სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტვენა ისრაელის ჰიმნის დროს, ჩხუბი, გაძლიერებული უსაფრთხოება და რეკორდულად ცოტა გულშემატკივარი სტადიონზე - რა ხდებოდა  საფრანგეთი-ისრაელის მატჩზე?
სტვენა ისრაელის ჰიმნის დროს, ჩხუბი, გაძლიერებული უსაფრთხოება და რეკორდულად ცოტა გულშემატკივარი სტადიონზე - რა ხდებოდა  საფრანგეთი-ისრაელის მატჩზე?

ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს, Stade de France-ზე ის­რა­ე­ლი­სა და საფ­რან­გე­თის გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და. სი­ტუ­ა­ცია პო­ლი­ცი­ამ გან­მუხ­ტა.

გა­სულ კვი­რას, ნი­დერ­ლან­დებ­ში აიაქსსა და მა­კა­ბი თელ-ავივს შო­რის მატჩზე მომ­ხდა­რი ან­ტი­სე­მი­ტუ­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბი­სა და ხუ­ლიგ­ნო­ბის შემ­დეგ, მზარ­დი და­ძა­ბუ­ლო­ბის გამო, ერთა ლი­გის მატ­ჩი საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "მა­ღა­ლი რის­კის" მქო­ნედ და­ა­სა­ხე­ლა.

  • ინ­ცი­დენ­ტი თა­მა­შის და­წყე­ბი­დან მხო­ლოდ ათი წუ­თის, 20:45 სა­ათ­ზე და­ი­წყო, რო­დე­საც ზედა ტრი­ბუ­ნებ­ზე გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მცი­რე ჯგუ­ფი შე­ე­ტა­კა ერ­თმა­ნეთს, რა­მაც სტა­დი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია.

იქვე გან­თავ­სე­ბუ­ლი სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მი მზად იყო, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­რე­უ­ლი­ყო. მატ­ჩის და­წყე­ბამ­დე, ხალ­ხი ის­რა­ე­ლის ეროვ­ნულ ჰიმნს სტვე­ნით შეხ­ვდა, რა­მაც ისე­დაც და­ძა­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო კი­დევ უფრო და­ძა­ბა. თუმ­ცა, შე­ტა­კე­ბის მი­ზე­ზი გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი მატჩს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან, მათ შო­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ბრუ­ნო რე­ტა­ი­ოს­თან და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ მი­შელ ბარ­ნი­ეს­თან ერ­თად და­ეს­წრო, რი­თაც ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ხა­ტა.

"ჩვენ ან­ტი­სე­მი­ტიზმს არ­სად და­ვუშ­ვებთ, და ძა­ლა­დო­ბა და და­ში­ნე­ბა, მათ შო­რის, საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ვე­რას­დროს გა­ი­მარ­ჯვებს," - გა­ნა­ცხა­და მაკ­რონ­მა BFMTV-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. მან მკაც­რად დაგ­მო რო­გორც ან­ტი­სე­მი­ტიზ­მი, ასე­ვე მატჩთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რე­ბი.

ის­რა­ელ­სა და საფ­რან­გეთს შო­რის გა­მარ­თულ მატჩზე, რო­მე­ლიც უგო­ლოდ დას­რულ­და, ტრი­ბუ­ნებ­ზე ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი - ფრან­სუა ოლან­დი და ნი­კო­ლა სარ­კო­ზიც გა­მოჩ­ნდნენ.

80,000-ად­გი­ლი­ან სტა­დი­ონ­ზე თა­მაშს 20,000-ზე ნაკ­ლე­ბი მა­ყუ­რე­ბე­ლი და­ეს­წრო, რაც, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რე­კორ­დუ­ლად და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. და­ბა­ლი დას­წრე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ის­რა­ე­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მიერ გა­ცე­მუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის შე­დე­გია.

სტა­დი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 1,500 უსაფრ­თხო­ე­ბის პერ­სო­ნალ­თან ერ­თად და­ახ­ლო­ე­ბით 4,000 პო­ლი­ცი­ე­ლი პატ­რუ­ლი­რებ­და. ამა­სო­ბა­ში, ის­რა­ე­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 100 გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა უგუ­ლე­ბელ­ყო მთავ­რო­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გამ­გზავ­რე­ბის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ.

სტა­დი­ო­ნის გა­რეთ, და­ახ­ლო­ე­ბით 2 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი პრო-პა­ლეს­ტი­ნე­ლი დე­მონ­სტრან­ტი შე­იკ­რი­ბა. ისი­ნი მატ­ჩის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად პა­ლეს­ტი­ნის დრო­შებს აფ­რი­ა­ლებ­დნენ, ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე ლი­ბა­ნურ და ალ­ჟი­რულ დრო­შას.

"ჩვენ გე­ნო­ცი­დით არ ვთა­მა­შობთ," - ეწე­რა ერთ ბა­ნერ­ზე, ღა­ზას ომზე მი­ნიშ­ნე­ბით.

რო­დე­საც ჯგუფ­მა სტა­დი­ო­ნის­კენ სვლა და­ი­წყო, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პო­ლი­ცია ჩა­ე­რია და ის შემ­დგო­მი არე­უ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად შე­ა­კა­ვა.

ფრან­გმა დე­პუ­ტატ­მა ერიკ კო­კე­რელ­მა მე­მარ­ცხე­ნე პარ­ტია "და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი საფ­რან­გე­თი­დან" მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია გა­აკ­რი­ტი­კა, ისე­ვე, რო­გორც მაკ­რო­ნის დას­წრე­ბა მატჩზე და მი­უ­თი­თა, რომ ფრან­გი ლი­დე­რე­ბის ყოფ­ნა ღა­ზა­ში მზარ­დი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე არას­წორ გზავ­ნილს აგ­ზავ­ნი­და.

"ამ მატჩს, რო­მე­ლიც ყვე­ლამ იცის, რომ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, ეს­წრე­ბა პრე­ზი­დენ­ტი მაკ­რო­ნი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ნი­კო­ლა სარ­კო­ზი და ფრან­სუა ოლან­დი. რას ელით, რომ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ გა­ი­გო­ნებს რა­ი­მე სხვა მი­ნიშ­ნე­ბას, გარ­და ასე­თი­სა: 'შე­გიძ­ლი­ათ, გა­აგ­რძე­ლოთ ღა­ზას გა­ნად­გუ­რე­ბა”? ეს უბ­რა­ლოდ, სკან­და­ლია. წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ საფ­რან­გე­თი-რუ­სე­თის მატ­ჩი. ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი პა­ტივს მი­ა­გებ­და ამ შეხ­ვედ­რას თა­ვი­სი დას­წრე­ბით? ცხა­დია, არა. მა­შინ, როცა ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ორ აგ­რე­სორ ქვე­ყა­ნას­თან," - თქვა მან.

საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ლო­რან ნუ­ნი­ეს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ძა­ლე­ბი სიფრ­თხი­ლეს იჩენ­დნენ, გა­მომ­დი­ნა­რე ნი­დერ­ლან­დებ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან. "რაც ჩვენ ვის­წავ­ლეთ არის ის, რომ სა­ჯა­რო სივ­რცე­ში უნდა ვი­ყოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის სტა­დი­ო­ნი­დან მო­შო­რე­ბი­თაც," - გა­ნა­ცხა­და მან.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
9

ეს იყო ფეხბურთი ? ევროპა თუ აზრზე არ მოვიდა მალე ცარიელ ტრიბუნებთან ერთად შეეჩვევიან თამაშს .... .

ანა
16

იქნებ ამიხსნათ ვინმემ, კი ბატონო რუსეთი აგრესორია და ებრძოლეთ მას, მაგრამ რა დააშავეს ამ ქვეყნის სპორტსმენებმა, ანდა ხელოვანებმა რომ მოკვეთეს დანარჩენი მსოფლიოდან. კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვსო, მაშ რატომ ათამაშებთ იაშინი პრიზებს. ანდა ამ მატჩების შემყურე კითხვა არ უჩნდება ვინმეს, აგრესორი მხოლოდ რუსეთია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

სტვენა ისრაელის ჰიმნის დროს, ჩხუბი, გაძლიერებული უსაფრთხოება და რეკორდულად ცოტა გულშემატკივარი სტადიონზე - რა ხდებოდა  საფრანგეთი-ისრაელის მატჩზე?

სტვენა ისრაელის ჰიმნის დროს, ჩხუბი, გაძლიერებული უსაფრთხოება და რეკორდულად ცოტა გულშემატკივარი სტადიონზე - რა ხდებოდა  საფრანგეთი-ისრაელის მატჩზე?

ხუთშაბათს საღამოს, Stade de France-ზე ისრაელისა და საფრანგეთის გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა. სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

გასულ კვირას, ნიდერლანდებში აიაქსსა და მაკაბი თელ-ავივს შორის მატჩზე მომხდარი ანტისემიტური ინციდენტებისა და ხულიგნობის შემდეგ, მზარდი დაძაბულობის გამო, ერთა ლიგის მატჩი საფრანგეთის ხელისუფლებამ "მაღალი რისკის" მქონედ დაასახელა.

  • ინციდენტი თამაშის დაწყებიდან მხოლოდ ათი წუთის, 20:45 საათზე დაიწყო, როდესაც ზედა ტრიბუნებზე გულშემატკივართა მცირე ჯგუფი შეეტაკა ერთმანეთს, რამაც სტადიონის უსაფრთხოების სწრაფი რეაგირება გამოიწვია.

იქვე განთავსებული სპეცდანიშნულების რაზმი მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში ჩარეულიყო. მატჩის დაწყებამდე, ხალხი ისრაელის ეროვნულ ჰიმნს სტვენით შეხვდა, რამაც ისედაც დაძაბული ატმოსფერო კიდევ უფრო დაძაბა. თუმცა, შეტაკების მიზეზი გაურკვეველი რჩება.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მატჩს მაღალჩინოსნებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრ ბრუნო რეტაიოსთან და პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიესთან ერთად დაესწრო, რითაც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ სოლიდარობა გამოხატა.

"ჩვენ ანტისემიტიზმს არსად დავუშვებთ, და ძალადობა და დაშინება, მათ შორის, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ვერასდროს გაიმარჯვებს," - განაცხადა მაკრონმა BFMTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მან მკაცრად დაგმო როგორც ანტისემიტიზმი, ასევე მატჩთან დაკავშირებული ძალადობის მუქარები.

ისრაელსა და საფრანგეთს შორის გამართულ მატჩზე, რომელიც უგოლოდ დასრულდა, ტრიბუნებზე ყოფილი პრეზიდენტები - ფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზიც გამოჩნდნენ.

80,000-ადგილიან სტადიონზე თამაშს 20,000-ზე ნაკლები მაყურებელი დაესწრო, რაც, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. დაბალი დასწრება, სავარაუდოდ, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გაცემული გაფრთხილების შედეგია.

სტადიონის ტერიტორიაზე, 1,500 უსაფრთხოების პერსონალთან ერთად დაახლოებით 4,000 პოლიციელი პატრულირებდა. ამასობაში, ისრაელიდან დაახლოებით 100 გულშემატკივარმა უგულებელყო მთავრობის გაფრთხილება, რომ სპორტულ ღონისძიებებზე გამგზავრებისგან თავი შეეკავებინათ.

სტადიონის გარეთ, დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით, რამდენიმე ასეული პრო-პალესტინელი დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი მატჩის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად პალესტინის დროშებს აფრიალებდნენ, ასევე, რამდენიმე ლიბანურ და ალჟირულ დროშას.

"ჩვენ გენოციდით არ ვთამაშობთ," - ეწერა ერთ ბანერზე, ღაზას ომზე მინიშნებით.

როდესაც ჯგუფმა სტადიონისკენ სვლა დაიწყო, სპეცდანიშნულების პოლიცია ჩაერია და ის შემდგომი არეულობის თავიდან ასაცილებლად შეაკავა.

ფრანგმა დეპუტატმა ერიკ კოკერელმა მემარცხენე პარტია "დაუმორჩილებელი საფრანგეთიდან" მთავრობის პოზიცია გააკრიტიკა, ისევე, როგორც მაკრონის დასწრება მატჩზე და მიუთითა, რომ ფრანგი ლიდერების ყოფნა ღაზაში მზარდი დაძაბულობის ფონზე არასწორ გზავნილს აგზავნიდა.

"ამ მატჩს, რომელიც ყველამ იცის, რომ მეორეხარისხოვანია, ესწრება პრეზიდენტი მაკრონი, პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა სარკოზი და ფრანსუა ოლანდი. რას ელით, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ გაიგონებს რაიმე სხვა მინიშნებას, გარდა ასეთისა: 'შეგიძლიათ, გააგრძელოთ ღაზას განადგურება”? ეს უბრალოდ, სკანდალია. წარმოვიდგინოთ საფრანგეთი-რუსეთის მატჩი. ემანუელ მაკრონი პატივს მიაგებდა ამ შეხვედრას თავისი დასწრებით? ცხადია, არა. მაშინ, როცა ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ორ აგრესორ ქვეყანასთან," - თქვა მან.

საფრანგეთის პოლიციის უფროსმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ მისი ძალები სიფრთხილეს იჩენდნენ, გამომდინარე ნიდერლანდებში მიღებული გამოცდილებიდან. "რაც ჩვენ ვისწავლეთ არის ის, რომ საჯარო სივრცეში უნდა ვიყოთ წარმოდგენილი, მათ შორის სტადიონიდან მოშორებითაც," - განაცხადა მან.

წყარო