სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მო­უ­წო­დებს, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში არ ჩა­ე­რი­ოს.

  • რო­გორც იო­სე­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნავს, ამ მო­მენ­ტამ­დე აქ­ცია მშვი­დო­ბი­ან ხა­სი­ათს ატა­რებს და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი თვალს ადევ­ნებს თბი­ლის­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქებ­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, ამ დრო­ის­თვის (23:30სთ) აქ­ცი­ე­ბი ატა­რებს მშვი­დო­ბი­ან ხა­სი­ათს და არ არ­სე­ბობს შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა, თბი­ლის­ში ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სა და სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის დიდი კონ­ცენ­ტრა­ცია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი/და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პრო­ტეს­ტის ობი­ექ­ტია ან კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბაა აზ­რი­სა თუ პრო­ტეს­ტის ად­რე­სა­ტამ­დე მი­საღ­წე­ვად, შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა შემ­წყნა­რებ­ლო­ბის სა­თა­ნა­დო ხა­რის­ხი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტი და­ცუ­ლი უნდა იყოს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­ხე­ზე არ არის კონ­კრე­ტუ­ლი შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბის მი­ზე­ზი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე არ ჩა­ე­რი­ოს შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სათ­ვის უსაფრ­თხო სა­მუ­შაო გა­რე­მო. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ასე­ვე მო­უ­წო­დებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს პრო­ტეს­ტი გა­ნაგ­რძონ მშვი­დო­ბი­ა­ნად“, - აცხა­დებს იო­სე­ლი­ა­ნი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე შეკრების თავისუფლების განხორციელებაში არ ჩაერიოს.

  • როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ამ მომენტამდე აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებს და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

"საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დროისთვის (23:30სთ) აქციები ატარებს მშვიდობიან ხასიათს და არ არსებობს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.

განსაკუთრებით საყურადღებოა, თბილისში ჭიჭინაძის ქუჩაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და საპოლიციო ძალების დიდი კონცენტრაცია. მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა გაითვალისწინონ, რომ როდესაც კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად, შესაბამისმა ორგანოებმა შემწყნარებლობის სათანადო ხარისხი უნდა გამოავლინოს. აღნიშნული სტანდარტი დაცული უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების მიზეზი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე აქციებზე არ ჩაერიოს შეკრების თავისუფლების განხორციელებაში. ასევე უზრუნველყოს ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემო. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს პროტესტი განაგრძონ მშვიდობიანად“, - აცხადებს იოსელიანი.

წაიკითხეთ ასევე: