კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი არხის" შენობაში ხმაურია: ნინია კაკაბაძის თქმით, გიორგი გვიმრაძემ ხელი ჰკრა - "მეც სახეში დავარტყი - მაგინებდა, საცემად იწევდა"
"პირველი არხის" შენობაში ხმაურია: ნინია კაკაბაძის თქმით, გიორგი გვიმრაძემ ხელი ჰკრა - "მეც სახეში დავარტყი - მაგინებდა, საცემად იწევდა"
  • ფო­ტო­ე­ბი: ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი, გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი

"პირ­ვე­ლი არ­ხის" შე­ნო­ბა­ში სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბაა.

  • აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტორს, თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილს შო­რის სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის და­გეგ­მილ სა­ე­თე­რო დროს თა­ვად წა­უ­ძღვე­ბო­და.

"ახლა ვსა­უბ­რობთ პირ­და­პირ ეთერ­ზე, რო­მე­ლიც ამ არხზე უნდა გა­ი­მარ­თოს. ყვე­ლა ბრალ­დე­ბის, რო­მე­ლიც ამ არხს უკავ­შირ­დე­ბა, მო­პა­სუ­ხე მხა­რე ვარ მე და არა არც ერთი სხვა ჟურ­ნა­ლის­ტი. ამი­ტომ, ვიჯ­დე­ბი მე ეთერ­ში. რა პრობ­ლე­მაა, ამიხ­სე­ნით“,- გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

"შენ რა­ტომ ზი­ხარ ეთერ­ში, იცი? ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტმა, სა­ვა­რა­უ­დოდ, უარი გი­თხრა მაგ ეთერ­ზე და მა­გი­ტომ. ახლა შენ გა­და­წყვი­ტე, რომ დაჯ­დე. ზუს­ტად ასე მგო­ნია“,- გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ.

სა­პა­სუ­ხოდ კი, თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პირ­და­პი­რი ეთე­რის წაყ­ვა­ნა მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პირ­ვე­ლი არ­ხის“ შე­ნო­ბას­თან სხვა­დას­ხვა სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბის, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს ლო­ზუნ­გე­ბით - “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­ტყუ­ა­რა“, „ამ­ხი­ლე რე­ჟი­მი“. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­ნო­ბა­ში შე­ვიდ­ნენ და სა­ე­თე­რო დრო­ის დათ­მო­ბას ითხო­ვენ, რა­ზეც ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ე­თე­რო დროს 20:00 სა­ათ­ზე და­უთ­მო­ბენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ითხო­ვენ ეთერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნინო ზა­უ­ტაშ­ვი­ლი გა­უ­ძღვეს.

00:00 / 00:00
ავტორი:

"პირველი არხის" შენობაში ხმაურია: ნინია კაკაბაძის თქმით, გიორგი გვიმრაძემ ხელი ჰკრა - "მეც სახეში დავარტყი - მაგინებდა, საცემად იწევდა"

"პირველი არხის" შენობაში ხმაურია: ნინია კაკაბაძის თქმით, გიორგი გვიმრაძემ ხელი ჰკრა - "მეც სახეში დავარტყი - მაგინებდა, საცემად იწევდა"
  • ფოტოები: ინტერპრესნიუსი, გიორგი ნიკოლიშვილი

"პირველი არხის" შენობაში სიტყვიერი დაპირისპირებაა.

  • აქციის მონაწილეებსა და ტელევიზიის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეებისთვის დაგეგმილ საეთერო დროს თავად წაუძღვებოდა.

"ახლა ვსაუბრობთ პირდაპირ ეთერზე, რომელიც ამ არხზე უნდა გაიმართოს. ყველა ბრალდების, რომელიც ამ არხს უკავშირდება, მოპასუხე მხარე ვარ მე და არა არც ერთი სხვა ჟურნალისტი. ამიტომ, ვიჯდები მე ეთერში. რა პრობლემაა, ამიხსენით“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

"შენ რატომ ზიხარ ეთერში, იცი? ყველა ჟურნალისტმა, სავარაუდოდ, უარი გითხრა მაგ ეთერზე და მაგიტომ. ახლა შენ გადაწყვიტე, რომ დაჯდე. ზუსტად ასე მგონია“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.

საპასუხოდ კი, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ეთერის წაყვანა მისი გადაწყვეტილებაა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „პირველი არხის“ შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის, მედიის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლოზუნგებით - “საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“. აქციის მონაწილეები შენობაში შევიდნენ და საეთერო დროის დათმობას ითხოვენ, რაზეც ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ პროტესტის მონაწილეებს საეთერო დროს 20:00 საათზე დაუთმობენ.

აქციის მონაწილეები ითხოვენ ეთერს ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაუძღვეს.