სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიზის შეჩერების მექანიზმი" - რა წერია საქართველოს შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში
"ვიზის შეჩერების მექანიზმი" - რა წერია საქართველოს შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში

იმის­თვის, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა სტან­დარ­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლოს და შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­საძ­ლო ამოქ­მე­დე­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს, სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად შემ­დგო­მი გა­და­უ­დე­ბე­ლი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს, - ამის შე­სა­ხებ "ვი­ზის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის" შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის მეშ­ვი­დე ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი.

  • "სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბოლო მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პი­რე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­საძ­ლო ამოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. იმის­თვის, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა სტან­დარ­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლოს და შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­საძ­ლო ამოქ­მე­დე­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს, სა­ქარ­თვე­ლომ კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად შემ­დგო­მი გა­და­უ­დე­ბე­ლი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

ევ­რო­კო­მი­სია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ხით კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებს გა­მო­ყოფს:

"უზ­რუნ­ველ­ყოს და და­იც­ვას სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა, სა­ჯა­რო საქ­მე­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვა.

გა­ა­უქ­მოს და გა­იწ­ვი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა შე­ზღუ­დოს ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დის­კრი­მი­ნა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის პრინ­ციპ­სა და შე­სა­ბა­მის ევ­რო­პულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. კერ­ძოდ, გა­ა­უქ­მოს კა­ნო­ნი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ და „ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, ასე­ვე, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ეროვ­ნულ სტრა­ტე­გი­ა­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს LGBTIQ პი­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნოს ევ­რო­კავ­ში­რის ჩა­მო­ნათ­ვალ­თან მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ვი­ზებს სა­ჭი­რო­ე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის­თვის არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის ან უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კებს ქმნი­ან.

გა­აძ­ლი­ე­როს ძა­ლის­ხმე­ვა თავ­შე­საფ­რის უსა­ფუძ­ვლო მო­თხოვ­ნი­სა და წევრ ქვეყ­ნებ­ში არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი ყოფ­ნის პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად, მა­გა­ლი­თად, მიგ­რან­ტთა შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბით უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ და სა­სა­ზღვრო შე­მოწ­მე­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბით.

შექ­მნას აქ­ტი­ვე­ბის აღ­დგე­ნის ოფი­სი და აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვის ოფი­სი და გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­ვე­ბის მოკ­ვლე­ვის, გა­ყინ­ვის, მარ­თვის, კონ­ფის­კა­ცი­ი­სა და ლიკ­ვი­და­ცი­ის სა­კი­თხებ­ში.

მი­ი­ღოს ახა­ლი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სტრა­ტე­გია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი რე­სურ­სე­ბი გა­მო­ყოს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოს მა­ღა­ლი დო­ნის კო­რუფ­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას, სა­სა­მარ­თლო დევ­ნა­სა და გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას.

ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნოს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს შე­სა­ხებ კა­ნონ­ში, რათა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, გან­სა­კუთ­რე­ბით ის, რაც ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, პო­ლი­ტი­კურ ნე­იტ­რა­ლი­ტეტ­სა და ფუნ­ქცი­ებს ეხე­ბა. მო­იყ­ვა­ნოს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

  • ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ასე­ვე, 2023 წელს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში შეს­ვლა­ზე უარი სა­ქარ­თვე­ლოს 3680 მო­ქა­ლა­ქეს ეთ­ქვა, რაც წინა წელ­თან შე­და­რე­ბით 8%-ით ნაკ­ლე­ბია.

„2023 წელს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2022 წელ­თან შე­და­რე­ბით 8%-ით შემ­ცირ­და.

2023 წელს თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა 24 375-მა ადა­მი­ან­მა და­ა­რე­გის­ტრი­რა. 2023 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­ზღვრე­ბის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის ათი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამას­თან, 2023 წელს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2022 წელ­თან შე­და­რე­ბით 12%-ით გა­ი­ზარ­და”, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ვიზის შეჩერების მექანიზმი" - რა წერია საქართველოს შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში

"ვიზის შეჩერების მექანიზმი" - რა წერია საქართველოს შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში

იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს, - ამის შესახებ "ვიზის შეჩერების მექანიზმის" შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშშია ნათქვამი.

  • "საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება გააგრძელოს და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება თავიდან აიცილოს, საქართველომ კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემდგომი გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისია რეკომენდაციების სახით კონკრეტულ საკითხებს გამოყოფს:

"უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

გააუქმოს და გაიწვიოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, რომელიც ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის არარსებობის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი, ასევე, ცვლილებები შეიტანოს ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოს LGBTIQ პირების უფლებების სრული პატივისცემა.

საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის ჩამონათვალთან მესამე ქვეყნების შესახებ, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს ქმნიან.

გააძლიეროს ძალისხმევა თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნისა და წევრ ქვეყნებში არარეგულარული ყოფნის პრობლემის გადასაჭრელად, მაგალითად, მიგრანტთა შესაბამისი კატეგორიისთვის საინფორმაციო კამპანიების ჩატარებით უვიზო მიმოსვლის შესახებ და სასაზღვრო შემოწმებების გამკაცრებით.

შექმნას აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი და გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის საკითხებში.

მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები გამოყოს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას, სასამართლო დევნასა და განაჩენის გამოტანას.

ცვლილება შეიტანოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში, რათა ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციები გაითვალისწინოს, განსაკუთრებით ის, რაც ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტსა და ფუნქციებს ეხება. მოიყვანოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

  • ანგარიშის თანახმად, ასევე, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3680 მოქალაქეს ეთქვა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.

„2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადებების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა.

2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა”, - ნათქვამია ანგარიშში.