საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ქორწინება და შვიდი შვილი - ვინ არის არმიის ვეტერანი, Fox-ის წამყვანი, რომელსაც ტრამპი თავდაცვის მდივნობას ურთულესი გლობალური კრიზისის დროს ანდობს
სამი ქორწინება და შვიდი შვილი - ვინ არის არმიის ვეტერანი, Fox-ის წამყვანი, რომელსაც ტრამპი თავდაცვის მდივნობას ურთულესი გლობალური კრიზისის დროს ანდობს

დო­ნალდ ტრამპმა Fox News წამ­ყვა­ნი პიტ ჰეგ­სე­თი თავ­დაც­ვის მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ა­სა­ხე­ლა. პიტი გარ­და ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბი­სა, არ­მი­ის ვე­ტე­რა­ნია და აშშ-ში პო­პუ­ლა­რუ­ლი პერ­სო­ნაა. მე­დია წერს, რომ პენ­ტა­გონ­ში ტრამ­პის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სი­ხა­რუ­ლით არ შეხ­ვდნენ და ბევ­რის­თვის "შო­კის­მომ­გვრე­ლის" კი აღ­მოჩ­ნდა

ჰეგ­სე­თი ავ­ღა­ნეთ­სა და ერაყ­ში მსა­ხუ­რობ­და. ეს ფოტო კი ერაყ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი

"პი­ტის ხელ­ში ჩვე­ნი არ­მია კვლავ დი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და ამე­რი­კა უკან არა­სო­დეს და­ი­ხევს“. - თქვა ტრამპმა პი­ტის შე­სა­ხებ.

44 წლის ჰეგ­სეთს მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ტრამ­პთან. ცნო­ბი­ლია, რომ აშშ-ის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი მის კან­დი­და­ტუ­რას წინა პრე­ზი­დენ­ტო­ბის დრო­საც გა­ნი­ხი­ლავ­და. რო­გორც Associated Press წერს, ჰეგ­სე­თი ტრამპს მო­უ­წო­დებ­და, სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა.

Pete_Hegseth

  • რა არის ცნო­ბი­ლი პიტ ჰეგ­სე­თის შე­სა­ხებ?

ის Fox News-ის სახე და Fox & Friends Weekend-ის ავ­ტო­რი და თა­ნა­წამ­ყვა­ნია. პი­ტი­სა და დო­ნალდ ტრამ­პის მე­გობ­რო­ბა ჯერ კი­დევ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს და­ი­წყო, რო­დე­საც დო­ნალ­დი მისი შოუს რე­გუ­ლა­რუ­ლი სტუ­მა­რი გახ­და. "ჰეგ­სეთს აქვს სამ­ხედ­რო ცოდ­ნა და სამ­ხედ­რო სა­კი­თხე­ბის ღრმა ანა­ლი­ზის უნა­რი", - აცხა­დე­ბენ Fox News-ში.

ის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ავ­ტო­რია, მათ შო­რის: "ომი მე­ომ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ: იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ღა­ლა­ტის მიღ­მა, რომ­ლე­ბიც ჩვენს თა­ვი­სუფ­ლე­ბას იცა­ვენ."

Pete_Hegseth

  • მარ­თა­ლია ჰეგ­სე­თი არ­მი­ის ვე­ტე­რა­ნია, მაგ­რამ არ აქვს უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო, ან ეროვ­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

2003 წელს, პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ჰეგ­სე­თი არ­მი­ის ქვე­ით­თა კა­პი­ტა­ნი გახ­და. ის ავ­ღა­ნეთ­სა და ერაყ­ში, ასე­ვე, გუ­ან­ტა­ნა­მო­ში მსა­ხუ­რობ­და.

ჰეგ­სე­თი იცავ­და სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს. 2019 წელს მო­უ­წო­და ტრამპს, შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა აშშ-ს სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულ­ში იყ­ვნენ ბრალ­დე­ბულ­ნი. ამ­ბობ­და, რომ თუ ტრამ­პი მათ შე­ი­წყა­ლებ­და, ეს "სა­ო­ცა­რი იქ­ნე­ბო­და".

პიტ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ სხე­ულ­ზე არა­ერ­თი ტატუ აქვს

ძა­ლის­ხმე­ვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ტრამპმა იმ წელს აშშ-ის არ­მი­ის ყო­ფი­ლი ჯა­რის­კა­ცი შე­ი­წყა­ლა ასე­ვე შე­ი­წყა­ლა ყო­ფი­ლი ლე­ი­ტე­ნან­ტი, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბის­თვის იყო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი მას შემ­დეგ, რაც თა­ვის ხალ­ხს უბ­რძა­ნა, ცე­ცხლი გა­ეხ­სნათ სამი ავ­ღა­ნე­ლის­თვის, რო­მელ­თა­გან ორი და­ი­ღუ­პა.

ჰეგ­სე­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სე­ბის სე­რი­ის დროს მო­დის. მათ შო­რი­საა, რუ­სე­თის ომი უკ­რა­ი­ნა­ში, ირა­ნის პრო­ქ­სე­ბის მიმ­დი­ნა­რე თავ­დას­ხმე­ბი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, რუ­სე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მზარ­დი ალი­ან­სი.

  • თავ­დაც­ვის მდივ­ნის პოს­ტი ტრამ­პის პირ­ვე­ლი ვა­დის დროს საკ­მა­ოდ ცვა­ლე­ბა­დი იყო. ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი ხუთ­ჯერ შეც­ვა­ლეს.

ჰეგ­სე­თი მი­ნე­ა­პო­ლის­ში, მი­ნო­სე­ტა­ში და­ი­ბა­და. ამ­ჟა­მად ცხოვ­რობს ტე­ნე­სის შტატ­ში მე­უღ­ლეს­თან. ის სამ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ჰყავს შვი­დი შვი­ლი - მათ­გან 4 არის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლი, ხოლო სამი ბავ­შვი მე­სა­მე ცო­ლის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან და მათ შვი­ლე­ბად აღი­ა­რებს,

ჰეგ­სე­თი ცოლ­თან და შვიდ შვილ­თან ერ­თად

ჰეგ­სე­თი პირ­ველ ცოლს, მე­რე­დიტ შვარცს 2009 წელს და­შორ­და და 2010 წელს და­ქორ­წინ­და სა­მან­ტა დი­რინგზე, რო­მელ­თა­ნაც სამი შვი­ლი ჰყავს. 2017 წელს, რო­დე­საც პიტი ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო, მე­ო­თხე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა Fox-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ პრო­დი­უ­სერ ჯე­ნი­ფერ რა­უ­შე­ტის­გან.

ამ ამ­ბის შემ­დეგ ცოლს და­შორ­და. 2019 წელს ჰეგ­სეტ­მა Fox-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ პრო­დი­უ­სერ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად იქორ­წი­ნა და დღემ­დე მას­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიმა
0

ლალი-ს შენმა პრეზიდენტმა მიშამ ყველას აჯობა მაგ საქმეში, დამშვიდდით!

გიორგი
19

ეს რომ ამერიკელმა მეტ. ე ლიბერასტებმა გაიგეს თურმე ,იმდენად აღშფოთდნენ და შეძრწუდნენ.სასწრაფოდ გირჩი ჯაფარას პოზაში ჩადგნენ და ეკრანებს მუშვრეს პროტესტის ნიშნად! :)))

ავტორი:

სამი ქორწინება და შვიდი შვილი - ვინ არის არმიის ვეტერანი, Fox-ის წამყვანი, რომელსაც ტრამპი თავდაცვის მდივნობას ურთულესი გლობალური კრიზისის დროს ანდობს

სამი ქორწინება და შვიდი შვილი - ვინ არის არმიის ვეტერანი, Fox-ის წამყვანი, რომელსაც ტრამპი თავდაცვის მდივნობას ურთულესი გლობალური კრიზისის დროს ანდობს

დონალდ ტრამპმა Fox News წამყვანი პიტ ჰეგსეთი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაასახელა. პიტი გარდა ტელეწამყვანობისა, არმიის ვეტერანია და აშშ-ში პოპულარული პერსონაა. მედია წერს, რომ პენტაგონში ტრამპის ამ გადაწყვეტილებას სიხარულით არ შეხვდნენ და ბევრისთვის "შოკისმომგვრელის" კი აღმოჩნდა

ჰეგსეთი ავღანეთსა და ერაყში მსახურობდა. ეს ფოტო კი ერაყშია გადაღებული

"პიტის ხელში ჩვენი არმია კვლავ დიდებული იქნება და ამერიკა უკან არასოდეს დაიხევს“. - თქვა ტრამპმა პიტის შესახებ.

44 წლის ჰეგსეთს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპთან. ცნობილია, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი მის კანდიდატურას წინა პრეზიდენტობის დროსაც განიხილავდა. როგორც Associated Press წერს, ჰეგსეთი ტრამპს მოუწოდებდა, სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული პატიმრები გაეთავისუფლებინა.

Pete_Hegseth

  • რა არის ცნობილი პიტ ჰეგსეთის შესახებ?

ის Fox News-ის სახე და Fox & Friends Weekend-ის ავტორი და თანაწამყვანია. პიტისა და დონალდ ტრამპის მეგობრობა ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, როდესაც დონალდი მისი შოუს რეგულარული სტუმარი გახდა. "ჰეგსეთს აქვს სამხედრო ცოდნა და სამხედრო საკითხების ღრმა ანალიზის უნარი", - აცხადებენ Fox News-ში.

ის რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორის: "ომი მეომრების წინააღმდეგ: იმ ადამიანების ღალატის მიღმა, რომლებიც ჩვენს თავისუფლებას იცავენ."

Pete_Hegseth

  • მართალია ჰეგსეთი არმიის ვეტერანია, მაგრამ არ აქვს უმაღლესი სამხედრო, ან ეროვნულ უსაფრთხოებაში მუშაობის გამოცდილება.

2003 წელს, პრინსტონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჰეგსეთი არმიის ქვეითთა კაპიტანი გახდა. ის ავღანეთსა და ერაყში, ასევე, გუანტანამოში მსახურობდა.

ჰეგსეთი იცავდა სამხედრო დანაშაულში ბრალდებულ სამხედრო მოსამსახურეებს. 2019 წელს მოუწოდა ტრამპს, შეეწყალებინა აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო დანაშაულში იყვნენ ბრალდებულნი. ამბობდა, რომ თუ ტრამპი მათ შეიწყალებდა, ეს "საოცარი იქნებოდა".

პიტმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სხეულზე არაერთი ტატუ აქვს

ძალისხმევა წარმატებული აღმოჩნდა, ტრამპმა იმ წელს აშშ-ის არმიის ყოფილი ჯარისკაცი შეიწყალა ასევე შეიწყალა ყოფილი ლეიტენანტი, რომელიც მკვლელობისთვის იყო მსჯავრდადებული მას შემდეგ, რაც თავის ხალხს უბრძანა, ცეცხლი გაეხსნათ სამი ავღანელისთვის, რომელთაგან ორი დაიღუპა.

ჰეგსეთი თანამდებობაზე გლობალური კრიზისების სერიის დროს მოდის. მათ შორისაა, რუსეთის ომი უკრაინაში, ირანის პროქსების მიმდინარე თავდასხმები ახლო აღმოსავლეთში, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მზარდი ალიანსი.

  • თავდაცვის მდივნის პოსტი ტრამპის პირველი ვადის დროს საკმაოდ ცვალებადი იყო. ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის მდივანი ხუთჯერ შეცვალეს.

ჰეგსეთი მინეაპოლისში, მინოსეტაში დაიბადა. ამჟამად ცხოვრობს ტენესის შტატში მეუღლესთან. ის სამჯერ იყო დაქორწინებული. ჰყავს შვიდი შვილი - მათგან 4 არის ბიოლოგიური შვილი, ხოლო სამი ბავშვი მესამე ცოლის პირველი ქორწინებიდან და მათ შვილებად აღიარებს,

ჰეგსეთი ცოლთან და შვიდ შვილთან ერთად

ჰეგსეთი პირველ ცოლს, მერედიტ შვარცს 2009 წელს დაშორდა და 2010 წელს დაქორწინდა სამანტა დირინგზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს. 2017 წელს, როდესაც პიტი ქორწინებაში იყო, მეოთხე შვილი შეეძინა Fox-ის აღმასრულებელ პროდიუსერ ჯენიფერ რაუშეტისგან.

ამ ამბის შემდეგ ცოლს დაშორდა. 2019 წელს ჰეგსეტმა Fox-ის აღმასრულებელ პროდიუსერზე ოფიციალურად იქორწინა და დღემდე მასზეა დაქორწინებული.

ნახეთ ასევე: