სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვინდა, საყოველთაო დაუმორჩილებლობა გადამდები გახდეს... დღე და ღამეს ვასწორებთ ქუჩაში" - ბაჩო ქაჯაია მასობრივ გაფიცვაზე და მიმართვა თეატრალურ საზოგადოებას
"გვინდა, საყოველთაო დაუმორჩილებლობა გადამდები გახდეს... დღე და ღამეს ვასწორებთ ქუჩაში" - ბაჩო ქაჯაია მასობრივ გაფიცვაზე და მიმართვა თეატრალურ საზოგადოებას

"ჩვენ ახლა შე­ვიკ­რი­ბეთ იმ შე­ნო­ბის წინ, რო­მე­ლიც ისე­ვე არ ეკუთ­ვნის მსა­ხი­ო­ბებს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო არ ეკუთ­ვნის მო­სახ­ლე­ო­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ გა­უ­კე­თე­ბია არც ერთი გან­ცხა­დე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვად და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, არას­დროს და­უ­ცავს მსა­ხი­ო­ბე­ბის უფ­ლე­ბა.

ჩვენ, აქ შეკ­რე­ბი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ვი­თხოვთ, გა­ე­მიჯ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რივ პო­ლი­ტი­კას, დაგ­მოს ძა­ლა­დო­ბა და მხარ­ში ამო­უდ­გეს ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულს. თე­ატ­რებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი ვი­წყებთ გა­ფიც­ვას ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მშვი­დო­ბის­თვის. მო­გი­წო­დებთ ყვე­ლა თე­ატრს სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­უთ­მეთ სივ­რცე მა­ყუ­რე­ბელს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი კრი­ზი­სის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ" - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვილ­მა მსა­ხი­ო­ბის სახ­ლში, სა­დაც 4 დე­კემ­ბერს, კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად გა­ი­ფიც­ნენ. აპ­რო­ტეს­ტე­ბენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას და დე­მონ­სტრან­ტებ­ზე ძა­ლა­დო­ბას.

AMBEBI.GE ესა­უბ­რა მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვანს ბაჩო ქა­ჯა­ი­ას:

- თით­ქმის ყვე­ლა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბე­ბი ვი­ყა­ვით. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გუ­შინ წინ გვქონ­და. რად­გან სპონ­ტა­ნუ­რად შე­ვიკ­რი­ბეთ, ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე და კო­ლე­გა არ იყო იქ. მსა­ხი­ო­ბის სახ­ლში მის­ვლის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ის არის, რომ ამ პრო­ტეს­ტის ჩახ­შო­ბა სა­ო­ცა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით ხდე­ბა ე.წ. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. ჩვენ ამ გა­ფიც­ვით, პირ­ველ რიგ­ში გვინ­და მხარ­და­ჭე­რაც გა­მო­ვუ­ცა­დოთ იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში დგა­ნან და მათ მი­მართ ძა­ლა­დობ­რი­ვი აქ­ტე­ბი შე­ჩერ­დეს. დამ­ყარ­დეს მშვი­დო­ბა. მა­ნამ­დე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­დან, არ­ჩევ­ნე­ბი­თა თუ სხვა კა­ნო­ნი­ე­რი გზით ვე­ცა­დეთ, არ­ჩე­ვა­ნი დაგ­ვე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ასე­ვე წაგ­ვარ­თვეს. ამას­თან და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი შეგ­ვი­ჩე­რეს. კონ­სტი­ტუ­ცია აქაც და­არ­ღვი­ეს და თავ­ზე დაგ­ვა­ხი­ეს. ამი­ტომ გვრჩე­ბა ქუჩა და სა­ყო­ველ­თაო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გზა, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­ვაბ­რუ­ნოთ თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ში.

ბევ­რი და ყვე­ლა­ნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი გვყავს. ამი­ტო­მაც გა­ფიც­ვით, ამ პრე­ცე­დენ­ტით გვინ­და, რომ ეს სა­ყო­ველ­თაო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა გა­დამ­დე­ბი გახ­დეს. უმ­ძი­მე­სია იმის მოს­მე­ნა, როცა ამ­ბო­ბენ, რომ ქუ­ჩა­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კი არა, რა­ღაც ძა­ლა­დობ­რივ ჯგუ­ფე­ბი დგა­ნან, მა­შინ როცა ქუ­ჩა­ში 100 ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ვდგა­ვართ და დღე და ღა­მეს ვას­წო­რებთ. ამ ყვე­ლაფ­რის მკა­ფი­ოდ და­ფიქ­სი­რე­ბა გვინ­და...

ამას­თან იმა­საც ვხდე­ბით, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ფერს ხე­და­ვენ და ხვდე­ბი­ან, მაგ­რამ ბე­და­ვენ ამ­დე­ნი ხალ­ხი ძა­ლა­დობ­რივ ჯგუ­ფად შე­რა­ცხონ. ამი­ტომ დღეს ისევ ვიკ­რი­ბე­ბით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში, რომ კი­დევ დავ­გეგ­მოთ შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი.

- ამ დროს არ­სე­ბო­ბენ სა­პი­რის­პი­რო პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი, ხე­ლო­ვა­ნე­ბი. თქვე­ნი შე­თან­ხმე­ბა რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- მე ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე ვართ, უბ­რა­ლოდ დღეს რა­ტომ­ღაც გმი­რო­ბა გა­მო­დის სი­მარ­თლის ლა­პა­რა­კი. კი, ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა­ნი ერთ აზ­რზე ვართ, უბ­რა­ლოდ ზოგს შე­უძ­ლია ამის გა­მო­ხატ­ვა, ზოგს - არა. თუკი ვინ­მე არის გა­მო­ნაკ­ლი­სი, ეგ არ ვიცი, თუმ­ცა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ეს ძა­ლა­დო­ბა მოგ­წონ­დეს, უმო­წყა­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის ცე­მას და ყვე­ლა­ნა­ი­რი ჩარ­ჩო­დან გას­ვლას მხარს უჭერ­დე?! არ მგო­ნია, მა­ინც ვინ­მე ამას ამარ­თლებ­დეს, შიგ­ნით, გულ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვას ფიქ­რობს. ამი­ტომ ამ ადა­მი­ა­ნებს ვაძ­ლევთ მა­გა­ლითს, პირ­ველ რიგ­ში მსა­ხი­ო­ბებს, რე­ჟი­სო­რებს, თე­ატ­რებს. სამ­წუ­ხა­როა, რომ მათი ასე­თი პო­ზი­ცი­აც სის­ტე­მის პრობ­ლე­მაა.

ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რებს აფი­ნან­სებს, რა­ღაც­ნა­ი­რად მათ მორ­ჩი­ლე­ბა­საც ითხოვს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­ფი­ნან­სე­ბი­სა, ნე­ბის­მი­ერ თე­ატრს ყო­ველ­თვის გვქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, სცე­ნი­დან სა­კუ­თა­რი ხე­ლოვ­ნე­ბით ჩვე­ნი სატ­კი­ვა­რი, სათ­ქმე­ლი გვეთ­ქვა. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ არ არ­სე­ბობს ამას ვინ­მე მხარს უჭერ­დეს.

ახლა ჩვენ­მა სცე­ნი­დან სათ­ქმელ­მა პრო­ტეს­ტის სახე მი­ი­ღო და ქუ­ჩა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, გა­და­ვი­და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­სა და გა­ფიც­ვა­ში, რად­გან, რო­გორც ჩანს, საკ­მა­რი­სი აღარ არის სცე­ნი­დან, ჩვე­ნი ხე­ლოვ­ნე­ბით, ხე­ლო­ბით ნათ­ქვა­მი სი­ტყვა... კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, ბევ­რი ჩემი მე­გო­ბა­რი იქ­ნე­ბა, თუ კო­ლე­გა, რომ­ლებ­თა­ნაც შე­ხე­ბა მაქვს, გმობს იმას, რაც დღეს ხდე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ამ ყვე­ლა­ფერს ეთან­ხმე­ბო­დეს, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ადრე თუ გვი­ან ისი­ნი, ვინც დღეს ვერ ლა­პა­რა­კო­ბენ, ჩუ­მად არი­ან, ჩვენ გვერ­დით დად­გე­ბი­ან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გვინდა, საყოველთაო დაუმორჩილებლობა გადამდები გახდეს... დღე და ღამეს ვასწორებთ ქუჩაში" - ბაჩო ქაჯაია მასობრივ გაფიცვაზე და მიმართვა თეატრალურ საზოგადოებას

"გვინდა, საყოველთაო დაუმორჩილებლობა გადამდები გახდეს... დღე და ღამეს ვასწორებთ ქუჩაში" - ბაჩო ქაჯაია მასობრივ გაფიცვაზე და მიმართვა თეატრალურ საზოგადოებას

"ჩვენ ახლა შევიკრიბეთ იმ შენობის წინ, რომელიც ისევე არ ეკუთვნის მსახიობებს, როგორც საქართველო არ ეკუთვნის მოსახლეობას. საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას არ გაუკეთებია არც ერთი განცხადება ძალადობრივად დაკავებული მსახიობების მხარდასაჭერად, არასდროს დაუცავს მსახიობების უფლება.

ჩვენ, აქ შეკრებილები საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან ვითხოვთ, გაემიჯნოს ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკას, დაგმოს ძალადობა და მხარში ამოუდგეს ყველა დაზარალებულს. თეატრებში დასაქმებულები ვიწყებთ გაფიცვას ძალადობის წინააღმდეგ, მშვიდობისთვის. მოგიწოდებთ ყველა თეატრს საქართველოში, დაუთმეთ სივრცე მაყურებელს ქვეყანაში შექმნილი კრიზისის შესახებ სასაუბროდ" - განაცხადა მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა მსახიობის სახლში, სადაც 4 დეკემბერს, კულტურის სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. აპროტესტებენ "ქართული ოცნების" მიერ ევროინტეგრაციის შეჩერებას და დემონსტრანტებზე ძალადობას.

AMBEBI.GE ესაუბრა მსახიობსა და ტელეწამყვანს ბაჩო ქაჯაიას:

- თითქმის ყველა თეატრის მსახიობები ვიყავით. პირველი შეხვედრა გუშინ წინ გვქონდა. რადგან სპონტანურად შევიკრიბეთ, ბევრი თანამოაზრე და კოლეგა არ იყო იქ. მსახიობის სახლში მისვლის უმთავრესი მიზანი ის არის, რომ ამ პროტესტის ჩახშობა საოცარი ძალადობრივი გზით ხდება ე.წ. სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ამ გაფიცვით, პირველ რიგში გვინდა მხარდაჭერაც გამოვუცადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან და მათ მიმართ ძალადობრივი აქტები შეჩერდეს. დამყარდეს მშვიდობა. მანამდე კონსტიტუციური ჩარჩოდან, არჩევნებითა თუ სხვა კანონიერი გზით ვეცადეთ, არჩევანი დაგვეფიქსირებინა, რომელიც ასევე წაგვართვეს. ამასთან დამოუკიდებელ საქართველოს ევროატლანტიკური სივრცეში გაერთიანების პროცესი შეგვიჩერეს. კონსტიტუცია აქაც დაარღვიეს და თავზე დაგვახიეს. ამიტომ გვრჩება ქუჩა და საყოველთაო დაუმორჩილებლობის გზა, რომ ყველაფერი დავაბრუნოთ თავის პოზიციაში.

ბევრი და ყველანაირი გემოვნების მაყურებელი გვყავს. ამიტომაც გაფიცვით, ამ პრეცედენტით გვინდა, რომ ეს საყოველთაო დაუმორჩილებლობა გადამდები გახდეს. უმძიმესია იმის მოსმენა, როცა ამბობენ, რომ ქუჩაში ქართველი ხალხი კი არა, რაღაც ძალადობრივ ჯგუფები დგანან, მაშინ როცა ქუჩაში 100 ათასობით ადამიანი ვდგავართ და დღე და ღამეს ვასწორებთ. ამ ყველაფრის მკაფიოდ დაფიქსირება გვინდა...

ამასთან იმასაც ვხდებით, რომ ისინი ყველაფერს ხედავენ და ხვდებიან, მაგრამ ბედავენ ამდენი ხალხი ძალადობრივ ჯგუფად შერაცხონ. ამიტომ დღეს ისევ ვიკრიბებით რუსთაველის თეატრში, რომ კიდევ დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები.

- ამ დროს არსებობენ საპირისპირო პოზიციაზე მყოფი თქვენი კოლეგები, ხელოვანები. თქვენი შეთანხმება რამდენად შესაძლებელია?

- მე ვფიქრობ, რომ ყველა ერთ პოზიციაზე ვართ, უბრალოდ დღეს რატომღაც გმირობა გამოდის სიმართლის ლაპარაკი. კი, ვფიქრობ, რომ ყველანი ერთ აზრზე ვართ, უბრალოდ ზოგს შეუძლია ამის გამოხატვა, ზოგს - არა. თუკი ვინმე არის გამონაკლისი, ეგ არ ვიცი, თუმცა როგორ შეიძლება, ეს ძალადობა მოგწონდეს, უმოწყალოდ ადამიანების ცემას და ყველანაირი ჩარჩოდან გასვლას მხარს უჭერდე?! არ მგონია, მაინც ვინმე ამას ამართლებდეს, შიგნით, გულში დარწმუნებული ვარ, სხვას ფიქრობს. ამიტომ ამ ადამიანებს ვაძლევთ მაგალითს, პირველ რიგში მსახიობებს, რეჟისორებს, თეატრებს. სამწუხაროა, რომ მათი ასეთი პოზიციაც სისტემის პრობლემაა.

ის, რომ სახელმწიფო თეატრებს აფინანსებს, რაღაცნაირად მათ მორჩილებასაც ითხოვს. მიუხედავად ამისა, დაფინანსებისა, ნებისმიერ თეატრს ყოველთვის გვქონდა საშუალება, სცენიდან საკუთარი ხელოვნებით ჩვენი სატკივარი, სათქმელი გვეთქვა. ამიტომ ვამბობ, რომ არ არსებობს ამას ვინმე მხარს უჭერდეს.

ახლა ჩვენმა სცენიდან სათქმელმა პროტესტის სახე მიიღო და ქუჩაში გადაინაცვლა, გადავიდა დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში, რადგან, როგორც ჩანს, საკმარისი აღარ არის სცენიდან, ჩვენი ხელოვნებით, ხელობით ნათქვამი სიტყვა... კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბევრი ჩემი მეგობარი იქნება, თუ კოლეგა, რომლებთანაც შეხება მაქვს, გმობს იმას, რაც დღეს ხდება, არ შეიძლება ადამიანი ამ ყველაფერს ეთანხმებოდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ისინი, ვინც დღეს ვერ ლაპარაკობენ, ჩუმად არიან, ჩვენ გვერდით დადგებიან.

წაიკითხეთ ასევე: