სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსების მიერ სამუდამო პატიმრობა მაქვს მოსჯილი, თანაც სამჯერ, 23 წელი რაღა პრობლემაა?!" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი ოკუპანტი რუსეთის მარიონეტების გამოტანილ განაჩენზე?
"რუსების მიერ სამუდამო პატიმრობა მაქვს მოსჯილი, თანაც სამჯერ, 23 წელი რაღა პრობლემაა?!" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი ოკუპანტი რუსეთის მარიონეტების გამოტანილ განაჩენზე?

სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მაქვს მოს­ჯი­ლი, თა­ნაც სამ­ჯერ, 23 წელი რაღა პრობ­ლე­მაა?! - ასე­თი რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვით ეხ­მა­უ­რე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი რუ­სე­თის მიერ დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კის ე.წ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას და­უს­წრებ­ლად 23 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­თან ერ­თად, ე.წ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ კი­დევ სამ ქარ­თველ მებ­რძოლს, გი­ორ­გი რუ­სი­ტაშ­ვილს, ნო­დარ პეტ­რი­აშ­ვილ­სა და ვანო ნა­დი­რა­ძეს 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. ე.წ. სა­სა­მარ­თლომ მათ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა "და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის“ შე­სა­ხებ მუხ­ლით შე­უ­ფარ­და.


“სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ 2014 წლის აპ­რი­ლი­დან 2024 წლის მა­ი­სამ­დე მა­მუ­ლაშ­ვილ­მა უცხო ქვეყ­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტის მხა­რე­ე­ბი არ იყ­ვნენ, და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის რეკ­რუ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, უპი­რა­ტე­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფილ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს ენი­ჭე­ბო­დათ. ამის შემ­დეგ მან ისი­ნი გაწ­ვრთნა და მათი სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო. ამის­თვის ბრალ­დე­ბულ­მა 23 მი­ლი­ონ რუბ­ლზე მე­ტის ეკ­ვი­ვა­ლენ­ტი მი­ი­ღო”, - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.


მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი:

- ეს არის სის­ხლის სა­მარ­თლის მე-9 საქ­მე, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ და მის­მა მა­რი­ო­ნე­ტებ­მა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრეს. სას­ჯე­ლი ოთხჯერ შე­მი­ფარ­დეს, მათ შო­რის სამ­ჯერ მუდ­მი­ვი პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯეს. ძი­რი­თა­დად რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნილ სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლებს, ოფიც­რე­ბის მკვლე­ლო­ბას და მსგავს რა­ღა­ცებს მე­და­ვე­ბი­ან. რაც უნ­დათ იმას მო­ი­გო­ნე­ბენ, ხელს რა შე­უშ­ლით?! სა­ვა­რა­უ­დოდ, დო­ნეც­კის ე.წ. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­წყე­ბუ­ლი მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. მათ სურთ, რომ სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად წარ­მოგ­ვა­ჩი­ნონ. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ვრცელ­დე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცია ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ, ხან იმას მაბ­რა­ლე­ბენ, რომ მო­წამ­ლუ­ლი არ ვი­ყა­ვი და და­ვიბ­რა­ლე და ხან რა სი­სუ­ლე­ლეს.


- რუ­სე­ბი ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ ქარ­თვე­ლებს, თუმ­ცა, თქვენ მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხართ. რო­გორ გგო­ნი­ათ, რა არის ამის მი­ზე­ზი?


- რუ­სე­ბი ზო­გა­დად, საფრ­თხეს ხე­და­ვენ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­საც იდე­ო­ლო­გია აქვთ. "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ არის ყვე­ლა­ზე დიდი უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნი უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მელ­საც იდე­ო­ლო­გი­ას­თან ერ­თად კარ­გი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბაც აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თის­თვის ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბულ საფრ­თხეს წარ­მო­ვად­გენთ და 2014 წლი­დან ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გვებ­რძვი­ან, რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რა­დაც ცდი­ლო­ბენ ჩვენს გა­ნად­გუ­რე­ბას.


- თქვე­ნი მო­წამ­ვლის საქ­მე­ში თუ გა­მო­იკ­ვე­თა რა­ი­მე გა­რე­მო­ე­ბა?


- 12 კა­ცია უკვე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, მათ შო­რის არი­ან ამე­რი­კის, უნ­გრე­თის და ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა ნამ­დვი­ლად წინ მი­ი­წევს.


- და­ვა­ლე­ბის გამ­ცე­მის ვი­ნა­ო­ბა თუ გა­მო­აშ­კა­რავ­და?


- დიახ, ესე­ნი არი­ან რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით ბევრ რა­მეს ვერ გა­ვახ­მა­უ­რებ, თუმ­ცა, ამის დროც მოვა.


ყვე­ლა­ზე მე­ტად გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ულ კამ­პა­ნი­ა­ში ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და მე­დი­ის ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც ჩა­ერ­თო. მა­გა­ლი­თად, "იმე­დი", "რუს­თა­ვი-2" დიდი მონ­დო­მე­ბით ავ­რცე­ლე­ბენ "რაშა თუ­დე­ის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ იმ ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც ჩემს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ისა­ხავ­და მიზ­ნად. რუ­სე­ბის­გან არა­ფე­რი მიკ­ვირს, მე გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ქარ­თვე­ლე­ბი რომ ეხ­მა­რე­ბი­ან.


- ამის თქმის სა­ფუძ­ველს რა გაძ­ლევთ?


- ფაქ­ტე­ბი მაქვს, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი "ქარ­თულ ლე­გი­ონ­ში“ სათ­ვალ­თვა­ლოდ და ამ­ბე­ბის გა­და­სა­ცე­მად შე­მოგ­ზავ­ნეს, უბ­რა­ლოდ, ახლა, რიგი მი­ზე­ზე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ სა­ხე­ლებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ. ქარ­თუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ლე­გი­ო­ნის გა­რე­დან მუ­შა­ობს და გვით­ვალ­თვა­ლებს. ეს მათ ჰგო­ნი­ათ, რომ ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით, სი­ნამ­დვი­ლე­ში ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, ვინ მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვი­დან და ვინ უშიშ­რო­ე­ბი­დან. ცუდი ის არის, რომ ქარ­თუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, რაც თა­ვის­თა­ვად ქვეყ­ნის ღა­ლატს ნიშ­ნავს.


- რო­გორ გგო­ნი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა თქვენ­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია?


- დიახ, რა თქმა უნდა, თუმ­ცა ეს არ არის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მოვ­დი­ვარ, შე­საძ­ლოა ჩემი ჩა­მოს­ვლა ვინ­მემ პრო­ვო­კა­ცი­ად შე­ა­ფა­სოს, ამას­თან და­იწ­ვეს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ ეფექ­ტუ­რო­ბის ხა­რის­ხიც. კი, ძა­ლი­ან მინ­და ჩა­მოს­ვა და ჩემი ოჯა­ხის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, მაგ­რამ ახლა ეს არ გა­მო­ვა. აქ გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემს ბრძო­ლას რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ. მთა­ვა­რია უკ­რა­ი­ნამ ამ ომში გა­ი­მარ­ჯვოს, ალ­ბათ მერე ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც თა­ვის სი­ტყვას იტყვის.


- რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა, ხომ არ არის ფრონ­ტის ხაზ­ზე, რა გავ­ლე­ნა იქო­ნია მებ­რძო­ლე­ბის გან­წყო­ბებ­ზე იმ ფაქ­ტმა, რომ ბა­ი­დენ­მა უკ­რა­ი­ნას აშშ-ის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი შორი რა­დი­უ­სის რა­კე­ტე­ბის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა?


- ვერ ვი­ტყვი უკ­რა­ი­ნას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით აქვს შორს მსრო­ლე­ლი არ­ტი­ლე­რი­ის ამუ­ნი­ცია - ჭურ­ვე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ეფექ­ტუ­რო­ბას ვერ გავზრდით, ვიდ­რე ჭურ­ვებს არ გად­მოგ­ვცე­მენ. უკ­რა­ი­ნამ წერ­ტი­ლო­ვა­ნი დარ­ტყმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ძი­რი­თა­დად ლო­ჯის­ტი­კურ ცენ­ტრებ­ზე, სა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბა ინა­ხე­ბო­და. თუმ­ცა, ეს არ არის საკ­მა­რი­სი, უკ­რა­ი­ნას ბევ­რად მეტი შე­სა­ბა­მი­სი ია­რა­ღი სჭირ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ რუ­სეთს სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს. რაც შე­ე­ხე­ბა, თა­ვად ფრონ­ტის ხაზს, ძი­რი­თა­დად, აქ­ტი­ურ თავ­დაც­ვა­ზე ვართ გა­და­სუ­ლი, მაგ­რამ არის მო­ნაკ­ვე­თე­ბი, სა­დაც წინ წა­ვი­წი­ეთ. უნდა, ით­ქვას, რომ ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ცე­მის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცია ბევ­რად გა­ზი­არ­და.


- სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სე­ბი რა გან­წყო­ბებს გიქ­მნით?


- ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აღარ არი­ან და ყო­ფილ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა და­ი­წყეს ქვეყ­ნის მარ­თვა. შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის არ ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ არც კი ვიცი, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს პო­ლი­ტი­კა­ში რა ესაქ­მე­ბა, პრე­ზი­დენ­ტად მით უფრო. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მყო­ფი პი­რე­ბის 90% პრო­ცენტს პატ­რი­ო­ტიზ­მის გან­ცდა არ აქვს, ამას ვამ­ბობ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ პი­რებ­ზე, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­ზეც. ის, რაც ახლა ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა დიდ­წი­ლად იმის ბრა­ლიც არის, რომ ოპო­ზი­ცი­ას არ აქვს ხალ­ხის ნდო­ბის მან­და­ტი. ადა­მი­ა­ნებს უნ­დათ ბრძო­ლა, ოპო­ზი­ცია კი საპ­რო­ტეს­ტო მუხტს ანე­ლებს. ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა ლი­დე­რებ­მა ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მო­მენ­ტშიც კი ვერ შეძ­ლეს ვიწ­რო პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­ვი­წყე­ბა და კონ­სო­ლი­დი­რე­ბა. კონ­სო­ლი­დი­რე­ბას და ერ­თობ­ლი­ვი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ერ­თმა­ნე­თის ლან­ძღვა-გი­ნე­ბის­გა­ნაც კი ვერ შე­ი­კა­ვეს თავი. სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის სა­კი­თხია გა­და­სა­წყვე­ტი და ოპო­ზი­ცია ერ­თმა­ნე­თის მი­წა­ში ჩა­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ევ­რო­პე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა თქვეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და, ოპო­ზი­ცია კი იმა­საც ვერ ახერ­ხებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ხალ­ხს შო­რის მე­დი­ა­ტო­რის როლი მა­ინც შე­ას­რუ­ლოს.


- უკ­რა­ი­ნა­ში მყოფ ქარ­თვე­ლებს თუ გაქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის ცდუ­ნე­ბა და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვა?


- პი­რა­დად მე არა­ნა­ი­რი ცდუ­ნე­ბა არ მაქვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდაა, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის სურ­ვი­ლი და ენერ­გია აქვს, მაგ­რამ მათი პო­ლი­ტი­კა­ში შეშ­ვე­ბა არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა და არც ოპო­ზი­ცი­ას. ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში მხო­ლოდ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი, მექ­რთა­მე და ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბა­ში და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აპი­რე­ბენ თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას. თუმ­ცა, მინ­და გი­თხრათ, რომ ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მა არ არის, პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში უჭირთ ძვე­ლი თა­ო­ბის პო­ლი­ტი­კო­სებს ახა­ლი თა­ო­ბის­თვის გზის დათ­მო­ბა.


- თქვე­ნი და ნონა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ხომ არ აპი­რებს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას?


- ვერ­ცერთ მხა­რეს ვერ ვხე­დავ პრო­ფე­სი­ულ­თა გუნდს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მის კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. მე თა­ვი­და­ნაც წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, მისი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის, მაგ­რამ მან მა­ინც სცა­და თა­ვი­სი ბედი...


იხი­ლეთ ასე­ვე:


ავტორი:

"რუსების მიერ სამუდამო პატიმრობა მაქვს მოსჯილი, თანაც სამჯერ, 23 წელი რაღა პრობლემაა?!" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი ოკუპანტი რუსეთის მარიონეტების გამოტანილ განაჩენზე?

"რუსების მიერ სამუდამო პატიმრობა მაქვს მოსჯილი, თანაც სამჯერ, 23 წელი რაღა პრობლემაა?!" - რას ამბობს მამუკა მამულაშვილი ოკუპანტი რუსეთის მარიონეტების გამოტანილ განაჩენზე?

სამუდამო პატიმრობა მაქვს მოსჯილი, თანაც სამჯერ, 23 წელი რაღა პრობლემაა?! - ასეთი რიტორიკული კითხვით ეხმაურება უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მას დაუსწრებლად 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მამუკა მამულაშვილთან ერთად, ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კიდევ სამ ქართველ მებრძოლს, გიორგი რუსიტაშვილს, ნოდარ პეტრიაშვილსა და ვანო ნადირაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლომ მათ თავისუფლების აღკვეთა "დაქირავებული ჯარისკაცის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ შესახებ მუხლით შეუფარდა.


“სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისამდე მამულაშვილმა უცხო ქვეყნებიდან, რომლებიც კონფლიქტის მხარეები არ იყვნენ, დაქირავებული მებრძოლების რეკრუტირება მოახდინა, უპირატესობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ენიჭებოდათ. ამის შემდეგ მან ისინი გაწვრთნა და მათი საომარ მოქმედებებში მონაწილეობა უზრუნველყო. ამისთვის ბრალდებულმა 23 მილიონ რუბლზე მეტის ეკვივალენტი მიიღო”, - ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.


მამუკა მამულაშვილი:

- ეს არის სისხლის სამართლის მე-9 საქმე, რომელიც რუსეთის ფედერაციამ და მისმა მარიონეტებმა ჩემს წინააღმდეგ აღძრეს. სასჯელი ოთხჯერ შემიფარდეს, მათ შორის სამჯერ მუდმივი პატიმრობა მომისაჯეს. ძირითადად რუსი სამხედროების წინაშე ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს, ოფიცრების მკვლელობას და მსგავს რაღაცებს მედავებიან. რაც უნდათ იმას მოიგონებენ, ხელს რა შეუშლით?! სავარაუდოდ, დონეცკის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემს წინააღმდეგ წამოწყებული მადისკრედიტირებელი კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მათ სურთ, რომ სამხედრო დამნაშავეებად წარმოგვაჩინონ. მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია ჩემს წინააღმდეგ, ხან იმას მაბრალებენ, რომ მოწამლული არ ვიყავი და დავიბრალე და ხან რა სისულელეს.


- რუსები ყურადღებით აკვირდებიან უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს, თუმცა, თქვენ მაინც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ხართ. როგორ გგონიათ, რა არის ამის მიზეზი?


- რუსები ზოგადად, საფრთხეს ხედავენ ადამიანებში, რომლებსაც იდეოლოგია აქვთ. "ქართული ლეგიონი“ არის ყველაზე დიდი უცხოური ლეგიონი უკრაინაში, რომელსაც იდეოლოგიასთან ერთად კარგი სამხედრო მომზადებაც აქვს. შესაბამისად, რუსეთისთვის ჩვენ განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოვადგენთ და 2014 წლიდან ორგანიზებულად გვებრძვიან, როგორც ინფორმაციული თვალსაზრისით, ასევე ფიზიკურადაც ცდილობენ ჩვენს განადგურებას.


- თქვენი მოწამვლის საქმეში თუ გამოიკვეთა რაიმე გარემოება?


- 12 კაცია უკვე ეჭვმიტანილი, მათ შორის არიან ამერიკის, უნგრეთის და ბრიტანეთის მოქალაქეები. გამოძიება ნამდვილად წინ მიიწევს.


- დავალების გამცემის ვინაობა თუ გამოაშკარავდა?


- დიახ, ესენი არიან რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები. ჯერჯერობით ბევრ რამეს ვერ გავახმაურებ, თუმცა, ამის დროც მოვა.


ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში ქართული სპეცსამსახურები და მედიის ზოგიერთი წარმომადგენელიც ჩაერთო. მაგალითად, "იმედი", "რუსთავი-2" დიდი მონდომებით ავრცელებენ "რაშა თუდეის“ მიერ გავრცელებულ იმ ყალბ ინფორმაციას, რაც ჩემს დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. რუსებისგან არაფერი მიკვირს, მე გული იმაზე მწყდება, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში რუსულ სპეცსამსახურებს ქართველები რომ ეხმარებიან.


- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?


- ფაქტები მაქვს, რომ რამდენიმე ადამიანი "ქართულ ლეგიონში“ სათვალთვალოდ და ამბების გადასაცემად შემოგზავნეს, უბრალოდ, ახლა, რიგი მიზეზებიდან გამომდინარე, მათ სახელებს არ დავასახელებ. ქართული უშიშროების რამდენიმე წარმომადგენელი ლეგიონის გარედან მუშაობს და გვითვალთვალებს. ეს მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ არაფერი ვიცით, სინამდვილეში ძალიან კარგად ვიცით, ვინ მუშაობს საქართველოს საგარეო დაზვერვიდან და ვინ უშიშროებიდან. ცუდი ის არის, რომ ქართული სპეცსამსახურები რუსულ სპეცსამსახურებთან არიან დაკავებულები, რაც თავისთავად ქვეყნის ღალატს ნიშნავს.


- როგორ გგონიათ საქართველოში ჩამოსვლა თქვენთვის საფრთხის შემცველია?


- დიახ, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ვერ მოვდივარ, შესაძლოა ჩემი ჩამოსვლა ვინმემ პროვოკაციად შეაფასოს, ამასთან დაიწვეს "ქართული ლეგიონის“ ეფექტურობის ხარისხიც. კი, ძალიან მინდა ჩამოსვა და ჩემი ოჯახის მონახულება, მაგრამ ახლა ეს არ გამოვა. აქ გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. მთავარია უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს, ალბათ მერე ქართული საზოგადოებაც თავის სიტყვას იტყვის.


- რაიმე ცვლილება, ხომ არ არის ფრონტის ხაზზე, რა გავლენა იქონია მებრძოლების განწყობებზე იმ ფაქტმა, რომ ბაიდენმა უკრაინას აშშ-ის მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა?


- ვერ ვიტყვი უკრაინას დიდი რაოდენობით აქვს შორს მსროლელი არტილერიის ამუნიცია - ჭურვები. შესაბამისად, ეფექტურობას ვერ გავზრდით, ვიდრე ჭურვებს არ გადმოგვცემენ. უკრაინამ წერტილოვანი დარტყმები განახორციელა, ძირითადად ლოჯისტიკურ ცენტრებზე, სადაც შეიარაღება ინახებოდა. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, უკრაინას ბევრად მეტი შესაბამისი იარაღი სჭირდება იმისათვის, რომ რუსეთს სერიოზული ზიანი მიაყენოს. რაც შეეხება, თავად ფრონტის ხაზს, ძირითადად, აქტიურ თავდაცვაზე ვართ გადასული, მაგრამ არის მონაკვეთები, სადაც წინ წავიწიეთ. უნდა, ითქვას, რომ ოპერატიული თავისუფლების მიცემის შემდეგ, უკრაინელების მოტივაცია ბევრად გაზიარდა.


- საქართველოში, ბოლო დროს განვითარებულ პროცესები რა განწყობებს გიქმნით?


- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველოში პოლიტიკოსები აღარ არიან და ყოფილმა ფეხბურთელებმა დაიწყეს ქვეყნის მართვა. შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ არც კი ვიცი, მიხეილ ყაველაშვილს პოლიტიკაში რა ესაქმება, პრეზიდენტად მით უფრო. ძალიან ვწუხვარ, ქართულ პოლიტიკაში მყოფი პირების 90% პროცენტს პატრიოტიზმის განცდა არ აქვს, ამას ვამბობ როგორც ხელისუფლებაში მყოფ პირებზე, ასევე ოპოზიციის ნაწილზეც. ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება დიდწილად იმის ბრალიც არის, რომ ოპოზიციას არ აქვს ხალხის ნდობის მანდატი. ადამიანებს უნდათ ბრძოლა, ოპოზიცია კი საპროტესტო მუხტს ანელებს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტშიც კი ვერ შეძლეს ვიწრო პარტიული ინტერესების დავიწყება და კონსოლიდირება. კონსოლიდირებას და ერთობლივი სტრატეგიის შემუშავებას რომ თავი დავანებოთ, ერთმანეთის ლანძღვა-გინებისგანაც კი ვერ შეიკავეს თავი. საქართველოს სუვერენიტეტის საკითხია გადასაწყვეტი და ოპოზიცია ერთმანეთის მიწაში ჩადებით არის დაკავებული. ევროპელი დამკვირვებლებმა თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ოპოზიცია კი იმასაც ვერ ახერხებს, რომ ხელისუფლებასა და ხალხს შორის მედიატორის როლი მაინც შეასრულოს.


- უკრაინაში მყოფ ქართველებს თუ გაქვთ საქართველოში დაბრუნების ცდუნება და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა?


- პირადად მე არანაირი ცდუნება არ მაქვს, საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდაა, რომელსაც პოლიტიკაში ჩართვის სურვილი და ენერგია აქვს, მაგრამ მათი პოლიტიკაში შეშვება არც ხელისუფლებას უნდა და არც ოპოზიციას. ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ კორუმპირებული, მექრთამე და ხალხის მოტყუებაში დახელოვნებული პოლიტიკოსები აპირებენ თავის დამკვიდრებას. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში უჭირთ ძველი თაობის პოლიტიკოსებს ახალი თაობისთვის გზის დათმობა.


- თქვენი და ნონა მამულაშვილი ხომ არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას?


- ვერცერთ მხარეს ვერ ვხედავ პროფესიულთა გუნდს, რომელთან ერთადაც ქვეყნისათვის სასარგებლო საქმის კეთება შეიძლება. მე თავიდანაც წინააღმდეგი ვიყავი, მისი პოლიტიკაში ჩართვის, მაგრამ მან მაინც სცადა თავისი ბედი...


იხილეთ ასევე: