კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ჰყავს ერთი მტერი-რუსეთი. ცივილიზაციური სამყაროსგან იზოლაციაში, ის გადაგვყლაპავს. ნუ აღმოვჩნდებით ამ მტრის მოკავშირე... ბოდიში არავისთან გვაქვს მოსახდელი! - გიორგი ანწუხელიძის ქვრივი
"საქართველოს ჰყავს ერთი მტერი-რუსეთი. ცივილიზაციური სამყაროსგან იზოლაციაში, ის გადაგვყლაპავს. ნუ აღმოვჩნდებით ამ მტრის მოკავშირე... ბოდიში არავისთან გვაქვს მოსახდელი! - გიორგი ანწუხელიძის ქვრივი

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლე მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ჩვენ, 2008 წლის ომის გმი­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი თავს მო­ვა­ლედ მი­ვიჩ­ნევთ და­ვა­ფიქ­სი­როთ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სამ­წუ­ხა­რო პრო­ცე­სებ­ზე.

ფაქ­ტია, რომ ათწლე­უ­ლე­ბის ბრძო­ლა ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის, ჩიხ­შია შე­სუ­ლი.

ფაქ­ტია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბი­ან, კარ­გა­ვენ ერ­თმა­ნეთს, აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას...

ეს არ არის ჯან­სა­ღი გა­რე­მო.

ფაქ­ტია, რომ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა, ახალ­გაზ­რდე­ბი, მათი მშობ­ლე­ბიც, ამა­ზე ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ, არის პრო­ტეს­ტი.

თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს, არა მხო­ლოდ უფ­ლე­ბა, მო­ვა­ლე­ო­ბაც აქვს, იზ­რუ­ნოს თა­ვის ქვეყ­ნის სწორ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, გა­აპ­რო­ტეს­ტოს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ქვეყ­ნის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ურ მო­მა­ვალს დაბ­რკო­ლე­ბას უქ­მნის.

მათ ამა­ში ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფერ­მა უნდა შე­უ­შა­ლოს ხელი. კონ­სტი­ტუ­ცია და მის­გან მო­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბა, ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგას, რად­გან მისი დაც­ვაა სწო­რედ სა­ხელ­მწი­ფოს არ­სე­ბო­ბის ქვა­კუ­თხე­დი.

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ისიც, რომ როცა ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრო­ცე­სი სწო­რად არ, თუ ვერ წა­რი­მარ­თა, ადა­მი­ა­ნებს მი­ე­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვად გან­სა­ზღვრონ სწო­რი გზა, მო­უს­მი­ნო მათ მო­თხოვ­ნებს.

არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა დაბ­რკო­ლე­ბად იქ­ცეს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის იმ გზა­ზე, რა­საც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რა­დაც კი ეწი­რე­ბოდ­ნენ.

ვინ რო­გორ და რა­ნა­ი­რა­დაც არ უნდა აღიქ­ვამ­დეს პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდებს, ისი­ნი ჩვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ან.

მო­მა­ვა­ლი მა­თია და უფ­ლე­ბა აქვთ ჰქონ­დეთ თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი.

და თუ ვინ­მე მათ იმ აგ­რე­სი­ით უპა­სუ­ხებს, რა­საც ვხე­დავთ, აღა­რა­ვის ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა უსაყ­ვე­დუ­როს შემ­ხვედრ აგ­რე­სი­ა­ზე.

შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ გა­მე­ტე­ბუ­ლი ცემა-ტყე­პის ყუ­რე­ბა, ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რუ­ლი, მო­ლო­დი­ნი, თუ რო­დის დატ­რი­ალ­დე­ბა უბე­დუ­რე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია მუნ­დი­რის, ღირ­სე­ბის შემ­ლა­ხა­ვი ქცე­ვე­ბის ნახ­ვა, რად­გან ეს ანად­გუ­რებს ინ­სტი­ტუ­ცი­ებს.

ვე­რა­ვინ გა­ა­მარ­თლებს ამ სუ­რათს სოც.ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უცხო­უ­რი ვი­დე­ო­ე­ბი­თა და ფა­შის­ტუ­რი, თუ ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დე­მონ­სტრა­ცი­ა­თა დაშ­ლის მა­გა­ლი­თე­ბით.

ბო­დი­ში, ეს ქვე­ყა­ნა პა­ტა­რაა და ყვე­ლას გვყავს იქ სა­კუ­თა­რი, მე­გობ­რის, მე­ზობ­ლის თუ ნაც­ნო­ბის შვი­ლი. ვი­ცით რაც აწუ­ხებთ.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პაა და მონ­დო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბუნ­დო­ვა­ნი და ფაქ­ტებს მოკ­ლე­ბუ­ლი და­პი­რე­ბე­ბის მიღ­მა, ეს მო­მა­ვა­ლი არაა ეფე­მე­რუ­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ერთი მტე­რი-რუ­სე­თი.

ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი სამ­ყა­როს­გან იზო­ლა­ცი­ა­ში, ის გა­დაგ­ვყლა­პავს.

ნუ აღ­მოვ­ჩნდე­ბით ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბით ამ მტრის მო­კავ­ში­რე. ამა­ზე მან უნდა იფიქ­როს, ვი­საც მეტი მო­ვა­ლე­ო­ბა აქვს, ზოგ­ჯერ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რა­დაც.

ჩვენ, რო­გორც შეგ­ვიძ­ლია ისე ვცდი­ლობთ და­ვიც­ვათ ის იდეა, რა­საც ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი შე­ე­წირ­ნენ.

ბო­დი­ში არა­ვის­თან გვაქვს მო­სახ­დე­ლი!!!

არც ის გვსურს, რო­მე­ლი­მე ქარ­თვე­ლის შთა­მო­მავ­ლო­ბას მარ­თლა ჰქონ­დეს საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო ბო­დი­ში მო­სახ­დე­ლი თა­ვის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­თან.

ვემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს!ღმერ­თი ფა­რავ­დეს ჩვენ ქვე­ყა­ნას!" - წერს ქალ­ბა­ტო­ნი მაკა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან მო­რი­გი ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ათა­სო­ბით პრო­ტეს­ტან­ტი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე პარ­ლა­მენ­ტის წინ მე­ო­რე დღეა აპ­რო­ტეს­ტებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცესს 2028 წლამ­დე აჩე­რე­ბენ. ეს გან­ცხა­დე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა სა­გა­რეო კურ­სის რუ­სე­თის­კენ ცვლი­ლე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნია.

ავტორი:

"საქართველოს ჰყავს ერთი მტერი-რუსეთი. ცივილიზაციური სამყაროსგან იზოლაციაში, ის გადაგვყლაპავს. ნუ აღმოვჩნდებით ამ მტრის მოკავშირე... ბოდიში არავისთან გვაქვს მოსახდელი! - გიორგი ანწუხელიძის ქვრივი

"საქართველოს ჰყავს ერთი მტერი-რუსეთი. ცივილიზაციური სამყაროსგან იზოლაციაში, ის გადაგვყლაპავს. ნუ აღმოვჩნდებით ამ მტრის მოკავშირე... ბოდიში არავისთან გვაქვს მოსახდელი! - გიორგი ანწუხელიძის ქვრივი

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ჩვენ, 2008 წლის ომის გმირების ოჯახის წევრები თავს მოვალედ მივიჩნევთ დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე სამწუხარო პროცესებზე.

ფაქტია, რომ ათწლეულების ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩიხშია შესული.

ფაქტია, რომ ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან, კარგავენ ერთმანეთს, აყენებენ შეურაცხყოფას...

ეს არ არის ჯანსაღი გარემო.

ფაქტია, რომ მომავალი თაობა, ახალგაზრდები, მათი მშობლებიც, ამაზე ძალიან ვწუხვართ, არის პროტესტი.

თითოეულ მოქალაქეს, არა მხოლოდ უფლება, მოვალეობაც აქვს, იზრუნოს თავის ქვეყნის სწორ განვითარებაზე, გააპროტესტოს ყველაფერი, რაც ქვეყნის ცივილიზაციურ მომავალს დაბრკოლებას უქმნის.

მათ ამაში ვერავინ და ვერაფერმა უნდა შეუშალოს ხელი. კონსტიტუცია და მისგან მონიჭებული უფლება-მოვალეობა, ყველაფერზე მაღლა დგას, რადგან მისი დაცვაა სწორედ სახელმწიფოს არსებობის ქვაკუთხედი.

პასუხისმგებლობაა ისიც, რომ როცა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი სწორად არ, თუ ვერ წარიმართა, ადამიანებს მიეცეთ საშუალება თავად განსაზღვრონ სწორი გზა, მოუსმინო მათ მოთხოვნებს.

არავის აქვს უფლება დაბრკოლებად იქცეს ქვეყნის განვითარების იმ გზაზე, რასაც ამ ქვეყნის მოქალაქეები ფიზიკურადაც კი ეწირებოდნენ.

ვინ როგორ და რანაირადაც არ უნდა აღიქვამდეს პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს, ისინი ჩვენი შვილები არიან.

მომავალი მათია და უფლება აქვთ ჰქონდეთ თავის შეხედულებები, სურვილები.

და თუ ვინმე მათ იმ აგრესიით უპასუხებს, რასაც ვხედავთ, აღარავის ექნება უფლება უსაყვედუროს შემხვედრ აგრესიაზე.

შეუძლებელია ამ გამეტებული ცემა-ტყეპის ყურება, ბეწვის ხიდზე სიარული, მოლოდინი, თუ როდის დატრიალდება უბედურება. შეუძლებელია მუნდირის, ღირსების შემლახავი ქცევების ნახვა, რადგან ეს ანადგურებს ინსტიტუციებს.

ვერავინ გაამართლებს ამ სურათს სოც.ქსელებში გავრცელებული უცხოური ვიდეოებითა და ფაშისტური, თუ ტერორისტული ორგანიზაციების დემონსტრაციათა დაშლის მაგალითებით.

ბოდიში, ეს ქვეყანა პატარაა და ყველას გვყავს იქ საკუთარი, მეგობრის, მეზობლის თუ ნაცნობის შვილი. ვიცით რაც აწუხებთ.

საქართველოს მომავალი ევროპაა და მონდომების შემთხვევაში, ბუნდოვანი და ფაქტებს მოკლებული დაპირებების მიღმა, ეს მომავალი არაა ეფემერული.

საქართველოს ჰყავს ერთი მტერი-რუსეთი.

ცივილიზაციური სამყაროსგან იზოლაციაში, ის გადაგვყლაპავს.

ნუ აღმოვჩნდებით ჩვენი ქმედებებით ამ მტრის მოკავშირე. ამაზე მან უნდა იფიქროს, ვისაც მეტი მოვალეობა აქვს, ზოგჯერ ინდივიდუალურადაც.

ჩვენ, როგორც შეგვიძლია ისე ვცდილობთ დავიცვათ ის იდეა, რასაც ჩვენი ოჯახის წევრები შეეწირნენ.

ბოდიში არავისთან გვაქვს მოსახდელი!!!

არც ის გვსურს, რომელიმე ქართველის შთამომავლობას მართლა ჰქონდეს საშვილიშვილო ბოდიში მოსახდელი თავის თანამემამულეებთან.

ვემსახურებით საქართველოს!ღმერთი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას!" - წერს ქალბატონი მაკა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტთან მორიგი ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს. ათასობით პროტესტანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ. ეს განცხადება მოქალაქეების დიდმა ნაწილმა საგარეო კურსის რუსეთისკენ ცვლილების მტკიცებულებად მიიჩნია.