მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცილებთ გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს, მათ შორის, პირველ რიგში, 16 დეკემბრიდან ახალ წლამდე არეულობას ვიცილებთ თავიდან" - მამუკა მდინარაძე
"ვიცილებთ გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს, მათ შორის, პირველ რიგში, 16 დეკემბრიდან ახალ წლამდე არეულობას ვიცილებთ თავიდან" - მამუკა მდინარაძე

16 დე­კემ­ბერს უნდა მომ­ხდა­რი­ყო არე­უ­ლო­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ვერ შეძ­ლო და მას უარი უთხრა მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე ევ­რო­საბ­ჭომ და ევ­რო­კო­მი­სი­ამ. ეს გეგ­მე­ბი ჩა­ვუ­შა­ლეთ და ეს მთა­ვა­რი ბერ­კე­ტი წა­ვარ­თვით მათ - ეს პა­სუ­ხი ჩვენს იმ მომ­ხრე­ებს კი­თხვა­ზე, რად გინ­დო­დათ ახლა და რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა, მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ცხრა და ვნე­ბა­თა­ღელ­ვა აღარ არ­სე­ბობ­და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, - გა­ნა­ცხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ გან­მარ­ტა, "ისე­ვე, რო­გორც "გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნის“ გაპ­რო­ტეს­ტე­ბით ჩა­ი­შა­ლა რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის შე­მოდ­გო­მის გეგ­მე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო შე­მოდ­გო­მი­სა და გა­ზა­ფხუ­ლის არე­უ­ლო­ბის გეგ­მე­ბი ეშ­ლე­ბათ, პირ­ველ რიგ­ში კი - 16 დე­კემ­ბერს და­გეგ­მი­ლი არე­უ­ლო­ბის გეგ­მე­ბი“.

"ისე­ვე რო­გორც "გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნო­ნის“ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ჩა­ვუ­შა­ლეთ შე­მოდ­გო­მის გეგ­მე­ბი მათ, ამ და მსგავს სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ სა­არ­ჩევ­ნოდ შე­მო­ე­ნა­ხათ ენერ­გია. მათ ერთი მხრივ ვერ შეძ­ლეს ქარ­თუ­ლი საქ­მი­სათ­ვის ხე­ლის შეშ­ლა გა­ზა­ფხულ­ზე და მე­ო­რე მხრივ, გა­მო­ე­ცა­ლათ მთლი­ა­ნი ენერ­გია, რაც არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის უნდა და­ე­ხარ­ჯათ და არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ტა­ჟი ამით გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. ამი­ტომ იყო, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ თა­ვი­დან აი­ცი­ლა არე­უ­ლო­ბა და ქა­ო­სი არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში და მე­ო­რე მხრივ, გამჭვირ­ვა­ლო­ბის ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნი მი­ი­ღო. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ჩვენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ვი­ცი­ლებთ ყვე­ლა გა­ზა­ფხუ­ლი­სა და შე­მოდ­გო­მის არე­უ­ლო­ბებს მათ შო­რის, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ 16 დე­კემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ახალ წლამ­დე არე­უ­ლო­ბას ვი­ცი­ლებთ თა­ვი­დან. ახლა ეს ჩა­ცხრე­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იმი­ტომ, რომ ამ ჩვენს ნა­ლა­პა­რა­კევს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ის­მენს და ბევ­რი მიხ­ვდე­ბა, რამ­დე­ნად მყარ სი­მარ­თლეს ვამ­ბობთ.“ - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ვიცილებთ გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს, მათ შორის, პირველ რიგში, 16 დეკემბრიდან ახალ წლამდე არეულობას ვიცილებთ თავიდან" - მამუკა მდინარაძე

"ვიცილებთ გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს, მათ შორის, პირველ რიგში, 16 დეკემბრიდან ახალ წლამდე არეულობას ვიცილებთ თავიდან" - მამუკა მდინარაძე

16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა იქიდან გამომდინარე, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა მოლაპარაკებაზე ევროსაბჭომ და ევროკომისიამ. ეს გეგმები ჩავუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ - ეს პასუხი ჩვენს იმ მომხრეებს კითხვაზე, რად გინდოდათ ახლა და რაღა მაინცდამაინც ახლა, მაშინ, როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ვნებათაღელვა აღარ არსებობდა ჩვენს საზოგადოებაში, - განაცხადა "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ განმარტა, "ისევე, როგორც "გამჭვირვალობის კანონის“ გაპროტესტებით ჩაიშალა რადიკალური ოპოზიციის შემოდგომის გეგმები, ამ შემთხვევაშიც, ყოველი მომდევნო შემოდგომისა და გაზაფხულის არეულობის გეგმები ეშლებათ, პირველ რიგში კი - 16 დეკემბერს დაგეგმილი არეულობის გეგმები“.

"ისევე როგორც "გამჭვირვალობის კანონის“ შემთხვევაში, ჩვენ ჩავუშალეთ შემოდგომის გეგმები მათ, ამ და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ისინი ცდილობდნენ საარჩევნოდ შემოენახათ ენერგია. მათ ერთი მხრივ ვერ შეძლეს ქართული საქმისათვის ხელის შეშლა გაზაფხულზე და მეორე მხრივ, გამოეცალათ მთლიანი ენერგია, რაც არჩევნებისათვის უნდა დაეხარჯათ და არჩევნების საბოტაჟი ამით განეხორციელებინათ. ამიტომ იყო, რომ "ქართულმა ოცნებამ“ თავიდან აიცილა არეულობა და ქაოსი არჩევნების პერიოდში ქვეყანაში და მეორე მხრივ, გამჭვირვალობის ქართული კანონი მიიღო. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ვიცილებთ ყველა გაზაფხულისა და შემოდგომის არეულობებს მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენ 16 დეკემბრიდან მოყოლებული ახალ წლამდე არეულობას ვიცილებთ თავიდან. ახლა ეს ჩაცხრება დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ამ ჩვენს ნალაპარაკევს ბევრი ადამიანი მოისმენს და ბევრი მიხვდება, რამდენად მყარ სიმართლეს ვამბობთ.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.