სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას - "შესაძლოა ეს იყოს ბანკებში საკრედიტო პროცენტის აწევა, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა, სანქციები..."
რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას - "შესაძლოა ეს იყოს ბანკებში საკრედიტო პროცენტის აწევა, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა, სანქციები..."

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას წყვეტს. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფის­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"ჩვენ ვართ ამა­ყი და თავ­მოყ­ვა­რე ერი დიდი ის­ტო­რი­ით. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია, ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორც მო­წყა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­შირ­მა ჩვენ­თვის უნდა გა­ი­ღოს... ვხე­დავთ, რომ ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ბი­უ­როკ­რა­ტე­ბი გა­მო­ყო­ფილ გრან­ტებ­სა და სეს­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ შან­ტა­ჟის­თვის იყე­ნე­ბენ" - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე არ იქ­ნე­ბა მზად, და­ა­ყე­ნოს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი.

  • ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი ქვეყ­ნის ღა­ლა­ტად და რუ­სეთ­თან მო­ნურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბად აფა­სე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

კო­ბა­ხი­ძის ბრი­ფინ­გის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში სა­გან­გე­ბოდ მი­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბი. მისი გან­ცხა­დე­ბით, მან ელ­ჩებს მი­მარ­თა, რომ "ახ­ლა­ვე მი­ი­ღონ ყვე­ლა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რაც იყო ამ­დენ ხანს მი­სა­ღე­ბი". ამის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ლა­ქებ­ში და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თან­დას­წრე­ბით ბრი­ფინ­გი გა­მარ­თა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მი­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ არ და­კარ­გონ იმე­დი და არ ჩა­იკ­ლან პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა.

ლაშა ძე­ბი­საშ­ვი­ლი, ანა­ლი­ტი­კო­სი:

- ესე­ნი პირ­და­პირ კონ­სტი­ტუ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­დი­ან. მათ ისე­დაც უზურ­პი­რე­ბუ­ლი აქვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ამას ზედ ამა­ტებს იმას, რომ გვი­ცხა­დე­ბენ, კონ­სტი­ტუ­ცი­ის 78-ე მუხ­ლი ჩვენს გეგ­მებ­ში არ შე­დი­სო, ანუ ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სრუ­ლი­ად გა­სუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან. მათ და­ახ­ლო­ე­ბით იცოდ­ნენ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ის ში­ნა­არ­სი და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს რე­ზო­ლუ­ცია დიდი ალ­ბა­თო­ბით ევ­რო­კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აი­სა­ხე­ბო­და, დრო არ გა­წე­ლეს და თვი­თონ გა­დად­გეს ეს ნა­ბი­ჯი, თით­ქოს თვი­თონ აჩე­რე­ბენ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. ცალ­სა­ხაა, რომ ამათ, რე­ა­ლუ­რად, ინ­ტეგ­რა­ცი­ის არა­ნა­ი­რი ევ­რო­პუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი არ აინ­ტე­რე­სებთ. უვი­ზო მი­მოს­ვლაც არის ის ერ­თა­დერ­თი მე­ქა­ნიზ­მი, რა­ზეც მათ ჰგო­ნი­ათ, რომ სა­ბო­ლო­ოდ ევ­რო­კავ­ში­რი უარს არ იტყვის, რად­გან ამით მა­ინც მო­სახ­ლე­ო­ბა ის­ჯე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი კომ­ფორ­ტუ­ლად არი­ან და გრძნო­ბენ, რომ ამ მე­ქა­ნიზ­მის მო­შო­რე­ბის გა­რე­შე მათ შე­უძ­ლი­ათ გა­აგ­რძე­ლონ მშვი­დად ცხოვ­რე­ბა და ამით ევ­რო­კავ­შირ­თან ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ტეგ­რა­ცია ჩა­შა­ლონ. ჩვენ საქ­მე გვაქვს რაც გნე­ბავთ, ის და­არ­ქვით - პუტჩთან, ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­ურ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას­თან, თუ კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან გას­ვლას­თან.

- "ოც­ნე­ბის" ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ რო­გო­რი იქ­ნე­ბა და­სავ­ლე­თის რე­აქ­ცია?

- და­სავ­ლე­თის­თვის დიდ­წი­ლად ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც გა­სა­გე­ბია და ერ­თა­დერ­თი, როცა ის თა­ვის მოქ­მე­დე­ბებს გეგ­მავს, პირ­ველ რიგ­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს მი­ზანს, რომ არ და­ზა­რალ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, ეს არის მისი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, ანუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დას­ჯით ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა არ და­ზა­რალ­დეს. ბუ­ნებ­რი­ვია, "ოც­ნე­ბა" მი­ი­ღებს სან­ქცი­ებს, მაგ­რამ ეს სან­ქცი­ე­ბი არ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. "ოც­ნე­ბა" ხომ სან­ქცი­ებ­მა უფრო გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, ხვდე­ბი­ან, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მათ უსან­ქცი­ოდ არ და­ტო­ვებს, შე­სა­ბა­მი­სად, მათ მძევ­ლად აიყ­ვა­ნეს მთე­ლი ქვე­ყა­ნა და ახლა ცდი­ლო­ბენ, ევ­რო­კავ­შირ­თან ივაჭ­რონ. ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, არა­ნა­ი­რი ვაჭ­რო­ბა არ გა­მო­ვა, და­სავ­ლე­თის უკან და­ხე­ვა არ იქ­ნე­ბა. ეს იყო "ოც­ნე­ბის" რუ­სეთ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც თან­მიმ­დევ­რუ­ლად მიზ­ნად ისა­ხავ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­შო­რე­ბას ევ­რო­პის­გან.

ბოლო წერ­ტი­ლი იყო არ­ჩევ­ნე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა და ამის შემ­დეგ სწრა­ფი ნა­ბი­ჯით უნდა მოხ­დეს იმ დარ­ჩე­ნი­ლი კავ­ში­რე­ბის მოკ­ვე­თა, გა­ნად­გუ­რე­ბა, რაც ჩვენ ევ­რო­პას გვა­კავ­ში­რებს. ახლა რა­საც ვუ­ყუ­რებთ, ეს ამ გეგ­მის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, არა­ნა­ი­რი ვაჭ­რო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან არ იქ­ნე­ბა, არა­ვის ჰქონ­დეს ამის ილუ­ზია.

კო­ბა­ხი­ძემ ის კი არ თქვა, რომ ევ­რო­კავ­ში­რი აღარ გვა­ინ­ტე­რე­სებს და აღარ მივ­დი­ვართ მას­თა­ნო, იფა­რი­სევ­ლა და თქვა, 2028 წლამ­დე არ ვაგ­რძე­ლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბას გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზეო. გე­გო­ნე­ბა, 2028 წლის მერე მათ მიზ­ნებ­ში შე­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ან ევ­რო­კავ­შირ­ში შეს­ვლა. ჩვენ ხომ არ მოვ­ტყუვ­დე­ბით ამ ფორ­მუ­ლი­რე­ბით და იმ რი­ტო­რი­კით, თით­ქოს „და­სავ­ლე­თი გვა­შან­ტა­ჟებს“, „მო­წყა­ლე­ბა“ არ გვინ­და და მსგავ­სი. ჩვენ გვეს­მის რა­ზეა აქ სა­უ­ბა­რი - ეს არის ევ­რო­პულ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე უა­რის თქმა.

- პუ­ტი­ნის უმალ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ქე­ბა რას ნიშ­ნავ­და, თით­ქოს ისი­ნი სინ­ქრონ­ში მოქ­მე­დე­ბენ...

- ამ გან­ცხა­დე­ბი­დან 40 წუ­თის შემ­დეგ პუ­ტინ­მა დადო მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა და აქ უკვე ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია - რო­გორც ჩანს, ეს ბრძა­ნე­ბა კრემ­ლი­დან მო­ვი­და. დრო აღარ ით­მენს მოს­კო­ვის­თვი­საც, აგერ, სი­რი­ა­ში შე­უ­ტი­ეს, ალე­პოს­თან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მათი ჯა­რის­კა­ცი აიყ­ვა­ნეს ტყვედ, უკ­რა­ი­ნა­ში ძა­ლი­ან ცუ­დად აქვთ საქ­მე, ეკო­ნო­მი­კა ექ­ცე­ვათ, რუბ­ლი საით გა­ვარ­და, იცით და ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მოს­კო­ვის­თვის დრო უფრო და უფრო ცოტა რჩე­ბა. მოს­კოვ­მა გა­და­წყვი­ტა, სა­ნამ კი­დევ უფრო გარ­თულ­და ვი­თა­რე­ბა, სა­ნამ ქარ­თვე­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, რა ცუდ დღე­შია რუ­სე­თი, მა­ნამ­დე უნდა მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხის და­ხურ­ვა და ამი­ტომ „ოც­ნე­ბას“ უთხრეს, მორ­ჩით ახლა მა­ი­მუ­ნო­ბას, ჩა­ა­ტა­რეთ გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, მო­ახ­დი­ნეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცია და ყვე­ლა­ფე­რი და­ას­რუ­ლეთ იმით, რომ უარი თქვით ევ­რო­კავ­შირ­ზე.

- "ოც­ნე­ბის" ამ ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნა­ბი­ჯით რას კარ­გავს სა­ქარ­თვე­ლო?

- სა­ქარ­თვე­ლო კარ­გავს სა­მარ­თალს, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, სა­ქარ­თვე­ლო მი­დის ფე­ო­და­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­კენ, რო­მელ­საც მარ­თა­ვენ ფე­ო­და­ლუ­რი და კრი­მი­ნა­ლუ­რი კლა­ნე­ბი, თუ არ წა­ვალთ ევ­რო­პის­კენ ეს არის, სა­ით­კე­ნაც მივ­დი­ვართ. არა­ნა­ი­რი სა­სა­მარ­თლო, არა­ნა­ი­რი სა­მარ­თა­ლი, არც ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბა... შე­ხე­დეთ, რა გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და - ჩვენ უნდა მივ­ხე­დოთ გა­ნათ­ლე­ბას და ყვე­ლა­ფე­რი ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი უნდა ამო­ვი­ღოთ არა მხო­ლოდ პროგ­რა­მი­დან, წიგ­ნე­ბი­და­ნა­ცო. აშ­კა­რაა, "ოც­ნე­ბა" აპი­რებს ტო­ტა­ლურ წმენ­დას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს არის ის, რაც ბოლ­შე­ვი­კებ­მა ჩა­ა­ტა­რეს 1921 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, „ოც­ნე­ბის“ გეგ­მა, რო­მე­ლიც ხე­ლახ­ლა უნდა გა­ტარ­დეს რუ­სე­თის დაკ­ვე­თით.

ევ­რო­პის მხრი­დან დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტას მოჰ­ყვე­ბა ის შე­ღა­ვა­თი­ა­ნი დაკ­რე­დი­ტე­ბე­ბი, რა­საც ჩვე­ნი ბან­კე­ბი იღებ­დნენ, ანუ ჩვენ არ გვექ­ნე­ბა ის საკ­რე­დი­ტო ხა­ზე­ბი, რაც ევ­რო­პის­გან და­ბალ პრო­ცენ­ტში გვქონ­და, ეს და­ი­მახ­სოვ­რეთ. ჩვენ თუ ახლა პი­რო­ბი­თად 12-13 საკ­რე­დი­ტო პრო­ცენ­ტი გვაქვს (შე­ხე­დეთ, რუ­სეთ­ში ახლა არის 25%, ისიც ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი), მერე 30-40% იქ­ნე­ბა, ამას გვი­პი­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ეს არის მისი გეგ­მა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ხომ ერთი კა­ცის - ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის და რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის კეთ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი? ამას ან შე­იგ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ან ღირ­სიც იქ­ნე­ბა ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ ხელ­მე­ო­რედ გა­იღ­ვი­ძოს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში. სხვა და­მაგ­ვირ­გვი­ნე­ბე­ლი ფრა­ზა მე არ მაქვს.

- ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას რა ბედი ელის?

- არ­სე­ბობს ასე­თი - ფა­სი­ლი­ტა­ცია, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით ვი­ზის გა­ცე­მა. ამ ეტაპ­ზე ვერ ვხე­დავ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მზა­ო­ბას გა­უქ­მდეს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია, მაგ­რამ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა ქვე­ყა­ნა ცალ­სა­ხად და­ად­გა რუ­სე­თის კურსს, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ზღუდ­ვა მოხ­დეს, ანუ უკან დავ­ბრუნ­დეთ ფა­სი­ლი­ტა­ცი­ა­ზე.

- რო­გო­რი უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე?

- ამა­ზე მხო­ლოდ ერთი პა­სუ­ხია - სა­ყო­ველ­თაო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, მა­სობ­რი­ვი, ინ­ტენ­სი­უ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ქვე­ყა­ნა დავ­კარ­გეთ. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­პე­ლე­ბის რე­ა­გი­რე­ბა და ამა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია. რო­გო­რიც იქ­ნე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­ა­გი­რე­ბა, ისე­თი იქ­ნე­ბა ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის პო­ზი­ცი­აც. ან ჩვენ ვუშ­ვე­ლით და გა­და­ვარ­ჩენთ ჩვენს სამ­შობ­ლოს, ან სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ხვალ უკვე რუ­სე­თის ნა­წი­ლი ვართ. ან გა­ვიღ­ვი­ძებთ და ყვე­ლა­ნი ერ­თად ვიბ­რძვით (ახლა უკვე ბრძო­ლის ეტაპ­ზე ვართ), ან ვაგ­რძე­ლებთ ტახ­ტზე წა­მო­წო­ლას, ვე­გუ­ე­ბით და ვხდე­ბით ჩვე­უ­ლებ­რი­ვად რუ­სე­თის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი.პრე­ზი­დენ­ტი არის მთა­ვარ­სარ­და­ლი, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­ცვე­ლი და როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დის კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან, პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნოა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია არა მხო­ლოდ ძა­ლოვ­ნებს, ყვე­ლას მო­უ­წო­დოს იყოს ხალ­ხის მხა­რეს და ის გახ­დეს ძი­რი­თა­დი ბირ­თვი, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცენ­ტრი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ცალ­სა­ხად ვხე­დავ, რომ „ოც­ნე­ბა“ გა­ვი­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას - "შესაძლოა ეს იყოს ბანკებში საკრედიტო პროცენტის აწევა, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა, სანქციები..."

რა შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას - "შესაძლოა ეს იყოს ბანკებში საკრედიტო პროცენტის აწევა, ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა, სანქციები..."

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებას წყვეტს. ამის შესახებ განცხადება გუშინ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს... ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

  • ოპოზიციური პარტიების ლიდერები ქვეყნის ღალატად და რუსეთთან მონურ დამოკიდებულებად აფასებენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

კობახიძის ბრიფინგის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საგანგებოდ მიიწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. მისი განცხადებით, მან ელჩებს მიმართა, რომ "ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები". ამის შემდეგ, საქართველოს ქალაქებში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თანდასწრებით ბრიფინგი გამართა. სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას მიმართა საზოგადოებას, რომ არ დაკარგონ იმედი და არ ჩაიკლან პროტესტის გრძნობა.

ლაშა ძებისაშვილი, ანალიტიკოსი:

- ესენი პირდაპირ კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდიან. მათ ისედაც უზურპირებული აქვთ ხელისუფლება და ამას ზედ ამატებს იმას, რომ გვიცხადებენ, კონსტიტუციის 78-ე მუხლი ჩვენს გეგმებში არ შედისო, ანუ ე.წ. ხელისუფლება სრულიად გასულია კონსტიტუციიდან. მათ დაახლოებით იცოდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციის შინაარსი და იმის გათვალისწინებით, რომ ეს რეზოლუცია დიდი ალბათობით ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აისახებოდა, დრო არ გაწელეს და თვითონ გადადგეს ეს ნაბიჯი, თითქოს თვითონ აჩერებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს. ცალსახაა, რომ ამათ, რეალურად, ინტეგრაციის არანაირი ევროპული მექანიზმი არ აინტერესებთ. უვიზო მიმოსვლაც არის ის ერთადერთი მექანიზმი, რაზეც მათ ჰგონიათ, რომ საბოლოოდ ევროკავშირი უარს არ იტყვის, რადგან ამით მაინც მოსახლეობა ისჯება. შესაბამისად, ისინი კომფორტულად არიან და გრძნობენ, რომ ამ მექანიზმის მოშორების გარეშე მათ შეუძლიათ გააგრძელონ მშვიდად ცხოვრება და ამით ევროკავშირთან ყველანაირი ინტეგრაცია ჩაშალონ. ჩვენ საქმე გვაქვს რაც გნებავთ, ის დაარქვით - პუტჩთან, ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებასთან, თუ კონსტიტუციიდან გასვლასთან.

- "ოცნების" ამ გადაწყვეტილების შემდეგ როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია?

- დასავლეთისთვის დიდწილად ყველაფერი ისედაც გასაგებია და ერთადერთი, როცა ის თავის მოქმედებებს გეგმავს, პირველ რიგში ითვალისწინებს მიზანს, რომ არ დაზარალდეს საქართველოს მოსახლეობა, ეს არის მისი მთავარი ამოცანა, ანუ "ქართული ოცნების" დასჯით ქვეყნის ევროპული პერსპექტივა არ დაზარალდეს. ბუნებრივია, "ოცნება" მიიღებს სანქციებს, მაგრამ ეს სანქციები არ უნდა იყოს მიმართული მოსახლეობის წინააღმდეგ. "ოცნება" ხომ სანქციებმა უფრო გააღიზიანა, ხვდებიან, რომ ევროკავშირი მათ უსანქციოდ არ დატოვებს, შესაბამისად, მათ მძევლად აიყვანეს მთელი ქვეყანა და ახლა ცდილობენ, ევროკავშირთან ივაჭრონ. ჩემი გადმოსახედიდან, არანაირი ვაჭრობა არ გამოვა, დასავლეთის უკან დახევა არ იქნება. ეს იყო "ოცნების" რუსეთთან შეთანხმებული გეგმა, რომელიც თანმიმდევრულად მიზნად ისახავდა ჩვენი ქვეყნის დაშორებას ევროპისგან.

ბოლო წერტილი იყო არჩევნები, არჩევნების გაყალბება და ამის შემდეგ სწრაფი ნაბიჯით უნდა მოხდეს იმ დარჩენილი კავშირების მოკვეთა, განადგურება, რაც ჩვენ ევროპას გვაკავშირებს. ახლა რასაც ვუყურებთ, ეს ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია, არანაირი ვაჭრობა ევროკავშირთან არ იქნება, არავის ჰქონდეს ამის ილუზია.

კობახიძემ ის კი არ თქვა, რომ ევროკავშირი აღარ გვაინტერესებს და აღარ მივდივართ მასთანო, იფარისევლა და თქვა, 2028 წლამდე არ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას გაწევრიანებაზეო. გეგონება, 2028 წლის მერე მათ მიზნებში შედის მოლაპარაკებები, ან ევროკავშირში შესვლა. ჩვენ ხომ არ მოვტყუვდებით ამ ფორმულირებით და იმ რიტორიკით, თითქოს „დასავლეთი გვაშანტაჟებს“, „მოწყალება“ არ გვინდა და მსგავსი. ჩვენ გვესმის რაზეა აქ საუბარი - ეს არის ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმა.

- პუტინის უმალ გამოხმაურება და ხელისუფლების შექება რას ნიშნავდა, თითქოს ისინი სინქრონში მოქმედებენ...

- ამ განცხადებიდან 40 წუთის შემდეგ პუტინმა დადო მხარდამჭერი განცხადება და აქ უკვე ყველაფერი ნათელია - როგორც ჩანს, ეს ბრძანება კრემლიდან მოვიდა. დრო აღარ ითმენს მოსკოვისთვისაც, აგერ, სირიაში შეუტიეს, ალეპოსთან რამდენიმე ათეული მათი ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ, უკრაინაში ძალიან ცუდად აქვთ საქმე, ეკონომიკა ექცევათ, რუბლი საით გავარდა, იცით და ამ სიტუაციაში მოსკოვისთვის დრო უფრო და უფრო ცოტა რჩება. მოსკოვმა გადაწყვიტა, სანამ კიდევ უფრო გართულდა ვითარება, სანამ ქართველებმა დაინახეს, რა ცუდ დღეშია რუსეთი, მანამდე უნდა მოხდეს საქართველოს საკითხის დახურვა და ამიტომ „ოცნებას“ უთხრეს, მორჩით ახლა მაიმუნობას, ჩაატარეთ გაყალბებული არჩევნები, მოახდინეთ ხელისუფლების უზურპაცია და ყველაფერი დაასრულეთ იმით, რომ უარი თქვით ევროკავშირზე.

- "ოცნების" ამ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯით რას კარგავს საქართველო?

- საქართველო კარგავს სამართალს, სამართლიანობას, საქართველო მიდის ფეოდალური სახელმწიფოსკენ, რომელსაც მართავენ ფეოდალური და კრიმინალური კლანები, თუ არ წავალთ ევროპისკენ ეს არის, საითკენაც მივდივართ. არანაირი სასამართლო, არანაირი სამართალი, არც ეკონომიკური განვითარება და განათლება... შეხედეთ, რა განცხადება გაკეთდა - ჩვენ უნდა მივხედოთ განათლებას და ყველაფერი ფსევდოლიბერალური უნდა ამოვიღოთ არა მხოლოდ პროგრამიდან, წიგნებიდანაცო. აშკარაა, "ოცნება" აპირებს ტოტალურ წმენდას საქართველოში, ეს არის ის, რაც ბოლშევიკებმა ჩაატარეს 1921 წლიდან მოყოლებული, „ოცნების“ გეგმა, რომელიც ხელახლა უნდა გატარდეს რუსეთის დაკვეთით.

ევროპის მხრიდან დახმარების შეწყვეტას მოჰყვება ის შეღავათიანი დაკრედიტებები, რასაც ჩვენი ბანკები იღებდნენ, ანუ ჩვენ არ გვექნება ის საკრედიტო ხაზები, რაც ევროპისგან დაბალ პროცენტში გვქონდა, ეს დაიმახსოვრეთ. ჩვენ თუ ახლა პირობითად 12-13 საკრედიტო პროცენტი გვაქვს (შეხედეთ, რუსეთში ახლა არის 25%, ისიც ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული), მერე 30-40% იქნება, ამას გვიპირებს „ქართული ოცნება“, ეს არის მისი გეგმა, მაგრამ რეალურად ხომ ერთი კაცის - ივანიშვილისთვის და რუსეთის ინტერესებისთვის კეთდება ეს ყველაფერი? ამას ან შეიგნებს საქართველოს მოქალაქე, ან ღირსიც იქნება ეს საზოგადოება, რომ ხელმეორედ გაიღვიძოს რუსეთის იმპერიაში. სხვა დამაგვირგვინებელი ფრაზა მე არ მაქვს.

- ვიზალიბერალიზაციას რა ბედი ელის?

- არსებობს ასეთი - ფასილიტაცია, გამარტივებული წესით ვიზის გაცემა. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილების მზაობას გაუქმდეს ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ ამ სიტუაციაში, როცა ქვეყანა ცალსახად დაადგა რუსეთის კურსს, არ გამოვრიცხავ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვა მოხდეს, ანუ უკან დავბრუნდეთ ფასილიტაციაზე.

- როგორი უნდა იყოს საქართველოს პასუხი ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებაზე?

- ამაზე მხოლოდ ერთი პასუხია - საყოველთაო წინააღმდეგობა, მასობრივი, ინტენსიური წინააღმდეგობა, სხვა შემთხვევაში ქვეყანა დავკარგეთ. აქ მნიშვნელოვანია ევროპელების რეაგირება და ამაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების რეაქცია. როგორიც იქნება ჩვენი საზოგადოების რეაგირება, ისეთი იქნება ამერიკისა და ევროპის პოზიციაც. ან ჩვენ ვუშველით და გადავარჩენთ ჩვენს სამშობლოს, ან საბოლოო ჯამში, ხვალ უკვე რუსეთის ნაწილი ვართ. ან გავიღვიძებთ და ყველანი ერთად ვიბრძვით (ახლა უკვე ბრძოლის ეტაპზე ვართ), ან ვაგრძელებთ ტახტზე წამოწოლას, ვეგუებით და ვხდებით ჩვეულებრივად რუსეთის შემადგენელი ნაწილი.პრეზიდენტი არის მთავარსარდალი, კონსტიტუციის დამცველი და როცა ხელისუფლება გადის კონსტიტუციიდან, პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ძალოვნებს, ყველას მოუწოდოს იყოს ხალხის მხარეს და ის გახდეს ძირითადი ბირთვი, კონსტიტუციური ხელისუფლების ცენტრი. ამ შემთხვევაში ცალსახად ვხედავ, რომ „ოცნება“ გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.

წაიკითხეთ ასევე: