სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს
სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ (სე­მეკ) სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლი­წი­ნე­ბუ­ლი 37 სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და კო­მუ­ნა­ლურ კომ­პა­ნი­ებს შო­რის არ­სე­ბულ სა­და­ვო სა­კი­თხებს შე­ე­ხე­ბო­და.

კო­მი­სი­ამ იმ­სჯე­ლა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ქსელ­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სის­ტე­მა­ზე ახა­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის (ახა­ლი ობი­ექ­ტის) მი­ერ­თე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პე­რი­ო­დე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ. კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად კომ­პა­ნი­ებს ვა­დე­ბი გა­ნე­სა­ზღვრათ.

სე­მე­კის მიერ დად­გე­ნი­ლი „მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის წე­სე­ბით“ გან­სა­ზღვრუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მათ შო­რის ქსელ­ზე მი­ერ­თე­ბის პი­რო­ბე­ბი­სა და ვა­დე­ბის დარ­ღვე­ვი­სას, კო­მუ­ნა­ლურ კომ­პა­ნი­ებს მომ­ხმა­რებ­ლის­თვის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და ეკის­რე­ბათ.

სე­მე­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე 2017 წლი­დან დღემ­დე გა­ცე­მუ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის ჯამი 16, 255,55 ლარს შე­ად­გენს.

კო­მი­სია მო­უ­წო­დებს მომ­ხმა­რებ­ლებს კო­მუ­ნა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რებ­ში მათი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, მო­მარ­თონ სე­მეკს ან მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დამ­ცვე­ლის სამ­სა­ხურს. მო­ქა­ლა­ქე­ებს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ ქოლ ცენ­ტრის ნო­მერ­ზე 16-216 (ზარი უფა­სოა ნე­ბის­მი­ე­რი ოპე­რა­ტო­რი­დან) ან სე­მე­კის სო­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით.

NS

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს

სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16 მილიონ ლარს შეადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალიწინებული 37 საკითხი განიხილა, რომელთა უმეტესობა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ სადავო საკითხებს შეეხებოდა.

კომისიამ იმსჯელა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების (ახალი ობიექტის) მიერთების უზრუნველყოფის პერიოდებისა და პროცედურების შესახებ. კომისიის გადაწყვეტილებების მიხედვით, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად კომპანიებს ვადები განესაზღვრათ.

სემეკის მიერ დადგენილი „მომსახურების ხარისხის წესებით“ განსაზღვრული მომსახურების სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ქსელზე მიერთების პირობებისა და ვადების დარღვევისას, კომუნალურ კომპანიებს მომხმარებლისთვის კომპენსაციის გადახდა ეკისრებათ.

სემეკის გადაწყვეტილებებით, კომპანიების მიერ მომხმარებლებზე 2017 წლიდან დღემდე გაცემული კომპენსაციების ჯამი 16, 255,55 ლარს შეადგენს.

კომისია მოუწოდებს მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომართონ სემეკს ან მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ ქოლ ცენტრის ნომერზე 16-216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან სემეკის სოციალური გვერდის საშუალებით.

NS