მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა "პირველი არხის" შენობასთან, სადაც ამ წუთებში ხმაურია - "მაუწყებელი სახელმწიფო მარწუხებისგან უნდა დავიხსნათ" (ფოტოები)
რა ვითარებაა "პირველი არხის" შენობასთან, სადაც ამ წუთებში ხმაურია - "მაუწყებელი სახელმწიფო მარწუხებისგან უნდა დავიხსნათ" (ფოტოები)
  • ფო­ტო­ე­ბი: ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი, გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი

“სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ველ არხთან” მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯმენ­ტის გა­დად­გო­მას ითხო­ვენ.

  • მათ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან მი­სულ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს, თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­სა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძეს პი­რა­დად მი­მარ­თეს და და­უს­ვეს კი­თხვა, რო­მელ მხა­რეს დგა­ნან და ვის ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

მო­მი­ტინ­გე­ე­ბის თქმით, რა­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტი აკე­თებს, მო­ნო­ბაა.

მათი მო­თხოვ­ნაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, მათ შო­რის აქ­ცი­ე­ბი, “პირ­ვე­ლი არ­ხის” პირ­და­პირ ეთერ­ში, ობი­ექ­ტუ­რად გა­შუქ­დეს.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა და გა­ნა­ცხა­და, რომ “პირ­ვე­ლი არ­ხის” ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ოპე­რა­ტო­რე­ბი პრო­ტესტს ყო­ველ­დღი­უ­რად აშუ­ქე­ბენ და პირ­და­პირ ეთერს უთ­მო­ბენ.

“გა­ვი­გე თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა, მო­წო­დე­ბა! ორი­ვე ღა­მეა პირ­და­პირ ეთერ­ში ვართ და დე­ტა­ლუ­რად ვაჩ­ვე­ნებთ იმას, რაც იყო. ძა­ლა­დო­ბის დაგ­მო­ბა­ზე გვქონ­და გან­ცხა­დე­ბა. და­ნარ­ჩენს რაც შე­ე­ხე­ბა, მი­ვი­ღეთ თქვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი”,- გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, ტყუ­ი­ლია “პირ­ვე­ლი არ­ხის” წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ მათ ეთერ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი ის­მის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა ვითარებაა "პირველი არხის" შენობასთან, სადაც ამ წუთებში ხმაურია - "მაუწყებელი სახელმწიფო მარწუხებისგან უნდა დავიხსნათ" (ფოტოები)

რა ვითარებაა "პირველი არხის" შენობასთან, სადაც ამ წუთებში ხმაურია - "მაუწყებელი სახელმწიფო მარწუხებისგან უნდა დავიხსნათ" (ფოტოები)
  • ფოტოები: ინტერპრესნიუსი, გიორგი ნიკოლიშვილი

“საქართველოს პირველ არხთან” მიმდინარე აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის მენეჯმენტის გადადგომას ითხოვენ.

  • მათ აქციის მონაწილეებთან მისულ გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილსა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ვასილ მაღლაფერიძეს პირადად მიმართეს და დაუსვეს კითხვა, რომელ მხარეს დგანან და ვის ემსახურებიან.

მომიტინგეების თქმით, რასაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აკეთებს, მონობაა.

მათი მოთხოვნაა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები, მათ შორის აქციები, “პირველი არხის” პირდაპირ ეთერში, ობიექტურად გაშუქდეს.

აქციის მონაწილეებს თინათინ ბერძენიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ “პირველი არხის” ჟურნალისტები და ოპერატორები პროტესტს ყოველდღიურად აშუქებენ და პირდაპირ ეთერს უთმობენ.

“გავიგე თქვენი განცხადება, მოწოდება! ორივე ღამეა პირდაპირ ეთერში ვართ და დეტალურად ვაჩვენებთ იმას, რაც იყო. ძალადობის დაგმობაზე გვქონდა განცხადება. დანარჩენს რაც შეეხება, მივიღეთ თქვენი მოთხოვნები”,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ტყუილია “პირველი არხის” წარმომადგენლების განცხადებები, რომ მათ ეთერში განსხვავებული აზრი ისმის.