პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა - "ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო"
სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა - "ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო"
  • მთა­ვარ ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი ციკო სუ­ლი­კაშ­ვი­ლი

სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და სა­გა­რე­ჯო­ში - მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი ცე­მით მოკ­ლა. რო­გორც მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, მა­მა­კაც­მა მე­უღ­ლე 8 დღის წინ სას­ტი­კად სცე­მა.

ის რამ­დე­ნი­მე დღე კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და მკურ­ნა­ლო­ბას, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა და დღეს გარ­და­იც­ვა­ლა. მოკ­ლუ­ლი ქალი სა­გა­რე­ჯო­ე­ლი ციკო სუ­ლი­კაშ­ვი­ლია. მას ორი შვი­ლი დარ­ჩა.

  • ასე­ვე მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტიკ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

"სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. ის არა­ა­და­მი­ა­ნი ამ­ნის­ტი­ით გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან, მუდ­მი­ვად ძა­ლა­დობ­და ცი­კო­ზე. 2 შვი­ლი დარ­ჩათ, ერთი სკო­ლის მოს­წავ­ლეა, მე­ო­რე სტუ­დენ­ტი. გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რიც ყო­ფი­ლა გა­ცე­მუ­ლი, რო­გორც ვიცი. სახ­ლში მი­ა­კი­თხა, ბავ­შვს ვნა­ხა­ვო, წას­ვლი­სას უთ­ქვამს, თუ შე­იძ­ლე­ბა გა­რეთ გა­მო­დი სა­ლა­პა­რა­კო მაქ­ვსო და ქვით სცე­მა თავ­ში, ისე რომ დაყ­ვი­რე­ბაც ვერ მო­ას­წრო. გა­ხეთ­ქი­ლი ჰქონ­და თავი." - გვიყ­ვე­ბი­ან მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ახ­ლობ­ლე­ბი.

AMBEBI.GE მომ­ხდარ ფაქ­ტზე შსს-ს კო­მენ­ტარს ელო­დე­ბა. მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე მა­სა­ლა გა­ნახ­ლდე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
6

ხალხო, გადამრევთ, დროულად რომ გამოსულიყო ციხიდან, გაუჭირდებოდა მოკვლა ამ საქონელს?

321
40

მშვიდობა გვაქს მშვი! დო! ბა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა - "ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო"

სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: კაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა - "ქვით გაუხეთქა თავი, ისე რომ ციკომ დაყვირებაც ვერ მოასწრო"
  • მთავარ ფოტოზე: მოკლული ციკო სულიკაშვილი

სასტიკი დანაშაული მოხდა საგარეჯოში - მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცემით მოკლა. როგორც მოკლული ქალის ახლობლები გვიყვებიან, მამაკაცმა მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა.

ის რამდენიმე დღე კლინიკაში გადიოდა მკურნალობას, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა. მოკლული ქალი საგარეჯოელი ციკო სულიკაშვილია. მას ორი შვილი დარჩა.

  • ასევე მოკლული ქალის ახლობლების ინფორმაციით, სასტიკ დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი რამდენიმე კვირის წინ ამნისტიით გათავისუფლდა.

"საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე. 2 შვილი დარჩათ, ერთი სკოლის მოსწავლეა, მეორე სტუდენტი. გაშორებულები იყვნენ და შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გაცემული, როგორც ვიცი. სახლში მიაკითხა, ბავშვს ვნახავო, წასვლისას უთქვამს, თუ შეიძლება გარეთ გამოდი სალაპარაკო მაქვსო და ქვით სცემა თავში, ისე რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო. გახეთქილი ჰქონდა თავი." - გვიყვებიან მოკლული ქალის ახლობლები.

AMBEBI.GE მომხდარ ფაქტზე შსს-ს კომენტარს ელოდება. მიღებისთანავე მასალა განახლდება.

იხილეთ ასევე: