პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეცა, ტელეფონი გამტაცა და სახეში ჩამარტყა მუშტი. მის გვერდზე მყოფმა, ფეხებში წიხლები დამიშინა" - თავს დაესხნენ კიდევ ერთ ჟურნალისტს, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას იღებდა
"მეცა, ტელეფონი გამტაცა და სახეში ჩამარტყა მუშტი. მის გვერდზე მყოფმა, ფეხებში წიხლები დამიშინა" - თავს დაესხნენ კიდევ ერთ ჟურნალისტს, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას იღებდა

"ტვ პირ­ვე­ლის" გა­დამ­ღებ ჯგუფს, ჟურ­ნა­ლისტ მაკა ჩიხ­ლა­ძე­სა და ოპე­რა­ტორ გი­ორ­გი შე­წი­რულს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი და­ესხნენ თავს და ფი­ზი­კუ­რად სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. ირ­კვე­ვა, რომ ნიღ­ბი­ან­მა პი­რებ­მა ასე­ვე სცე­მეს ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა ჯა­ნა­შია და მისი და ეკა ჯა­ნა­შია, რომ­ლე­ბიც იღებ­დნენ "ტვ პირ­ვე­ლის" გა­დამ­ღებ ჯგუფ­ზე თავ­დას­ხმას.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს მაკა ჯა­ნა­ში­ას შვი­ლი, მა­რი­ამ გო­გი­აშ­ვი­ლი:

"მაკა ჩიხ­ლა­ძის და მისი ოპე­რა­ტო­რის ცე­მის კად­რებს იღებ­დნენ დე­და­ჩე­მი და დე­ი­და­ჩე­მი ტე­ლე­ფო­ნე­ბით. რის გა­მოც ტი­ტუშ­კებ­მა ორი­ვეს წა­არ­თვეს ტე­ლე­ფო­ნი, სცე­მეს მაკა და თმით ით­რი­ეს ეკა. მაკა არის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი და ვე­ლო­დე­ბით ტო­მოგ­რა­ფი­ას. რა ჰქვია იმას, რა­შიც ახლა ვცხოვ­რობთ, ადეკ­ვა­ტუ­რი სი­ტყვე­ბით ვე­ღარ შე­ვა­ფა­სებ. ეს ცხო­ვე­ლე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სის­ტე­მა აუ­ცი­ლებ­ლად აგებს პა­სუხს", - წერს მა­რი­ამ გო­გი­აშ­ვი­ლი.

  • მოგ­ვი­ა­ნე­ბით მაკა ჯა­ნა­ში­ამ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ კლი­ნი­კი­დან ისა­უბ­რა:

"მივ­დი­ო­დი რუს­თა­ველ­ზე, ბე­სი­კის ქუჩა უნდა გაგ­ვევ­ლო, და­ვი­ნა­ხეთ რომ იქ იყო ყვი­რი­ლი, ჩოჩ­ქო­ლი, ცოტა ავი­წი­ეთ ზე­ვით, რომ შეგ­ვე­ხე­და ბე­სი­კის ქუ­ჩა­ზე, და­ვი­ნა­ხე რომ პატ­რუ­ლის მან­ქა­ნას­თან მაკა ჩიხ­ლა­ძეს სპრეი შე­ას­ხა ვი­ღაც შა­ვებ­ში ჩაც­მულ­მა ნიღ­ბი­ან­მა ადა­მი­ან­მა. მა­შინ­ვე ჩავ­რთე ტე­ლე­ფო­ნის კა­მე­რა და წა­ვე­დი რომ გა­და­მე­ღო და და­მე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა. ამა­სო­ბა­ში მა­კამ გა­უხ­ვია მე­ო­რე ქუ­ჩა­ზე იმი­ტომ, რომ ეს ნიღ­ბი­ა­ნი ჯგრო გა­ვი­და იმ ქუ­ჩა­ზე, მაკა გაჰ­ყვა და მეც გავ­ყე­ვი, ამა­სო­ბა­ში ოპე­რა­ტო­რიც და­მე­წია, იღებ­და (ტვ პირ­ვე­ლის ოპე­რა­ტო­რი). და რომ ვი­ღებ­დი რო­გორ ეჭი­და­ვე­ბო­და მა­კას ერთ-ერთი ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, ერთი ნიღ­ბი­ა­ნი მეცა, რო­მე­ლიც და­მა­მახ­სოვ­რდა იმით რომ ნი­ღაბ­ზე ჰქონ­და თეთ­რად გა­მო­სა­ხუ­ლი ჩონ­ჩხე­ბი.

მეცა, ტე­ლე­ფო­ნი, გამ­ტა­ცა და სა­ხე­ში ჩა­მარ­ტყა მუშ­ტი. მის გვერ­დზე მყოფ­მა, ფე­ხებ­ში წიხ­ლე­ბი და­მი­ში­ნა, ამის შემ­დეგ გა­მო­ვე­დი იქი­დან და შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ ოპე­რა­ტო­რი უცე­მი­ათ, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო", - ამ­ბობს მაკა ჯა­ნა­შია.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მეცა, ტელეფონი გამტაცა და სახეში ჩამარტყა მუშტი. მის გვერდზე მყოფმა, ფეხებში წიხლები დამიშინა" - თავს დაესხნენ კიდევ ერთ ჟურნალისტს, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას იღებდა

"მეცა, ტელეფონი გამტაცა და სახეში ჩამარტყა მუშტი. მის გვერდზე მყოფმა, ფეხებში წიხლები დამიშინა" - თავს დაესხნენ კიდევ ერთ ჟურნალისტს, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას იღებდა

"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ირკვევა, რომ ნიღბიანმა პირებმა ასევე სცემეს ჟურნალისტი მაკა ჯანაშია და მისი და ეკა ჯანაშია, რომლებიც იღებდნენ "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას.

  • აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს მაკა ჯანაშიას შვილი, მარიამ გოგიაშვილი:

"მაკა ჩიხლაძის და მისი ოპერატორის ცემის კადრებს იღებდნენ დედაჩემი და დეიდაჩემი ტელეფონებით. რის გამოც ტიტუშკებმა ორივეს წაართვეს ტელეფონი, სცემეს მაკა და თმით ითრიეს ეკა. მაკა არის კლინიკაში გადაყვანილი და ველოდებით ტომოგრაფიას. რა ჰქვია იმას, რაშიც ახლა ვცხოვრობთ, ადეკვატური სიტყვებით ვეღარ შევაფასებ. ეს ცხოველები და ორგანიზატორი სისტემა აუცილებლად აგებს პასუხს", - წერს მარიამ გოგიაშვილი.

  • მოგვიანებით მაკა ჯანაშიამ მომხდარის შესახებ კლინიკიდან ისაუბრა:

"მივდიოდი რუსთაველზე, ბესიკის ქუჩა უნდა გაგვევლო, დავინახეთ რომ იქ იყო ყვირილი, ჩოჩქოლი, ცოტა ავიწიეთ ზევით, რომ შეგვეხედა ბესიკის ქუჩაზე, დავინახე რომ პატრულის მანქანასთან მაკა ჩიხლაძეს სპრეი შეასხა ვიღაც შავებში ჩაცმულმა ნიღბიანმა ადამიანმა. მაშინვე ჩავრთე ტელეფონის კამერა და წავედი რომ გადამეღო და დამეფიქსირებინა. ამასობაში მაკამ გაუხვია მეორე ქუჩაზე იმიტომ, რომ ეს ნიღბიანი ჯგრო გავიდა იმ ქუჩაზე, მაკა გაჰყვა და მეც გავყევი, ამასობაში ოპერატორიც დამეწია, იღებდა (ტვ პირველის ოპერატორი). და რომ ვიღებდი როგორ ეჭიდავებოდა მაკას ერთ-ერთი ნიღბიანი ადამიანი, ერთი ნიღბიანი მეცა, რომელიც დამამახსოვრდა იმით რომ ნიღაბზე ჰქონდა თეთრად გამოსახული ჩონჩხები.

მეცა, ტელეფონი, გამტაცა და სახეში ჩამარტყა მუშტი. მის გვერდზე მყოფმა, ფეხებში წიხლები დამიშინა, ამის შემდეგ გამოვედი იქიდან და შემდეგ გავიგე, რომ ოპერატორი უცემიათ, მძიმე მდგომარეობაში იყო", - ამბობს მაკა ჯანაშია.