სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1300 ევროიანი კაბა, შეხვედრა პრინც უილიამთან და მეფესთან - ლელა მებურიშვილი დიპლომატ მეუღლესთან ერთად ბუკინგემის სასახლეში მიღებას დაესწრო (ფოტოები)
1300 ევროიანი კაბა, შეხვედრა პრინც უილიამთან და მეფესთან - ლელა მებურიშვილი დიპლომატ მეუღლესთან ერთად ბუკინგემის სასახლეში მიღებას დაესწრო (ფოტოები)

გა­სულ ღა­მეს, ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში, მეფე ჩარლზ­მა, დე­დო­ფალ­მა კა­მი­ლამ და პრინცმა უი­ლი­ამ­მა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის ყო­ველ­წლი­ურ მი­ღე­ბას უმას­პინ­ძლეს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მიწ­ვე­უ­ლი იყ­ვნენ ლონ­დონ­ში არ­სე­ბუ­ლი 170-ზე მეტი ელჩი და უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი. ღო­ნის­ძი­ე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას.

მი­ღე­ბის ფო­ტო­ე­ბი სა­მე­ფო სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა

სა­ღა­მო მო­ი­ცავ­და ოფი­ცი­ა­ლურ მი­სალ­მე­ბებს, სა­უბ­რებ­სა და ვახ­შამს სა­სახ­ლის დი­დე­ბულ გა­რე­მო­ში​.

სა­ღა­მოს ეს­წრე­ბო­და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად ქმრის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გამო წლე­ბია უკვე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. ლე­ლას მე­უღ­ლე ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე, ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის ერთ-ერთი მო­ად­გი­ლეა, ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

"ფან­ტას­ტი­კუ­რი, და­უ­ვი­წყა­რი სა­ღა­მო ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში აღ­მოჩ­ნდა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით სავ­სე. ეს ფორ­მა­ლუ­რი გა­რე­მო იმ­დე­ნად გა­ამ­სუ­ბუ­ქეს და გა­ა­ლა­მა­ზეს მას­პინ­ძლებ­მა რომ ახ­ლაც შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ ვარ. გვქონ­და პა­ტი­ვი შევ­ხვედ­რო­დით და გაგ­ვე­სა­უბ­რა მე­ფეს­თან და ასე­ვე პრინც უი­ლი­ამ­თან.“- წერს ლელა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მსა­ხი­ობ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ღა­მო­ზე არ­ჩე­ვა­ნი Amelinda Royal Taffeta Peplum Dress-ზე შე­ა­ჩე­რა, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია 21Six-ის ბრენ­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მიერ.

21Six ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლი და ქა­ლუ­რი სტი­ლის კო­ლექ­ცი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ხში­რად აერ­თი­ა­ნებს კლა­სი­კურ და თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დას. ბრენ­დი და­არ­სდა 2014 წელს და მას შემ­დეგ ინარ­ჩუ­ნებს მა­ღალ რე­პუ­ტა­ცი­ას ფუ­ფუ­ნე­ბის სეგ­მენ­ტში. კა­ბის ფასი 1365 ევ­როა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სეი
0

იმის მაგივრად, რომ დატოვოთ თანამდებობები, პოზირრბთ "ბედნიერებას" ახლა ამ მდგომარეობაში, ეს სიყალბე ვის რაში ჭირდება? რა გაქვთ სასიხარულო?? ნორმალური დიპლომატი ვინც იყო, ის პირველი გაუდგა ამათ ფაშისტურ ზრახვებს! ნარჩენებზე სანამ იცინებთ საინტერესოა! გოშიებს რა უნდა მოთხოვო ისე. დრონი მეფობენ, არა მეფენი! 

მაკო
1

გვითხრას ამ ,,დიპლომატმა" და ,,დიდმა ეკონომიკურმა მრჩეველმა", სადაზღვევო კომპანია რომ ქონდა და გააკოტრებულად გამოაცხადა, სად წაიღო ის მილიონები? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

1300 ევროიანი კაბა, შეხვედრა პრინც უილიამთან და მეფესთან - ლელა მებურიშვილი დიპლომატ მეუღლესთან ერთად ბუკინგემის სასახლეში მიღებას დაესწრო (ფოტოები)

1300 ევროიანი კაბა, შეხვედრა პრინც უილიამთან და მეფესთან - ლელა მებურიშვილი დიპლომატ მეუღლესთან ერთად ბუკინგემის სასახლეში მიღებას დაესწრო (ფოტოები)

გასულ ღამეს, ბუკინგემის სასახლეში, მეფე ჩარლზმა, დედოფალმა კამილამ და პრინცმა უილიამმა დიპლომატიური კორპუსის ყოველწლიურ მიღებას უმასპინძლეს.

ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ლონდონში არსებული 170-ზე მეტი ელჩი და უმაღლესი კომისარი. ღონისძიება მიზნად ისახავს დიპლომატიური კავშირების გაღრმავებას და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას.

მიღების ფოტოები სამეფო სახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა

საღამო მოიცავდა ოფიციალურ მისალმებებს, საუბრებსა და ვახშამს სასახლის დიდებულ გარემოში​.

საღამოს ესწრებოდა ცნობილი მსახიობი ლელა მებურიშვილიც, რომელიც ოჯახთან ერთად ქმრის დიპლომატიური სამსახურის გამო წლებია უკვე დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. ლელას მეუღლე ბაჩო საგანელიძე, ბრიტანეთში საქართველოს ელჩის ერთ-ერთი მოადგილეა, ეკონომიკური მიმართულებით.

"ფანტასტიკური, დაუვიწყარი საღამო ბუკინგემის სასახლეში აღმოჩნდა მოულოდნელობებით სავსე. ეს ფორმალური გარემო იმდენად გაამსუბუქეს და გაალამაზეს მასპინძლებმა რომ ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. გვქონდა პატივი შევხვედროდით და გაგვესაუბრა მეფესთან და ასევე პრინც უილიამთან.“- წერს ლელა სოციალურ ქსელში.

მსახიობმა მნიშვნელოვან საღამოზე არჩევანი Amelinda Royal Taffeta Peplum Dress-ზე შეაჩერა, რომელიც შექმნილია 21Six-ის ბრენდის დიზაინერების მიერ.

21Six ცნობილია თავისი დახვეწილი და ქალური სტილის კოლექციებით, რომლებიც ხშირად აერთიანებს კლასიკურ და თანამედროვე მოდას. ბრენდი დაარსდა 2014 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს მაღალ რეპუტაციას ფუფუნების სეგმენტში. კაბის ფასი 1365 ევროა.

წაიკითხეთ ასევე: