მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზღაპრული ნოტრ-დამი და ჯადოსნური ჰანგები - რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ხატია ბუნიათიშვილის მიერ შესრულებული კომპოზიციის ფონზე გაიხსნა
ზღაპრული ნოტრ-დამი და ჯადოსნური ჰანგები - რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ხატია ბუნიათიშვილის მიერ შესრულებული კომპოზიციის ფონზე გაიხსნა

პა­რიზ­ში, ხუთი წლის წინ გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შემ­დეგ რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი ნოტრ-და­მის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­პა­ტიო სტუმ­რებს შო­რის მიწ­ვე­უ­ლი იყო ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი.

  • მან სტუმ­რებს და­უ­ვი­წყა­რი წუ­თე­ბი აჩუ­ქა და მათ­თვის კომ­პო­ზი­ცია შე­ას­რუ­ლა.

“პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი... კი­ბის და­უს­რუ­ლე­ბელ სა­ფე­ხუ­რებს პა­რი­ზის ცამ­დე მივ­ყა­ვართ. პა­რი­ზის ცის ქვეშ, მა­რა­დი­უ­ლი ქა­ლა­ქის ხედი, სტუ­დენ­ტებს, ხე­ლო­ვა­ნებს, ახალ­გაზ­რდა წყვი­ლებს და მე­ოც­ნე­ბე თვა­ლებს აერ­თი­ა­ნებს.

პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი - ეს არის ეს­მე­რალ­დას თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კვა­ზი­მო­დოს სიწ­მინ­დე და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც ვიქ­ტორ ჰი­უ­გო ოც­ნე­ბობ­და.

ნოტრ-დამი, რო­მელ­მაც შეგ­ვა­ში­ნა და დაგ­ვა­ნა­ხა, რომ “მა­რა­დი­უ­ლიც“ შე­იძ­ლე­ბა გა­ნად­გურ­დეს, თუმ­ცა ის ისევ აქ დგას - მო­ხუ­ცი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, ლა­მა­ზი, უკ­ვდა­ვი,“ - წერს ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი და ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

  • შე­გახ­სე­ნებთ, 2019 წელს 850 წლის გო­თი­კუ­რი შე­დევ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბა და პა­რი­ზის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი - პა­რი­ზის ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი გა­ჩე­ნილ­მა ხან­ძარ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზა­რა­ლა. შე­ნო­ბა სრუ­ლად არ დამ­წვა­რა, გა­ნად­გურ­და მისი ნა­წი­ლი და იმ­დე­ნად, რომ აღ­დგე­ნას წლე­ბი დას­ჭირ­და.

ტაძ­რის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ ამა­ზეც იმოქ­მე­და და სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ფერ­ხდა. მა­შინ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა მომ­ხდარს “სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია“ უწო­და.

2019 წელს მაკ­რონ­მა პი­რო­ბა დადო, რომ ტაძ­რის სრულ აღ­დგე­ნას და პირ­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას 5 წელი დას­ჭირ­დე­ბო­და. - “2024 წლის­თვის ის კვლავ უმას­პინ­ძლებს მომ­ლოც­ვე­ლებ­სა და ვი­ზი­ტო­რებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან,“ - აცხა­დებ­და მაკ­რო­ნი.

რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი ნოტრ-და­მის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ას რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ი­მარ­თა. სა­ღა­მოს 40-მდე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის ლი­დე­რი ეს­წრე­ბო­და. მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ზღაპრული ნოტრ-დამი და ჯადოსნური ჰანგები - რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ხატია ბუნიათიშვილის მიერ შესრულებული კომპოზიციის ფონზე გაიხსნა

ზღაპრული ნოტრ-დამი და ჯადოსნური ჰანგები - რესტავრირებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ხატია ბუნიათიშვილის მიერ შესრულებული კომპოზიციის ფონზე გაიხსნა

პარიზში, ხუთი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე საპატიო სტუმრებს შორის მიწვეული იყო ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი.

  • მან სტუმრებს დაუვიწყარი წუთები აჩუქა და მათთვის კომპოზიცია შეასრულა.

“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი... კიბის დაუსრულებელ საფეხურებს პარიზის ცამდე მივყავართ. პარიზის ცის ქვეშ, მარადიული ქალაქის ხედი, სტუდენტებს, ხელოვანებს, ახალგაზრდა წყვილებს და მეოცნებე თვალებს აერთიანებს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - ეს არის ესმერალდას თავისუფლება, კვაზიმოდოს სიწმინდე და ადამიანის უფლებები, რომელზეც ვიქტორ ჰიუგო ოცნებობდა.

ნოტრ-დამი, რომელმაც შეგვაშინა და დაგვანახა, რომ “მარადიულიც“ შეიძლება განადგურდეს, თუმცა ის ისევ აქ დგას - მოხუცი, თავისუფალი, ლამაზი, უკვდავი,“ - წერს ქართველი პიანისტი და ვიდეოს აქვეყნებს.

  • შეგახსენებთ, 2019 წელს 850 წლის გოთიკური შედევრი, ისტორიული შენობა და პარიზის სავიზიტო ბარათი - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გაჩენილმა ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზარალა. შენობა სრულად არ დამწვარა, განადგურდა მისი ნაწილი და იმდენად, რომ აღდგენას წლები დასჭირდა.

ტაძრის აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ამაზეც იმოქმედა და სამუშაოები შეფერხდა. მაშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს “საშინელი ტრაგედია“ უწოდა.

2019 წელს მაკრონმა პირობა დადო, რომ ტაძრის სრულ აღდგენას და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას 5 წელი დასჭირდებოდა. - “2024 წლისთვის ის კვლავ უმასპინძლებს მომლოცველებსა და ვიზიტორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან,“ - აცხადებდა მაკრონი.

რესტავრირებული ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიას რამდენიმე დღის წინ გაიმართა. საღამოს 40-მდე ქვეყნის მთავრობის ლიდერი ესწრებოდა. მათ შორის საქართველოს წარმომადგენლობა და ქართველი პიანისტი.

იხილეთ ასევე: