კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვე კაი ადამიანებო, შეიძლება ღმერთის არ გწამდეთ, მაგრამ ქაშვეთის წინ რომ დგახარ, ისტორია ხომ მაინც იცი?" -დავით კაჭარავა მიმართვას ავრცელებს
"თქვე კაი ადამიანებო, შეიძლება ღმერთის არ გწამდეთ, მაგრამ ქაშვეთის წინ რომ დგახარ, ისტორია ხომ მაინც იცი?"  -დავით კაჭარავა მიმართვას ავრცელებს

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი და­ვით კა­ჭა­რა­ვა ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თე­მას ეხე­ბა, მათ შო­რის მმარ­თვე­ლი ძა­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­ა­ჩე­რონ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი 2028 წლამ­დე, ასე­ვე ეხ­მა­უ­რე­ბა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე მომ­ხდარ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს და სა­კუ­თარ ამომ­რჩე­ველს მად­ლო­ბას უხ­დის.

  • და­ვით კა­ჭა­რა­ვა:

- მო­გე­სალ­მე­ბით, ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მინ­და ჩემი აზრი და­ვა­ფიქ­სი­რო. პირ­ველ რიგ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი მხრი­დან მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ 2028 წლამ­დე დღის წეს­რი­გი­დან იქ­ნე­ბა მოხ­სნი­ლი, ევ­რო­კავ­შირ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის შე­სა­ხებ სა­კი­თხი, ეს არის სწო­რი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბოლო სამი წლის მან­ძილ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას შე­ე­ხე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არის ია­რა­ღად იმის­თვის, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­დევ უფრო მეტი და­პი­რის­პი­რე­ბა გაჩ­ნდეს. მე­ტად და­უ­პი­რის­პირ­დეს ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს და რო­გორ­მე მო­ა­ხერ­ხონ და შეძ­ლონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნონ თა­ვი­ან­თი აგენ­ტუ­რა, რომ­ლე­ბიც მათ და­ვა­ლე­ბას პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლე­ბენ.

  • მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი რომ მო­ვიყ­ვა­ნოთ, ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს კან­დი­და­ტის სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბი, მა­შინ რო­დე­საც ამ სამ ქვე­ყა­ნას შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თპი­როვ­ნუ­ლი ლი­დე­რო­ბა ეჭი­რა და დღე­საც ასეა, მაგ­რამ მი­ი­ღეს პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩვენს ქვე­ყა­ნას არ მი­ა­ნი­ჭეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, რაც ძა­ლი­ან დიდი და­პი­რის­პი­რე­ბის სა­ბა­ბი იყო.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ძა­ლა­დო­ბას, რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლა­დო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და აქ არ არ­სე­ბობს "მაგ­რამ"... ის, რომ წაქ­ცე­ულ ადა­მი­ანს ფე­ხებს ურტყა­მენ, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რომ­ლე­ბიც დგა­ნან, თავ­ში აგუ­რებს ურტყა­მენ და პი­რო­ტექ­ნი­კას სა­ხე­ში ეს­ვრი­ან, მი­უ­ღე­ბე­ლია და თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის­თვის ამის ყუ­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია და ამას რე­ა­გი­რე­ბა უნდა მოჰ­ყვეს.

ბოლო არ­ჩევ­ნე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­ფე­რენ­დუ­მი იყო, რა­ზეც ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ხართ, რად­გან ეს არ­ჩევ­ნე­ბი პირ­წმინ­დად წა­ა­გეთ. ეს არ­ჩევ­ნე­ბი თქვენ არ წა­გი­გი­ათ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს. არ­ჩევ­ნე­ბი თქვენ მა­ნამ­დე წა­ა­გეთ და ახლა გე­ტყვით რა­ტომ: პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ წა­ა­გეთ, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე თვე ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე და ჩემი კო­ლე­გე­ბი ვხვდე­ბო­დით ამომ­რჩევ­ლებს. დღე­ში მი­ნი­მუმ 3 შეხ­ვედ­რა იმარ­თე­ბო­და, იყო დღე­ე­ბი, როცა 7 შეხ­ვედ­რა­საც ვმარ­თავ­დით და ვუხ­სნი­დით ამომ­რჩე­ველს, რა ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში, რა გზით უნდა გვევ­ლო, რა იყო პრი­ო­რი­ტე­ტი. ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის არ­ცერ­თი ლი­დე­რი და არც მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არ შეგ­ვხვედ­რია. მათ არ უწარ­მო­ე­ბი­ათ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. მე­ტიც, ოფი­სე­ბიც კი არ გა­უხ­სნი­ათ.

  • ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი იყა­ვით იმის იმე­დად, რომ გა­რე­დან მი­ღე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი და მე­სი­ჯე­ბი მო­ახ­დენ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცვლი­ლე­ბას. ფიქ­რობ­დით, რომ მხო­ლოდ ამის ხარ­ჯზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ი­ღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბო­და. მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ბრძე­ნია, კარ­გად გა­ა­ა­ნა­ლი­ზა ვი­თა­რე­ბა, გა­ერ­კვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, თუ რა ხდე­ბო­და და მი­ი­ღო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რის­თვი­საც მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო თი­თო­ე­ულ ჩვენს ამომ­რჩე­ველს, იმ მი­ლი­ონ ორა­სი ათას ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც სწორ მხა­რეს დად­გა და მოგ­ვცა კი­დევ ერთხელ მან­და­ტი იმის­თვის, რომ 4 წელი ჩვენს ქვე­ყა­ნას გა­ვუ­ძღვეთ.

კი­დევ რა­ტომ წა­ა­გეთ არ­ჩევ­ნე­ბი ამა­საც გე­ტყვით - ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დაპ­რინ­ტუ­ლი მა­ი­სუ­რე­ბით დარ­ბოდ­ნენ, რო­გორ შეკ­რი­ბეს ახალ­გაზ­რდო­ბა გმირ­თა მო­ე­დან­ზე და და­ა­დე­ბი­ნეს ფიცი, რა დრო­საც ილი­ას მო­წო­დე­ბი­დან ამო­ი­ღეს სი­ტყვა "სარ­წმუ­ნო­ე­ბა".

ზუს­ტად ეს არ გა­პა­ტი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ! ისიც ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს ვაჟა-ფშა­ვე­ლას დაპ­რინ­ტუ­ლი მა­ი­სუ­რე­ბით რომ დარ­ბო­დით და მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე უღირ­სი საქ­ცი­ე­ლი ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ი­დი­ნა, თქვენ მას ტაში და­უ­კა­რით და თა­ნა­მებ­რძო­ლად გა­ი­ხა­დეთ იგი. ეს არ გა­პა­ტი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ!

  • გვახ­სოვს უცხო ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც მი­ტინგზე გა­მო­იყ­ვა­ნეთ ქაშ­ვე­თის წინ და ამ ადა­მი­ან­მა ჩვენს მარ­თლმა­დი­დე­ბელ სარ­წმუ­ნო­ე­ბას შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა - თქვა ეს არის სიბ­ნე­ლეო. თქვენ მას ტაში და­უ­კა­რით, ფო­ტო­ე­ბი გა­და­უ­ღეთ და თა­ნა­მებ­რძო­ლად გა­ი­ხა­დეთ. თქვე კაი ადა­მი­ა­ნე­ბო, შე­იძ­ლე­ბა ღმერ­თის არ გწამ­დეთ, მაგ­რამ ქაშ­ვე­თის წინ რომ დგა­ხარ, ის­ტო­რია ხომ მა­ინც იცი? დღე­ვან­დე­ლო­ბამ­დე რომ მო­იყ­ვა­ნა, ეს სა­ქარ­თვე­ლო და ამა­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი როლი რომ ჩვენს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ქრის­ტი­ა­ნო­ბას მი­უ­ძღვის, ხომ კარ­გად იცით? ზუს­ტად ეს არ გა­პა­ტი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ!

ამი­ტომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დაგ­როვ­და და ეს ენერ­გია, რო­მელ­საც ახლა ხარ­ჯავთ, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­გე­მარ­თათ სწო­რად, შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­გე­ღოთ, ამ დღე­ში არ იქ­ნე­ბო­დით. თუნ­დაც ის არ გა­პა­ტი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე შტა­ტებ­ში რომ მი­იწ­ვი­ეს სტუმ­რად და შემ­დეგ მიწ­ვე­ვა გა­ა­უქ­მეს, ეს რომ გა­გი­ხარ­დათ ის არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი და რო­გორც არ უნდა იყოს, ქვეყ­ნის გა­რეთ ჩვე­ნი პრე­მი­ე­რი ჩვენს სა­ხეს წარ­მო­ად­გენს. თუ ასე გა­წუ­ხეთ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია და ბრაზ­დე­ბით ამა­ზე, ჩვე­ნი შიდა აგენ­ტუ­რა რომ დაფ­რი­ნავს ქვეყ­ნის გა­რეთ და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს უვი­ზო რე­ჟი­მის შე­სა­ჩე­რებ­ლად, ამა­ზე რა­ტომ არ ბრაზ­დე­ბით? იმა­ზე რომ ფიქ­რო­ბენ, რო­გორ­მე შე­ა­ჩე­რონ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა, ამა­ზე რა­ტომ არ ბრაზ­დე­ბით?

სწო­რედ ამ და ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის გამო, არას­წორ მხა­რეს დად­გო­მის გამო, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მი­ი­ღო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ჩვენ მოგ­ვცა ხმა და თქვენ პირ­წმინ­დად წა­ა­გეთ ეს არ­ჩევ­ნე­ბი. გულ­სატ­კე­ნი რა­ცაა ისაა, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა პა­ტა­რაა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იც­ნობს ერ­თმა­ნეთს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა უპი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. მაგ­რამ დრო არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ და დრო აჩ­ვე­ნებს სი­მარ­თლეს. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც უნდა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, ქვე­ყა­ნა მა­ინც გა­ი­მარ­ჯვებს", - ნათ­ქვა­მია და­ვით კა­ჭა­რა­ვას მი­მარ­თვა­ში, რო­მელ­საც პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ავტორი:

"თქვე კაი ადამიანებო, შეიძლება ღმერთის არ გწამდეთ, მაგრამ ქაშვეთის წინ რომ დგახარ, ისტორია ხომ მაინც იცი?" -დავით კაჭარავა მიმართვას ავრცელებს

"თქვე კაი ადამიანებო, შეიძლება ღმერთის არ გწამდეთ, მაგრამ ქაშვეთის წინ რომ დგახარ, ისტორია ხომ მაინც იცი?"  -დავით კაჭარავა მიმართვას ავრცელებს

"ქართული ოცნების" წევრი დავით კაჭარავა ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რამდენიმე თემას ეხება, მათ შორის მმართველი ძალის გადაწყვეტილებას შეაჩერონ ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე, ასევე ეხმაურება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს და საკუთარ ამომრჩეველს მადლობას უხდის.

  • დავით კაჭარავა:

- მოგესალმებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო. პირველ რიგში, რაც შეეხება ჩვენი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლამდე დღის წესრიგიდან იქნება მოხსნილი, ევროკავშირში მოლაპარაკების გახსნის შესახებ საკითხი, ეს არის სწორი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებულად ბოლო სამი წლის მანძილზე, სამწუხაროდ ევროკავშირის მხრიდან თითოეული ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციას შეეხება გამოყენებული არის იარაღად იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება გაჩნდეს. მეტად დაუპირისპირდეს ხალხი ერთმანეთს და როგორმე მოახერხონ და შეძლონ ხელისუფლების ცვლილება და ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი აგენტურა, რომლებიც მათ დავალებას პირნათლად შეასრულებენ.

  • მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ძალიან კარგად გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ამბები, მაშინ როდესაც ამ სამ ქვეყანას შორის, საქართველოს ერთპიროვნული ლიდერობა ეჭირა და დღესაც ასეა, მაგრამ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან დიდი დაპირისპირების საბაბი იყო.

ახლა რაც შეეხება ძალადობას, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალადობა მიუღებელია და აქ არ არსებობს "მაგრამ"... ის, რომ წაქცეულ ადამიანს ფეხებს ურტყამენ, სამართალდამცავებს, რომლებიც დგანან, თავში აგურებს ურტყამენ და პიროტექნიკას სახეში ესვრიან, მიუღებელია და თითოეული ქართველისთვის ამის ყურება ძალიან რთულია და ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ბოლო არჩევნები ჩვენი ქვეყნის რეფერენდუმი იყო, რაზეც ძალიან გაბრაზებულები ხართ, რადგან ეს არჩევნები პირწმინდად წააგეთ. ეს არჩევნები თქვენ არ წაგიგიათ არჩევნების დღეს. არჩევნები თქვენ მანამდე წააგეთ და ახლა გეტყვით რატომ: პირველ რიგში იმიტომ წააგეთ, რომ არჩევნებამდე თვე ნახევრის განმავლობაში, მე და ჩემი კოლეგები ვხვდებოდით ამომრჩევლებს. დღეში მინიმუმ 3 შეხვედრა იმართებოდა, იყო დღეები, როცა 7 შეხვედრასაც ვმართავდით და ვუხსნიდით ამომრჩეველს, რა ხდებოდა ქვეყანაში, რა გზით უნდა გვევლო, რა იყო პრიორიტეტი. ოპოზიციური პარტიის არცერთი ლიდერი და არც მათი მხარდამჭერები არ შეგვხვედრია. მათ არ უწარმოებიათ წინასაარჩევნო კამპანია. მეტიც, ოფისებიც კი არ გაუხსნიათ.

  • ოპოზიციური პარტიების ლიდერები იყავით იმის იმედად, რომ გარედან მიღებული მითითებები და მესიჯები მოახდენდა საქართველოში ცვლილებას. ფიქრობდით, რომ მხოლოდ ამის ხარჯზე საზოგადოება მიიღებდა გადაწყვეტილებას და ხელისუფლება შეიცვლებოდა. მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია, კარგად გააანალიზა ვითარება, გაერკვა სიტუაციაში, თუ რა ხდებოდა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, იმ მილიონ ორასი ათას ადამიანს, რომელიც სწორ მხარეს დადგა და მოგვცა კიდევ ერთხელ მანდატი იმისთვის, რომ 4 წელი ჩვენს ქვეყანას გავუძღვეთ.

კიდევ რატომ წააგეთ არჩევნები ამასაც გეტყვით - ძალიან კარგად გვახსოვს ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის დაპრინტული მაისურებით დარბოდნენ, როგორ შეკრიბეს ახალგაზრდობა გმირთა მოედანზე და დაადებინეს ფიცი, რა დროსაც ილიას მოწოდებიდან ამოიღეს სიტყვა "სარწმუნოება".

ზუსტად ეს არ გაპატიათ საზოგადოებამ! ისიც ძალიან კარგად გვახსოვს ვაჟა-ფშაველას დაპრინტული მაისურებით რომ დარბოდით და მაშინ, როდესაც ყველაზე უღირსი საქციელი ალეკო ელისაშვილმა პირდაპირ ეთერში ჩაიდინა, თქვენ მას ტაში დაუკარით და თანამებრძოლად გაიხადეთ იგი. ეს არ გაპატიათ საზოგადოებამ!

  • გვახსოვს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც მიტინგზე გამოიყვანეთ ქაშვეთის წინ და ამ ადამიანმა ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებას შეურაცხყოფა მიაყენა - თქვა ეს არის სიბნელეო. თქვენ მას ტაში დაუკარით, ფოტოები გადაუღეთ და თანამებრძოლად გაიხადეთ. თქვე კაი ადამიანებო, შეიძლება ღმერთის არ გწამდეთ, მაგრამ ქაშვეთის წინ რომ დგახარ, ისტორია ხომ მაინც იცი? დღევანდელობამდე რომ მოიყვანა, ეს საქართველო და ამაში ერთ-ერთი უდიდესი როლი რომ ჩვენს მართლმადიდებელ ქრისტიანობას მიუძღვის, ხომ კარგად იცით? ზუსტად ეს არ გაპატიათ საზოგადოებამ!

ამიტომ ეს ყველაფერი დაგროვდა და ეს ენერგია, რომელსაც ახლა ხარჯავთ, არჩევნებამდე მიგემართათ სწორად, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიგეღოთ, ამ დღეში არ იქნებოდით. თუნდაც ის არ გაპატიათ საზოგადოებამ, ირაკლი კობახიძე შტატებში რომ მიიწვიეს სტუმრად და შემდეგ მიწვევა გააუქმეს, ეს რომ გაგიხარდათ ის არის ჩვენი ქვეყნის პრემიერი და როგორც არ უნდა იყოს, ქვეყნის გარეთ ჩვენი პრემიერი ჩვენს სახეს წარმოადგენს. თუ ასე გაწუხეთ ევროინტეგრაცია და ბრაზდებით ამაზე, ჩვენი შიდა აგენტურა რომ დაფრინავს ქვეყნის გარეთ და ყველაფერს აკეთებს უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, ამაზე რატომ არ ბრაზდებით? იმაზე რომ ფიქრობენ, როგორმე შეაჩერონ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ამაზე რატომ არ ბრაზდებით?

სწორედ ამ და ასეთი გადაწყვეტილებების გამო, არასწორ მხარეს დადგომის გამო, საზოგადოებამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ჩვენ მოგვცა ხმა და თქვენ პირწმინდად წააგეთ ეს არჩევნები. გულსატკენი რაცაა ისაა, რომ ჩვენი ქვეყანა პატარაა, უამრავი ადამიანი იცნობს ერთმანეთს და საზოგადოება უპირისპირდება ერთმანეთს. მაგრამ დრო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ და დრო აჩვენებს სიმართლეს. ყველა შემთხვევაში, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, ქვეყანა მაინც გაიმარჯვებს", - ნათქვამია დავით კაჭარავას მიმართვაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.