სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულხან-საბას იგავ-არაკები, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება, ილიას "ოთარაანთ ქვრივი"... - კიდევ რომელი ავტორები და ნაწარმოებები ამოიღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან
სულხან-საბას იგავ-არაკები, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება, ილიას "ოთარაანთ ქვრივი"... - კიდევ რომელი ავტორები და ნაწარმოებები ამოიღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის, ალექ­სან­დრე წუ­ლა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2025 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ცვლი­ლე­ბი შე­ვი­და.


  • კერ­ძოდ, შემ­ცი­რე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა­ში შე­სუ­ლი მა­სა­ლის მო­ცუ­ლო­ბა და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გარ­კვე­უ­ლი მწერ­ლე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც აღარ აქვთ.

ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მი­დან ამო­ღე­ბუ­ლია:


  • სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­წი­ლი. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მხო­ლოდ “სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სა“ და “ლე­ო­ნის თავ­გა­და­სავ­ლის“ სწავ­ლა მო­უ­წევთ. იგავ-არა­კე­ბი კი სა­ერ­თოდ ამო­ღე­ბუ­ლია;

  • სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მე­ბის ნუს­ხა­ში და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის გა­სულ წელს არ­სე­ბუ­ლი ვრცე­ლი სი­ი­დან მხო­ლოდ ორი ნა­წარ­მო­ე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი;

  • ამო­ღე­ბუ­ლია ალექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძის ლექ­სი “გოგ­ჩა“;

  • შემ­ცი­რე­ბუ­ლია გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლიც და მხო­ლოდ “თა­მარ მე­ფის სახე ბე­თა­ნი­ის ეკ­ლე­სი­ა­ში“ არის დარ­ჩე­ნი­ლი;

  • შემ­ცი­რე­ბუ­ლია ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის, აკა­კი წე­რეთ­ლი­სა და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­წი­ლი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ლექ­სე­ბი­დან “ბედ­ნი­ე­რი ერი“; პა­სუ­ხის პა­სუ­ხი“; “ჩემო კა­ლა­მო“; პო­ე­მა “გან­დე­გი­ლი“, “აჩ­რდი­ლი“ და მო­თხრო­ბა “ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი“ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მი­დან სრუ­ლად ამო­ღე­ბუ­ლია;

  • სა­ერ­თოდ ამო­ღე­ბუ­ლია ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის, პა­ო­ლო იაშ­ვი­ლი­სა და პო­ლი­კარ­პე კა­კა­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა, ხოლო ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან ნა­წი­ლი, მათ შო­რის: “პატ­რი­ო­ტიზ­მი და კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მიც“ ამო­ღე­ბუ­ლია;

  • უც­ვლე­ლა­დაა და­ტო­ვე­ბუ­ლი და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის, ჯე­მალ ქარჩხა­ძის, გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის, ნიკო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძის, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც 2024 წლის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა­ში იყო;

  • გა­ლა­კტი­ონ ტა­ბი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბი­დან მხო­ლოდ “მშობ­ლი­უ­რი ეფე­მე­რაა“ ამო­ღე­ბუ­ლი;

  • გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლია “ნი­ნოწ­მინ­დის ღამე“;

  • რაც შე­ე­ხე­ბა ანა კა­ლან­და­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას, აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი ლექ­სი “მკვდარ­თა მზე ვარ“ ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლია ლექ­სით “ვაჟო, დი­ლის მზის სხი­ვო...“

ცნო­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა ბრძა­ნე­ბა პროგ­რა­მე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ 11 ნო­ემ­ბერს გა­მოს­ცა, თუმ­ცა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და მას­ში შე­სუ­ლი მა­სა­ლის სია დღეს გა­მო­აქ­ვეყ­ნა.


იხი­ლეთ ასე­ვე:


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სულხან-საბას იგავ-არაკები, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება, ილიას "ოთარაანთ ქვრივი"... - კიდევ რომელი ავტორები და ნაწარმოებები ამოიღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან

სულხან-საბას იგავ-არაკები, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედება, ილიას "ოთარაანთ ქვრივი"... - კიდევ რომელი ავტორები და ნაწარმოებები ამოიღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილები შევიდა.


  • კერძოდ, შემცირებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში შესული მასალის მოცულობა და რიგ შემთხვევაში, აბიტურიენტებს გარკვეული მწერლების შემოქმედების ჩაბარების ვალდებულებაც აღარ აქვთ.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია:


  • სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების ნაწილი. აბიტურიენტებს მხოლოდ “სიბრძნე სიცრუისა“ და “ლეონის თავგადასავლის“ სწავლა მოუწევთ. იგავ-არაკები კი საერთოდ ამოღებულია;

  • საგამოცდო პროგრამების ნუსხაში დავით გურამიშვილის შემოქმედების გასულ წელს არსებული ვრცელი სიიდან მხოლოდ ორი ნაწარმოებია დარჩენილი;

  • ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი “გოგჩა“;

  • შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის შემოქმედების ჩამონათვალიც და მხოლოდ “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ არის დარჩენილი;

  • შემცირებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ნაწილი. ილია ჭავჭავაძის ლექსებიდან “ბედნიერი ერი“; პასუხის პასუხი“; “ჩემო კალამო“; პოემა “განდეგილი“, “აჩრდილი“ და მოთხრობა “ოთარაანთ ქვრივი“ საგამოცდო პროგრამიდან სრულად ამოღებულია;

  • საერთოდ ამოღებულია ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება, ხოლო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ნაწილი, მათ შორის: “პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმიც“ ამოღებულია;

  • უცვლელადაა დატოვებული დავით კლდიაშვილის, გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, გურამ რჩეულიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, ტიციან ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის ის ნაწარმოებები, რომლებიც 2024 წლის საგამოცდო პროგრამაში იყო;

  • გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან მხოლოდ “მშობლიური ეფემერაა“ ამოღებული;

  • გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებიდან ამოღებულია “ნინოწმინდის ღამე“;

  • რაც შეეხება ანა კალანდაძის შემოქმედებას, აქამდე არსებული ლექსი “მკვდართა მზე ვარ“ ჩანაცვლებულია ლექსით “ვაჟო, დილის მზის სხივო...“

ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანება პროგრამების ცვლილებების შესახებ 11 ნოემბერს გამოსცა, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალი და მასში შესული მასალის სია დღეს გამოაქვეყნა.


იხილეთ ასევე: