სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავარი არხი" ბექა ყორშიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
"მთავარი არხი" ბექა ყორშიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მო­ვუ­წო­დებთ ივა­ნიშ­ვი­ლის არა­ლე­გი­ტი­მურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი და წამ­ყვა­ნი ბექა ყორ­შია და გა­მო­ი­ძი­ოს მისი უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი,- ამის შე­სა­ხებ „მთა­ვა­რი არ­ხის’ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

  • რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია გან­ცხა­დე­ბა­ში წერს, „მთა­ვა­რი არ­ხის“ გუნ­დი დიდი ხა­ნია არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სა­მიზ­ნე.

"დღეს გამ­თე­ნი­ი­სას საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე გა­ი­ტა­ცეს და და­ა­კა­ვეს „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი და წამ­ყვა­ნი ბექა ყორ­შია. მთა­ვა­რი არ­ხის“ გუნ­დი დიდი ხა­ნია არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ან­გა­რიშს­წო­რე­ბის სა­მიზ­ნე. მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გაზ­რდი­ლია აგ­რე­სია მე­დი­ის მი­მართ და ღიად, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლი მე­თო­დე­ბით ხდე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმა. ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აყე­ნე­ბენ ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ხელს უშ­ლი­ან პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

მო­ვუ­წო­დებთ ივა­ნიშ­ვი­ლის არა­ლე­გი­ტი­მურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს "მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლის­ტი და წამ­ყვა­ნი ბექა ყორ­შია და გა­მო­ი­ძი­ოს მისი უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი.

„მთა­ვა­რი არ­ხის“ გუნ­დი ასე­ვე სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს აქ­ცი­ის დარ­ბე­ვი­სას და­ზა­რა­ლე­ბულ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე­სა და კო­ლე­გა ჟურ­ნა­ლის­ტებს სხვა მე­დი­ე­ბი­დან. ჩვენ ერ­თად ვიბ­რძვით ქვეყ­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის­თვის, ამ ბრძო­ლა­ში ვართ ურ­ყე­ვე­ბი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბი“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"მთავარი არხი" ბექა ყორშიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხი" ბექა ყორშიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი,- ამის შესახებ „მთავარი არხის’ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

  • როგორც ტელეკომპანია განცხადებაში წერს, „მთავარი არხის“ გუნდი დიდი ხანია არის "ქართული ოცნების" ანგარიშსწორების სამიზნე.

"დღეს გამთენიისას საპროტესტო აქციაზე გაიტაცეს და დააკავეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია. მთავარი არხის“ გუნდი დიდი ხანია არის „ქართული ოცნების“ ანგარიშსწორების სამიზნე. მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებულად გაზრდილია აგრესია მედიის მიმართ და ღიად, დემონსტრაციული მეთოდებით ხდება ჟურნალისტებზე თავდასხმა. ეგრეთწოდებული სამართალდამცავი ორგანოები მიზანმიმართულად აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მედიის წარმომადგენლებს და ხელს უშლიან პროფესიულ საქმიანობაში.

მოვუწოდებთ ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს "მთავარი არხის" ჟურნალისტი და წამყვანი ბექა ყორშია და გამოიძიოს მისი უკანონო დაკავების ფაქტი.

„მთავარი არხის“ გუნდი ასევე სოლიდარობას უცხადებს აქციის დარბევისას დაზარალებულ ყველა მოქალაქესა და კოლეგა ჟურნალისტებს სხვა მედიებიდან. ჩვენ ერთად ვიბრძვით ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ამ ბრძოლაში ვართ ურყევები და მიზანდასახულები“, - ნათქვამია განცხადებაში.