"მინდა, ევროკავშირს მოვუწოდო, ვთხოვო, მთელი გულით, როგორც მისმა ნაწილმა და ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთმა მემკვიდრემ (ჩემში ეს ცოცხალია), არ დაუშვას, საქართველოს უბედურება, გაგვიხსნას მოლაპარაკება", - ამბობს მწერალი ნინია სადღობელაშვილი და საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს, რას ფიქრობს ჩვენს ქვეყანაში, მწერალთა სახლში განვითარებულ მოვლენებზე, ვის აკისრებს პასუხისმგებლობას და რაში ხედავს გამოსავალს?
ნინია სადღობელაშვილი, მწერალი:
- ძალადობა და სისასტიკე, რომელსაც ეს დღეებია ვხედავთ, წარმოუდგენელი და დაუშვებელია, ნებისმიერ ადამიანზე, აქციის მონაწილე იქნება ის, მედიის წარმომადგენელი თუ სამართალდამცველი. რასაც ახლა ვხედავთ, არის კატეგორიულად მიუღებელი, რადგან ამ ყველაფერს შევყავართ საშინელ დაპირისპირებაში, რომელსაც ეს ქვეყანა ვეღარ გადაიტანს.ვფიქრობ, რომ უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, პატივი სცეს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მათ ხმა მისცა, პატივი სცეს საქართველოს მარადისობას, საკუთარ მოვალეობას... გადმოდგას პირველი ნაბიჯი, წავიდეს დათმობაზე, არ ვიცი, ეს როგორ უნდა მოხდეს, ფორმაზე უნდა იმსჯელონ, თორემ უდიდესი კატასტროფის წინაშე ვდგავართ. ეს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს, დეკემბერია და ავად მახსენდება, ახლო წარსულიდან საკრალური დეკემბრის დღეები, როცა ჩვენ შორის დიდი დაპირისპირება იყო. ახლა ისეთი მდგომარეობაა, არც ერთი მხარე უკან დახევაზე არ ფიქრობს, სულ უფრო ვიწროვდება მანძილი უფსკრულამდე, რომელშიც მერე ყველანი ერთად ჩავიჩეხებით.
- ნინია, მწერალთა სახლში შეკრებილი მწერლები ითხოვდნენ შეხვედრას ქეთევან დუმბაძესთან და ეს შეხვედრა არ შედგა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, რა იქნება თქვენი სათქმელი?
- მთელი გულით ვუერთდები იმ განცხადებას, რომლითაც დაკავებული მწერლების: ზვიად რატიანის, თორნიკე ჭელიძის და დათა ხარაიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ. ვიცი, რომ ზვიად რატიანს საავადმყოფოში გადაყვანა ესაჭიროება და უნდა გადაიყვანონ. თორნიკე ჭელიძეს ბავშვობიდან ვიცნობ, საუკეთესო ადამიანია, გონიერებით და კეთილშობილებით სავსე პოეტი, როგორ შეიძლება ის ციხეში იყოს.
- ქეთი დუმბაძე არ შეხვდა ამ ადამიანებს.
- ძალიან ვწუხვარ ამ ამბის გამო. ვიცი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ზაფხულს კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია გაიკეთა გულზე და ყველანი მის ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით, ვცდილობთ, მაქსიმალურად დავინდოთ, მას ბევრი რამის გადატანამ მოუწია. ქეთის ჯერ არ აუხსნია, რა ხდება....განაგრძეთ კითხვა
ნახეთ ასევე: