სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არსებობს მტკიცებულებები წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ“ - საია შსს-ს მიმართავს
“არსებობს მტკიცებულებები წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ“ - საია შსს-ს მიმართავს

“მო­ვუ­წო­დებთ, შსს-ს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ა­სა­ჯა­რო­ოს თუ რა სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნებს, რათა და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს ჰქონ­დეს ჯე­როვ­ნად რე­ა­გი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა,“ - ამ გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცია ძა­ლო­ვან უწყე­ბას, რომ­ლის და­ნა­ყო­ფე­ბიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის გამო არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლი და პე­რი­ო­დუ­ლად დაშ­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თა­ვენ.


  • რო­გორც საია მი­მარ­თვა­ში წერს, წყლის ჭავ­ლი არის ცივი, რაც გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­მა­ტე­ბით ქმნის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის სა­ფუძ­ველს.

“რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ტეს­ტის დარ­ბე­ვა კვლავ ჩვე­უ­ლი უკა­ნო­ნო და არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ შო­რის, არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებს აქ­ტი­უ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ, მათ შო­რის, წი­წა­კის სპრე­ის და­მიზ­ნე­ბით სა­ხე­ში შეს­ხმი­სა, და, ორი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბის, წყლის ჭავ­ლი­სა და ქი­მი­უ­რი გამ­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბის შე­რე­ვის შე­სა­ხებ.


სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2024 წლის 21 ოქ­ტომ­ბერს შსს-მ გან­ცხა­დე­ბით და­ა­დას­ტუ­რა, რომ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებ­ზე წყლის ჭავლში ცრემლსა­დენ გაზს ურევ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კის მხარ­და­სა­ჭე­რად სა­მი­ნის­ტრომ არას­წო­რად, მა­ნი­პუ­ლა­ცი­უ­რად, და­ა­ცი­ტი­რა “ამ­ნეს­ტი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნა­ლის“ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, “ამ­ნეს­თი ინ­თერ­ნე­ი­შე­ნა­ლის“ მი­ხედ­ვით, წყლის ჭავლში ცრემლსა­დე­ნი გა­ზის ან სა­ღე­ბა­ვის შე­რე­ვა აკ­რძა­ლუ­ლი უნდა იყოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კა, ძლი­ერ პრობ­ლე­მუ­რია რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო. კერ­ძოდ:


  • უც­ნო­ბია თუ რა არის წყალ­ში ქი­მი­უ­რი გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლის და­საშ­ვე­ბი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დონე, რაც ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან რისკს წარ­მო­შობს.

  • რო­დე­საც ტან­საც­მე­ლი ქი­მი­უ­რი გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლით იჟღინ­თე­ბა, ადა­მი­ანს აღარ შე­უძ­ლია მისი ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა­გან გაქ­ცე­ვა.

ამას­თან, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ტან­საც­მე­ლი იჟღინ­თე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­კონ­ტროლ­დეს ქი­მი­უ­რი გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლის ადა­მი­ან­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ხა­რის­ხი და ხან­გრძლი­ვო­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კე­ბი იზ­რდე­ბა ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის და ზე­მოქ­მე­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბის ზრდას­თან ერ­თად, წყლი­სა და ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­რე­ვა არ­ღვევს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მო­ახ­დი­ნონ ზი­ა­ნის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბა.


წყლის ჭავლში ქი­მი­კა­ტე­ბის შე­რე­ვა არარ­ე­კო­მენ­დე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის უმაღ­ლე­სი კო­მის­რის ოფი­სის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს მი­ხედ­ვი­თაც, რად­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ი­ცავს და­ზი­ა­ნე­ბის, მათ შო­რის, ხან­გრძლი­ვი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლის გა­მოწ­ვე­ვის ბევ­რად მა­ღალ რისკს.


  • ამას­თან, დე­მონ­სტრან­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით, წყლის ჭავ­ლი არის ცივი, რაც გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­მა­ტე­ბით ქმნის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის სა­ფუძ­ველს.

კვლავ მო­ვუ­წო­დებთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს, არ და­ე­მორ­ჩი­ლონ უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბებს და შე­წყვი­ტონ მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სი გზით დაშ­ლა.


მო­ვუ­წო­დებთ, შსს-ს ასე­ვე, რომ სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რეც, გა­ა­სა­ჯა­რო­ოს თუ რა სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნებს, რათა და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს ჰქონ­დეს ჯე­როვ­ნად რე­ა­გი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.


შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცია მას შემ­დეგ ჩა­ი­ნიშ­ნა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. კერ­ძოდ, მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კითხს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან.


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“არსებობს მტკიცებულებები წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ“ - საია შსს-ს მიმართავს

“არსებობს მტკიცებულებები წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ“ - საია შსს-ს მიმართავს

“მოვუწოდებთ, შსს-ს, რომ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე, გაასაჯაროოს თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა,“ - ამ განცხადებით მიმართავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ძალოვან უწყებას, რომლის დანაყოფებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გამო არიან განლაგებული და პერიოდულად დაშლის ღონისძიებებს მიმართავენ.


  • როგორც საია მიმართვაში წერს, წყლის ჭავლი არის ცივი, რაც გარეთ არსებული დაბალი ტემპერატურის გათვალისწინებით, დამატებით ქმნის არაადამიანური მოპყრობის საფუძველს.

“რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. მათ შორის, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ.


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს შსს-მ განცხადებით დაადასტურა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდა. აღნიშნული პრაქტიკის მხარდასაჭერად სამინისტრომ არასწორად, მანიპულაციურად, დააციტირა “ამნესტი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო. სინამდვილეში, “ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიხედვით, წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის ან საღებავის შერევა აკრძალული უნდა იყოს. აღნიშნული პრაქტიკა, ძლიერ პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო. კერძოდ:


  • უცნობია თუ რა არის წყალში ქიმიური გამაღიზიანებლის დასაშვები კონცენტრაციის დონე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოშობს.

  • როდესაც ტანსაცმელი ქიმიური გამაღიზიანებლით იჟღინთება, ადამიანს აღარ შეუძლია მისი ზემოქმედებისაგან გაქცევა.

ამასთან, როდესაც ადამიანის ტანსაცმელი იჟღინთება, შეუძლებელია გაკონტროლდეს ქიმიური გამაღიზიანებლის ადამიანზე ზემოქმედების ხარისხი და ხანგრძლივობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის რისკები იზრდება ქიმიური საშუალებების კონცენტრაციის და ზემოქმედების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება.


წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც, რადგან აღნიშნული შეიცავს დაზიანების, მათ შორის, ხანგრძლივი ფიზიკური ტკივილის გამოწვევის ბევრად მაღალ რისკს.


  • ამასთან, დემონსტრანტების გამოცდილებით, წყლის ჭავლი არის ცივი, რაც გარეთ არსებული დაბალი ტემპერატურის გათვალისწინებით, დამატებით ქმნის არაადამიანური მოპყრობის საფუძველს.

კვლავ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების დანაშაულის ტოლფასი გზით დაშლა.


მოვუწოდებთ, შსს-ს ასევე, რომ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარეც, გაასაჯაროოს თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა”, - ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, პარლამენტთან აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.