პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქართული ოცნების“ უმრავლესობაში რვა ახალი დეპუტატი შევიდა - ვინ არიან ისინი?
“ქართული ოცნების“ უმრავლესობაში რვა ახალი დეპუტატი შევიდა - ვინ არიან ისინი?

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში რვა ახა­ლი დე­პუ­ტა­ტი შე­ვი­და. პარ­ლა­მენ­ტმა ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის, არ­ჩილ გორ­დუ­ლა­ძის, სა­ლო­მე ჯინ­ჯო­ლა­ვას, თორ­ნი­კე ბე­რე­კაშ­ვი­ლის, თორ­ნი­კე ჭე­იშ­ვი­ლის, პა­ა­ტა სა­ლი­ას, გი­ორ­გი გე­გუ­ჩი­ას და ირაკ­ლი ჭე­იშ­ვი­ლის სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ცნო. ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტის გა­მოკ­ლე­ბუ­ლი წევ­რე­ბის ად­გილ­მო­ნაც­ვლედ შე­ვიდ­ნენ.

პარ­ლა­მენ­ტმა დღეს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს, ანრი ოხა­ნაშ­ვილს, და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვილს, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ვა­დამ­დე შე­უ­წყვი­ტა.

მთავ­რო­ბი­სათ­ვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის სტა­ტუ­სის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის გამო დღის წეს­რიგ­ში ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის­თვის, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის­თვის, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის­თვის, და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის­თვის, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლის­თვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის სა­კი­თხი დად­გა.

სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდათ: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის პოსტზეა წარ­დგე­ნი­ლი.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე კვლავ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე და­ი­ნიშ­ნა, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი გახ­და, და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნა, ხოლო მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“ქართული ოცნების“ უმრავლესობაში რვა ახალი დეპუტატი შევიდა - ვინ არიან ისინი?

“ქართული ოცნების“ უმრავლესობაში რვა ახალი დეპუტატი შევიდა - ვინ არიან ისინი?

“ქართული ოცნების“ უმრავლესობაში რვა ახალი დეპუტატი შევიდა. პარლამენტმა ლევან მაჭავარიანის, არჩილ გორდულაძის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ბერეკაშვილის, თორნიკე ჭეიშვილის, პაატა სალიას, გიორგი გეგუჩიას და ირაკლი ჭეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ისინი პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ შევიდნენ.

პარლამენტმა დღეს ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო დღის წესრიგში ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის, მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა.

საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ: ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პრეზიდენტის პოსტზეა წარდგენილი.

ირაკლი კობახიძე კვლავ პრემიერ-მინისტრია, მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრი გახდა, დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, ხოლო მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.