სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთობლივ განცხადებას მოსამართლეების ნაწილიც ავრცელებს - "ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით გადაწყვეტილებას, რომელიც წინააღმდეგობაშია78-ე მუხლის მოთხოვნებთან"
ერთობლივ განცხადებას მოსამართლეების ნაწილიც ავრცელებს - "ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით გადაწყვეტილებას, რომელიც წინააღმდეგობაშია78-ე მუხლის მოთხოვნებთან"

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის ნა­წი­ლი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა და ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

  • რო­გორც მათ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ისი­ნი ძა­ლა­დო­ბას გმო­ბენ და ემი­ჯმე­ბი­ან ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლის მო­თხოვ­ნებ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის.

გან­ცხა­დე­ბას რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თლე აწერს ხელს.

"ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­მარ­თლე­ებს, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა, დღეს, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის ხმა­მაღ­ლა და არა­ო­რაზ­როვ­ნად და­ფიქ­სი­რე­ბა კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ჭრილ­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის ფარ­გლებ­ში, ვი­ცავთ პო­ლი­ტი­კურ ნე­იტ­რა­ლი­ტეტს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­თან მი­მარ­თე­ბით, ამავდრო­უ­ლად, ვგმობთ ძა­ლა­დო­ბას, ვე­მიჯ­ნე­ბით ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ნა­ბიჯს, რო­მე­ლიც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში მო­დის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლის მო­თხოვ­ნებ­თან.

ერ­თგულ­ნი ვრჩე­ბით ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე და­დე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლის ფი­ცის და მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი იქ არის, სა­დაც ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მშვი­დო­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია!

მა­შა­სა­და­მე, სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი ევ­რო­პა­შია!

გან­ცხა­დე­ბა ღიაა ხელ­მო­სა­წე­რად ნე­ბის­მი­ე­რი მო­სა­მარ­თლი­სათ­ვის",- ნათ­ქვა­მია მო­სა­მარ­თლე­თა ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ხელს აწე­რენ: ლე­ვან დარ­ბა­ი­ძე, მა­დო­ნა მა­ი­სუ­რა­ძე, ეკა არე­ში­ძე, მა­ნა­ნა მეს­ხიშ­ვი­ლი, ცი­ცი­ნო კიკ­ვა­ძე, თა­მარ ჩიხ­ლა­ძე, დევი დე­ვი­ძე, თა­მარ ხა­ჟო­მია, და­ვით წე­რე­თე­ლი, ქე­თე­ვან მეს­ხიშ­ვი­ლი, ვლა­დი­მერ ხუ­ჭუა, ეკა­ტე­რი­ნე გა­სი­ტაშ­ვი­ლი, ნინო გერ­გა­უ­ლი, ლაშა და­დეშ­ქე­ლი­ა­ნი, თეა სო­ხაშ­ვი­ლი-ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, მა­მუ­კა წიკ­ლა­უ­რი, ლელა ნო­ზა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგია
0

ანუ, ,,ვემიჯნებით" რას გულისხმობს ამ შემთხვევაში? სამსახურებიდან მივდივართო? 

ყოჩაღ
21

ქვეყნის განვითარების, სტაბილურობის, დემოკრატიის და ეკონომიკური განვითარების ძირითადი საფუძველია კანონის უზენაესობის დაცვა, რომელსაც ივანიშვილი და მისი კლანის მოსამართლეები ყოველდღიურად არღვევენ პირადი გამორჩენის და გამდიდრების მიზნით. კანონის უზენაესობის უარმყოფელი მოსამართლეები: მურუსიძე, ჩინჩალაძე, ქოჩიაშვილი, თოთოსაშვილი და ა.შ,,,. საქართველოს თითოეული მოქალაქე მივესალმებით იმ მოსამართლეების ქმედებებს, ვინც, ვიღაც გაუნათლებელ, ტლუ ივანუიშკას და მის ტლუ მოსამართლეებს არ აუბამს მხარს კანონის უზენაესობის დაკნინებაში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ერთობლივ განცხადებას მოსამართლეების ნაწილიც ავრცელებს - "ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით გადაწყვეტილებას, რომელიც წინააღმდეგობაშია78-ე მუხლის მოთხოვნებთან"

ერთობლივ განცხადებას მოსამართლეების ნაწილიც ავრცელებს - "ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით გადაწყვეტილებას, რომელიც წინააღმდეგობაშია78-ე მუხლის მოთხოვნებთან"

საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

  • როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ძალადობას გმობენ და ემიჯმებიან ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის.

განცხადებას რამდენიმე მოსამართლე აწერს ხელს.

"ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.

პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით, ამავდროულად, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას და ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან.

ერთგულნი ვრჩებით ღვთისა და ერის წინაშე დადებული მოსამართლის ფიცის და მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

საქართველოს ადგილი იქ არის, სადაც ადამიანის ღირსება, თავისუფლება და მშვიდობა ყველაზე მთავარი ღირებულებებია!

მაშასადამე, საქართველოს ადგილი ევროპაშია!

განცხადება ღიაა ხელმოსაწერად ნებისმიერი მოსამართლისათვის",- ნათქვამია მოსამართლეთა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ლევან დარბაიძე, მადონა მაისურაძე, ეკა არეშიძე, მანანა მესხიშვილი, ციცინო კიკვაძე, თამარ ჩიხლაძე, დევი დევიძე, თამარ ხაჟომია, დავით წერეთელი, ქეთევან მესხიშვილი, ვლადიმერ ხუჭუა, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო გერგაული, ლაშა დადეშქელიანი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, მამუკა წიკლაური, ლელა ნოზაძე.

წაიკითხეთ ასევე: