ოკუპირებულ სოხუმში მომიტინგეები ე.წ. სამთავრობო შენობებთან გაჩერებულ ტექნიკას ე.წ. თავდაცვის სამინისტროს უბრუნებენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
აქციის მონაწილეების თქმით, ტექნიკის დაბრუნებაზე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა აფხაზეთის "ოპოზიციას“ ე.წ. "პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში "სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვს დაკავებული.