სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის ცნობით, ამსტერდამში მომხდარი "ანტისემიტური თავდასხმები" წინასწარ იყო დაგეგმილი - ქალაქში კვლავ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს: რას აცხადებენ დაკავებულებზე?
ისრაელის ცნობით, ამსტერდამში მომხდარი "ანტისემიტური თავდასხმები" წინასწარ იყო დაგეგმილი - ქალაქში კვლავ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს: რას აცხადებენ დაკავებულებზე?

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა დე­ტა­ლე­ბი ამ­სტერ­და­მის "აიაქ­სი­სა" და თელ-ავი­ვის "მა­კა­ბის" მატ­ჩის შემ­დგო­მი ძა­ლა­დო­ბის გამო და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ძა­ლა­დობ­რი­ვი ინ­ცი­დენ­ტე­ბი ხუთ­შა­ბათს ღა­მით მოხ­და.

მომ­ხდა­რი, რო­მე­ლიც ამ­სტერ­და­მის მერ­მა ფემ­კე ჰალ­სე­მამ აღ­წე­რა, რო­გორც "მა­კა­ბის" გულ­შე­მატ­კივ­რებ­ზე სკუ­ტე­რი­ა­ნი ბი­ჭე­ბის თავ­დას­ხმე­ბი (მათ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ეჯა­ხე­ბოდ­ნენ და გარ­ბოდ­ნენ), სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ჰო­ლან­დი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დიკ შოფ­მა და აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ქმე­დე­ბე­ბი მკაც­რად დაგ­მეს.

ამ­სტერ­და­მის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა პი­ტერ ჰო­ლამ გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­ცი­დენ­ტე­ბი ორი­ვე მხრი­დან და­ფიქ­სირ­და და ოთხშა­ბათს ღა­მით და­ი­წყო, რო­დე­საც "მა­კა­ბის" გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ერთ-ერთი შე­ნო­ბი­დან პა­ლეს­ტი­ნის დრო­შა ჩა­მოხ­სნეს და ტაქ­სი და­ა­ზი­ა­ნეს.

მისი თქმით, და­კა­ვე­ბულ­თა­გან, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვა­ში, მათ ჯა­რი­მა გა­და­ი­ხა­დეს და გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. ათი პირი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია შე­უ­რა­ცხყო­ფა­ში, ვან­და­ლიზმსა და პი­რო­ტექ­ნი­კის უკა­ნო­ნო ფლო­ბა­ში. კი­დევ ათი შემ­თხვე­ვი­დან ოთხი მცი­რე დარ­ღვე­ვე­ბის­თვის და­ჯა­რიმ­და, ხოლო ორი საქ­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო და­ი­ხუ­რა.

ამ­სტერ­დამ­სა და ახ­ლომ­დე­ბა­რე ამ­სტელ­ვე­ინ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. აკ­რძა­ლუ­ლია დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი, ებ­რა­ულ შე­ნო­ბებ­თან გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი, პო­ლი­ცი­ას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ჩე­რე­ბი­სა და შე­მოწ­მე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი უფ­ლე­ბე­ბი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.

კვი­რას პრო­პა­ლეს­ტი­ნუ­რი აქ­ცია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­შა­ლეს - ასო­ბით დე­მონ­სტრან­ტმა შეკ­რე­ბის აკ­რძალ­ვა და­არ­ღვია, მათ დე­და­ქა­ლა­ქის მო­ე­დან Dam-ზე მო­ი­ყა­რეს თავი და ღა­ზა­ში ძა­ლა­დო­ბის შე­წყვე­ტი­სა და "თა­ვი­სუ­ფა­ლი პა­ლეს­ტი­ნის" შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნებს სკან­დი­რებ­დნენ. პო­ლი­ცი­ამ ად­გი­ლი­დან 300-ზე მეტი პრო­პა­ლეს­ტი­ნე­ლი დე­მონ­სტრან­ტი გა­იყ­ვა­ნა, შე­ტა­კე­ბე­ბის შემ­დეგ კი კი­დევ 50 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვა.

ის­რა­ე­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­აფრ­თხი­ლა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­სა და ევ­რო­პა­ში კულ­ტუ­რულ და სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ. საბ­ჭომ გა­ნა­ცხა­და, რომ რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პულ ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის ბრი­უ­სელ­ში, ლონ­დონ­ში, ამ­სტერ­დამ­სა და პა­რიზ­ში, ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე თავ­დას­ხმის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტე­ბი გა­მოვ­ლინ­და.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, ის სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ერთა ლი­გის მატჩს და­ეს­წრე­ბა.

პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ოლი­ვიე დუ­ტილ­მა სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ შე­ზღუდ­ვე­ბი კვლავ სა­ჭი­როა, რად­გან ან­ტი­სე­მი­ტუ­რი ინ­ცი­დენ­ტე­ბი შა­ბათ სა­ღა­მო­საც მოხ­და. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა Instagram-ზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ აღ­შფო­თე­ბულ­ნი არი­ან მატ­ჩის გარ­შე­მო არე­უ­ლო­ბის ან­ტი­სე­მი­ტუ­რად "შე­ფუთ­ვით" და დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის აკ­რძალ­ვას დრა­კო­ნულს უწო­დე­ბენ, თუმ­ცა ის­რა­ე­ლი აცხა­დებს, რომ მათ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის შემ­დგო­მი თავ­დას­ხმა წი­ნას­წარ იყო და­გეგ­მი­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ისრაელის ცნობით, ამსტერდამში მომხდარი "ანტისემიტური თავდასხმები" წინასწარ იყო დაგეგმილი - ქალაქში კვლავ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს: რას აცხადებენ დაკავებულებზე?

ისრაელის ცნობით, ამსტერდამში მომხდარი "ანტისემიტური თავდასხმები" წინასწარ იყო დაგეგმილი - ქალაქში კვლავ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს: რას აცხადებენ დაკავებულებზე?

ხელისუფლებამ გაასაჯაროვა დეტალები ამსტერდამის "აიაქსისა" და თელ-ავივის "მაკაბის" მატჩის შემდგომი ძალადობის გამო დაკავებულების თაობაზე. ძალადობრივი ინციდენტები ხუთშაბათს ღამით მოხდა.

მომხდარი, რომელიც ამსტერდამის მერმა ფემკე ჰალსემამ აღწერა, როგორც "მაკაბის" გულშემატკივრებზე სკუტერიანი ბიჭების თავდასხმები (მათ მიზანმიმართულად ეჯახებოდნენ და გარბოდნენ), საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა დიკ შოფმა და აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქმედებები მკაცრად დაგმეს.

ამსტერდამის პოლიციის უფროსმა პიტერ ჰოლამ განაცხადა, რომ ინციდენტები ორივე მხრიდან დაფიქსირდა და ოთხშაბათს ღამით დაიწყო, როდესაც "მაკაბის" გულშემატკივრებმა ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი შენობიდან პალესტინის დროშა ჩამოხსნეს და ტაქსი დააზიანეს.

მისი თქმით, დაკავებულთაგან, დაახლოებით, 40 ეჭვმიტანილია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, მათ ჯარიმა გადაიხადეს და გათავისუფლდნენ. ათი პირი ეჭვმიტანილია შეურაცხყოფაში, ვანდალიზმსა და პიროტექნიკის უკანონო ფლობაში. კიდევ ათი შემთხვევიდან ოთხი მცირე დარღვევებისთვის დაჯარიმდა, ხოლო ორი საქმე მტკიცებულებების ნაკლებობის გამო დაიხურა.

ამსტერდამსა და ახლომდებარე ამსტელვეინში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია დემონსტრაციები, ებრაულ შენობებთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, პოლიციას მოქალაქეების გაჩერებისა და შემოწმებისთვის დამატებითი უფლებები აქვს მინიჭებული.

კვირას პროპალესტინური აქცია სამართალდამცავებმა დაშალეს - ასობით დემონსტრანტმა შეკრების აკრძალვა დაარღვია, მათ დედაქალაქის მოედან Dam-ზე მოიყარეს თავი და ღაზაში ძალადობის შეწყვეტისა და "თავისუფალი პალესტინის" შესახებ მოთხოვნებს სკანდირებდნენ. პოლიციამ ადგილიდან 300-ზე მეტი პროპალესტინელი დემონსტრანტი გაიყვანა, შეტაკებების შემდეგ კი კიდევ 50 ადამიანი დააკავა.

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ მოქალაქეები გააფრთხილა, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ. საბჭომ განაცხადა, რომ რამდენიმე ევროპულ ქალაქში, მათ შორის ბრიუსელში, ლონდონში, ამსტერდამსა და პარიზში, ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის მომზადების ფაქტები გამოვლინდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ცნობით, ის სოლიდარობის ნიშნად ისრაელის წინააღმდეგ ერთა ლიგის მატჩს დაესწრება.

პოლიციის უფროსმა ოლივიე დუტილმა სასამართლოს განუცხადა, რომ შეზღუდვები კვლავ საჭიროა, რადგან ანტისემიტური ინციდენტები შაბათ საღამოსაც მოხდა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა Instagram-ზე განაცხადეს, რომ აღშფოთებულნი არიან მატჩის გარშემო არეულობის ანტისემიტურად "შეფუთვით" და დემონსტრაციების აკრძალვას დრაკონულს უწოდებენ, თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ მათ სპეცსამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ საფეხბურთო მატჩის შემდგომი თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული.

წყარო