სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1-2 დეკემბერს დაშავდა შსს-ს 21 თანამშრომელი" - რა კადრებს ავრცელებს უწყება
"1-2 დეკემბერს დაშავდა შსს-ს 21 თანამშრომელი" - რა კადრებს ავრცელებს უწყება

1-2 დე­კემ­ბერს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის დროს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 21 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­შავ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას და ვი­დე­ო­კად­რებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თუ­ლი აქ­ცია არა­ერ­თხელ გას­ცდა შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ნორ­მებს. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი, რო­გორც წინა დღე­ებ­ში კვლავ გა­ნაგ­რძო­ბენ ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია აქ­ცი­ის აგ­რე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ისი­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სი­ტყვი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან.

პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ის­ვრი­ან ქვებს, პი­რო­ტექ­ნი­კას, ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ ნივ­თებს, შუ­შის ბოთ­ლებ­სა და რკი­ნის საგ­ნებს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1-2 დე­კემ­ბერს და­შავ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 21 თა­ნამ­შრო­მე­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სხე­ულ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ და შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბათ. ბოლო დღე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 113 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­შავ­და, სა­ი­და­ნაც 4 ამ დრომ­დე რჩე­ბა კლი­ნი­კა­ში.

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ აქ­ცი­ის აგ­რე­სი­ულ წევ­რებს, რომ პრო­ტეს­ტი გა­მო­ხა­ტონ მშვი­დო­ბი­ან ფორ­მებ­ში, არ და­არ­ღვი­ონ კა­ნო­ნი და და­ე­მორ­ჩი­ლონ ად­გილ­ზე მყო­ფი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­თი­თე­ბებს. კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ნე­ბის­მი­ე­რი ფაქ­ტი პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"1-2 დეკემბერს დაშავდა შსს-ს 21 თანამშრომელი" - რა კადრებს ავრცელებს უწყება

"1-2 დეკემბერს დაშავდა შსს-ს 21 თანამშრომელი" - რა კადრებს ავრცელებს უწყება

1-2 დეკემბერს თბილისში მიმდინარე აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი დაშავდა. ინფორმაციას და ვიდეოკადრებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები, როგორც წინა დღეებში კვლავ განაგრძობენ ძალადობრივ ქმედებებს. რამდენიმე საათია აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა ხორციელდება. ისინი სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან.

პოლიციელების მისამართით ისვრიან ქვებს, პიროტექნიკას, ცეცხლმოკიდებულ ნივთებს, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 1-2 დეკემბერს დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი.

სამართალდამცველებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ბოლო დღეებში მიმდინარე აქციების განმავლობაში სულ შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, საიდანაც 4 ამ დრომდე რჩება კლინიკაში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის აგრესიულ წევრებს, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში, არ დაარღვიონ კანონი და დაემორჩილონ ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: