სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წითელი კარვები რუსთაველზე, ღამის გასათევად მოწყობილი ინფრასტრუქტურა და სიტყვით გამოსვლის მოლოდინი - რა ხდება პარლამენტთან, სადაც პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მანქანებმა შესვლა მაინც შეძლეს (ფოტო/ვიდეო)
წითელი კარვები რუსთაველზე, ღამის გასათევად მოწყობილი ინფრასტრუქტურა და სიტყვით გამოსვლის მოლოდინი - რა ხდება პარლამენტთან, სადაც პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მანქანებმა შესვლა მაინც შეძლეს (ფოტო/ვიდეო)

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან შეკ­რე­ბი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე კარ­ვებს შლი­ან.

კარ­ვებ­თან ერ­თად ად­გილ­ზე მი­ტა­ნი­ლია წყა­ლი, საკ­ვე­ბი, ათო­ბით პა­რა­ლო­ნი, პლე­დე­ბი და ღა­მის­თე­ვის­თვის სა­ჭი­რო სხვა ნივ­თე­ბი.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მათი ხმე­ბი გა­ა­ყალ­ბა. აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რო­მე­ლიც ხვალ არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი და ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას მო­ი­თხო­ვენ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით საპ­რო­ტეს­ტო მსვლე­ლო­ბის დროს, ვი­თა­რე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ძა­ბა. კერ­ძოდ, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­კო­ლო­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ პარ­ლა­მენ­ტთან მის­ვლას, პო­ლი­ცია ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი იყო.

სა­ბო­ლო­ოდ, რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნამ, რო­მე­ლიც წყლით, საკ­ვე­ბი­თა და ღა­მის­თე­ვის­თვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით იყო დატ­ვირ­თუ­ლი, პარ­ლა­მენ­ტთან მის­ვლა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა.

  • პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა შე­სას­ვლელ­თან პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი

ამ დრო­ის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა შე­სას­ვლელ­თან პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მიმ­დე­ბა­რე პე­რი­მეტრზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი დგას.

ამას­თან, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა გა­და­კე­ტი­ლია და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ად­გილ­ზე კარ­ვებს შლი­ან. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი დღე­ვან­დე­ლი ღა­მის პარ­ლა­მენ­ტთან გა­თე­ნე­ბას აპი­რე­ბენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

წითელი კარვები რუსთაველზე, ღამის გასათევად მოწყობილი ინფრასტრუქტურა და სიტყვით გამოსვლის მოლოდინი - რა ხდება პარლამენტთან, სადაც პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მანქანებმა შესვლა მაინც შეძლეს (ფოტო/ვიდეო)

წითელი კარვები რუსთაველზე, ღამის გასათევად მოწყობილი ინფრასტრუქტურა და სიტყვით გამოსვლის მოლოდინი - რა ხდება პარლამენტთან, სადაც პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მანქანებმა შესვლა მაინც შეძლეს (ფოტო/ვიდეო)

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან.

კარვებთან ერთად ადგილზე მიტანილია წყალი, საკვები, ათობით პარალონი, პლედები და ღამისთევისთვის საჭირო სხვა ნივთები.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები გააყალბა. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.

აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ინფორმაციისთვის, საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.

აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.

საბოლოოდ, რამდენიმე მანქანამ, რომელიც წყლით, საკვებითა და ღამისთევისთვის საჭირო ინვენტარით იყო დატვირთული, პარლამენტთან მისვლა მაინც მოახერხა.

  • პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული

ამ დროისთვის, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავი დგას.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია და აქციის მონაწილეები ადგილზე კარვებს შლიან. მომიტინგეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ.

იხილეთ ასევე: