სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინამ რაკეტა ATACMS-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკვე გამოიყენა: კრემლიდან იმუქრებიან -  "რუსეთი თუ სუიციდზე წასვლას და ნატოსთან შებრძოლებას გადაწყვეტს, ამ ომში ძალიან მალე დამარცხდება"
უკრაინამ რაკეტა ATACMS-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკვე გამოიყენა: კრემლიდან იმუქრებიან -  "რუსეთი თუ სუიციდზე წასვლას და ნატოსთან შებრძოლებას გადაწყვეტს, ამ ომში ძალიან მალე დამარცხდება"

17 ნო­ემ­ბერს ამე­რი­კულ­მა გა­მო­ცე­მებ­მა, მათ შო­რის New York Times-მა, ინ­ფორ­მი­რე­ბულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­წე­რეს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა უკ­რა­ი­ნას შორ მან­ძილ­ზე მოქ­მე­დე­ბის რა­კე­ტე­ბის, ATACMS-ის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში დარ­ტყმე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცა.

უკვე 19 ნო­ემ­ბერს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს ამე­რი­კუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა ATACMS-ი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში და წარ­მა­ტე­ბით გა­ა­ნად­გუ­რეს სა­მიზ­ნე.

გა­მო­ცე­მა "რბკ-უკ­რა­ი­ნა“ იუ­წყე­ბო­და, რომ გრძე­ლი რა­დი­უ­სის მოქ­მე­დე­ბის რა­კე­ტა ბრი­ანსკის ოლ­ქის ქა­ლაქ კა­რა­ჩევ­თან მდე­ბა­რე სამ­ხედ­რო ობი­ექტს მოხ­ვდა.

"მარ­თლაც პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს ATACMS-ი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ტყმის­თვის. სა­რა­კე­ტო დარ­ტყმა იყო ობი­ექ­ტზე ბრი­ანსკის ოლ­ქში. ის წარ­მა­ტე­ბით გა­ნად­გურ­და", - თქვა გა­მო­ცე­მას­თან წყა­რომ.

ქა­ლა­ქი კა­რა­ჩე­ვი უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 130 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს. ტე­ლეგ­რა­მარხ "ას­ტრას" ცნო­ბით, 19 ნო­ემ­ბრის ღა­მით ამე­რი­კუ­ლი რა­კე­ტით დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და რუ­სე­თის მთა­ვა­რი სა­რა­კე­ტო-სა­არ­ტი­ლე­რიო სამ­მარ­თვე­ლოს 67-ე არ­სე­ნალ­ზე, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ინა­ხე­ბო­და სა­არ­ტი­ლე­რიო საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, მათ შო­რის ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მიერ რუ­სე­თის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ჭურ­ვე­ბი. გარ­და ამი­სა - მარ­თვა­დი სა­ჰა­ე­რო ბომ­ბე­ბი, სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტე­ბი და ზალ­პუ­რი ცე­ცხლის რე­აქ­ტი­უ­ლი და­ნად­გა­რის საბ­რძო­ლო მა­სა­ლა.სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ძლი­ე­რი ხან­ძრის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბიც. რუ­სეთ­მა ეს თავ­დას­ხმა და­ა­დას­ტუ­რა, თუმ­ცა მათი მტკი­ცე­ბით, ის წარ­მა­ტე­ბით, ზა­რა­ლის გა­რე­შე მო­ი­გე­რი­ეს.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლოს ომის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ბა­ი­დე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ? - გვე­სა­უბ­რე­ბა GIPA-ს პრო­ფე­სო­რი, ანა­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე:

- რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, ATACMS-ის ტი­პის რა­კე­ტა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ბრი­ანსკის ოლ­ქში მი­ზან­ში ამო­ი­ღეს ია­რა­ღის სა­წყო­ბი და მას­ზე დარ­ტყმა წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. რა­კე­ტა მოს­კო­ვამ­დე არ მიწ­ვდე­ბა, ეს არის ერ­თგვა­რი პრობ­ლე­მა, რა­ზეც ხში­რად არ სა­უბ­რო­ბენ ხოლ­მე. აის არ არის ასე­თი შორ­სმსრო­ლე­ლი და როცა სა­უ­ბა­რი გვაქვს მის ეფექ­ტურ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, მაქ­სი­მუ­მი არა 300, არა­მედ 170კმ-ია. უფრო სწო­რედ, რო­დე­საც სა­მიზ­ნე დიდი ობი­ექ­ტია, მისი გა­ნად­გუ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია 300კმ-შიც, მაგ­რამ თუ სა­უ­ბა­რი გვაქვს პა­ტა­რა, კონ­კრე­ტულ ობი­ექ­ტზე, მას შე­იძ­ლე­ბა ას­ცდეს...

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამ რა­კე­ტებს ძი­რი­თა­დად ბა­ზე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იყე­ნე­ბენ, ბა­ზე­ბი იმ­ხე­ლა სი­დი­დი­საა, რომ მას 300კმ-შიც მოხ­ვდე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ეს არ იყოს ბაზა და იყოს ლო­ჯის­ტი­კუ­რი მო­მა­რა­გე­ბის ხაზი, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა ას­ცდეს.

ამი­ტო­მა­ცაა, რომ 300კმ. არ არის ძა­ლი­ან დიდი მან­ძი­ლი, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ ეფექ­ტი­ა­ნად შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა იმა­ვე კურსკის, ბრი­ანსკის, როს­ტო­ვის ოლ­ქებ­ზე, შე­საძ­ლოა ვო­რო­ნე­ჟის და კრას­ნო­და­რის ოლ­ქსაც მის­წვდეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა თქმა უნდა, სა­სა­ზღვრო ზო­ლებს ფა­რავს, მაგ­რამ უფრო ლო­ჯის­ტი­კურ ხა­ზებ­ზე დარ­ტყმას გუ­ლის­ხმობს.

- ანუ 300კმ. მან­ძილ­ზე მფრე­ნი აერო ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტე­ბი რუ­სე­თის საბ­რძო­ლო ავი­ა­ცი­ას ვერ მიწ­ვდე­ბა. ამ რა­დი­უს­ში რჩე­ბა რამე სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტი, რო­მელ­თა გა­ნად­გუ­რე­ბა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის დიდ და­ნაკ­ლისს გა­მო­იწ­ვევს?

- ამის თქმა მინ­დო­და, რუ­სეთს კას­პი­ის ზღვის მი­და­მო­ებ­ში რომ უყე­ნია სტრა­ტე­გი­უ­ლი ავი­ა­ცია, იქამ­დე რა­კე­ტე­ბი ვერ მის­წვდე­ბა, მაგ­რამ არის ძალ­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა იმის­თვის, რომ მაგ. სა­ზღვრის სი­ახ­ლო­ვეს საწ­ვრთნე­ლი ბა­ზებს და­არ­ტყან (გაწ­ვე­ულ რუს სამ­ხედ­რო­ებს ძი­რი­თა­დად ამ მი­და­მო­ებ­ში წვრთნი­ან, უშუ­ა­ლოდ სა­სა­ზღვრო ზო­ლის სი­ახ­ლო­ვეს, ფრონ­ტის ხა­ზი­დან 100-200კმ-ში), "ატა­კამ­სე­ბი" იქ უპ­რობ­ლე­მოდ მიწ­ვდე­ბა, ამი­ტო­მაც არის ეფექ­ტუ­რი.

"სტორმ შე­დო­უ­ზე" და "სკალპ­ზეც" იყო ლა­პა­რა­კი, თით­ქოს ინ­გლი­სე­ლე­ბი და ფრან­გე­ბი მათ გა­მო­ყე­ნე­ბას და­თან­ხმდნენ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ბუნ­დო­ვა­ნია ეს სა­კი­თხი. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, მით უფრო, ბალ­ტი­ის ზღვა­ში ვი­ხი­ლეთ მძი­მე ინ­ცი­დენ­ტი, როცა ახლა­ხან ეჭ­ვმი­ტა­ნილ­მა ჩი­ნურ­მა ხო­მალდმა, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­წყვი­ტა ის მთა­ვა­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო გა­დამ­ცე­მი, რო­მე­ლიც ბალ­ტი­ის ზღვა­ში იყო და ფი­ნეთს აკავ­ში­რებ­და გერ­მა­ნი­ას (მათ შო­რის ინ­ტერ­ნეტ­კა­ბელ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი). ეს კა­ბე­ლე­ბი მო­ი­ცავ­და რიგ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს და მათი გა­დაჭ­რა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ირი­ბი თავ­დას­ხმაა ორ ქვე­ყა­ნა­ზე, ამი­ტო­მაც ეს ევ­რო­პის­თვის შე­იძ­ლე­ბა ერ­თგვა­რად იყოს კი­დევ ერთი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი, რომ რუ­სე­თი ძა­ლი­ან აგ­რე­სი­ულ შე­ტე­ვებს ახორ­ცი­ე­ლებს.

გერ­მა­ნი­ა­ში არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ თუკი ვი­ხი­ლავთ ოლაფ შოლ­ცის მთავ­რო­ბის ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი მერ­ცის მთავ­რო­ბით შეც­ვლას, შე­საძ­ლოა მერცმა უკ­რა­ი­ნას გა­დას­ცეს "ტა­უ­რუ­სის" რა­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო ფარ­თო მან­ძილ­ზე მოქ­მე­დებს და უფრო ეფექ­ტი­ა­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბაა (დიდი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა ნა­წარ­მო­ე­ბი). მისი გაშ­ვე­ბა ბა­ლის­ტი­კუ­რად არ ხდე­ბა, ის არის ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა, მას ჰა­ე­რი­დან უშ­ვე­ბენ, ბევ­რად უფრო ად­ვი­ლად წარ­მო­ე­ბა­დია და უფრო იაფი. ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა მი­წი­დან ფრინ­დე­ბა და მო­წყვე­ტით ვარ­დე­ბა ატ­მოს­ფე­როს ქვე­და ფე­ნე­ბი­დან. ფრთო­სა­ნი რა­კე­ტა ბა­ლის­ტი­კუ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მი­წი­დან არ ფრინ­დე­ბა, მას ჰა­ე­რი­დან უშ­ვე­ბენ. მისი ფრე­ნის მან­ძი­ლი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უფრო დი­დია და ზუს­ტად შე­გიძ­ლია ტრა­ექ­ტო­რია შექ­მნა ჯი­პი­ე­სუ­რად - თუკი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა მო­წყვე­ტით ეშ­ვე­ბა და მისი კონ­ტრო­ლი აღარ შე­გიძ­ლია, ფრთო­სან რა­კე­ტას რომ და­აპ­როგ­რა­მებ, ის შენს მიერ გაკ­ვა­ლულ გზა­ზე მიფ­რინ­დე­ბა, არა მარ­ტო კონ­კრე­ტულ წერ­ტილ­ში, არა­მედ იმ გზას გა­მო­ი­ყე­ნებს, რო­მელ­საც შენ და­უდ­გენ, ამი­ტომ ეს რა­კე­ტის ძა­ლი­ან დიდი უპი­რა­ტე­სო­ბაა. დიდი ეფექ­ტის მომ­ტა­ნია "სტორმ შე­დო­უ­ე­ბი" და თუკი მას­ზე მწვა­ნე შუქი აუნ­თეს და ისი­ნიც და­ე­მა­ტა ამ პრო­ცესს (მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით იყო და ახლა ინ­გლი­სე­ლე­ბი იმა­ზე მუ­შა­ო­ბენ, რომ გა­ნა­ახ­ლონ უკ­რა­ი­ნის­თვის წარ­მო­ე­ბა), ეს ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს ექ­ნე­ბათ რუ­სე­თის უფრო სიღ­რმე­ში დარ­ტყმის სა­შუ­ა­ლე­ბა.

- კრემ­ლი ამ­ტკი­ცებს, რომ ბა­ი­დე­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს რუ­სე­თი-ნა­ტოს სამ­ხედ­რო და­პი­რის­პი­რე­ბის და­წყე­ბას, რა­საც მოს­კო­ვი სა­თა­ნა­დო პა­სუხს გას­ცემს. რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ეს "სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი“?

- რა თქმა უნდა, არა­ფე­რი, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რუ­სუ­ლი ბლე­ფია, რო­მე­ლიც ბევ­რჯერ მო­ვის­მი­ნეთ - კრემ­ლი ომის პირ­ვე­ლი დღი­დან იმუქ­რე­ბა, უკ­რა­ი­ნას თუკი ია­რაღს გა­დას­ცემთ, ყი­რიმს თუ და­ბომ­ბავთ და ხიდს აა­ფეთ­ქებთ, რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თუ შე­მო­იჭ­რე­ბით, თუკი ფი­ნე­თი და შვე­დე­თი გა­წევ­რდე­ბა ნა­ტო­ში, სა­კად­რის პა­სუხს გაგ­ცემთ, ბირ­თვულ ია­რაღს გა­მო­ვი­ყე­ნებთ და სხვა... ყვე­ლა­ფე­რი ქნეს, მაგ­რამ წი­თე­ლი ხაზი არ­ცერ­თი გა­მოდ­გა. რა წი­თელ ხაზ­ზეა სა­უ­ბა­რი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რიც არ იქ­ნე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც გა­მოჩ­ნდე­ბა, რომ რუ­სე­თი არის ცა­რი­ე­ლი და­პი­რე­ბე­ბი ამ წი­თელ ხა­ზებ­თან მი­მარ­თე­ბით. რუ­სეთს დიდი არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­უძ­ლია, თუმ­ცა მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, რუ­სე­თი გა­აგ­რძე­ლებს დი­ვერ­სი­ებს, მათ შო­რის ევ­რო­პის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მათ შო­რის ზამ­თარ­ში. ზამ­თა­რი მო­დის და მისი პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა ასე­თი - დი­ვერ­სი­ე­ბი უშუ­ა­ლოდ ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით, ეს იქ­ნე­ბა მისი მთა­ვა­რი ნიშა.

- ხომ არ გვაქვს საქ­მე მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის პრე­ლუ­დი­ას­თან?

- არა, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, რუ­სეთს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, ის უკ­რა­ი­ნა­ში ვერ იგებს ომს და მარ­თლა ნა­ტოს ხომ არ შე­ებ­რძო­ლე­ბა? ობი­ექ­ტუ­რად რომ შევ­ხე­დოთ, ის თუ სუ­ი­ციდ­ზე წას­ვლას და ნა­ტოს­თან შებ­რძო­ლე­ბას გა­და­წყვეტს, ამ ომში ძა­ლი­ან მალე და­მარ­ცხდე­ბა, ვი­ნა­ი­დან მან მთე­ლი მისი სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ჩადო და იქ იბ­რძვის ამ აწ უკვე და­სუს­ტე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლით. ახლა თუ წარ­მო­ვიდ­გენთ, რომ უკ­რა­ი­ნას და­ე­მა­ტა 10-20-უკ­რა­ი­ნის სიმ­ძლავ­რის ნატო, მას­თან მომ­გე­ბი არა­ვი­ნაა.

გარ­და ამი­სა, ამ ომის მსოფ­ლიო ომად ქცე­ვის სურ­ვი­ლი ჩი­ნეთ­საც არ აქვს, მას უნდა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა, მაგ­რამ არა მსოფ­ლიო ომი.

მისი მთე­ლი ეკო­ნო­მი­კა და სამ­ხედ­რო ინ­დუსტრია ამ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ომზე დგას, რო­მელ­შიც რუ­სე­თი ჩი­ნურ კურსს და ხედ­ვას მიჰ­ყვე­ბა ხოლ­მე, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში. წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია, რომ რუ­სე­თი ახლა ად­გეს და თქვას, მორ­ჩა, ჩი­ნუ­რი კურ­სი აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს და რა­საც მინ­და, იმას მო­ვი­მოქ­მე­დე­ბო.

ჩი­ნეთს უნდა კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ომი და არა ქა­ო­სი მსოფ­ლი­ო­ში.

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ტრამპს ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს უკ­რა­ი­ნა და შე­იძ­ლე­ბა მის მი­მართ ბა­ი­დე­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა ჰქონ­დეს. რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბით?

- არ ვარ ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ­ჯე­რო­ბით ბუნ­დო­ვა­ნია. ტრამ­პი ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში შე­ეც­დე­ბა ამ კონ­ფლიქ­ტში სა­კუ­თა­რი თავი წარ­მო­ა­ჩი­ნოს და თუ რა­ღაც არ გა­მო­უ­ვა, მის­გან შე­იძ­ლე­ბა მო­ვე­ლო­დოთ ორ რა­მეს: ამ სა­კი­თხი­დან უკან და­ხე­ვას, ან პი­რი­ქით - "თა­ვით გა­დაშ­ვე­ბას“, ანუ უკ­რა­ი­ნის მა­სობ­რივ შე­ი­ა­რა­ღე­ბას. იმის თქმა მინ­და, რომ ეს კურ­სი აღარ გაგ­რძელ­დე­ბა, ბა­ი­დე­ნის კურ­სი დამ­თავ­რდა, ან იქ­ნე­ბა მა­სობ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის კურ­სი, ან სა­ერ­თოდ ჩა­მო­შო­რე­ბა. ტრამ­პის გა­რე­მოც­ვა აშშ-ს შიდა პო­ლი­ტი­კა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ის მო­მა­ვა­ლი მდივ­ნე­ბი და მრჩევ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მან წა­რად­გი­ნა , საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლე­ბი და აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში. აგ­რე­სი­უ­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ მარ­თლა მოხ­დეს უკ­რა­ი­ნის­გან სრუ­ლი­ად მო­წყვე­ტა, ან პი­რი­ქით - ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უკ­რა­ი­ნი­სად­მი სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. ეს სა­კი­თხი იქ­ნე­ბა დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ტა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

უკრაინამ რაკეტა ATACMS-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკვე გამოიყენა: კრემლიდან იმუქრებიან -  "რუსეთი თუ სუიციდზე წასვლას და ნატოსთან შებრძოლებას გადაწყვეტს, ამ ომში ძალიან მალე დამარცხდება"

უკრაინამ რაკეტა ATACMS-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკვე გამოიყენა: კრემლიდან იმუქრებიან -  "რუსეთი თუ სუიციდზე წასვლას და ნატოსთან შებრძოლებას გადაწყვეტს, ამ ომში ძალიან მალე დამარცხდება"

17 ნოემბერს ამერიკულმა გამოცემებმა, მათ შორის New York Times-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების, ATACMS-ის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოყენების უფლება მისცა.

უკვე 19 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და წარმატებით გაანადგურეს სამიზნე.

გამოცემა "რბკ-უკრაინა“ იუწყებოდა, რომ გრძელი რადიუსის მოქმედების რაკეტა ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევთან მდებარე სამხედრო ობიექტს მოხვდა.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="astrapress/66027" data-width="100%"></script>

"მართლაც პირველად გამოიყენეს ATACMS-ი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. სარაკეტო დარტყმა იყო ობიექტზე ბრიანსკის ოლქში. ის წარმატებით განადგურდა", - თქვა გამოცემასთან წყარომ.

ქალაქი კარაჩევი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს. ტელეგრამარხ "ასტრას" ცნობით, 19 ნოემბრის ღამით ამერიკული რაკეტით დარტყმა განხორციელდა რუსეთის მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 67-ე არსენალზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ინახებოდა საარტილერიო საბრძოლო მასალა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის მიწოდებული ჭურვები. გარდა ამისა - მართვადი საჰაერო ბომბები, საზენიტო რაკეტები და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარის საბრძოლო მასალა.სოციალურ ქსელში გავრცელდა ძლიერი ხანძრის ამსახველი ვიდეოებიც. რუსეთმა ეს თავდასხმა დაადასტურა, თუმცა მათი მტკიცებით, ის წარმატებით, ზარალის გარეშე მოიგერიეს.

როგორ შეიძლება შეცვალოს ომის მიმდინარეობა ბაიდენის გადაწყვეტილებამ? - გვესაუბრება GIPA-ს პროფესორი, ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე:

- როგორც უკვე ცნობილია, ATACMS-ის ტიპის რაკეტა უკრაინელებმა გამოიყენეს რუსეთის ტერიტორიაზე - ბრიანსკის ოლქში მიზანში ამოიღეს იარაღის საწყობი და მასზე დარტყმა წარმატებით განხორციელდა. რაკეტა მოსკოვამდე არ მიწვდება, ეს არის ერთგვარი პრობლემა, რაზეც ხშირად არ საუბრობენ ხოლმე. აის არ არის ასეთი შორსმსროლელი და როცა საუბარი გვაქვს მის ეფექტურ გამოყენებაზე, მაქსიმუმი არა 300, არამედ 170კმ-ია. უფრო სწორედ, როდესაც სამიზნე დიდი ობიექტია, მისი განადგურება შესაძლებელია 300კმ-შიც, მაგრამ თუ საუბარი გვაქვს პატარა, კონკრეტულ ობიექტზე, მას შეიძლება ასცდეს...

უკრაინელები ამ რაკეტებს ძირითადად ბაზების წინააღმდეგ იყენებენ, ბაზები იმხელა სიდიდისაა, რომ მას 300კმ-შიც მოხვდება, მაგრამ შეიძლება ეს არ იყოს ბაზა და იყოს ლოჯისტიკური მომარაგების ხაზი, რომელსაც შესაძლოა ასცდეს.

ამიტომაცაა, რომ 300კმ. არ არის ძალიან დიდი მანძილი, მაგრამ ამ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტიანად შეიძლება მისი გამოყენება იმავე კურსკის, ბრიანსკის, როსტოვის ოლქებზე, შესაძლოა ვორონეჟის და კრასნოდარის ოლქსაც მისწვდეს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სასაზღვრო ზოლებს ფარავს, მაგრამ უფრო ლოჯისტიკურ ხაზებზე დარტყმას გულისხმობს.

- ანუ 300კმ. მანძილზე მფრენი აერო ბალისტიკური რაკეტები რუსეთის საბრძოლო ავიაციას ვერ მიწვდება. ამ რადიუსში რჩება რამე სამხედრო ობიექტი, რომელთა განადგურება რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის დიდ დანაკლისს გამოიწვევს?

- ამის თქმა მინდოდა, რუსეთს კასპიის ზღვის მიდამოებში რომ უყენია სტრატეგიული ავიაცია, იქამდე რაკეტები ვერ მისწვდება, მაგრამ არის ძალზე კარგი საშუალება იმისთვის, რომ მაგ. საზღვრის სიახლოვეს საწვრთნელი ბაზებს დაარტყან (გაწვეულ რუს სამხედროებს ძირითადად ამ მიდამოებში წვრთნიან, უშუალოდ სასაზღვრო ზოლის სიახლოვეს, ფრონტის ხაზიდან 100-200კმ-ში), "ატაკამსები" იქ უპრობლემოდ მიწვდება, ამიტომაც არის ეფექტური.

"სტორმ შედოუზე" და "სკალპზეც" იყო ლაპარაკი, თითქოს ინგლისელები და ფრანგები მათ გამოყენებას დათანხმდნენ, თუმცა ჯერჯერობით ბუნდოვანია ეს საკითხი. სავარაუდოა, რომ გამოიყენებენ, მით უფრო, ბალტიის ზღვაში ვიხილეთ მძიმე ინციდენტი, როცა ახლახან ეჭვმიტანილმა ჩინურმა ხომალდმა, სავარაუდოდ, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ გაწყვიტა ის მთავარი საკომუნიკაციო გადამცემი, რომელიც ბალტიის ზღვაში იყო და ფინეთს აკავშირებდა გერმანიას (მათ შორის ინტერნეტკაბელზე მაქვს საუბარი). ეს კაბელები მოიცავდა რიგ საკომუნიკაციო საშუალებებს და მათი გადაჭრა ჩვეულებრივი ირიბი თავდასხმაა ორ ქვეყანაზე, ამიტომაც ეს ევროპისთვის შეიძლება ერთგვარად იყოს კიდევ ერთი მამოძრავებელი, რომ რუსეთი ძალიან აგრესიულ შეტევებს ახორციელებს.

გერმანიაში არჩევნების შემდეგ თუკი ვიხილავთ ოლაფ შოლცის მთავრობის ქრისტიან-დემოკრატი მერცის მთავრობით შეცვლას, შესაძლოა მერცმა უკრაინას გადასცეს "ტაურუსის" რაკეტები, რომლებიც უფრო ფართო მანძილზე მოქმედებს და უფრო ეფექტიაანი საშუალებაა (დიდი რაოდენობითაა ნაწარმოები). მისი გაშვება ბალისტიკურად არ ხდება, ის არის ფრთოსანი რაკეტა, მას ჰაერიდან უშვებენ, ბევრად უფრო ადვილად წარმოებადია და უფრო იაფი. ბალისტიკური რაკეტა მიწიდან ფრინდება და მოწყვეტით ვარდება ატმოსფეროს ქვედა ფენებიდან. ფრთოსანი რაკეტა ბალისტიკურისგან განსხვავებით, მიწიდან არ ფრინდება, მას ჰაერიდან უშვებენ. მისი ფრენის მანძილი ხშირ შემთხვევაში უფრო დიდია და ზუსტად შეგიძლია ტრაექტორია შექმნა ჯიპიესურად - თუკი ბალისტიკური რაკეტა მოწყვეტით ეშვება და მისი კონტროლი აღარ შეგიძლია, ფრთოსან რაკეტას რომ დააპროგრამებ, ის შენს მიერ გაკვალულ გზაზე მიფრინდება, არა მარტო კონკრეტულ წერტილში, არამედ იმ გზას გამოიყენებს, რომელსაც შენ დაუდგენ, ამიტომ ეს რაკეტის ძალიან დიდი უპირატესობაა. დიდი ეფექტის მომტანია "სტორმ შედოუები" და თუკი მასზე მწვანე შუქი აუნთეს და ისინიც დაემატა ამ პროცესს (მცირე რაოდენობით იყო და ახლა ინგლისელები იმაზე მუშაობენ, რომ განაახლონ უკრაინისთვის წარმოება), ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს ექნებათ რუსეთის უფრო სიღრმეში დარტყმის საშუალება.

- კრემლი ამტკიცებს, რომ ბაიდენის გადაწყვეტილება ნიშნავს რუსეთი-ნატოს სამხედრო დაპირისპირების დაწყებას, რასაც მოსკოვი სათანადო პასუხს გასცემს. რა შეიძლება იყოს ეს "სათანადო პასუხი“?

- რა თქმა უნდა, არაფერი, ეს ჩვეულებრივი რუსული ბლეფია, რომელიც ბევრჯერ მოვისმინეთ - კრემლი ომის პირველი დღიდან იმუქრება, უკრაინას თუკი იარაღს გადასცემთ, ყირიმს თუ დაბომბავთ და ხიდს ააფეთქებთ, რუსეთის ტერიტორიაზე თუ შემოიჭრებით, თუკი ფინეთი და შვედეთი გაწევრდება ნატოში, საკადრის პასუხს გაგცემთ, ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ და სხვა... ყველაფერი ქნეს, მაგრამ წითელი ხაზი არცერთი გამოდგა. რა წითელ ხაზზეა საუბარი, ამასთან დაკავშირებით არაფერიც არ იქნება, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება, რომ რუსეთი არის ცარიელი დაპირებები ამ წითელ ხაზებთან მიმართებით. რუსეთს დიდი არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა მაღალი ალბათობით, რუსეთი გააგრძელებს დივერსიებს, მათ შორის ევროპის ტერიტორიაზე და მათ შორის ზამთარში. ზამთარი მოდის და მისი პასუხი იქნება ასეთი - დივერსიები უშუალოდ ენერგომომარაგებასთან მიმართებით, ეს იქნება მისი მთავარი ნიშა.

- ხომ არ გვაქვს საქმე მესამე მსოფლიო ომის პრელუდიასთან?

- არა, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, რუსეთს ამის საშუალება არ აქვს, ის უკრაინაში ვერ იგებს ომს და მართლა ნატოს ხომ არ შეებრძოლება? ობიექტურად რომ შევხედოთ, ის თუ სუიციდზე წასვლას და ნატოსთან შებრძოლებას გადაწყვეტს, ამ ომში ძალიან მალე დამარცხდება, ვინაიდან მან მთელი მისი სამხედრო პოტენციალი უკრაინაში ჩადო და იქ იბრძვის ამ აწ უკვე დასუსტებული პოტენციალით. ახლა თუ წარმოვიდგენთ, რომ უკრაინას დაემატა 10-20-უკრაინის სიმძლავრის ნატო, მასთან მომგები არავინაა.

გარდა ამისა, ამ ომის მსოფლიო ომად ქცევის სურვილი ჩინეთსაც არ აქვს, მას უნდა რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივება, მაგრამ არა მსოფლიო ომი.

მისი მთელი ეკონომიკა და სამხედრო ინდუსტრია ამ კონტროლირებად ომზე დგას, რომელშიც რუსეთი ჩინურ კურსს და ხედვას მიჰყვება ხოლმე, ხშირ შემთხვევაში. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსეთი ახლა ადგეს და თქვას, მორჩა, ჩინური კურსი აღარ მაინტერესებს და რასაც მინდა, იმას მოვიმოქმედებო.

ჩინეთს უნდა კონტროლირებადი ომი და არა ქაოსი მსოფლიოში.

- როგორც ამბობენ, ტრამპს ნაკლებად აინტერესებს უკრაინა და შეიძლება მის მიმართ ბაიდენისგან განსხვავებული მიდგომა ჰქონდეს. როგორი იქნება მისი საგარეო პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით?

- არ ვარ ამაში დარწმუნებული, ეს ყველაფერი ჯერჯერობით ბუნდოვანია. ტრამპი ყველა ვარიანტში შეეცდება ამ კონფლიქტში საკუთარი თავი წარმოაჩინოს და თუ რაღაც არ გამოუვა, მისგან შეიძლება მოველოდოთ ორ რამეს: ამ საკითხიდან უკან დახევას, ან პირიქით - "თავით გადაშვებას“, ანუ უკრაინის მასობრივ შეიარაღებას. იმის თქმა მინდა, რომ ეს კურსი აღარ გაგრძელდება, ბაიდენის კურსი დამთავრდა, ან იქნება მასობრივი დახმარების კურსი, ან საერთოდ ჩამოშორება. ტრამპის გარემოცვა აშშ-ს შიდა პოლიტიკაზეა ორიენტირებული, მაგრამ ის მომავალი მდივნები და მრჩევლები, რომლებიც მან წარადგინა , საკმაოდ კრიტიკულები და აგრესიულები იქნებიან საგარეო პოლიტიკაში. აგრესიულობა გულისხმობს იმას, რომ მართლა მოხდეს უკრაინისგან სრულიად მოწყვეტა, ან პირიქით - ადმინისტრაციის უკრაინისადმი სრული მხარდაჭერა. ეს საკითხი იქნება დიდი ცვლილებების მომტანი.