კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2- წლიანი პაუზის შოლცი პუტინს ესაუბრა: რა დეტალები გასაჯაროვდა - "მისი ზარი "პანდორას ყუთია", "მინსკი-3" არ იქნება"
2- წლიანი პაუზის შოლცი პუტინს ესაუბრა: რა დეტალები გასაჯაროვდა - "მისი ზარი "პანდორას ყუთია", "მინსკი-3" არ იქნება"

შოლცმა მი­თხრა, რომ პუ­ტინ­თან და­რეკ­ვას აპი­რებ­და, მისი ზარი "პან­დო­რას ყუ­თია", "მინ­სკი-3" არ იქ­ნე­ბა - რე­ა­ლუ­რი მშვი­დო­ბა გვჭირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

"ერთ-ერთ დღე­ვან­დელ ამ­ბავ­ზე. კან­ცლე­რი შოლ­ცი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ პუ­ტი­ნის­თვის და­რეკ­ვას აპი­რებ­და. ოლა­ფის ზარი, ჩემი აზ­რით, „პან­დო­რას ყუ­თია“. ახლა შე­იძ­ლე­ბა სხვა სა­უბ­რე­ბი იყოს, სხვა ზა­რე­ბი.

უბ­რა­ლოდ ბევ­რი სი­ტყვა. ეს სწო­რედ ისაა, რაც პუ­ტინს დიდი ხა­ნია სურს: მის­თვის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იზო­ლა­ცი­ის, რუ­სე­თის იზო­ლა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა, რომ­ლე­ბიც არაფ­რით დას­რულ­დე­ბა. ისე, რო­გორც ის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­და. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და რუ­სეთს არა­ფე­რი შე­ეც­ვა­ლა თა­ვის პო­ლი­ტი­კა­ში, არ­სე­ბი­თად არა­ფე­რი გა­კე­თე­ბი­ნა და სწო­რედ ამან მიგ­ვიყ­ვა­ნა ამ ომამ­დე.

ახლა გვეს­მის ეს ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვა. ვი­ცით, რო­გორც ვი­მოქ­მე­დოთ და გვსურს გა­ვაფრ­თხი­ლოთ: „მინ­სკი-3“ არ იქ­ნე­ბა - რე­ა­ლუ­რი მშვი­დო­ბა გვჭირ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

  • გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის, შტე­ფენ ჰე­ბეშ­ტრა­ი­ტის გან­ცხა­დე­ბით, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომის შე­წყვე­ტის­კენ და ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნის­კენ მო­უ­წო­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შოლცმა „დაგ­მო უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის დამ­პყრობ­ლუ­რი ომი და მო­უ­წო­და პუ­ტინს შე­წყვი­ტოს ის და ჯა­რე­ბი გა­იყ­ვა­ნოს“.

"ფე­დე­რა­ლუ­რი კან­ცლე­რი და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და, რომ რუ­სე­თი მზად უნდა იყოს უკ­რა­ი­ნას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის სა­მარ­თლი­ა­ნი და მყა­რი მშვი­დო­ბის მი­საღ­წე­ვად და ხაზი გა­უს­ვა გერ­მა­ნი­ის ურ­ყევ ერ­თგუ­ლე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­როს უკ­რა­ი­ნას სამ­შვი­დო­ბო პრო­ცეს­ში”, - გა­ნა­ცხა­და ჰე­ბეშ­ტრა­იტ­მა.

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პუ­ტინ­თან სა­უ­ბარ­ში შოლცმა ხაზი გა­უს­ვა გერ­მა­ნი­ის ურ­ყევ მზად­ყოფ­ნას იმ­დენ ხანს გა­აგ­რძე­ლოს რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა, რამ­დე­ნიც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ოლაფ შოლ­ცი თით­ქმის 2- წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, დღეს პირ­ვე­ლად ესა­უბ­რა ვლა­დი­მერ პუ­ტინს.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიიი
1

უეჭველი სამსახური თხოვა გაზპრომში😂😂ვრჩებიო უსამსახუროდო და მოგიწოდებ რამე მიშოვოო😂😂

777
6

პუტინი რო მაგარი გონია ამ ხალხს კიდე!!! 

ავტორი:

2- წლიანი პაუზის შოლცი პუტინს ესაუბრა: რა დეტალები გასაჯაროვდა - "მისი ზარი "პანდორას ყუთია", "მინსკი-3" არ იქნება"

2- წლიანი პაუზის შოლცი პუტინს ესაუბრა: რა დეტალები გასაჯაროვდა - "მისი ზარი "პანდორას ყუთია", "მინსკი-3" არ იქნება"

შოლცმა მითხრა, რომ პუტინთან დარეკვას აპირებდა, მისი ზარი "პანდორას ყუთია", "მინსკი-3" არ იქნება - რეალური მშვიდობა გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ერთ-ერთ დღევანდელ ამბავზე. კანცლერი შოლცი მეუბნებოდა, რომ პუტინისთვის დარეკვას აპირებდა. ოლაფის ზარი, ჩემი აზრით, „პანდორას ყუთია“. ახლა შეიძლება სხვა საუბრები იყოს, სხვა ზარები.

უბრალოდ ბევრი სიტყვა. ეს სწორედ ისაა, რაც პუტინს დიდი ხანია სურს: მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია იზოლაციის, რუსეთის იზოლაციის შემცირება და ჩვეულებრივი მოლაპარაკებების წარმოება, რომლებიც არაფრით დასრულდება. ისე, როგორც ის ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა. ეს საშუალებას აძლევდა რუსეთს არაფერი შეეცვალა თავის პოლიტიკაში, არსებითად არაფერი გაკეთებინა და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ ომამდე.

ახლა გვესმის ეს ყველა გამოწვევა. ვიცით, როგორც ვიმოქმედოთ და გვსურს გავაფრთხილოთ: „მინსკი-3“ არ იქნება - რეალური მშვიდობა გვჭირდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

  • გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის, შტეფენ ჰებეშტრაიტის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

მისივე ინფორმაციით, შოლცმა „დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომი და მოუწოდა პუტინს შეწყვიტოს ის და ჯარები გაიყვანოს“.

"ფედერალური კანცლერი დაჟინებით მოითხოვდა, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად და ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ ერთგულებას მხარი დაუჭიროს უკრაინას სამშვიდობო პროცესში”, - განაცხადა ჰებეშტრაიტმა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინთან საუბარში შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ მზადყოფნას იმდენ ხანს გააგრძელოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა, რამდენიც საჭირო იქნება.

ცნობისთვის, ოლაფ შოლცი თითქმის 2- წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად ესაუბრა ვლადიმერ პუტინს.