კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კიტ კელოგი, ვის დანიშვნასაც ტრამპი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად აპირებს და როგორ გეგმავს ომის დასრულებას?
ვინ არის კიტ კელოგი, ვის დანიშვნასაც ტრამპი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად აპირებს და როგორ გეგმავს ომის დასრულებას?

აშშ-ის არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა გა­დამ­დგა­რი გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი კიტ კე­ლო­გი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის სა­კი­თხში სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის პოსტზე შე­არ­ჩია.


  • აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ტრამპმა Truth Social-ზე გა­ავ­რცე­ლა. იქ­ვეა აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ კე­ლოგს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ გეგ­მა უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და წარ­დგე­ნი­ლი აქვს.

kit_kelogi
დო­ნალდ ტრამ­პი და გე­ნე­რა­ლი კიტ კე­ლო­გი

“კიტს ჰქონ­და გა­მორ­ჩე­უ­ლი სამ­ხედ­რო და საქ­მი­ა­ნი კა­რი­ე­რა, მათ შო­რის მსა­ხუ­რობ­და ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზე ჩემს პირ­ველ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში“, - წერს ტრამ­პი.


აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­ჟა­მად აშშ-ში უკ­რა­ი­ნის ომის სა­კი­თხზე მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ამ პო­ზი­ცი­ის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აშშ-ის პირ­ველ­მა პირ­მა ინ­ტე­რე­სი პი­რა­დად გა­მო­ხა­ტა.


  • ვინ არის კიტ კე­ლო­გი?

2017-2021 წლებ­ში, ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას, კე­ლო­გი თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს შტა­ბის უფ­რო­სის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და. ის ასე­ვე იყო, მა­შინ­დე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, მაიკ პენ­სის მრჩე­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში.


ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მას დო­ნალდ ტრამ­პის ერ­თგულ მხარ­დამ­ჭერს უწო­დე­ბენ.


ის არის America First Policy Institute-ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე. ორ­გა­ნი­ზა­ცია 2021 წელს შე­იქ­მნა და სა­გა­რეო და სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში ტრამ­პის იდე­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბა- ანა­ლიზს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებ­სა­იტ­ზე, კე­ლო­გის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მას აქვს დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში.


ის ასე­ვე იყო კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­არ­ხის Fox News-ისა და ტე­ლე­არხ CNN-ის კო­მენ­ტა­ტო­რი.


  • თა­ვად გა­დამ­დგა­რი გე­ნე­რა­ლი პლატ­ფორ­მა X-ზე წერს, რომ მზად არის და­უ­ღა­ლა­ვად იმუ­შა­ოს მშვი­დო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის.

kit_kelogi


“პა­ტი­ვი მერ­გო პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის­გან და­ვი­ნიშ­ნო პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წედ და სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლად უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის სა­კი­თხებ­ში. ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვი­სას, მო­უთ­მენ­ლად ველი და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ო­ბას “მშვი­დო­ბის ძა­ლის მეშ­ვე­ო­ბით“ უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“, - აცხა­დებს კიტ კე­ლო­გი.


  • რა გეგ­მა აქვს კე­ლოგს რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­სას­რუ­ლებ­ლად?

კე­ლოგ­მა უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ გეგ­მა ფრედ ფლე­იც­თან ერ­თად შე­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს შტა­ბის უფ­რო­სი იყო.


  1. Reuters-მა ივ­ნის­ში გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ომის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ კე­ლო­გის გეგ­მა გუ­ლის­ხმობს საბ­რძო­ლო ხა­ზე­ბის გა­ყინ­ვას არ­სე­ბულ ლო­კა­ცი­ებ­ზე და კი­ე­ვი­სა და მოს­კო­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დას­ხდო­მას.

  2. გეგ­მის მი­ხედ­ვით - აშშ ეტყვის უკ­რა­ი­ნას, რომ ის მი­ი­ღებს უფრო მეტ ამე­რი­კულ ია­რაღს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სამ­შვი­დო­ბო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­ი­წყებს. ამავდრო­უ­ლად, აშშ გა­აფრ­თხი­ლებს მოს­კოვს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი უარი გა­მო­იწ­ვევს უკ­რა­ი­ნი­სად­მი აშშ-ის მხარ­და­ჭე­რის გაზ­რდას.

  3. იმი­სათ­ვის, რომ რუ­სე­თი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად წა­ა­ხა­ლი­სონ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და ნა­ტოს სხვა ქვეყ­ნე­ბი, ალი­ან­სში უკ­რა­ი­ნის გა­წევ­რე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას გრძე­ლი გარ­კვე­უ­ლი ვა­დით გა­და­დე­ბენ. თუმ­ცა, უნდა შედ­გეს “მას­შტა­ბუ­რი და ფარ­თოდ შე­თან­ხმე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი".

  4. რო­გორც გეგ­მის ავ­ტო­რე­ბი წე­რენ, უკ­რა­ი­ნას არ მოს­თხო­ვენ უარი თქვას რუ­სე­თის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. თუმ­ცა, კი­ე­ვი უნდა და­თან­ხმდეს, რომ ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­ურ გზებს გა­მო­ი­ყე­ნებს და გა­ი­აზ­როს, რომ შე­საძ­ლოა პრო­ცესს დიდი დრო დას­ჭირ­დეს.

  5. გეგ­მის მი­ხედ­ვით, იმი­სათ­ვის, რომ რუ­სე­თი და­თან­ხმდეს შე­თან­ხმე­ბას, უნდა მო­იხ­სნას ქვეყ­ნის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის ნა­წი­ლი. თუმ­ცა, უნდა და­წეს­დეს გა­და­სა­ხა­დე­ბი რუ­სე­თის ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის იმ­პორტზე, თან­ხა კი უკ­რა­ი­ნის რე­კონ­სტრუქ­ცი­ას მოხ­მარ­დეს.

წყა­რო


იხი­ლეთ ასე­ვე:


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ვინ არის კიტ კელოგი, ვის დანიშვნასაც ტრამპი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად აპირებს და როგორ გეგმავს ომის დასრულებას?

ვინ არის კიტ კელოგი, ვის დანიშვნასაც ტრამპი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად აპირებს და როგორ გეგმავს ომის დასრულებას?

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის საკითხში სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე შეარჩია.


  • აღნიშნული ინფორმაცია ტრამპმა Truth Social-ზე გაავრცელა. იქვეა აღნიშნული, რომ კელოგს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ გეგმა უკვე შემუშავებული და წარდგენილი აქვს.

kit_kelogi
დონალდ ტრამპი და გენერალი კიტ კელოგი

“კიტს ჰქონდა გამორჩეული სამხედრო და საქმიანი კარიერა, მათ შორის მსახურობდა ძალიან მგრძნობიარე ეროვნული უსაფრთხოების პოზიციებზე ჩემს პირველ ადმინისტრაციაში“, - წერს ტრამპი.


აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ში უკრაინის ომის საკითხზე მომუშავე სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა არ არსებობს, თუმცა ამ პოზიციის შექმნასთან დაკავშირებით, აშშ-ის პირველმა პირმა ინტერესი პირადად გამოხატა.


  • ვინ არის კიტ კელოგი?

2017-2021 წლებში, ტრამპის პრეზიდენტობისას, კელოგი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსის პოზიციას იკავებდა. ის ასევე იყო, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.


ჟურნალისტები მას დონალდ ტრამპის ერთგულ მხარდამჭერს უწოდებენ.


ის არის America First Policy Institute-ის თანათავმჯდომარე. ორგანიზაცია 2021 წელს შეიქმნა და საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ტრამპის იდეების გავრცელება- ანალიზს ემსახურება. ორგანიზაციის ვებსაიტზე, კელოგის ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ მას აქვს დიდი გამოცდილება უსაფრთხოების სფეროში.


ის ასევე იყო კონსერვატიული ამერიკული ტელეარხის Fox News-ისა და ტელეარხ CNN-ის კომენტატორი.


  • თავად გადამდგარი გენერალი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მზად არის დაუღალავად იმუშაოს მშვიდობის უზრუნველყოფისთვის.

kit_kelogi


“პატივი მერგო პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან დავინიშნო პრეზიდენტის თანაშემწედ და სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინისა და რუსეთის საკითხებში. ამერიკის ინტერესების დაცვისას, მოუთმენლად ველი დაუღალავად მუშაობას “მშვიდობის ძალის მეშვეობით“ უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს კიტ კელოგი.


  • რა გეგმა აქვს კელოგს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად?

კელოგმა უკრაინის შესახებ გეგმა ფრედ ფლეიცთან ერთად შეადგინა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შტაბის უფროსი იყო.


  1. Reuters-მა ივნისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომის დასრულების შესახებ კელოგის გეგმა გულისხმობს საბრძოლო ხაზების გაყინვას არსებულ ლოკაციებზე და კიევისა და მოსკოვის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას.

  2. გეგმის მიხედვით - აშშ ეტყვის უკრაინას, რომ ის მიიღებს უფრო მეტ ამერიკულ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს. ამავდროულად, აშშ გააფრთხილებს მოსკოვს, რომ მოლაპარაკებაზე ნებისმიერი უარი გამოიწვევს უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას.

  3. იმისათვის, რომ რუსეთი მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად წაახალისონ, შეერთებული შტატები და ნატოს სხვა ქვეყნები, ალიანსში უკრაინის გაწევრების საკითხის განხილვას გრძელი გარკვეული ვადით გადადებენ. თუმცა, უნდა შედგეს “მასშტაბური და ფართოდ შეთანხმებული უსაფრთხოების გარანტიები".

  4. როგორც გეგმის ავტორები წერენ, უკრაინას არ მოსთხოვენ უარი თქვას რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიის დაბრუნებაზე. თუმცა, კიევი უნდა დათანხმდეს, რომ ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ დიპლომატიურ გზებს გამოიყენებს და გაიაზროს, რომ შესაძლოა პროცესს დიდი დრო დასჭირდეს.

  5. გეგმის მიხედვით, იმისათვის, რომ რუსეთი დათანხმდეს შეთანხმებას, უნდა მოიხსნას ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი. თუმცა, უნდა დაწესდეს გადასახადები რუსეთის ენერგორესურსების იმპორტზე, თანხა კი უკრაინის რეკონსტრუქციას მოხმარდეს.

წყარო


იხილეთ ასევე: