კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ხიდი საქართველოში - უცნობი და საინტერესო ფაქტები ძველი ქვის ხიდების შესახებ
5 ხიდი საქართველოში - უცნობი და საინტერესო ფაქტები ძველი ქვის ხიდების შესახებ

ხი­დებს ადა­მი­ა­ნის­თვის თა­ვი­დან­ვე სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი სა­უ­კუ­ნის წინ მო­წეს­რიგ­და საგ­ზაო-სა­ხი­დე მშე­ნებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად რად­გან ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი დარ­გია, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე კარ­გად გან­ვი­თარ­და, რა­საც ძვე­ლი ქვის ხი­დე­ბი ადას­ტუ­რებს. მათ­გან ჩვე­ნამ­დე ზო­გი­ერ­თმა უვ­ნებ­ლად მო­აღ­წია, ზო­გი­ერ­თის - ნაშ­თია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ქვის ხი­დე­ბი ძი­რი­თა­დად სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე გვხვდე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბად არის მიჩ­ნე­უ­ლი.

“მეფე და­ვით­მა აღა­შე­ნა რა­ო­დენ­ნი ხიდ­ნი მდი­ნა­რე­თა სას­ტიკ­თა ზედა, რა­ო­დენ­ნი გზა­ნი, სა­წყი­ნოდ სა­ვალ­ნი. ქვა-ფე­ნილ ყვნა,“ - წერს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ის­ტო­რი­კო­სი ("ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა", წიგ­ნი I,1955 წ.). ამ­რი­გად, თა­ღო­ვა­ნი ხი­დე­ბი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გამ­ძლე ქვე­ბი­თა ად­გი­ლობ­რი­ვი და კი­რის დუ­ღა­ბით იქ­მნე­ბო­და, რომ­ლე­ბიც სი­ლა­მა­ზი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

xidi
რკო­ნის ხიდი

თხელ­თა­ღო­ვა­ნი ქვის ხიდი რკო­ნის მო­ნას­ტერ­თა­ნაა (კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი), რო­მე­ლიც მდი­ნა­რე თე­ძა­მის ერთი ნა­პი­რი­დან მე­ო­რე­ზეა გა­დე­ბუ­ლი. მისი სი­გა­ნე მეტრ-ნა­ხე­ვა­რია. ნა­გე­ბო­ბა მარ­ტი­ვია, მაგ­რამ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს. ხიდი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და არა მარ­ტო ად­გი­ლობ­რივ მო­ნას­ტერს, არა­მედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზაც იყო, რო­მე­ლიც ქარ­თლი­დან მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხე­თი­სა­კენ მი­დი­ო­და.

xidi
ბეს­ლე­თის ხიდი (აფხა­ზე­თი)

სო­ხუ­მი­დან 6 კმ-ში, მდი­ნა­რე ბეს­ლეთ­ზე, ქვის თა­ღო­ვა­ნი ხი­დია აგე­ბუ­ლი. ხიდს არა­ერ­თი მკვლე­ვა­რი და მოგ­ზა­უ­რი აღ­წერს. 1936 წელს აკა­დე­მი­კოს­მა ჩუ­ბი­ნაშ­ვილ­მა და­ამ­ტკი­ცა, რომ ის შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­შია შექ­მნი­ლი. აგე­ბუ­ლია ქვი­თა და კი­რის დუ­ღა­ბით, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი ბრტყე­ლი აგუ­რიც. ხი­დის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის სი­გა­ნე - 4,7 მ-ია; ხიდს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო შე­ფა­სე­ბას აძ­ლე­ვენ.

xidi
მცხე­თის მოგ­ვთა ხიდი

მოგ­ვთა ხიდი (პომ­პე­უ­სის ხიდი) არ­ქე­ო­ლო­გი­ურ-ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლია, რო­მე­ლიც მცხე­თის შე­სას­ვლელ­შია და ამ­ჟა­მად მდი­ნა­რის მიერ არის და­ფა­რუ­ლი. “პომ­პე­უ­სის ხიდი“ კი ჰქვია, მაგ­რამ პომ­პე­უ­სამ­დეც არ­სე­ბობ­და, და­ახ­ლო­ე­ბით იმ პე­რი­ო­დი­დან, როცა ვაჭ­რო­ბამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. მცხე­თა ოდით­გან­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო გზე­ბის გზა­გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. ძვ.წ.III სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს ქარ­თლის ხი­დის ყურ­ში (იგი­ვე პომ­პე­უ­სის ხიდი) ქარ­თლის მეფე ფარ­ნა­ჯომსს და­უ­სახ­ლე­ბია სპარ­სე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი მოგ­ვე­ბი და ამ ად­გილ­მა "მოგ­ვთა­კა­რი" ეს სა­ხელ­წო­დე­ბა მათ­გან მი­ი­ღო, ხოლო ხიდ­მა - "მოგ­ვთა ხიდი".

V სა­უ­კუ­ნე­ში ირა­ნე­ლებ­თან ბრძო­ლის და­წყე­ბის წინ, ხიდი ვახ­ტანგ გორ­გა­სალს შე­უ­კე­თე­ბი­ათ და 60 მა­ხა­რით გა­უ­ფარ­თო­ე­ბია.

xidi
ქუ­თა­ი­სის ხიდი

ქუ­თა­ი­სის ძვე­ლი ხიდი მდი­ნა­რე რი­ონ­ზეა აგე­ბუ­ლი. მისი პირ­ვე­ლი არ­წე­რა აკა­დე­მი­კოს გი­ულ­დენშტე­დტს ეკუთ­ვნის (სა­ქარ­თვე­ლო­ში 1770-1772 წლებ­ში იმოგ­ზა­უ­რა): “... რი­ონ­ზე არის 80 ნა­ბი­ჯი სიგ­რძი­სა და 8 ნა­ბი­ჯი სი­გა­ნის ხიდი. ორი­ვე ნა­პირ­ზე არის 2 თაღი, რომ­ლე­ბიც მდი­ნა­რე­ში აღ­წე­ვენ 25 ნა­ბი­ჯამ­დე და შე­ერ­თე­ბუ­ლი არი­ან 30 ნა­ბი­ჯის სიგ­რძის ხის ხი­დით“. ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ VIII სა­უ­კუ­ნის ნა­გე­ბო­ბაა.

xidi
მა­ხუნ­ცე­თის ხიდი

მა­ხუნ­ცე­თის თა­ღო­ვა­ნი ხიდი მდი­ნა­რე აჭა­რის­წყალ­ზეა, სა­დაც თა­ღის ყო­ველ ქვა­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლია თითო ქარ­თუ­ლი ასო, ზო­მით 25 სმ. სო­ფე­ლი მა­ხუნ­ცე­თი დაბა ქე­დი­დან 10 კმ და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს, ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურ “მა­ხუნ­ცე­თ­ჰეს­თან".

ხიდი მრა­ვალ მნახ­ველს აქვს აღ­წე­რი­ლი. მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, XI-XII სა­უ­კუ­ნე­შია აგე­ბუ­ლი, ბევ­რი იტა­ლი­ურ ხიდს ადა­რებ­და, თუმ­ცა უამ­რა­ვი ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ის ქარ­თვე­ლე­ბის მიერ არის აგე­ბუ­ლი. აჭა­რა, შავ­შე­თი, ლა­ზე­თი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­ფე­ნი­ლი ყო­ფი­ლა მკვიდ­რი და ლა­მა­ზი სა­ხი­დე ნა­გე­ბო­ბე­ბით, რა­საც დღეს მათი ნაშ­თე­ბი მოწ­მობს.

***

სა­ერ­თოდ, ხი­დებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას იძ­ლე­ვა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ აშე­ნებ­დნენ, ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და ცოდ­ნა ჰქონ­დათ. ამ ხი­დე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­უ­კუ­ნე­ებ­სა და მდი­ნა­რე­თა დი­ნე­ბას უძ­ლებს... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ხი­დე­ბის ნაშ­თე­ბი არა მარ­ტო შუა სა­უ­კუ­ნე­ებს, ძვე­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის პე­რი­ოდსაც გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ამას­თან, რო­გორც ცი­ხე­ე­ბი, კოშ­კე­ბი, ტაძ­რე­ბი - ჩვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბია.

(ტექ­სტი მომ­ზა­დე­ბუ­ლია კვე­ზე­რე­ლი-კო­პა­ძის ნაშ­რო­მის "ძვე­ლი ხი­დე­ბი" მი­ხედ­ვით)

ავტორი:

5 ხიდი საქართველოში - უცნობი და საინტერესო ფაქტები ძველი ქვის ხიდების შესახებ

5 ხიდი საქართველოში - უცნობი და საინტერესო ფაქტები ძველი ქვის ხიდების შესახებ

ხიდებს ადამიანისთვის თავიდანვე სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ საქართველოში ბევრი საუკუნის წინ მოწესრიგდა საგზაო-სახიდე მშენებლობა. შესაბამისად რადგან ერთ-ერთი უძველესი დარგია, საქართველოს ისტორიის მანძილზე კარგად განვითარდა, რასაც ძველი ქვის ხიდები ადასტურებს. მათგან ჩვენამდე ზოგიერთმა უვნებლად მოაღწია, ზოგიერთის - ნაშთია შემორჩენილი. ქვის ხიდები ძირითადად საქართველოს მდინარეებზე გვხვდება და თითოეული კულტურის ძეგლებად არის მიჩნეული.

“მეფე დავითმა აღაშენა რაოდენნი ხიდნი მდინარეთა სასტიკთა ზედა, რაოდენნი გზანი, საწყინოდ სავალნი. ქვა-ფენილ ყვნა,“ - წერს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ("ქართლის ცხოვრება", წიგნი I,1955 წ.). ამრიგად, თაღოვანი ხიდები საუკუნეების განმავლობაში გამძლე ქვებითა ადგილობრივი და კირის დუღაბით იქმნებოდა, რომლებიც სილამაზითაც გამოირჩეოდა.

xidi
რკონის ხიდი

თხელთაღოვანი ქვის ხიდი რკონის მონასტერთანაა (კასპის მუნიციპალიტეტი), რომელიც მდინარე თეძამის ერთი ნაპირიდან მეორეზეა გადებული. მისი სიგანე მეტრ-ნახევარია. ნაგებობა მარტივია, მაგრამ შთაბეჭდილებას ახდენს. ხიდი ემსახურებოდა არა მარტო ადგილობრივ მონასტერს, არამედ მნიშვნელოვანი გზაც იყო, რომელიც ქართლიდან მესხეთ-ჯავახეთისაკენ მიდიოდა.

xidi
ბესლეთის ხიდი (აფხაზეთი)

სოხუმიდან 6 კმ-ში, მდინარე ბესლეთზე, ქვის თაღოვანი ხიდია აგებული. ხიდს არაერთი მკვლევარი და მოგზაური აღწერს. 1936 წელს აკადემიკოსმა ჩუბინაშვილმა დაამტკიცა, რომ ის შუა საუკუნეებშია შექმნილი. აგებულია ქვითა და კირის დუღაბით, გამოყენებულია ქართული ბრტყელი აგურიც. ხიდის სავალი ნაწილის სიგანე - 4,7 მ-ია; ხიდს სპეციალისტები საინტერესო შეფასებას აძლევენ.

xidi
მცხეთის მოგვთა ხიდი

მოგვთა ხიდი (პომპეუსის ხიდი) არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლია, რომელიც მცხეთის შესასვლელშია და ამჟამად მდინარის მიერ არის დაფარული. “პომპეუსის ხიდი“ კი ჰქვია, მაგრამ პომპეუსამდეც არსებობდა, დაახლოებით იმ პერიოდიდან, როცა ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო. მცხეთა ოდითგანვე საერთაშორისო სავაჭრო გზების გზაგასაყარზე მდებარეობდა. ძვ.წ.III საუკუნის ბოლოს ქართლის ხიდის ყურში (იგივე პომპეუსის ხიდი) ქართლის მეფე ფარნაჯომსს დაუსახლებია სპარსეთიდან ჩამოყვანილი მოგვები და ამ ადგილმა "მოგვთაკარი" ეს სახელწოდება მათგან მიიღო, ხოლო ხიდმა - "მოგვთა ხიდი".

V საუკუნეში ირანელებთან ბრძოლის დაწყების წინ, ხიდი ვახტანგ გორგასალს შეუკეთებიათ და 60 მახარით გაუფართოებია.

xidi
ქუთაისის ხიდი

ქუთაისის ძველი ხიდი მდინარე რიონზეა აგებული. მისი პირველი არწერა აკადემიკოს გიულდენშტედტს ეკუთვნის (საქართველოში 1770-1772 წლებში იმოგზაურა): “... რიონზე არის 80 ნაბიჯი სიგრძისა და 8 ნაბიჯი სიგანის ხიდი. ორივე ნაპირზე არის 2 თაღი, რომლებიც მდინარეში აღწევენ 25 ნაბიჯამდე და შეერთებული არიან 30 ნაბიჯის სიგრძის ხის ხიდით“. ისტორიული ცნობებით დასტურდება, რომ VIII საუკუნის ნაგებობაა.

xidi
მახუნცეთის ხიდი

მახუნცეთის თაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზეა, სადაც თაღის ყოველ ქვაზე გამოკვეთილია თითო ქართული ასო, ზომით 25 სმ. სოფელი მახუნცეთი დაბა ქედიდან 10 კმ დაშორებით მდებარეობს, ჰიდროელექტროსადგურ “მახუნცეთჰესთან".

ხიდი მრავალ მნახველს აქვს აღწერილი. მეცნიერების ვარაუდით, XI-XII საუკუნეშია აგებული, ბევრი იტალიურ ხიდს ადარებდა, თუმცა უამრავი ფაქტის გათვალისწინებით, ის ქართველების მიერ არის აგებული. აჭარა, შავშეთი, ლაზეთი უძველესი დროიდან მოფენილი ყოფილა მკვიდრი და ლამაზი სახიდე ნაგებობებით, რასაც დღეს მათი ნაშთები მოწმობს.

***

საერთოდ, ხიდებზე დაკვირვება იძლევა ინფორმაციას იძლევა, რომ ადამიანები, რომლებიც მათ აშენებდნენ, ხიდების მშენებლობის საქმეში დიდი გამოცდილება და ცოდნა ჰქონდათ. ამ ხიდების უმრავლესობა საუკუნეებსა და მდინარეთა დინებას უძლებს... მნიშვნელოვანია, რომ ხიდების ნაშთები არა მარტო შუა საუკუნეებს, ძველი წელთაღრიცხვის პერიოდსაც განეკუთვნება. ამასთან, როგორც ციხეები, კოშკები, ტაძრები - ჩვენი მატერიალური კულტურის ძეგლებია.

(ტექსტი მომზადებულია კვეზერელი-კოპაძის ნაშრომის "ძველი ხიდები" მიხედვით)