“პუბლიკას“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი აქციაზე, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, სპეცრაზმის მხრიდან, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალებს იხსენებს.
“ბოდიშს გიხდით ვიზუალისთვის, მაგრამ ეს არის იმის შედეგი, რაც ვნახეთ აქციებზე გასული დღეების განმავლობაში. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც თავს დაესხნენ. ვიდექი ჟურნალისტების გვერდით, ამიტომ არ ვგრძნობდი, რომ რისკის ქვეშ ვიყავი. მეკეთა ორი კამერა და პრეს-ბარათი, თან სპეციალურად დიდი ზომის, თვალსაჩინო რომ ყოფილიყო.
რომ გამოცვივდნენ ნიღბიანი პირები, უცებ მტაცეს ხელი. მოულოდნელად დამარტყეს, რომ ვუთხარი რომ ჟურნალისტი ვარ - ამაზე შემაგინეს და უფრო ძლიერად დამიწყეს ცემა... ძირითადად სახეში მირტყამდნენ, მუშტებს.
აღმოვჩნდი ალყაში, მაგინებდნენ,“ - აცხადებს ჟურნალისტი.
ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ აქციაზე არაერთი მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. სპეცრაზმის წარმომადგენლები მათ ნაწილს მიზანმიმართულად დაესხა თავს.
იხილეთ ასევე: