მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ და მიზანში ამოღებულ ერზე" - ისრაელიდან პასუხობენ ჰააგის სასამართლოს, რომელმაც ნეთანიაჰუს და გალანტის დაპატიმრების ორდერები გასცა
"ეს არის თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ და მიზანში ამოღებულ ერზე" - ისრაელიდან პასუხობენ ჰააგის სასამართლოს, რომელმაც ნეთანიაჰუს და გალანტის დაპატიმრების ორდერები გასცა

ბნე­ლი მო­მენ­ტი დად­გა ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს­თვის (ICC), რომ­ლი­თაც მან და­კარ­გა თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის ყო­ველ­გვა­რი ლე­გი­ტი­მა­ცია, - ამის შე­სა­ხებ ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, გი­დე­ონ სა­ა­რის, გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ­ლი­თაც ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის თავ­დას­ხმა ის­რა­ე­ლის უფ­ლე­ბა­ზე და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თავი და "არის ჯილ­დო და წა­ხა­ლი­სე­ბა იმ ბო­რო­ტუ­ლი ძა­ლე­ბის, რო­მე­ლიც უხე­შად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად არ­ღვევს მას“.

"ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ იმოქ­მე­და, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ­მა ინ­სტრუ­მენ­ტმა ყვე­ლა­ზე ექ­სტრე­მა­ლუ­რი ძა­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრი­ან მშვი­დო­ბას, უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. ამ ეგ­რეთ წო­დე­ბულ­მა "სა­სა­მარ­თლომ“ აბ­სურ­დუ­ლი და არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბის ორ­დე­რე­ბი გას­ცა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნე­თა­ნი­აჰუ­სა და ყო­ფილ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ გა­ლანტზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის­რა­ე­ლი არ არის სა­სა­მარ­თლოს წევ­რი.

  • ეს ორ­დე­რი არ არის მხო­ლოდ მათ წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი პი­რა­დი თავ­დას­ხმა, არ­სე­ბი­თად, ეს არის თავ­დას­ხმა ის­რა­ე­ლის უფ­ლე­ბა­ზე, და­იც­ვას სა­კუ­თა­რი თავი. ეს არის თავ­დას­ხმა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე საფრ­თხის ქვეშ მყოფ და მი­ზან­ში ამო­ღე­ბულ ერზე - ასე­ვე ერ­თა­დერთ ქვე­ყა­ნა­ზე რე­გი­ონ­ში, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც ღიად მო­უ­წო­დე­ბენ და მოქ­მე­დე­ბენ სხვა ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­თაც მისი გა­ნად­გუ­რე­ბა სურთ.

მო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს ეთი­კურ რღვე­ვას, რო­მე­ლიც სი­კე­თეს ბო­რო­ტე­ბად აქ­ცევს და ემ­სა­ხუ­რე­ბა ბო­როტ ძა­ლებს.

პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ორ­დე­რის გა­ცე­მა იმ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის შე­სა­ბა­მი­სად, არის ჯილ­დო და წა­ხა­ლი­სე­ბა იმ ბო­რო­ტუ­ლი ძა­ლე­ბის, რო­მე­ლიც უხე­შად და თან­მიმ­დევ­რუ­ლად არ­ღვევს მას.

ყვე­ლა ღირ­სე­ულ­მა ერმა და მო­რა­ლის მქო­ნე ადა­მი­ან­მა მსოფ­ლი­ო­ში, ცალ­სა­ხად უნდა უარ­ყოს ეს უსა­მარ­თლო­ბა”, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლომ ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს, ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, იოავ გა­ლან­ტის და "ჰა­მა­სის“ ლი­დე­რის, იბ­რა­ჰიმ ალ-მას­რის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი გას­ცა.

მათ წი­ნა­აღ­მდეგ და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რე­ბი ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის გას­ცეს.

სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ­მა, კა­რიმ ხან­მა 20 მა­ისს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ის ითხოვ­და და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რებს სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­ზე "ჰა­მა­სის“ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმა­სა და ღა­ზა­ში ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო პა­სუხ­თან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ეს არის თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ და მიზანში ამოღებულ ერზე" - ისრაელიდან პასუხობენ ჰააგის სასამართლოს, რომელმაც ნეთანიაჰუს და გალანტის დაპატიმრების ორდერები გასცა

"ეს არის თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ და მიზანში ამოღებულ ერზე" - ისრაელიდან პასუხობენ ჰააგის სასამართლოს, რომელმაც ნეთანიაჰუს და გალანტის დაპატიმრების ორდერები გასცა

ბნელი მომენტი დადგა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), რომლითაც მან დაკარგა თავისი არსებობისა და საქმიანობის ყოველგვარი ლეგიტიმაცია, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის, განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის თავდასხმა ისრაელის უფლებაზე დაიცვას საკუთარი თავი და "არის ჯილდო და წახალისება იმ ბოროტული ძალების, რომელიც უხეშად და თანმიმდევრულად არღვევს მას“.

"ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ იმოქმედა, როგორც პოლიტიკურმა ინსტრუმენტმა ყველაზე ექსტრემალური ძალების სამსახურში, რომლებიც ძირს უთხრიან მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. ამ ეგრეთ წოდებულმა "სასამართლომ“ აბსურდული და არაავტორიზებული დაკავების ორდერები გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრ გალანტზე, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი არ არის სასამართლოს წევრი.

  • ეს ორდერი არ არის მხოლოდ მათ წინააღმდეგ მიმართული პირადი თავდასხმა, არსებითად, ეს არის თავდასხმა ისრაელის უფლებაზე, დაიცვას საკუთარი თავი. ეს არის თავდასხმა მსოფლიოში ყველაზე საფრთხის ქვეშ მყოფ და მიზანში ამოღებულ ერზე - ასევე ერთადერთ ქვეყანაზე რეგიონში, რომლის წინააღმდეგაც ღიად მოუწოდებენ და მოქმედებენ სხვა ქვეყნები, რომელთაც მისი განადგურება სურთ.

მორალური თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ეთიკურ რღვევას, რომელიც სიკეთეს ბოროტებად აქცევს და ემსახურება ბოროტ ძალებს.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ორდერის გაცემა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არის ჯილდო და წახალისება იმ ბოროტული ძალების, რომელიც უხეშად და თანმიმდევრულად არღვევს მას.

ყველა ღირსეულმა ერმა და მორალის მქონე ადამიანმა მსოფლიოში, ცალსახად უნდა უარყოს ეს უსამართლობა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის და "ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გასცა.

მათ წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცეს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრების ორდერებს სავარაუდო დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე "ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასა და ღაზაში ისრაელის სამხედრო პასუხთან.

იხილეთ ასევე: