სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშვიდობიანი, თითქმის ოჯახური დემონსტრაციაა, სანამ პოლიცია ან "შავი ძალები" წინსვლას არ დაიწყებენ" - პრეზიდენტის ინტერვიუ CNN-თან
"მშვიდობიანი, თითქმის ოჯახური დემონსტრაციაა, სანამ პოლიცია ან "შავი ძალები" წინსვლას არ დაიწყებენ" - პრეზიდენტის ინტერვიუ CNN-თან

დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნია, სა­დაც ხალ­ხი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა CNN International -თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

  • პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ხალ­ხის მო­თხოვ­ნა ევ­რო­პულ მო­მა­ვალს და ახალ არ­ჩევ­ნებს უკავ­შირ­დე­ბა და დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნია.

"დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში სპონ­ტა­ნუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბია, რად­გან ახლა იქ სპეც­რაზ­მი არ არის, ჩვენ ვხე­დავთ, თუ რო­გო­რი მშვი­დო­ბი­ა­ნია ეს დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი. ხალ­ხი მხო­ლოდ ორ რა­მეს ითხოვს: ერთი - „და­მიბ­რუ­ნეთ ჩემი ხმა“, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის დროს მო­ი­პა­რეს და მე­ო­რე - „და­მიბ­რუ­ნეთ ჩემი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი“. ეს არის ერთი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნის ირ­გვლივ, რო­მე­ლიც ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ლო­ზუნ­გე­ბი და რა­დი­კა­ლუ­რი არა­ფე­რია.

"ეს მშვი­დო­ბი­ა­ნი, თით­ქმის ოჯა­ხუ­რი დე­მონ­სტრა­ცი­აა, სა­ნამ პო­ლი­ცია ან ეს შავი ძა­ლე­ბი წინსვლას არ და­ი­წყე­ბენ. ისი­ნი [დე­მონ­სტრან­ტე­ბი] მო­ი­თხო­ვენ იმას, რაც მათი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სურ­ვილს გა­მო­ხა­ტა­ვენ და კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რე­ბენ იმას, რა­საც მთე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხე­დავთ, რომ ქვეყ­ნის 80%-ს მისი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა სურს, არ სურს რუ­სე­თის­კენ სვლა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ამ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ნე­ბაა, რო­მელ­მაც კონ­სტი­ტუ­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ი­ვი­წყა და რო­მელ­საც მხარს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი უჭერს, რო­მელ­თაც ამ პარ­ტი­ი­სა და ერთი კა­ცის მი­მართ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ“, - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მშვიდობიანი, თითქმის ოჯახური დემონსტრაციაა, სანამ პოლიცია ან "შავი ძალები" წინსვლას არ დაიწყებენ" - პრეზიდენტის ინტერვიუ CNN-თან

"მშვიდობიანი, თითქმის ოჯახური დემონსტრაციაა, სანამ პოლიცია ან "შავი ძალები" წინსვლას არ დაიწყებენ" - პრეზიდენტის ინტერვიუ CNN-თან

დემონსტრაციები მშვიდობიანია, სადაც ხალხი ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN International -თან ინტერვიუში განაცხადა.

  • პრეზიდენტის თქმით, ხალხის მოთხოვნა ევროპულ მომავალს და ახალ არჩევნებს უკავშირდება და დემონსტრაციები მშვიდობიანია.

"დღეს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სპონტანური საპროტესტო აქციებია, რადგან ახლა იქ სპეცრაზმი არ არის, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი მშვიდობიანია ეს დემონსტრაციები. ხალხი მხოლოდ ორ რამეს ითხოვს: ერთი - „დამიბრუნეთ ჩემი ხმა“, რომელიც არჩევნების დროს მოიპარეს და მეორე - „დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი“. ეს არის ერთი მთავარი მოთხოვნის ირგვლივ, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარებაა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციებზე რევოლუციური ლოზუნგები და რადიკალური არაფერია.

"ეს მშვიდობიანი, თითქმის ოჯახური დემონსტრაციაა, სანამ პოლიცია ან ეს შავი ძალები წინსვლას არ დაიწყებენ. ისინი [დემონსტრანტები] მოითხოვენ იმას, რაც მათი კონსტიტუციური უფლებაა, ახალი არჩევნების ჩატარების სურვილს გამოხატავენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმას, რასაც მთელი წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ქვეყნის 80%-ს მისი ევროპული მომავალი, დამოუკიდებლობის გაგრძელება სურს, არ სურს რუსეთისკენ სვლა, რომელიც მხოლოდ ამ მმართველი პარტიის ნებაა, რომელმაც კონსტიტუციის ვალდებულება დაივიწყა და რომელსაც მხარს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უჭერს, რომელთაც ამ პარტიისა და ერთი კაცის მიმართ პირადი ინტერესები აქვთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.