სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს“ - 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
“საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს“ - 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

“სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ თბი­ლის­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას მკაც­რად ვგმობთ“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ ერ­თობ­ლივ წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც ხელს 17 ამე­რი­კე­ლი ყო­ფი­ლი დიპ­ლო­მა­ტი და ექ­სპერ­ტი აწერს.


  • რო­გორც წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის შუ­ქუ­რა, სას­წორ­ზე დევს.

“ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბი, მათ შო­რის, ყო­ფი­ლი ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მსა­ხუ­რობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ან/და მუ­შა­ობ­დნენ ქარ­თულ-ამე­რი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ თბი­ლის­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას მკაც­რად ვგმობთ. ჩვენ­თვის ასე­ვე ძნე­ლად გა­სა­გე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე ფაქ­ტო ლი­დე­რი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, ევ­რო­კავ­შირ­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შე­ა­ჩე­რონ. სწო­რედ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რო­მე­ლიც გა­მო­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა შე­ა­ქო, რა­მაც ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლის დე­მონ­სტრა­ცია გა­მო­იწ­ვია“, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.


  • ამე­რი­კე­ლი ყო­ფი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მას შემ­დეგ, რაც გა­სულ წელს ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბა და პარ­ლა­მენ­ტი არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯებს დგამს.

“ეს, რა თქმა უნდა, კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს მთელ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ზე და მის ფარ­გლებს გა­რე­თაც. სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის შუ­ქუ­რა, სას­წორ­ზე დევს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ აშშ-ის მიერ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რის მრა­ვალ­წლი­ან ის­ტო­რი­ას, რო­დე­საც ისი­ნი დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ მი­ი­წე­ვენ, ახლა მოქ­მე­დე­ბის დროა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ ყო­ფი­ლი ამე­რი­კე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი.


მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ახლა აშშ-მა ყვე­ლა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­კი­თხი უნდა და­ა­ყე­ნოს და ისი­ნი იმ ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ, რო­მე­ლიც აშშ-მა უნდა გა­დად­გას:

  • “ესე­ნია: ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ჩე­ნი­ლი კი­თხვე­ბის გამო 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე უა­რის თქმა და ასე­ვე, ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი­სა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მთავ­რო­ბის თა­ვი­დან და­ნიშ­ვნის აღი­ა­რე­ბა­ზე უა­რის თქმა.

  • პრე­ზი­დენტ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ძა­ლის­ხმე­ვის მხარ­და­ჭე­რა, რათა ახა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ახა­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს, რაც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­ნახ­ლე­ბის გზას შექ­მნის.

  • მო­უ­წო­დეთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია და­იც­ვან, ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ფუძ­ვე­ლი და უარი თქვან ამ დო­კუ­მენ­ტის­თვის შე­უ­სა­ბა­მო ბრძა­ნე­ბებ­ზე, მა­გა­ლი­თად, მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რეპ­რე­სი­ებ­ზე.

  • პირ­და­პი­რი და სა­ჯა­რო სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა და მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის სხვა წევ­რებს, რომ­ლე­ბიც მსგავს ავ­ტო­რი­ტა­რულ ქცე­ვებ­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. ასე­ვე, ეს უნდა ეხე­ბო­დეს პო­ლი­ცი­ა­სა და სამ­ხედ­რო ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, რომ­ლე­ბიც მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის დარ­ბე­ვა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას ხრი­კე­ბის მო­წყო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ“, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

ყო­ფი­ლი ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ზო­მე­ბი უფრო მე­ტად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა თუ მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად მოხ­დე­ბა.


წე­რილს ხელს შემ­დე­გი პი­რე­ბი აწე­რენ: აზერ­ბა­ი­ჯან­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი, რო­ბერტ სე­კუ­ტა; ჰადსო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის უფ­რო­სი მკვლე­ვა­რი, ლუკ კოფი; გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებ­ში აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ნე, პა­უ­ლა დობ­რი­ანსკი; რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნის, ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში აშშ-ის თავ­დაც­ვის მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ევე­ლინ ფარ­კა­სი; აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე ევ­რო­პი­სა და ევ­რა­ზი­ის სა­კი­თხებ­ში, და­ნი­ელ ფრი­დი; აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი უკ­რა­ი­ნა­სა და უზ­ბე­კეთ­ში, ჯონ ჰერბსტი; ევ­რო­პა­ში აშშ-ის არ­მი­ის ყო­ფი­ლი მთა­ვარ­სარ­და­ლი, ბენ ჰო­ჯე­სი; აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი აზერ­ბა­ი­ჯან­ში, რი­ჩარდ კა­უზ­ლა­რი­ჩი; სა­ქარ­თე­ლო­ში აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი, იან კელი; აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე დე­მოკ­რა­ტი­ის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და შრო­მის სა­კი­თხებ­ში, დე­ვიდ კრა­მე­რი; ამე­რი­კის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის საბ­ჭოს უფ­რო­სი მკვლე­ვა­რი, ლორა ლინ­დერ­მა­ნი; აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი აზერ­ბა­ი­ჯან­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში, რი­ჩარდ მორ­ნინგსტა­რი; სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა საბ­ჭოს უფრო მკვლე­ვა­რი, სტი­ვენ სეს­ტა­ნო­ვი­ჩი; აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი უკ­რა­ი­ნა­ში, უი­ლი­ამ ტე­ი­ლო­რი; მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის გლო­ბა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის პროგ­რა­მე­ბის უფ­რო­სი დი­რექ­ტო­რი, ლორა თორნ­ტო­ნი; აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი ნა­ტო­სა და რუ­სეთ­ში, ალექ­სან­დრ ვერ­შბოუ; აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი ნატო-ში, კურტ ვოლ­კე­რი; აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბე­ლა­რუს­ში, კე­ნეტ იე­ლო­ვი­ცი; აშშ-ის ყო­ფი­ლი ელჩი უკ­რა­ი­ნა­ში, სომ­ხეთ­სა და ყირ­გი­ზეთ­ში, მერი იო­ვა­ნო­ვი­ჩი.


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს“ - 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

“საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს“ - 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

“საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ“, - ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ წერილშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი და ექსპერტი აწერს.


  • როგორც წერილის ავტორები აცხადებენ, საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს.

“ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და მუშაობდნენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ. ჩვენთვის ასევე ძნელად გასაგებია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმძღვანელობენ “ქართული ოცნების“ დე ფაქტო ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერონ. სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, რომელიც გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ვლადიმერ პუტინმა შეაქო, რამაც ათიათასობით ქართველის დემონსტრაცია გამოიწვია“, - ნათქვამია წერილში.


  • ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, “ქართული ოცნების“ მთავრობა და პარლამენტი არასწორი მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

“ეს, რა თქმა უნდა, კრიტიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც გავლენას ახდენს მთელ სამხრეთ კავკასიაზე და მის ფარგლებს გარეთაც. საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს. თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის მიერ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მრავალწლიან ისტორიას, როდესაც ისინი დემოკრატიისკენ მიიწევენ, ახლა მოქმედების დროა“, - აღნიშნავენ ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები.


მათივე განცხადებით, ახლა აშშ-მა ყველა პასუხისმგებელი პირის ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დააყენოს და ისინი იმ ნაბიჯების შესახებ საუბრობენ, რომელიც აშშ-მა უნდა გადადგას:

  • “ესენია: ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარის თქმა და ასევე, ახალი პარლამენტისა და “ქართული ოცნების“ მთავრობის თავიდან დანიშვნის აღიარებაზე უარის თქმა.

  • პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევის მხარდაჭერა, რათა ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რაც დემოკრატიული განახლების გზას შექმნის.

  • მოუწოდეთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაიცვან, ქართული დემოკრატიის საფუძველი და უარი თქვან ამ დოკუმენტისთვის შეუსაბამო ბრძანებებზე, მაგალითად, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებზე.

  • პირდაპირი და საჯარო სანქციები დაუწესეთ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, რომლებიც მსგავს ავტორიტარულ ქცევებში არიან ჩართულები. ასევე, ეს უნდა ეხებოდეს პოლიციასა და სამხედრო ოფიციალურ პირებს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში არიან ჩართულები და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ხრიკების მოწყობაში მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია წერილში.

ყოფილი ამერიკელი დიპლომატების განცხადებით, ზემოთ აღნიშნული ზომები უფრო მეტად ეფექტური იქნება თუ მათი განხორციელება ევროკავშირთან ერთად მოხდება.


წერილს ხელს შემდეგი პირები აწერენ: აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რობერტ სეკუტა; ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი; გლობალურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგინე, პაულა დობრიანსკი; რუსეთის, უკრაინის, ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, ეველინ ფარკასი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დანიელ ფრიდი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტი; ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რიჩარდ კაუზლარიჩი; საქართელოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერი; ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი, ლორა ლინდერმანი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანსა და ევროკავშირში, რიჩარდ მორნინგსტარი; საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფრო მკვლევარი, სტივენ სესტანოვიჩი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, უილიამ ტეილორი; მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი; აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოსა და რუსეთში, ალექსანდრ ვერშბოუ; აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში, კურტ ვოლკერი; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში, კენეტ იელოვიცი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სომხეთსა და ყირგიზეთში, მერი იოვანოვიჩი.