სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასტრო ბათუმს" კოლეგებთან ერთად საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი სებასტიან რიპარი ეწვევა
"გასტრო ბათუმს" კოლეგებთან ერთად საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი სებასტიან რიპარი ეწვევა

ხვალ, „გას­ტრო ბა­თუმ­ზე“ მიშ­ლე­ნის ვარ­კვლა­ვის მქო­ნე რეს­ტორ­ნე­ბის შე­ფე­ბი და გას­ტრო­ნო­მი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი ქარ­თველ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ავ­თენ­ტი­კუ­რი კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე გას­ტრო­ნო­მი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რე­ბენ. ფო­რუ­მის სპი­კე­რებს შო­რი­საა გას­ტრო­ნო­მი­ის ცნო­ბი­ლი ექ­სპერ­ტე­ბი და შე­ფე­ბი საფ­რან­გე­თი­დან, შვე­ი­ცა­რი­ი­დან და სა­ბერ­ძნე­თი­დან. ფო­რუ­მის სა­პა­ტიო სტუ­მა­რია მიშ­ლე­ნი­სა და Gault et Millau-ის, სა­ერ­თა­შო­რი­სო გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ექ­სპერ­ტი სე­ბას­ტი­ან რი­პა­რი, რო­მე­ლიც ფო­რუმ­ზე XXI სა­უ­კუ­ნე­ში გას­ტრო­ნო­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ი­სა და გას­ტრო-გა­ი­დე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რებს. მას სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დებ­თან და შე­ფებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის 30 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

ფო­რუმ­ზე შე­ფე­ბის­თვის კონ­კურ­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და გას­ტრო­ნო­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რებს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით აღი­ა­რე­ბუ­ლი კონ­დი­ტე­რი ნი­კო­ლა გეღ­სიო, რო­მე­ლიც თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლი და უნი­კა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ის ამ­ჟა­მად, პა­რი­ზის Lutetia Palace-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კონ­დი­ტე­რი და პა­რი­ზის Ferrandi-ს უმაღ­ლეს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი სკო­ლის შეფ- ინ­სტრუქ­ტო­რია. სა­ინ­ტე­რე­სოა ფო­რუ­მის კი­დევ ერთი სპი­კე­რი, კუ­ლი­ნა­რი­ის ექ­სპერ­ტი ბერტრან ვა­ლეჟა, რო­მელ­საც მიშ­ლე­ნის 1* და 2* მფლო­ბელ რეს­ტორ­ნებ­სა და 5* სას­ტუმ­რო­ებ­თან მუ­შა­ო­ბის 25-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ის ფო­რუ­მის სტუმ­რებს ხმელ­თა შუა ზღვის სამ­ზა­რე­უ­ლოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ის­ტო­რი­ი­სა და მისი გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თად ეტა­პე­ბის შე­სა­ხებ გა­უ­ზი­ა­რებს გა­მოც­დი­ლე­ბას. ვა­ლეჟა "Mandarin Oriental, Costa Navarino"-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი შე­ფია. გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად, გას­ტრო ბა­თუმს წელ­საც ეწ­ვე­ვა საფ­რან­გე­თის კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და სტუ­მარ­თმას­პინ­ძლო­ბის ინ­დუსტრი­ის უმაღ­ლე­სი სკო­ლის „FERRANDI Paris“ შეფ ინ­სტრუქ­ტო­რი სტე­ფან ია­კი­ჩი და ამა­ვე სკო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ნი­კო­ლოს კა­ლი­არ­დი. ად­გი­ლობ­რივ სპი­კე­რებს შო­რის იქ­ნე­ბი­ან ბრენდ შეფი, მა­ნუ­ელ ფა­უნ­დეს ბა­რან­და, წის­ქვი­ლი ჯგუ­ფის ბრენდ შეფი ალექ­სან­დრე ნა­თა­ძე, სას­ტუმ­რო ბიზ­ნე­სის ექ­სპერ­ტი მაია წე­რე­თე­ლი, Gault&Millau სა­ქარ­თვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მია კუპ­რა­ვა და რეს­ტო­რა­ნი ოცი-ს შეფ მზა­რე­უ­ლი და დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი ნი­ნუა.

გას­ტრო ფო­რუ­მის პირ­ველ დღეს, გარ­და ოფი­ცი­ა­ლუ­რი სე­სი­ე­ბი­სა, ასე­ვე იგეგ­მე­ბა გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბუ­ლი აჭა­რუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს საჩ­ვე­ნე­ბე­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მას­ტერკლა­სი (6 COURSE მე­ნი­უს პრე­ზენ­ტა­ცია და და­გე­მოვ­ნე­ბა), რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვი შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი ირაკ­ლი თო­და­ძე - მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე "G17", იურა აგა­რი­ა­ნი - რეს­ტო­რა­ნი "რუს­თა­ვე­ლი", და­ვით თურ­მა­ნი­ძე - რეს­ტო­რა­ნი "რუს­თა­ვე­ლი', თა­მარ ბე­გი­აშ­ვი­ლი - Courtyard By Marriott Batumi და ნინო აგუმ­ბა - "Dolci 17’’ წარ­მო­ად­გე­ნენ. 17-18 ნო­ემ­ბერს კი მიშ­ლე­ნის ვარ­სკვლა­ვის მქო­ნე რეს­ტორ­ნე­ბის შე­ფე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მზა­რე­უ­ლე­ბის­თვის ჩა­ა­ტა­რე­ბენ თევ­ზის, ხორ­ცი­სა და კონ­დი­ტე­რი­ის მას­ტერკლა­სებს. ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში ასე­ვე იგეგ­მე­ბა ვი­დე­ო­რე­ცეპ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბაც. მათი ნახ­ვა მსურ­ვე­ლებს serviceajara.ge-ზე შე­ეძ­ლე­ბათ. ფო­რუმ­ზე დას­წრე­ბა ად­გი­ლობ­რივ შე­ფებს, მზა­რე­უ­ლებს, რეს­ტო­რა­ტო­რებს და ზო­გა­დად, გას­ტრო­ნო­მი­ულ ტუ­რიზ­მში ჩარ­თულ პი­რებს შე­უძ­ლია.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გასტრო ბათუმს" კოლეგებთან ერთად საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი სებასტიან რიპარი ეწვევა

"გასტრო ბათუმს" კოლეგებთან ერთად საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი სებასტიან რიპარი ეწვევა

ხვალ, „გასტრო ბათუმზე“ მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ ისაუბრებენ. ფორუმის სპიკერებს შორისაა გასტრონომიის ცნობილი ექსპერტები და შეფები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და საბერძნეთიდან. ფორუმის საპატიო სტუმარია მიშლენისა და Gault et Millau-ის, საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი სებასტიან რიპარი, რომელიც ფორუმზე XXI საუკუნეში გასტრონომიის განვითარების ისტორიისა და გასტრო-გაიდების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს. მას საერთაშორისო ბრენდებთან და შეფებთან თანამშრომლობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს.

ფორუმზე შეფებისთვის კონკურსების მნიშვნელობასა და გასტრონომიის განვითარებაზე ისაუბრებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული კონდიტერი ნიკოლა გეღსიო, რომელიც თავისი დახვეწილი და უნიკალური ნამუშევრებით გამოირჩევა. ის ამჟამად, პარიზის Lutetia Palace-ის აღმასრულებელი კონდიტერი და პარიზის Ferrandi-ს უმაღლეს კულინარიული სკოლის შეფ- ინსტრუქტორია. საინტერესოა ფორუმის კიდევ ერთი სპიკერი, კულინარიის ექსპერტი ბერტრან ვალეჟა, რომელსაც მიშლენის 1* და 2* მფლობელ რესტორნებსა და 5* სასტუმროებთან მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ფორუმის სტუმრებს ხმელთა შუა ზღვის სამზარეულოს ჩამოყალიბების ისტორიისა და მისი განვითარების ძირითად ეტაპების შესახებ გაუზიარებს გამოცდილებას. ვალეჟა "Mandarin Oriental, Costa Navarino"-ს აღმასრულებელი შეფია. გასული წლის მსგავსად, გასტრო ბათუმს წელსაც ეწვევა საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი და ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი. ადგილობრივ სპიკერებს შორის იქნებიან ბრენდ შეფი, მანუელ ფაუნდეს ბარანდა, წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი ალექსანდრე ნათაძე, სასტუმრო ბიზნესის ექსპერტი მაია წერეთელი, Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი მია კუპრავა და რესტორანი ოცი-ს შეფ მზარეული და დამფუძნებელი გიორგი ნინუა.

გასტრო ფორუმის პირველ დღეს, გარდა ოფიციალური სესიებისა, ასევე იგეგმება გათანამედროვებული აჭარული სამზარეულოს საჩვენებელი კულინარიული მასტერკლასი (6 COURSE მენიუს პრეზენტაცია და დაგემოვნება), რომელსაც ადგილობრივი შეფ-მზარეულები ირაკლი თოდაძე - მულტიფუნქციური სივრცე ,,G17'', იურა აგარიანი - რესტორანი ,,რუსთაველი'', დავით თურმანიძე - რესტორანი ,,რუსთაველი', თამარ ბეგიაშვილი - Courtyard By Marriott Batumi და ნინო აგუმბა - ,,Dolci 17’’ წარმოადგენენ. 17-18 ნოემბერს კი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები ადგილობრივი მზარეულებისთვის ჩაატარებენ თევზის, ხორცისა და კონდიტერიის მასტერკლასებს. ფორუმის ფარგლებში ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია.

NS