მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხარო იცით რა არის? იმ ვიდეოს გადაღების შემდეგ მარიამიც წააქციეს, გაზებიც აყლაპეს" - რას ჰყვება პეტრე კოლხი შვილის ვიდეოზე, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია
"სამწუხარო იცით რა არის? იმ ვიდეოს გადაღების შემდეგ მარიამიც წააქციეს, გაზებიც აყლაპეს" - რას ჰყვება პეტრე კოლხი შვილის ვიდეოზე, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია

ცოტა ხნის წინ თით­ქმის ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა­ზე გავ­რცელ­და თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო. ტიკ-ტო­კის რამ­დე­ნი­მე­წა­მი­ან ვი­დე­ო­ში ჩანს სპეც­რაზმთან მდგა­რი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა, რო­მელ­საც ძა­ლო­ვა­ნი ხე­ლით ანიშ­ნებს რომ მი­უ­ახ­ლოვ­დეს და კა­მე­რის წინ ერ­თად პო­ზი­რე­ბენ.


“თა­ნა­მედ­რო­ვე რო­მე­ლო და ჯუ­ლი­ე­ტას“ სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს დღეს 10 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს. ამას­თან, ის ძა­ლი­ან ცნო­ბილ­მა გლო­ბა­ლურ­მა გვერ­დებ­მა და ინფლუ­ენ­სე­რებ­მა გა­ა­ზი­ა­რეს.


  • რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კად­რებ­ში ასა­ხუ­ლი მთა­ვა­რი გმი­რი, პეტ­რე კოლ­ხის ქა­ლიშ­ვი­ლი -მა­რი­ამ კვა­რა­ცხე­ლი­აა.

mariam_kvaracxelia
კად­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­დე­ო­დან


AMBEBI.GE პეტ­რე კოლხს ესა­უბ­რა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ვი­დე­ოს საკ­მა­ოდ მო­უ­ლოდ­ნე­ლი გაგ­რძე­ლე­ბაც აქვს, რო­მე­ლიც არც თუ ისე­თი რო­მან­ტი­კუ­ლია, რო­გორ გან­წყო­ბა­საც კად­რე­ბი ტო­ვებს.


petre_kolkhi
პეტ­რე კოლ­ხი აქ­ცი­ა­ზე ია ფა­რუ­ლა­ვას­თან და შვილ­თან - მა­რი­ამ კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან ერ­თად


“წლე­ბის წინ, მა­რი­ა­მის მი­მართ იყო გა­სა­ო­ცა­რი ბუ­ლინ­გი იმის გამო, რომ მდი­ნა­რე­ში ტუ­ნი­კით ჩა­ვი­და. მა­შინ ფო­ტო­ე­ბი ჩემს სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გან­ვა­თავ­სე, რომ ბევ­რი მო­წო­ნე­ბა ჰქო­ნო­და. მისი ბავ­შვუ­რი ახი­რე­ბა იყო და ძა­ლი­ან უწყი­ნა­რი ფო­ტო­ე­ბი. თუმ­ცა, 10 წლის წინ, ერის ძა­ლი­ან დიდ­მა ნა­წილ­მა ჩა­წიხ­ლა და მა­შინ მა­რი­ა­მი ყო­ველ­დღი­უ­რად იმ­დე­ნად მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრესს გა­დი­ო­და, რომ რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი იყო ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვი­საც.


მას მერე გა­ვი­და დრო. უნი­ვერ­სი­ტე­ტი წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რა, მა­გის­ტრა­ტუ­რა­საც ამ­თავ­რებს და უცხო­ეთ­შიც ჩა­ა­ბა­რა. ახლა აპი­რებს გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წას­ვლას, თუმ­ცა მა­ნამ­დე მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ა­არ­სეს სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა “ნა­ბი­ჯი“, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან რე­ი­ტინ­გუ­ლია.


  • პირ­გა­ვე­შე­ბუ­ლი ებ­რძვის ამ რე­ჟიმს, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი. ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­დი­ო­და მა­რი­ა­მი აქ­ცი­ა­ზე თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად.

რო­გორც კი რუს­თა­ველ­ზე ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იწყე­ბო­და, მა­რი­ა­მი მი­დი­ო­და, პო­ლი­ცი­ე­ლებს ცხვირ­წინ უდ­გე­ბო­და, რომ ამით პრო­ტეს­ტი გა­მო­ე­ხა­ტა. ესა­უბ­რე­ბო­და - “ნუ ურტყამთ ახალ­გაზ­რდებს, ნუ სცემთ, ნუ იყე­ნებთ ძა­ლებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, ჩვენს ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ -თქვენს ამ ქვეყ­ნის“ და ა.შ.

ვფიქ­რობ, ეს ვი­დე­ორ­გო­ლიც ზუს­ტად იმის­თვის ჩა­წე­რა, რომ გა­მო­ე­ხა­ტა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და ისი­ნიც თა­ვის მხა­რეს გად­მო­ეყ­ვა­ნა. გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­მო­უ­ვი­და კი­დეც. ჩანს, რო­გორ უყუ­რებს ის პო­ლი­ცი­ე­ლი და­ფა­რუ­ლი სა­ხი­დან, ეს არის ერ­თგვა­რი ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ვა­ლია და ყვე­ლა ერთ მხა­რეს, სამ­შობ­ლოს სა­და­რა­ჯო­ზე უნდა ვიდ­გეთ.


  • არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა იძა­ლა­დოს ქარ­თველ ხალ­ხზე, ახალ­გაზ­რდო­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამ ვი­დე­ომ პო­ზი­ცი­აც გა­ათ­ბო, ოპო­ზი­ცი­აც, მტე­რიც და მოყ­ვა­რეც.

ფაქ­ტი სა­ხე­ზეა - უკვე 10 მი­ლი­ო­ნი ნახ­ვა აქვს. მსოფ­ლიო დო­ნის ბლო­გე­რებ­მა წა­ი­ღეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს ვი­დეო თა­ვის როლს შე­ას­რუ­ლებს იმ ზონ­დერე­ბის­თვი­საც და გა­ულ­ღობს იმ გა­ყი­ნულ გუ­ლებს. თუ რა თქმა უნდა გული გა­აჩ­ნი­ათ.


ვფიქ­რობ, მა­რი­ა­მის ვი­დე­ომ იმა­ზე მეტი გა­ა­კე­თა, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკე­თე­ბენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. თუკი ჩემი შვი­ლის ღი­მილ­მა და თვა­ლე­ბის სი­ლა­მა­ზემ ის ზონ­დე­რი გა­ალ­ღო და გა­ათ­ბო, იქ­ნებ ეს მე­თო­დი გა­მო­ვი­ყე­ნოთ? ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნე­ბის მეტი რა გვყავს. დავ­დგეთ, ვუ­თხრათ ამ ბი­ჭებს, რომ მა­თია ეს სამ­შობ­ლო და მო­მა­ვა­ლი. ნუ ალე­წა­ვენ ამ გო­გო­ნებს თავყბას.


სამ­წუ­ხა­რო იცით რა არის? იმ ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბის შემ­დეგ მა­რი­ა­მიც წა­აქ­ცი­ეს და გა­ზე­ბიც აყ­ლა­პეს. მო­ი­წამ­ლა ჩემი შვი­ლი და თვა­ლე­ბი და­სი­ე­ბუ­ლი ჰქონ­და.


იხი­ლეთ ასე­ვე:


00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სამწუხარო იცით რა არის? იმ ვიდეოს გადაღების შემდეგ მარიამიც წააქციეს, გაზებიც აყლაპეს" - რას ჰყვება პეტრე კოლხი შვილის ვიდეოზე, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია

"სამწუხარო იცით რა არის? იმ ვიდეოს გადაღების შემდეგ მარიამიც წააქციეს, გაზებიც აყლაპეს" - რას ჰყვება პეტრე კოლხი შვილის ვიდეოზე, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარულია

ცოტა ხნის წინ თითქმის ყველა სოციალურ პლატფორმაზე გავრცელდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გადაღებული ვიდეო. ტიკ-ტოკის რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს სპეცრაზმთან მდგარი ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ძალოვანი ხელით ანიშნებს რომ მიუახლოვდეს და კამერის წინ ერთად პოზირებენ.


“თანამედროვე რომელო და ჯულიეტას“ სახელით გავრცელებულ ვიდეოს დღეს 10 მილიონი ნახვა აქვს. ამასთან, ის ძალიან ცნობილმა გლობალურმა გვერდებმა და ინფლუენსერებმა გააზიარეს.


  • როგორც აღმოჩნდა, კადრებში ასახული მთავარი გმირი, პეტრე კოლხის ქალიშვილი -მარიამ კვარაცხელიაა.

mariam_kvaracxelia
კადრი პოპულარული ვიდეოდან


AMBEBI.GE პეტრე კოლხს ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ვიდეოს საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელებაც აქვს, რომელიც არც თუ ისეთი რომანტიკულია, როგორ განწყობასაც კადრები ტოვებს.


petre_kolkhi
პეტრე კოლხი აქციაზე ია ფარულავასთან და შვილთან - მარიამ კვარაცხელიასთან ერთად


“წლების წინ, მარიამის მიმართ იყო გასაოცარი ბულინგი იმის გამო, რომ მდინარეში ტუნიკით ჩავიდა. მაშინ ფოტოები ჩემს სოციალურ გვერდზე განვათავსე, რომ ბევრი მოწონება ჰქონოდა. მისი ბავშვური ახირება იყო და ძალიან უწყინარი ფოტოები. თუმცა, 10 წლის წინ, ერის ძალიან დიდმა ნაწილმა ჩაწიხლა და მაშინ მარიამი ყოველდღიურად იმდენად მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს გადიოდა, რომ რთულად გადასატანი იყო ოჯახის წევრებისთვისაც.


მას მერე გავიდა დრო. უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, მაგისტრატურასაც ამთავრებს და უცხოეთშიც ჩააბარა. ახლა აპირებს გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში წასვლას, თუმცა მანამდე მეგობრებთან ერთად დააარსეს სტუდენტური მოძრაობა “ნაბიჯი“, რომელიც ძალიან რეიტინგულია.


  • პირგავეშებული ებრძვის ამ რეჟიმს, ისევე, როგორც ყველა ჩვენგანი. ყოველდღიურად გამოდიოდა მარიამი აქციაზე თავის მეგობრებთან ერთად.

როგორც კი რუსთაველზე ძალების გამოყენება იწყებოდა, მარიამი მიდიოდა, პოლიციელებს ცხვირწინ უდგებოდა, რომ ამით პროტესტი გამოეხატა. ესაუბრებოდა - “ნუ ურტყამთ ახალგაზრდებს, ნუ სცემთ, ნუ იყენებთ ძალებს ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენს ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ -თქვენს ამ ქვეყნის“ და ა.შ.

ვფიქრობ, ეს ვიდეორგოლიც ზუსტად იმისთვის ჩაწერა, რომ გამოეხატა დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და ისინიც თავის მხარეს გადმოეყვანა. გარკვეულწილად გამოუვიდა კიდეც. ჩანს, როგორ უყურებს ის პოლიციელი დაფარული სახიდან, ეს არის ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი წარმავალია და ყველა ერთ მხარეს, სამშობლოს სადარაჯოზე უნდა ვიდგეთ.


  • არავის აქვს უფლება იძალადოს ქართველ ხალხზე, ახალგაზრდობაზე, საქართველოს ევროპულ მომავალზე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიდეომ პოზიციაც გაათბო, ოპოზიციაც, მტერიც და მოყვარეც.

ფაქტი სახეზეა - უკვე 10 მილიონი ნახვა აქვს. მსოფლიო დონის ბლოგერებმა წაიღეს. დარწმუნებული ვარ ეს ვიდეო თავის როლს შეასრულებს იმ ზონდერებისთვისაც და გაულღობს იმ გაყინულ გულებს. თუ რა თქმა უნდა გული გააჩნიათ.


ვფიქრობ, მარიამის ვიდეომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე პოლიტიკოსები და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის. თუკი ჩემი შვილის ღიმილმა და თვალების სილამაზემ ის ზონდერი გაალღო და გაათბო, იქნებ ეს მეთოდი გამოვიყენოთ? ულამაზესი გოგონების მეტი რა გვყავს. დავდგეთ, ვუთხრათ ამ ბიჭებს, რომ მათია ეს სამშობლო და მომავალი. ნუ ალეწავენ ამ გოგონებს თავყბას.


სამწუხარო იცით რა არის? იმ ვიდეოს გადაღების შემდეგ მარიამიც წააქციეს და გაზებიც აყლაპეს. მოიწამლა ჩემი შვილი და თვალები დასიებული ჰქონდა.


იხილეთ ასევე: