პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიტყვიერი დაპირისპირება რუსთაველზე - პოლიცია აქციის მონაწილეთა კოლონებს რუსთაველის გამზირზე ავტომობილებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს
სიტყვიერი დაპირისპირება რუსთაველზე - პოლიცია აქციის მონაწილეთა კოლონებს რუსთაველის გამზირზე ავტომობილებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს

რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც ავ­ტო­კო­ლო­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ პარ­ლა­მენ­ტთან მის­ვლას, პო­ლი­ცია ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი იყო.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მო­წო­დე­ბაა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მან­ქა­ნე­ბი და­ტო­ვონ და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ფე­ხით გა­და­ად­გილ­დნენ.

“რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი არის და­კე­ტი­ლი, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ ფე­ხით მიბ­რძან­დნენ, არა­ნა­ირ შე­ფერ­ხე­ბას პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და ერთ-ერ­თმა სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს.

nika_melia

“მან­ქა­ნებ­ში ყვე­ლა ის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ღა­მის თე­ნე­ბის­თვის - ზოგ მან­ქა­ნა­ში წყა­ლია, ზოგ­ში სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ზოგ­ში კა­რა­ვია“, - ამის შე­სა­ხებ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის" ლი­დერ­მა, ნიკა მე­ლი­ამ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, ღა­მის­თე­ვის­თვის სა­ჭი­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირს და­ტო­ვე­ბენ.

"რა აზრი აქვს გზის ჩა­ხერგვას, პარ­ლა­მენ­ტში შე­იჭ­რე­ბა მან­ქა­ნა? მან­ქა­ნა სატ­რან­სპორ­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. 30-40 მან­ქა­ნაა, სხვა­დას­ხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს. დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია, რომ ღა­მეს ვა­თე­ნებთ. ზოგ მან­ქა­ნა­ში წყა­ლია, ზოგ­ში სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ზოგ­ში კა­რა­ვია. ჩა­ი­ხე­დეთ და ნა­ხეთ, რაც არის. მან­ქა­ნებ­ში ყვე­ლა ის სა­შუ­ა­ლე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა ღა­მის თე­ნე­ბის­თვის, ამი­ტომ გა­უ­გე­ბა­რია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რა­ტომ გვა­ი­ძუ­ლებთ, რომ ვი­ჭი­და­ოთ? შე­მო­სა­ტა­ნია რა­ღა­ცე­ბი და გავ­ლენ ისევ", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ

ამ წუ­თებ­ში, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მსვლე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის­კენ სწო­რედ ფე­ხით მი­ე­მარ­თე­ბი­ან.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს არ აღი­ა­რე­ბენ, აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში კი ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ, რო­მე­ლიც ხვალ უნდა გა­ი­მარ­თოს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

სიტყვიერი დაპირისპირება რუსთაველზე - პოლიცია აქციის მონაწილეთა კოლონებს რუსთაველის გამზირზე ავტომობილებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს

სიტყვიერი დაპირისპირება რუსთაველზე - პოლიცია აქციის მონაწილეთა კოლონებს რუსთაველის გამზირზე ავტომობილებით გადაადგილების უფლებას არ აძლევს

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.

აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.

სამართალდამცავების მოწოდებაა, აქციის მონაწილეებმა მანქანები დატოვონ და რუსთაველის გამზირზე ფეხით გადაადგილდნენ.

“რუსთაველის გამზირი არის დაკეტილი, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ ფეხით მიბრძანდნენ, არანაირ შეფერხებას პოლიციის მხრიდან ადგილი არ ექნება", - განუცხადა ერთ-ერთმა სამართალდამცავმა აქციის მონაწილეებს.

nika_melia

“მანქანებში ყველა ის საშუალებაა, რომელიც საჭიროა ღამის თენებისთვის - ზოგ მანქანაში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავია“, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ სამართალდამცავებთან საუბრისას განაცხადა.

  • ნიკა მელიას განცხადებით, ღამისთევისთვის საჭირო საშუალებების შეტანის შემდეგ ავტომობილები რუსთაველის გამზირს დატოვებენ.

"რა აზრი აქვს გზის ჩახერგვას, პარლამენტში შეიჭრება მანქანა? მანქანა სატრანსპორტო შესაძლებლობაა. 30-40 მანქანაა, სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს. დეკლარირებულია, რომ ღამეს ვათენებთ. ზოგ მანქანაში წყალია, ზოგში საკომუნიკაციო საშუალებები, ზოგში კარავია. ჩაიხედეთ და ნახეთ, რაც არის. მანქანებში ყველა ის საშუალებაა, რომელიც საჭიროა ღამის თენებისთვის, ამიტომ გაუგებარია გადაწყვეტილება. რატომ გვაიძულებთ, რომ ვიჭიდაოთ? შემოსატანია რაღაცები და გავლენ ისევ", - განაცხადა ნიკა მელიამ

ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ სწორედ ფეხით მიემართებიან.

აქციის მონაწილეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, აღნიშნულ კონტექსტში კი ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ უნდა გაიმართოს.