სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მადლობა ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის“ - ირაკლი კობახიძე
“მადლობა ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის“ - ირაკლი კობახიძე

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ცე­სე­ბი ამე­რი­კულ­სა და ევ­რო­პულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით მარ­თა.

რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, პო­ლი­ცი­ე­ლებს ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უმ­ძი­მე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმე­ბი მოთ­მე­ნა უწევ­დათ.

  • “კი­დევ ერთხელ ხაზს გა­ვუს­ვამ ჩვე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს. მად­ლო­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს, პი­რა­დად მას და თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს. ამ პრო­ცე­სე­ბის სწო­რად მარ­თვა­ში თი­თო­ე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის როლი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს მოთ­მი­ნე­ბის­თვის. ჩვენ ვი­ცით არა­ერ­თი ფაქ­ტი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ რისი მოთ­მე­ნა უწევ­დათ პო­ლი­ცი­ე­ლებს. ეს იყო უმ­ძი­მე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ეს იყო უმ­ძი­მე­სი ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ პრო­ცე­სე­ბი მარ­თა ამე­რი­კულ­სა და ევ­რო­პულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით.

ნა­ნა­ხი გაქვთ ფრან­გუ­ლი, ჰო­ლან­დი­უ­რი, ამე­რი­კუ­ლი, გერ­მა­ნუ­ლი კად­რე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ ეპყრო­ბი­ან დე­მონ­სტრან­ტებს იქა­უ­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. რო­გო­რი უხე­შია დაშ­ლის ფორ­მე­ბი და ხში­რად ეს დაშ­ლა იღებს ხოლ­მე დარ­ბე­ვის სა­ხეს.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 2012 წლის შემ­დეგ მი­ტინ­გის დარ­ბე­ვა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უცხო მოვ­ლე­ნა. ყო­ველ ჯერ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მოქ­მე­დებს უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტით. გვქონ­და გარ­კვე­უ­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი პე­რი­ო­დი, როცა ერთ-ერთი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც დღეს ოპო­ზი­ცი­ის რი­გე­ბი­დან ეს­ვრის პი­რო­ტექ­ნი­კას პო­ლი­ცი­ე­ლებს, თა­ვის დრო­ზე თვა­ლებს თხრი­და დე­მონ­სტრან­ტებს, როცა მას შს მი­ნის­ტრი ერ­ქვა. ამას ის აკე­თებ­და თა­ვის დრო­ზე პატ­რო­ნის და­ვა­ლე­ბით და დღეს უკვე პატ­რო­ნის და­ვა­ლე­ბით ეს­ვრის პო­ლი­ცი­ე­ლებს პი­რო­ტექ­ნი­კას. დღეს არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, იმი­ტომ, რომ შს მი­ნის­ტრი არის ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი. თი­თო­ე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ამე­რი­კულ­სა და ევ­რო­პულ­ზე ბევ­რად უფრო მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით რე­ა­გი­რებ­და ყვე­ლა იმ კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­ზე, რო­მე­ლიც ვი­ხი­ლეთ გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­ვე, მად­ლო­ბა სხვა სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს, მათი როლი იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რის­კე­ბი იყო მათ შო­რის, ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, სი­ცო­ცხლის­თვის. მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იქნა ყვე­ლა რის­კი თა­ვი­დან არი­დე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“მადლობა ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის“ - ირაკლი კობახიძე

“მადლობა ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის“ - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასული დღეების განმავლობაში, პროცესები ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში, უმძიმესი შეურაცხყოფისა და ფიზიკური თავდასხმები მოთმენა უწევდათ.

  • “კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ჩვენი სამართალდამცავი უწყებების განსაკუთრებულ როლს. მადლობა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, პირადად მას და თითოეულ პოლიციელს. ამ პროცესების სწორად მართვაში თითოეული პოლიციელის როლი იყო განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის. ჩვენ ვიცით არაერთი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, ამ დღეების განმავლობაში, თუ რისი მოთმენა უწევდათ პოლიციელებს. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, ეს იყო უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები პოლიციელებზე, თუმცა საბოლოო ჯამში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესები მართა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით.

ნანახი გაქვთ ფრანგული, ჰოლანდიური, ამერიკული, გერმანული კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს იქაური პოლიციელები. როგორი უხეშია დაშლის ფორმები და ხშირად ეს დაშლა იღებს ხოლმე დარბევის სახეს.

საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა. ყოველ ჯერზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით. გვქონდა გარკვეული შუალედური პერიოდი, როცა ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს ოპოზიციის რიგებიდან ესვრის პიროტექნიკას პოლიციელებს, თავის დროზე თვალებს თხრიდა დემონსტრანტებს, როცა მას შს მინისტრი ერქვა. ამას ის აკეთებდა თავის დროზე პატრონის დავალებით და დღეს უკვე პატრონის დავალებით ესვრის პოლიციელებს პიროტექნიკას. დღეს არის განსხვავებული ვითარება, იმიტომ, რომ შს მინისტრი არის ვახტანგ გომელაური. თითოეული პოლიციელი ამერიკულსა და ევროპულზე ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით რეაგირებდა ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომელიც ვიხილეთ გასული დღეების განმავლობაში. ასევე, მადლობა სხვა სამართალდამცავ უწყებებს, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რისკები იყო მათ შორის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის. მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა ის, რომ მაქსიმალურად იქნა ყველა რისკი თავიდან არიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.