სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც კი მინდა წარმოვიდგინო რით დასრულდებოდა მიტინგი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან  გიორგი გახარია რომ ყოფილიყო - მკვლელობა  ან  თვალების დათხრა იქნებოდა" - პრემიერი
"არც კი მინდა წარმოვიდგინო რით დასრულდებოდა მიტინგი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან  გიორგი გახარია რომ ყოფილიყო - მკვლელობა  ან  თვალების დათხრა იქნებოდა" - პრემიერი

გუ­შინ ყვე­ლა კი­დევ ერთხელ დარ­წმუნ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში "ნაც­მა­ი­და­ნი" ვერ შედ­გე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, გუ­შინ­დელ ძა­ლა­დობ­რივ მი­ტინგზე უმ­თავ­რე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ შე­სა­ბა­მის ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ბი­უ­როკ­რა­ტებს და „ად­გი­ლობ­რივ აგენ­ტუ­რას, მე­ხუ­თე კო­ლო­ნას, რო­მე­ლიც 4 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­ხით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი“.

"უკვე მე­სა­მე წე­ლია, კონ­კრე­ტუ­ლი ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ბი­უ­როკ­რა­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნი­ზა­ცი­ას ვე­რაფ­რით მი­აღ­წი­ეს, გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლო­ბენ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი ქვეყ­ნის და­სა­სუს­ტებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გა­საღ­ვი­ვებ­ლად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­სახ­ლე­ჩად გა­მო­ი­ყე­ნონ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯერ კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და შემ­დეგ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის თემა გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და მთა­ვარ ინ­სტრუ­მენ­ტად ქვეყ­ნის იმი­ჯის შე­სა­ლა­ხად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­სახ­ლე­ჩად. გუ­შინ­დელ ძა­ლა­დობ­რივ მი­ტინგზეც უმ­თავ­რე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ შე­სა­ბა­მის ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ბი­უ­როკ­რა­ტებს და ად­გი­ლობ­რივ აგენ­ტუ­რას, მე­ხუ­თე კო­ლო­ნას, რო­მე­ლიც 4 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის სა­ხით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გუ­შინ ისიც ყვე­ლა­სათ­ვის ცხა­დი გახ­და, რომ ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იცის.

უბ­რა­ლოდ, რა­დი­კა­ლე­ბი და მათი უცხო­ე­ლი პატ­რო­ნე­ბი ყო­ველ ჯერ­ზე ცდი­ლო­ბენ, გა­მო­ი­გო­ნონ სა­ბა­ბი ქვეყ­ნის არე­ვის მცდე­ლო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უკ­რა­ი­ნი­ზა­ცი­ის­თვის. მათ ჯერ კი­დევ ვერ გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ 2013 წლის უკ­რა­ი­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო, ძლი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბით და რაც მთა­ვა­რია, გა­მოც­დი­ლი და ბრძე­ნი ხალ­ხით, რომ­ლის სიმ­ტკი­ცე­საც ვე­რა­ვინ შე­არ­ყევს. სა­ქარ­თვე­ლო­ში „მა­იდ­ნის" სცე­ნა­რი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო არის სა­ხელ­მწი­ფო და ამას ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო არ და­უშ­ვებს“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და გა­ხა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბის პი­რო­ბებ­ში აქ­ცია რამ­დე­ნი­მე გარ­დაც­ვა­ლე­ბი­თა და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის „თვა­ლე­ბის და­თხრით“ დას­რუ­ლე­ბო­და.

"მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრსა და თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს, რო­მე­ლიც გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წყო­ბი­ლე­ბა­ზე თავ­დას­ხმას იგე­რი­ებ­და და სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­და­რა­ჯო­ზე იდგა. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს. არც კი მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო იმ მას­შტა­ბუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფონ­ზე, რო­მე­ლიც გუ­შინ ძა­ლა­დობ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის­გან ვი­ხი­ლეთ, რით დას­რულ­დე­ბო­და ეს მი­ტინ­გი გუ­შინ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ან გი­ორ­გი გა­ხა­რია რომ ყო­ფი­ლი­ყო. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა ან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის­თვის თვა­ლე­ბის და­თხრა იქ­ნე­ბო­და ის მი­ნი­მა­ლუ­რი შე­დე­გი, რი­თაც ამ­გვა­რი მი­ტინ­გი დას­რულ­დე­ბო­და. ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გუ­ში­ნაც იმოქ­მე­დეს ამე­რი­კულ­სა და ევ­რო­პულ­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით და პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბის პრინ­ცი­პის დაც­ვით აღ­კვე­თეს უმ­ძი­მე­სი თავ­დას­ხმა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წყო­ბი­ლე­ბა­ზე.

მინ­და მო­ვუ­წო­დო პო­ლი­ცი­ე­ლებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მაქ­სი­მა­ლუ­რი მოთ­მი­ნე­ბა და თავი შე­ი­კა­ვონ ძა­ლის ჭარ­ბი გა­მო­ყე­ნე­ბის­გან. გუ­ში­ნაც იყო რამ­დე­ნი­მე სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში არ უნდა და­ვუშ­ვათ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ამ­გვა­რი ინ­ცი­დენ­ტი რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ი­სა და მისი ძა­ლა­დობ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის მხრი­დან მათი ბრუ­ტა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გა­და­სა­ფა­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"არც კი მინდა წარმოვიდგინო რით დასრულდებოდა მიტინგი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან  გიორგი გახარია რომ ყოფილიყო - მკვლელობა  ან  თვალების დათხრა იქნებოდა" - პრემიერი

"არც კი მინდა წარმოვიდგინო რით დასრულდებოდა მიტინგი, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან  გიორგი გახარია რომ ყოფილიყო - მკვლელობა  ან  თვალების დათხრა იქნებოდა" - პრემიერი

გუშინ ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოში "ნაცმაიდანი" ვერ შედგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და „ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც 4 პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი“.

"უკვე მესამე წელია, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებმაც საქართველოს უკრაინიზაციას ვერაფრით მიაღწიეს, გამუდმებით ცდილობენ კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ქვეყნის დასასუსტებლად, საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გასაღვივებლად და საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ ამ 3 წლის განმავლობაში, ჯერ კანდიდატის სტატუსი და შემდეგ, მოლაპარაკებების გახსნის თემა გამოიყენებოდა მთავარ ინსტრუმენტად ქვეყნის იმიჯის შესალახად და საზოგადოების გასახლეჩად. გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზეც უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც 4 პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი. გუშინ ისიც ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის.

უბრალოდ, რადიკალები და მათი უცხოელი პატრონები ყოველ ჯერზე ცდილობენ, გამოიგონონ საბაბი ქვეყნის არევის მცდელობისა და საქართველოს უკრაინიზაციისთვის. მათ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს, რომ 2013 წლის უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, ძლიერი ინსტიტუტებით და რაც მთავარია, გამოცდილი და ბრძენი ხალხით, რომლის სიმტკიცესაც ვერავინ შეარყევს. საქართველოში „მაიდნის" სცენარი ვერ განხორციელდება. საქართველო არის სახელმწიფო და ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მერაბიშვილისა და გახარიას მინისტრობის პირობებში აქცია რამდენიმე გარდაცვალებითა და ადამიანებისთვის „თვალების დათხრით“ დასრულებოდა.

"მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრსა და თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. არც კი მინდა წარმოვიდგინო იმ მასშტაბური ძალადობის ფონზე, რომელიც გუშინ ძალადობრივი დაჯგუფებებისგან ვიხილეთ, რით დასრულდებოდა ეს მიტინგი გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ან გიორგი გახარია რომ ყოფილიყო. რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ან რამდენიმე ადამიანისთვის თვალების დათხრა იქნებოდა ის მინიმალური შედეგი, რითაც ამგვარი მიტინგი დასრულდებოდა. ვახტანგ გომელაურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინაც იმოქმედეს ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს უმძიმესი თავდასხმა საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე.

მინდა მოვუწოდო პოლიციელებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და თავი შეიკავონ ძალის ჭარბი გამოყენებისგან. გუშინაც იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომელიც მომავალში არ უნდა დავუშვათ. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი ამგვარი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციისა და მისი ძალადობრივი დაჯგუფების მხრიდან მათი ბრუტალური ძალადობის გადასაფარად გამოიყენება”, - განაცხადა კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: