სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ხელკეტით თავდასხმა სამართალდამცველზე და სხვა - შსს-მ აქციის 3 მონაწილე დააკავა: რა დეტალებს ავრცელებს უწყება
მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ხელკეტით თავდასხმა სამართალდამცველზე და სხვა - შსს-მ აქციის 3 მონაწილე დააკავა: რა დეტალებს ავრცელებს უწყება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებ­ზე 3 პირი და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ჯ. ხოლო, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.კ. და წარ­სულ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ს.

სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით ამ დრო­ის­თვის 18 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ნ.ჯ. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, აქ­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად, სის­ტე­მა­ტუ­რად და უწყვე­ტად ახორ­ცი­ე­ლებ­და ძა­ლა­დო­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მართ. ასე­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მიზ­ნით ის­რო­და პი­რო­ტექ­ნი­კას.

ბრალ­დე­ბულ­მა ა.კ.-მ, მიმ­დი­ნა­რე წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს ე.წ. მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლი ეს­რო­ლა.

ბრალ­დე­ბუ­ლი ს.ს. მიმ­დი­ნა­რე წლის 4 დე­კემ­ბერს, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­მარ­თუ­ლი შეკ­რე­ბის დროს, ხელ­კე­ტით თავს და­ეს­ხა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელს და თა­ვის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა.

მომ­ხდარ ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე და 239-ე პრი­მა და 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 9 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან ჩა­დე­ნილ ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 187-ე და 353-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია 9 პირი.

ასე­ვე, 8 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე და 239-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით, რაც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბი­სა­კენ სა­ჯა­როდ მო­წო­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. ხოლო, აფეთ­ქე­ბის მომ­ზა­დე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია 1 პირი,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ხელკეტით თავდასხმა სამართალდამცველზე და სხვა - შსს-მ აქციის 3 მონაწილე დააკავა: რა დეტალებს ავრცელებს უწყება

მოლოტოვის კოქტეილის სროლა, ხელკეტით თავდასხმა სამართალდამცველზე და სხვა - შსს-მ აქციის 3 მონაწილე დააკავა: რა დეტალებს ავრცელებს უწყება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • უწყების ცნობით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 2004 წელს დაბადებული ნ.ჯ. ხოლო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები არიან 1999 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული ს.ს.

სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ბრალდებებით ამ დროისთვის 18 პირია დაკავებული.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჯ. რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას, აქციის წევრებთან ერთად, სისტემატურად და უწყვეტად ახორციელებდა ძალადობას სამართალდამცველების მიმართ. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით ისროდა პიროტექნიკას.

ბრალდებულმა ა.კ.-მ, მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა.

ბრალდებული ს.ს. მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გამართული შეკრების დროს, ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს და თავის არეში დაზიანება მიაყენა.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის დაკავებულია 9 პირი.

ასევე, 8 პირია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს. ხოლო, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.