სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის - მაგრამ საფესტივალო განწყობა ნამდვილად არ არის" - "ბიბლუსი ჯგუფი"
"საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის - მაგრამ საფესტივალო განწყობა ნამდვილად არ არის" - "ბიბლუსი ჯგუფი"

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, „ბიბ­ლუ­სი ჯგუფ­მა“ წელს სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლის მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ა­უქ­მა. კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არა­მარ­თე­ბუ­ლად მი­აჩ­ნი­ათ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

  • რო­გორც "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას "ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე რო­მან ან­თა­ძე აცხა­დებს, ჯგუ­ფის­თვის სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლის გა­უქ­მე­ბა "საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო".

"სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ჩვენ გუნდში არ­სე­ბუ­ლი გან­წყო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ვი­ღეთ. ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ჩვენ­თვის, თუმ­ცა იმ მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, რაც ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, სა­ფეს­ტი­ვა­ლო გან­წყო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის“, - გა­ნუ­ცხა­და "ბიზ­ნესპრეს­ნი­უსს" რო­მან ან­თა­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ბიბ­ლუ­სი ჯგუ­ფი" სა­ა­ხალ­წლო პრო­დუქ­ცი­ის იმ­პორ­ტსა და ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლი­ზა­ცი­ას უკვე 9 წე­ლია ახორ­ცი­ე­ლებს. გა­სულ წელს, ჯგუფ­ში მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა - სა­ა­ხალ­წლო ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც სა­ა­ხალ­წლო პრო­დუქ­ცი­ი­სა და სა­თა­მა­შო­ე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი ასორ­ტი­მენ­ტი იქ­ნე­ბო­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"ღო­ნის­ძი­ე­ბა ექ­სპო ჯორ­ჯი­ას N11 პა­ვი­ლი­ონ­ში ჩა­ტარ­და. ღო­ნის­ძი­ე­ბა 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მას მთლი­ა­ნად 60 000-მდე ვი­ზი­ტო­რი ეწ­ვია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ფეს­ტი­ვალ­მა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. მო­თხოვ­ნა იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ პრო­დუქ­ცია სრუ­ლად გა­ი­ყი­და და ბოლო დღეს დე­კო­რა­ცი­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბაც კი მოხ­და.

გა­სუ­ლი წლის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წელს გა­ცი­ლე­ბის გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იგეგ­მე­ბო­და, რომ­ლის­თვი­საც „ბიბ­ლუ­სის“ გუნ­დი მთე­ლი წელი ემ­ზა­დე­ბო­და. გან­ხორ­ცი­ელ­და უპ­რე­ცე­დენ­ტოდ დიდი შეს­ყიდ­ვე­ბი, მო­სა­ლოდ­ნე­ლი მო­თხოვ­ნის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. ფეს­ტი­ვა­ლის ინ­ვენ­ტარ­სა და დე­კო­რა­ცი­ებ­ში საკ­მა­ოდ დიდი ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო.

თუმ­ცა, მოგ­ვი­წია ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა, რა­მაც საკ­მა­ოდ დიდი ზა­რა­ლი მოგ­ვა­ყე­ნა. გვი­წევს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლა­რის მა­რა­გე­ბის ერთი წლით გა­ჩე­რე­ბა. პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ნა­ხად სა­ჭი­რო გახ­და და­მა­ტე­ბი­თი სა­სა­წყო­ბე სივ­რცე­ე­ბის და­ქი­რა­ვე­ბა, რაც ასე­ვე საკ­მა­ოდ დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პრო­დუქ­ცი­ის ნა­წი­ლი წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში, სა­დაც საკ­მა­ოდ დიდი ფას­დაკ­ლე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბის ფას­ში იყი­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან ან­თა­ძემ.

ავტორი:

"საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის - მაგრამ საფესტივალო განწყობა ნამდვილად არ არის" - "ბიბლუსი ჯგუფი"

"საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის - მაგრამ საფესტივალო განწყობა ნამდვილად არ არის" - "ბიბლუსი ჯგუფი"

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფმა“ წელს საახალწლო ფესტივალის მასშტაბური ღონისძიება გააუქმა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოცემულ სიტუაციაში არამართებულად მიაჩნიათ საზეიმო ღონისძიების ჩატარება.

  • როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას "ბიბლუსი ჯგუფის" დირექტორის მოადგილე რომან ანთაძე აცხადებს, ჯგუფისთვის საახალწლო ფესტივალის გაუქმება "საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო".

"საახალწლო ფესტივალის გაუქმების გადაწყვეტილება ქვეყანაში და ჩვენ გუნდში არსებული განწყობების გათვალისწინებით მივიღეთ. ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილება იყო ჩვენთვის, თუმცა იმ მოვლენების ფონზე, რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში ხდება, საფესტივალო განწყობა ნამდვილად არ არის“, - განუცხადა "ბიზნესპრესნიუსს" რომან ანთაძემ.

აღსანიშნავია, რომ "ბიბლუსი ჯგუფი" საახალწლო პროდუქციის იმპორტსა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას უკვე 9 წელია ახორციელებს. გასულ წელს, ჯგუფში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაეკეთებინათ მასშტაბური ღონისძიება - საახალწლო ფესტივალი, სადაც საახალწლო პროდუქციისა და სათამაშოების უპრეცედენტოდ დიდი ასორტიმენტი იქნებოდა წარმოდგენილი.

"ღონისძიება ექსპო ჯორჯიას N11 პავილიონში ჩატარდა. ღონისძიება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას მთლიანად 60 000-მდე ვიზიტორი ეწვია. ფაქტობრივად, ამ ფესტივალმა უპრეცედენტოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ პროდუქცია სრულად გაიყიდა და ბოლო დღეს დეკორაციების რეალიზებაც კი მოხდა.

გასული წლის შედეგებიდან გამომდინარე, წელს გაცილების გრანდიოზული ღონისძიება იგეგმებოდა, რომლისთვისაც „ბიბლუსის“ გუნდი მთელი წელი ემზადებოდა. განხორციელდა უპრეცედენტოდ დიდი შესყიდვები, მოსალოდნელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ფესტივალის ინვენტარსა და დეკორაციებში საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაიდო.

თუმცა, მოგვიწია ამ ღონისძიების გაუქმება, რამაც საკმაოდ დიდი ზარალი მოგვაყენა. გვიწევს რამდენიმე მილიონი ლარის მარაგების ერთი წლით გაჩერება. პროდუქციის შესანახად საჭირო გახდა დამატებითი სასაწყობე სივრცეების დაქირავება, რაც ასევე საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პროდუქციის ნაწილი წარმოდგენილია ჩვენს მაღაზიებში, სადაც საკმაოდ დიდი ფასდაკლებით, ფაქტობრივად, თვითღირებულების ფასში იყიდება“, - განაცხადა რომან ანთაძემ.