სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა საგარეჯოში მომხდარ უსასტიკეს დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს - როგორც ირკვევა, კაცმა მეუღლეს სასიკვდილოდ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ სცემა
პროკურატურა საგარეჯოში მომხდარ უსასტიკეს დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს - როგორც ირკვევა, კაცმა მეუღლეს სასიკვდილოდ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ სცემა
  • ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი ციკო სუ­ლი­კაშ­ვი­ლი

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბას და­უმ­ძი­მებს პირს, რო­მელ­მაც სა­გა­რე­ჯო­ში არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით, მე­უღ­ლეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, რის შე­დე­გა­დაც ქალი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა, სა­გა­რე­ჯო­ში და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მე­უღ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ბრალ­დე­ბას და­უმ­ძი­მებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 11 ნო­ემ­ბერს, სა­გა­რე­ჯო­ში, ბრალ­დე­ბულ­მა გენ­დე­რის ნიშ­ნით, შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით, მე­უღ­ლეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 12 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 381-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (დამ­ცა­ვი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა) და იმა­ვე კო­დექ­სის 19, 109-ე მუხ­ლის "თ“, "კ“, "მ“, "პ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, არა­ერ­თგზის), რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით უკვე შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს პა­ტიმ­რო­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად 21 ნო­ემ­ბერს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

პროკურატურა საგარეჯოში მომხდარ უსასტიკეს დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს - როგორც ირკვევა, კაცმა მეუღლეს სასიკვდილოდ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ სცემა

პროკურატურა საგარეჯოში მომხდარ უსასტიკეს დანაშაულზე განცხადებას ავრცელებს - როგორც ირკვევა, კაცმა მეუღლეს სასიკვდილოდ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ სცემა
  • ფოტოზე: მოკლული ციკო სულიკაშვილი

პროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდებას დაუმძიმებს.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა) და იმავე კოდექსის 19, 109-ე მუხლის "თ“, "კ“, "მ“, "პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად 21 ნოემბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: