სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს მეუღლეს ცხრა თვეში 23 ოპერაცია დასჭირდა... რომ არა ოთო, კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე არ ვიფიქრებდი" - ცისანა სეფიაშვილი მესამე ქორწინებასა და რთულ დღეებზე
"ჩემს მეუღლეს ცხრა თვეში 23 ოპერაცია დასჭირდა... რომ არა ოთო, კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე არ ვიფიქრებდი" - ცისანა სეფიაშვილი მესამე ქორწინებასა და რთულ დღეებზე

ცოტა ხნის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ორი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და. მომ­ღე­რა­ლი ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ასეთ სიყ­ვა­რულს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ელო­და. ოთხი შვი­ლის დე­დის­თვის ოთო გი­ორ­გო­ბი­ან­ზე მე­სა­მედ და­ო­ჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა

- 4 დე­კემ­ბერს გახ­დე­ბა ერთი წელი რაც ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ვა­წე­რეთ. ასე ვი­ტყო­დი, ეს არის ქორ­წი­ნე­ბის და ბედ­ნი­ე­რე­ბის ერთი წელი. მად­ლი­ე­რი ვარ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რომ ოთო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ასე გა­ა­ლა­მა­ზა და გა­ა­მარ­ტი­ვა, ასე და­ამ­შვი­და და გა­აბრჭყვი­ა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა.

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ო­ცა­რი სიმ­შვი­დეა. ყო­ვე­ლი გა­თე­ნე­ბა სი­ხა­რუ­ლია, ყო­ველ წუთს ვგრძნობ მზრუნ­ვე­ლო­ბას, ყვე­ლა­ზე კარ­გი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბა­ში სიმ­შვი­დე გაქვს. რაც დრო გა­დის მით უფრო ძვირ­ფა­სი ხდე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, ჩვენ ძა­ლი­ან რთუ­ლი 9 თვე გა­ვი­ა­რეთ. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ფე­ხის რთუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა მი­ი­ღო და ამ ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 23 ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ჯერ ვიბ­რძო­დით მის გა­და­სარ­ჩე­ნად, შემ­დეგ კი მისი ფე­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად. ეს ტრავ­მა შემ­თხვე­ვი­თო­ბის ბრა­ლი იყო, არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო არც ასე­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა და არც გან­ვი­თა­რე­ბა. წუ­თი­თაც არ დაგ­ვი­კარ­გავს იმე­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დე­ბო­და, ერ­თმა­ნეთს ვაძ­ლი­ე­რებ­დით. ამ რთულ მო­მენ­ტშიც ერთი წუ­თი­თაც არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა ოთოს მზრუნ­ვე­ლო­ბა ჩემს მი­მართ.

დღეს სირ­თუ­ლე­ე­ბი უკან ჩა­მო­ვი­ტო­ვეთ. სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მა­ინც არის დარ­ჩე­ნი­ლი. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მედ­გა გვერ­დით, მათ შო­რის ჩვე­ნი მო­ძღვა­რი მამა საბა, მამა ათა­ნა­სე, მამა საბა.

რომ არა ოთო, ნამ­დვი­ლად აღარ ვი­ფიქ­რებ­დი კი­დევ ერთხელ ოჯა­ხის შექ­მნა­ზე. მაგ­რამ დღეს იმ რთუ­ლი გზის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ, რად­გან რომ არა ეს გზა, მე ოთო გი­ორ­გო­ბი­ანს ვერ გა­ვიც­ნობ­დი.

სამ­წუ­ხა­როდ, ისე აე­წყო ჩემი ცხოვ­რე­ბა ბევ­რი ტკი­ვი­ლი გა­და­ვი­ტა­ნე. ბევ­რი გა­კი­ცხვაც მი­ვი­ღე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და სულ ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ. მეც ვოც­ნე­ბობ­დი, თეთრ კა­ბა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი დე­დო­ფა­ლი, ეს ყო­ფი­ლი­ყო ერთხელ, მაგ­რამ ასე არ მოხ­და. წარ­სულს ვერ გა­მო­ვე­კი­დე­ბი, მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი წარ­სუ­ლის­თვის, ჩემი ოთხი შვი­ლის­თვის და ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და.

უფ­რო­სი შვი­ლი გი­ორ­გი, დიდი კა­ცია, ორი შვი­ლის მა­მაა. მალე 30 წლის ხდე­ბა, კატო - 22 წლის, ლე­ვა­ნი­კო - 20 წლის და ნინ­კა - 11-ის. თი­თო­ე­ულ­თან ჩემი წილი მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. ბე­ბი­ის სტა­ტუსს ბო­ლომ­დე ვერ აღ­ვიქ­ვამ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, გულ­ში ჩა­მიძ­ვრნენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზო
0

წარმატებები საყვარელო.

 

კატო
0

მიყვარს ეს გოგო მინდა ბედნიერი იყოს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩემს მეუღლეს ცხრა თვეში 23 ოპერაცია დასჭირდა... რომ არა ოთო, კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე არ ვიფიქრებდი" - ცისანა სეფიაშვილი მესამე ქორწინებასა და რთულ დღეებზე

"ჩემს მეუღლეს ცხრა თვეში 23 ოპერაცია დასჭირდა... რომ არა ოთო, კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე არ ვიფიქრებდი" - ცისანა სეფიაშვილი მესამე ქორწინებასა და რთულ დღეებზე

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, ცისანა სეფიაშვილი მესამედ დაოჯახდა. მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთ სიყვარულს მთელი ცხოვრება ელოდა. ოთხი შვილის დედისთვის ოთო გიორგობიანზე მესამედ დაოჯახების გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა

- 4 დეკემბერს გახდება ერთი წელი რაც ხელი ოფიციალურად მოვაწერეთ. ასე ვიტყოდი, ეს არის ქორწინების და ბედნიერების ერთი წელი. მადლიერი ვარ ჩემს ცხოვრებაში რომ ოთო გიორგობიანი გამოჩნდა, რომელმაც ასე გაალამაზა და გაამარტივა, ასე დაამშვიდა და გააბრჭყვიალა ჩემი ცხოვრება.

ჩემს ცხოვრებაში საოცარი სიმშვიდეა. ყოველი გათენება სიხარულია, ყოველ წუთს ვგრძნობ მზრუნველობას, ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როდესაც ცხოვრებაში სიმშვიდე გაქვს. რაც დრო გადის მით უფრო ძვირფასი ხდება ჩვენი ურთიერთობა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ძალიან რთული 9 თვე გავიარეთ. ჩემმა მეუღლემ ფეხის რთული მოტეხილობა მიიღო და ამ ცხრა თვის განმავლობაში 23 ოპერაცია დასჭირდა. ჯერ ვიბრძოდით მის გადასარჩენად, შემდეგ კი მისი ფეხის გადასარჩენად. ეს ტრავმა შემთხვევითობის ბრალი იყო, არ უნდა ყოფილიყო არც ასეთი მოტეხილობა და არც განვითარება. წუთითაც არ დაგვიკარგავს იმედი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, ერთმანეთს ვაძლიერებდით. ამ რთულ მომენტშიც ერთი წუთითაც არ განელებულა ოთოს მზრუნველობა ჩემს მიმართ.

დღეს სირთულეები უკან ჩამოვიტოვეთ. სრულიად გამოჯანმრთელებისთვის გარკვეული პერიოდი მაინც არის დარჩენილი. უამრავი ადამიანი მედგა გვერდით, მათ შორის ჩვენი მოძღვარი მამა საბა, მამა ათანასე, მამა საბა.

რომ არა ოთო, ნამდვილად აღარ ვიფიქრებდი კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე. მაგრამ დღეს იმ რთული გზისთვისაც მადლობელი ვარ, რადგან რომ არა ეს გზა, მე ოთო გიორგობიანს ვერ გავიცნობდი.

სამწუხაროდ, ისე აეწყო ჩემი ცხოვრება ბევრი ტკივილი გადავიტანე. ბევრი გაკიცხვაც მივიღე სოციალურ ქსელებში და სულ ტყუილუბრალოდ. მეც ვოცნებობდი, თეთრ კაბაში ვყოფილიყავი დედოფალი, ეს ყოფილიყო ერთხელ, მაგრამ ასე არ მოხდა. წარსულს ვერ გამოვეკიდები, მადლიერი ვარ ჩემი წარსულისთვის, ჩემი ოთხი შვილისთვის და ყველაფრისთვის, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა.

უფროსი შვილი გიორგი, დიდი კაცია, ორი შვილის მამაა. მალე 30 წლის ხდება, კატო - 22 წლის, ლევანიკო - 20 წლის და ნინკა - 11-ის. თითოეულთან ჩემი წილი მეგობრობა მაკავშირებს. ბებიის სტატუსს ბოლომდე ვერ აღვიქვამ, ძალიან მიყვარს ჩემი შვილიშვილები, გულში ჩამიძვრნენ.