სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცმა, რომელიც დედამიწას Google Earth-ით ათვალიერებდა, ავსტრალიის გარეუბანში შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთა
მამაკაცმა, რომელიც დედამიწას Google Earth-ით ათვალიერებდა, ავსტრალიის გარეუბანში შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთა

ამ წლის და­სა­წყის­ში მო­ლაშ­ქრე ნუ­ლარ­ბო­რის დაბ­ლო­ბის შე­სას­წავ­ლად Google Earth-ის სუ­რა­თებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და, რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად რა­ღაც უც­ნა­ურს გა­და­ა­წყდა: ეს იყო უდა­ბურ პე­ი­ზაჟ­ში ამოტვიფ­რუ­ლი უზარ­მა­ზა­რი, ნა­წი­ბუ­რი. აღ­მო­ჩე­ნამ და­ა­ინ­ტე­რე­სა მეც­ნი­ე­რე­ბიც. მჭიდ­რო შეს­წავ­ლის შემ­დეგ, და­ად­გი­ნეს, რომ ნა­წი­ბუ­რი უძ­ლი­ე­რე­სი ტორ­ნა­დოს შე­დე­გად შე­იქ­მნა, რომ­ლის შე­სა­ხებ არა­ვინ იცო­და.

  • ტორ­ნა­დო­ე­ბი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ საფრ­თხედ ით­ვლე­ბა, ასეა ავ­სტრა­ლი­ა­შიც.

თუმ­ცა, სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი გრან­დი­ო­ზუ­ლი მას­შტა­ბის ტორ­ნა­დო ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­რე­შე ყვე­ლას­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი ვერ დარ­ჩე­ბო­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტორ­ნა­დო თით­ქმის ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, გარ­და ან­ტარ­ქტი­დი­სა. ისი­ნი ყვე­ლა­ზე ხში­რად გვხვდე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დიდი დაბ­ლო­ბე­ბის რე­გი­ონ­ში და ინ­დო­ე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ონ­ში.


tornado
ნუ­ლარ­ბო­რის დაბ­ლობ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ბუ­რი


ნუ­ლარ­ბო­რის დაბ­ლო­ბი არის შო­რე­უ­ლი, უკაც­რი­ე­ლი მი­წის რე­გი­ო­ნი, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ ავ­სტრა­ლი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. შემ­თხვე­ვით აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნა­წი­ბუ­რი გა­და­ჭი­მუ­ლია და­სავ­ლეთ ავ­სტრა­ლი­ი­დან სამ­ხრეთ ავ­სტრა­ლი­ამ­დე.


  • კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ტორ­ნა­დო 2022 წლის 16-დან 18-ნო­ემ­ბრამ­დე შუ­ა­ლედ­ში მოხ­და. ნა­წი­ბუ­რის გას­წვრივ არის ლურ­ჯი წრი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი, რაც მი­უ­თი­თებს წყლის გუ­ბე­ებ­ზე.

ნა­წი­ბუ­რის სიგ­რძე 11 კი­ლო­მეტ­რია. სი­გა­ნე 160-დან 250 მეტ­რამ­დე. სა­ვა­რა­უ­დოდ ტორ­ნა­დო არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­რიშ­ხა­ლი, არა­მედ კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო, რო­გორც F2 ან F3- და­მან­გრე­ვე­ლი სტი­ქია, რო­მე­ლიც ტრი­ა­ლებს 200 კი­ლო­მეტრზე მეტი სა­ათ­ში. ტორ­ნა­დო სა­ვა­რა­უ­დოდ შვი­დი­დან 13 წუ­თამ­დე გაგ­რძელ­და. მარ­თა­ლია, ის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს არ შე­ხე­ბია, მაგ­რამ მან მა­ინც და­ტო­ვა თა­ვი­სი კვა­ლი, შეც­ვა­ლა დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი და მოხ­და ნი­ა­და­გის ერო­ზია.


tornado


ავ­სტრა­ლი­ა­ში ყვე­ლა­ზე ადრე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ტორ­ნა­დო 1795 წელს სიდ­ნე­ის გა­რე­უ­ბან­ში მოხ­და. ბოლო კი 2016 წელს და­ა­ფიქ­სი­რეს.


წყა­რო


იხი­ლეთ ასე­ვე:



მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
3

"მჭიდრო შესწავლა" რაღა არის? რაღაც ახალი აღმოაჩინეთ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მამაკაცმა, რომელიც დედამიწას Google Earth-ით ათვალიერებდა, ავსტრალიის გარეუბანში შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთა

მამაკაცმა, რომელიც დედამიწას Google Earth-ით ათვალიერებდა, ავსტრალიის გარეუბანში შოკისმომგვრელი აღმოჩენა გააკეთა

ამ წლის დასაწყისში მოლაშქრე ნულარბორის დაბლობის შესასწავლად Google Earth-ის სურათებს ათვალიერებდა, როდესაც მოულოდნელად რაღაც უცნაურს გადააწყდა: ეს იყო უდაბურ პეიზაჟში ამოტვიფრული უზარმაზარი, ნაწიბური. აღმოჩენამ დააინტერესა მეცნიერებიც. მჭიდრო შესწავლის შემდეგ, დაადგინეს, რომ ნაწიბური უძლიერესი ტორნადოს შედეგად შეიქმნა, რომლის შესახებ არავინ იცოდა.

  • ტორნადოები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ერთ-ერთ გამორჩეულ საფრთხედ ითვლება, ასეა ავსტრალიაშიც.

თუმცა, სტატიაში მოყვანილი გრანდიოზული მასშტაბის ტორნადო ტექნოლოგიის გარეშე ყველასთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. აღსანიშნავია, რომ ტორნადო თითქმის ყველა კონტინენტზეა დაფიქსირებული, გარდა ანტარქტიდისა. ისინი ყველაზე ხშირად გვხვდება შეერთებული შტატების დიდი დაბლობების რეგიონში და ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში.


tornado
ნულარბორის დაბლობზე აღმოჩენილი ნაწიბური


ნულარბორის დაბლობი არის შორეული, უკაცრიელი მიწის რეგიონი, რომელიც სამხრეთ ავსტრალიაში მდებარეობს. შემთხვევით აღმოჩენილი ნაწიბური გადაჭიმულია დასავლეთ ავსტრალიიდან სამხრეთ ავსტრალიამდე.


  • კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტორნადო 2022 წლის 16-დან 18-ნოემბრამდე შუალედში მოხდა. ნაწიბურის გასწვრივ არის ლურჯი წრიული ადგილები, რაც მიუთითებს წყლის გუბეებზე.

ნაწიბურის სიგრძე 11 კილომეტრია. სიგანე 160-დან 250 მეტრამდე. სავარაუდოდ ტორნადო არ იყო ჩვეულებრივი ქარიშხალი, არამედ კლასიფიცირებული იყო, როგორც F2 ან F3- დამანგრეველი სტიქია, რომელიც ტრიალებს 200 კილომეტრზე მეტი საათში. ტორნადო სავარაუდოდ შვიდიდან 13 წუთამდე გაგრძელდა. მართალია, ის დასახლებულ პუნქტებს არ შეხებია, მაგრამ მან მაინც დატოვა თავისი კვალი, შეცვალა დედამიწის ზედაპირი და მოხდა ნიადაგის ეროზია.


tornado


ავსტრალიაში ყველაზე ადრე დაფიქსირებული ტორნადო 1795 წელს სიდნეის გარეუბანში მოხდა. ბოლო კი 2016 წელს დააფიქსირეს.


წყარო


იხილეთ ასევე: