომ, სწორედ ახლა უნდა გავუგზავნოთ მესიჯი ქუჩებში გამოსულ ქართველ ხალხს, რომ ევროპა არ გტოვებთ თქვენ, ევროპა თქვენთანაა და ევროპას თქვენ სჭირდებით“, - აღნიშნა კიასტუსის ბუდრისმა.

კითხვაზე, გააგრძელებენ თუ არა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას და განაცხადებენ თუ არა, რომ საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი არის უკანონო, ლიეტუვის საგარეო მინისტრმა უპასუხა:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, ასევე არასამთავრობოების პოზიციას, რომ არჩევნების ხელახალი ჩატარება არის სწორი გზა სიტუაციის მოსაგვარებლად“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.