პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ, მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე - “ეს არის თავიდან ბოლომდე ამ სცენარის შემადგენელი ნაწილი...“
რას აცხადებს ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ, მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე - “ეს არის თავიდან ბოლომდე ამ სცენარის შემადგენელი ნაწილი...“

“დღეს კი­დევ უფრო მძი­მეა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია“, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ უკ­რა­ი­ნის მიერ და­წე­სე­ბულ სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.


  • რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რჩე­ბა “უკ­რა­ი­ნას­თან ცალ­მხრი­ვი მე­გობ­რო­ბის რე­ჟიმ­ში იმი­ტომ,რომ ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი“.

“ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით ვარ მიგ­ვი­ღია. ერთი სიის პრინ­ცი­პი ეს კი­დევ ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სოა. სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა არის თა­ვის­თა­ვად ისე­თი მოვ­ლე­ნა, რაც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.


გახ­სოვთ, თა­ვის დრო­ზე 2022 წლის 1-ელ მარტს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­დან ელჩი ორი სა­ბა­ბით:


  1. პირ­ვე­ლი იყო ის, რომ ჩვენ არ და­ვა­წე­სეთ სან­ქცი­ე­ბი და არ ჩა­მო­ვაქ­ცი­ეთ სა­კუ­თა­რი ეკო­ნო­მი­კა, სხვა­თა შო­რის, მოლ­დო­ვა­მაც არ და­ა­წე­სა სან­ქცი­ე­ბი, მაგ­რამ მოლ­დო­ვი­დან ელჩი არა­ვის გა­უწ­ვე­ვია.

  2. მე­ო­რე იყო ის, რომ ჩვენ უკ­რა­ი­ნა­ში მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი თან­ხმო­ბით არ გავ­გზავ­ნეთ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, მებ­რძო­ლე­ბი. ამ ორი სა­ბა­ბით, თა­ვის დრო­ზე, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 2022 წლის 1-ელ მარტს სა­ქარ­თვე­ლო­დან ელჩი გა­იწ­ვია. აქე­დან გა­მოჩ­ნდა რე­ა­ლუ­რად რაც იყო გან­ზრახ­ვა.

იყო ასე­თი გეგ­მა, რომ უნდა გახ­სნი­ლი­ყო არა ერთი ფრონ­ტი, არა­მედ ორი ფრონ­ტი. რა თქმა უნდა, ამის გაგ­რძე­ლე­ბა იყო ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო. ამას მოჰ­ყვა შემ­დეგ პირ­და­პი­რი მო­წო­დე­ბე­ბი. პრე­ზი­დენ­ტის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი გა­მო­დი­ო­და და პირ­და­პირ მო­გი­წო­დებ­და “მე­ო­რე ფრონ­ტის“ გახ­სნის­კენ. სა­უ­ბა­რია უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­ზე. მუდ­მი­ვად გრძელ­დე­ბო­და ეს პრო­ცე­სი. შემ­დეგ გა­მო­ა­ძე­ვეს ჩვე­ნი ელჩი უკ­რა­ი­ნი­დან. ის კაცი, რო­მელ­საც ერთი დღით არ და­უ­ტო­ვე­ბია კი­ე­ვი ომის და­წყე­ბის დღი­დან. გა­მო­ა­ძე­ვეს იმი­ტომ, რომ “რუ­სე­თი ჩვე­ნი ხე­ლით“ კლავ­და სა­ა­კაშ­ვილს წა­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში. თა­ვა­დაც შე­გიძ­ლი­ათ იმ­სჯე­ლოთ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე.


დღეს კი­დევ უფრო მძი­მეა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ძა­ხი­ლია. სა­ინ­ტე­რე­სო არის ის, რომ უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ არის. სა­ბო­ლოდ, მთა­ვა­რი არის ის, რომ ვი­ღა­ცე­ბი ცდი­ლო­ბენ აშშ-ში ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ჩვენს რე­გი­ონს მაქ­სი­მა­ლუ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა და­უ­ტო­ვონ და ამ სცე­ნა­რის ნა­წი­ლია, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნის და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­უ­ა­რე­სე­ბა. ეს არის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ამ სცე­ნა­რის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, რომ ვრჩე­ბით უკ­რა­ი­ნას­თან ცალ­მხრი­ვი მე­გობ­რო­ბის რე­ჟიმ­ში იმი­ტომ, რომ ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ უნდა მი­ი­ღოს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ჩვენ ვრჩე­ბით ამ ქვეყ­ნის და ამ ხალ­ხის ერ­თგუ­ლი. სო­ლი­და­რუ­ლი ვართ ამ ქვეყ­ნის და ამ ხალ­ხის მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.


ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნამ სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და კი­დევ 18 პირს, რო­მელ­თა შო­რის არი­ან: კახა კა­ლა­ძე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე და ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე.


იხი­ლეთ ასე­ვე:


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ, მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე - “ეს არის თავიდან ბოლომდე ამ სცენარის შემადგენელი ნაწილი...“

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ, მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე - “ეს არის თავიდან ბოლომდე ამ სცენარის შემადგენელი ნაწილი...“

“დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა, ეს გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.


  • როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება რჩება “უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმიტომ,რომ ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი“.

“ოფიციალური ცნობა ჩვენ ჯერჯერობით ვარ მიგვიღია. ერთი სიის პრინციპი ეს კიდევ ნაკლებად საინტერესოა. სანქციების დაწესება არის თავისთავად ისეთი მოვლენა, რაც უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს.


გახსოვთ, თავის დროზე 2022 წლის 1-ელ მარტს უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია საქართველოდან ელჩი ორი საბაბით:


  1. პირველი იყო ის, რომ ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ ჩამოვაქციეთ საკუთარი ეკონომიკა, სხვათა შორის, მოლდოვამაც არ დააწესა სანქციები, მაგრამ მოლდოვიდან ელჩი არავის გაუწვევია.

  2. მეორე იყო ის, რომ ჩვენ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მოხალისეები, მებრძოლები. ამ ორი საბაბით, თავის დროზე, უკრაინის ხელისუფლებამ 2022 წლის 1-ელ მარტს საქართველოდან ელჩი გაიწვია. აქედან გამოჩნდა რეალურად რაც იყო განზრახვა.

იყო ასეთი გეგმა, რომ უნდა გახსნილიყო არა ერთი ფრონტი, არამედ ორი ფრონტი. რა თქმა უნდა, ამის გაგრძელება იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო. ამას მოჰყვა შემდეგ პირდაპირი მოწოდებები. პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი გამოდიოდა და პირდაპირ მოგიწოდებდა “მეორე ფრონტის“ გახსნისკენ. საუბარია უმაღლესი თანამდებობის პირებზე. მუდმივად გრძელდებოდა ეს პროცესი. შემდეგ გამოაძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან. ის კაცი, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების დღიდან. გამოაძევეს იმიტომ, რომ “რუსეთი ჩვენი ხელით“ კლავდა სააკაშვილს წამებით საქართველოში. თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ ამ ყველაფერზე.


დღეს კიდევ უფრო მძიმეა უკრაინის ხელისუფლების მდგომარეობა. ეს გადაწყვეტილება ამ მძიმე მდგომარეობის გამოძახილია. საინტერესო არის ის, რომ უკრაინის ხელისუფლება ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს დამოუკიდებელი არ არის. საბოლოდ, მთავარი არის ის, რომ ვიღაცები ცდილობენ აშშ-ში ახალ ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონს მაქსიმალურად მძიმე მდგომარეობა დაუტოვონ და ამ სცენარის ნაწილია, მათ შორის უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ხელოვნურად გაუარესება. ეს არის თავიდან ბოლომდე ამ სცენარის შემადგენელი ნაწილი. ჩვენთვის მთავარია, რომ ვრჩებით უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმიტომ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და უკრაინელი ხალხი. აქედან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს უკრაინის ხელისუფლებამ, ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყნის და ამ ხალხის ერთგული. სოლიდარული ვართ ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.


ცნობისთვის, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს და კიდევ 18 პირს, რომელთა შორის არიან: კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, ვახტანგ გომელაური, მამუკა მდინარაძე და ირაკლი ქარსელაძე.


იხილეთ ასევე: