კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ჰონორარი დაბალი იყო, რადგან არ შემეძლო რეგიონის კონცერტებზე სიარული... მიშას პერიოდიდან ჩრდილში ვარ, ახლა ასე აღარ არის" - რას ჰყვება ეკა კვალიაშვილი?
"ჩემი ჰონორარი დაბალი იყო, რადგან არ შემეძლო რეგიონის კონცერტებზე სიარული... მიშას პერიოდიდან ჩრდილში ვარ, ახლა ასე აღარ არის" - რას ჰყვება ეკა კვალიაშვილი?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით, 8 ოქ­ტომ­ბრი­დან 26 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით, პარ­ტი­ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­კონ­ცერ­ტო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი და­ი­ქი­რა­ვა, მათ შო­რის: მუ­სი­კო­სე­ბი, წამ­ყვა­ნე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი. სი­ა­ში, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, ვხე­დავთ, რომ მომ­ღერ­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თის­გან მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რე­ბი აი­ღეს.

  • მა­გა­ლი­თად, ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლის ჰო­ნო­რა­რი 637 ლა­რია, იგი­ვე თან­ხა აიღო და­თუ­ნა მგე­ლა­ძე­მაც. რომა რცხი­ლა­ძის ჰო­ნო­რა­რი 3125 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა, სოფო ბე­დი­ამ 5739 ლარი აიღო, იუ­მო­რის­ტმა ჯიმო აბე­სა­ძემ კი 10 204 ლარი.

ეკა კვა­ლი­აშ­ვილს ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად და­ვუ­კავ­შირ­დით და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი მისი ჰო­ნო­რა­რის სიმ­ცი­რით და­ი­წყო:

- ჩემი ჰო­ნო­რა­რი უფრო მეტი იყო, მაგ­რამ და­ბა­ლი იყო, იმი­ტომ რომ მხო­ლოდ ორ კონ­ცერ­ტზე გა­მო­ვე­დი. ისი­ნი ბევრ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. მე ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის გამო, არ შე­მეძ­ლო რე­გი­ო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლი.

- წერ­დნენ, რომ ეკა მაგ სი­ი­დან ყვე­ლა­ზე კარ­გად მღე­რის და რა­ტომ უნდა ჰქონ­დეს და­ბა­ლი ჰო­ნო­რა­რიო...

- მერე ეკა თუ ყვე­ლა­ზე კარ­გად მღე­რის, სა­დაც სა­ჭი­როა იქ და­წე­რონ, ასე ერ­თმა­ნეთს რომ წე­რენ, რა აზრი აქვს. ისე შე­ვეჩ­ვიე ამას, რომ მი­შას პე­რი­ო­დი­დან ჩრდილ­ში ვარ. ახლა ასე ძა­ლი­ან აღარ, მაგ­რამ აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ ჩემი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა. რეს­ტო­რან­შიც ვერ შევ­დი­ო­დი რომ კონ­ცერ­ტი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ დროს დავ­კარ­გე ბინა, რომ ბან­კის ვალი ვე­ღარ გა­და­ვი­ხა­დე. რა შე­და­რე­ბაა, უბ­რა­ლოდ იმ პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი იმ­დე­ნი ნერ­ვი­უ­ლო­ბა გა­მო­ვი­ა­რე.

- ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც არ გი­წყობთ ხელს...

- მქონ­და გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი, აქ ვერ გა­ი­გეს რა მჭირ­და. იმ­დე­ნი ან­თე­ბი­თი კერა მქონ­და, რომ ექი­მი და­იბ­ნა, რად­გან ასე ადა­მი­ა­ნი ვერ ცო­ცხლობს, მე კი­დევ ფეხ­ზე დავ­დი­ო­დი. საფ­რან­გეთ­ში რომ ჩა­ვე­დი კლი­ნი­კა­ში, ექიმ­მა გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ მი­თხრა, ეს არის გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი, მაგ­რამ არ გაქვს ისე­თი მძი­მე ფორ­მი­სო. ნემ­სე­ბი რა­საც შე­ტე­ვე­ბის დროს იკე­თე­ბენ, არ მინ­და, რომ გა­ი­კე­თო, რად­გან ახლა იმ ასაკ­ში მი­დი­ხარ, რო­დე­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა უკან იხევ­სო, მა­შინ 49 წლის ვი­ყა­ვი.

მახ­სოვს ერთხელ ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი და ქაშ­ვე­თის ეკ­ლე­სი­ას­თან გა­ვი­ა­რე და შევ­ქან­დი. ცხო­ნე­ბუ­ლი მამა ღვთი­სო ვნა­ხე, ელიზ­ბა­რიც იქ იყო, ვუ­თხა­რი, მა­მაო, თვა­ლებ­ში დაბ­ნე­ლე­ბუ­ლი მაქვს-მეთ­ქი. ოლა­რი გა­და­მა­ფა­რა და ლოც­ვა წა­მი­კი­თხა, უცებ თით­ქოს თვა­ლებ­ში გა­თენ­და. გავ­ხდი კარ­გად... მთე­ლი გუ­ლით გა­ა­კე­თა ამ ადა­მი­ან­მა. თან მე ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ნერ­ვი­უ­ლო მქონ­და, მიშა, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი და მთე­ლი ეგ სა­ტა­ნის­ტე­ბი, ჩემ­თვის ეგ ხალ­ხი მი­უ­ღე­ბე­ლია. მა­გა­თი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ვარ­სკვლა­ვე­ბი ვინც არი­ან, მა­გათ გამო და­მე­მარ­თა.

- იქ­ნებ თქვენც არ აფა­სებ­დით სა­თა­ნა­დოდ თქვენს ნიჭს...

- სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­დნენ, თო­რემ მე კი ვა­ფა­სებ­დი ჩემს ნიჭს. ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მო­მის­პეს, გა­ავ­რცე­ლეს ჩემ­ზე ჭო­რე­ბი. მახ­სოვს ერთხელ მოს­კო­ვი­დან ქარ­თველ­მა ებ­რა­ელ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, ვა­ი­მე, გე­ნაც­ვა­ლე, ში­შით გი­რე­კავ­დი, ასე მი­თხრეს, არ და­ურ­ე­კო, თო­რემ გაგ­ლან­ძღავ­სო. ხმე­ბი და­მი­ყა­რეს, გო­იმ­კა და უგე­მოვ­ნო­აო.

- სხვა­თა შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტებ­შიც არ­სე­ბობს მსგავ­სი აზრი თქვენ­თან და­რეკ­ვა­ზე...

- იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა ეს ამ­ბა­ვი, სპე­ცი­ა­ლუ­რად ქნეს, რომ ჩემი პი­როვ­ნე­ბა ხალ­ხის­თვის უარ­ყო­ფი­თად და­ე­ნახ­ვე­ბი­ნათ. "პე­როს" თემა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, ჩემი ორ­გა­ნიზ­მი და ჩხვლე­ტა მი­უ­ღე­ბე­ლია. კარგ, ქა­ლა­ქურ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე და მარო თარ­ხნიშ­ვი­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ და ვი­ღაც მარ­თლა გო­იმ­მა ხალ­ხმა და­მი­ყა­რა მსგავ­სი ჭო­რე­ბი.

იცით, რა­ტომ ვერ მი­ტან­და მიშა, არა­სო­დეს არ ვა­კად­რებ­დი ჩემს თავს იმას, რაც მა­გას უნ­დო­და. აქ არ არის სა­უ­ბა­რი, ინ­ტი­მურ კავ­შირ­ზე, იცით, თქვენ რა­საც ვგუ­ლის­ხმობ და ამას არ გა­ვაჟ­ღე­რებ ხმა­მაღ­ლა. ვერ და­ვი­წყებ­დი ქა­ლა­ქის ელი­ტას­თან იმის ლა­პა­რაკს, რომ ეგ კაცი იყო კარ­გი, იმი­ტომ, რომ ეგ კაცი არ იყო კარ­გი, ყვე­ლა­ზე ცუდი იყო, თუ რამე არ­სე­ბობ­და.

ჩემი დიდი ბე­ბია მარო თარ­ხნიშ­ვი­ლი ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძეს­თან კა­ბი­ნეტ­ში რომ შე­დი­ო­და, იმ­ხე­ლა პა­ტი­ვის­ცე­მა ჰქონ­და მისი, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნის, რომ თათ­ბირ­ზე რომ ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­დი­ო­და. „ნეტო შტო“, ვერ მი­გი­ღებ, ვერ მი­მი­ღებ და კარ­გად იყა­ვი...

მი­შას ხმას არ აძ­ლევ­და ქა­ლა­ქის ელი­ტა, პე­რი­ფე­რი­ებ­ში მოს­წონ­დათ, კარ­გი ეგო­ნათ, იმი­ტომ რომ გზე­ბი და­ა­გო. ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში რომ მო­დი­ხარ, გზე­ბი არ უნდა და­ა­გო, ყელ­ში ამო­უყ­ვა­ნა ხალ­ხს და არ ჩა­მოვ­თვლი ახლა, რაც გა­ა­კე­თა ცუდი, შორს წაგ­ვიყ­ვანს. იმი­ტომ ვერ მი­ტან­და და აკ­რძა­ლა ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი ყველ­გან.

- ახლა რო­გორ ცხოვ­რობთ, ბი­ნის პრობ­ლე­მა თუ მო­აგ­ვა­რეთ?

- არ მო­მიგ­ვა­რე­ბია, ახ­ლაც ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ლა­მაზ და კარგ ბი­ნა­ში, კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ქი­რის გა­დახ­და­ში გამ­გე­ო­ბა მეხ­მა­რე­ბა. რო­დე­საც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ვი­ჭე­დე, ლა­ივ­შიც გა­მოვ­დი­ო­დი, არ ვი­ცო­დი სად და­მე­ძი­ნა. ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან გაძ­ვირ­და ბი­ნე­ბი, ყვე­ლა შუ­ა­მა­ვა­ლი ორი თვის თან­ხას ითხოვ­და თა­ვი­დან, მა­შინ ვი­თხო­ვე დახ­მა­რე­ბა... ახლა სა­ბედ­ნი­ე­როდ, რო­გორც გი­თხა­რით, ქი­რით, მაგ­რამ კარგ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვცხოვ­რობ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ჩემი ჰონორარი დაბალი იყო, რადგან არ შემეძლო რეგიონის კონცერტებზე სიარული... მიშას პერიოდიდან ჩრდილში ვარ, ახლა ასე აღარ არის" - რას ჰყვება ეკა კვალიაშვილი?

"ჩემი ჰონორარი დაბალი იყო, რადგან არ შემეძლო რეგიონის კონცერტებზე სიარული... მიშას პერიოდიდან ჩრდილში ვარ, ახლა ასე აღარ არის" - რას ჰყვება ეკა კვალიაშვილი?

"ქართული ოცნების” ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, პარტიამ წინასაარჩევნო საკონცერტო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის არაერთი ცნობილი ადამიანი დაიქირავა, მათ შორის: მუსიკოსები, წამყვანები და მსახიობები. სიაში, რომელიც მედიაში გამოქვეყნდა, ვხედავთ, რომ მომღერლებმა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ჰონორარები აიღეს.

  • მაგალითად, ეკა კვალიაშვილის ჰონორარი 637 ლარია, იგივე თანხა აიღო დათუნა მგელაძემაც. რომა რცხილაძის ჰონორარი 3125 ლარით განისაზღვრა, სოფო ბედიამ 5739 ლარი აიღო, იუმორისტმა ჯიმო აბესაძემ კი 10 204 ლარი.

ეკა კვალიაშვილს ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდით და ჩვენი საუბარი მისი ჰონორარის სიმცირით დაიწყო:

- ჩემი ჰონორარი უფრო მეტი იყო, მაგრამ დაბალი იყო, იმიტომ რომ მხოლოდ ორ კონცერტზე გამოვედი. ისინი ბევრ კონცერტებში მონაწილეობდნენ. მე ჩემი ჯანმრთელობის გამო, არ შემეძლო რეგიონებში სიარული.

- წერდნენ, რომ ეკა მაგ სიიდან ყველაზე კარგად მღერის და რატომ უნდა ჰქონდეს დაბალი ჰონორარიო...

- მერე ეკა თუ ყველაზე კარგად მღერის, სადაც საჭიროა იქ დაწერონ, ასე ერთმანეთს რომ წერენ, რა აზრი აქვს. ისე შევეჩვიე ამას, რომ მიშას პერიოდიდან ჩრდილში ვარ. ახლა ასე ძალიან აღარ, მაგრამ აკრძალული ჰქონდათ ჩემი სახელის ხსენება. რესტორანშიც ვერ შევდიოდი რომ კონცერტი ჩამეტარებინა, მაგ დროს დავკარგე ბინა, რომ ბანკის ვალი ვეღარ გადავიხადე. რა შედარებაა, უბრალოდ იმ პერიოდიდან მოყოლებული იმდენი ნერვიულობა გამოვიარე.

- ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ გიწყობთ ხელს...

- მქონდა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი, აქ ვერ გაიგეს რა მჭირდა. იმდენი ანთებითი კერა მქონდა, რომ ექიმი დაიბნა, რადგან ასე ადამიანი ვერ ცოცხლობს, მე კიდევ ფეხზე დავდიოდი. საფრანგეთში რომ ჩავედი კლინიკაში, ექიმმა გამოკვლევის შემდეგ მითხრა, ეს არის გაფანტული სკლეროზი, მაგრამ არ გაქვს ისეთი მძიმე ფორმისო. ნემსები რასაც შეტევების დროს იკეთებენ, არ მინდა, რომ გაიკეთო, რადგან ახლა იმ ასაკში მიდიხარ, როდესაც ეს დაავადება უკან იხევსო, მაშინ 49 წლის ვიყავი.

მახსოვს ერთხელ ძალიან ცუდად ვიყავი და ქაშვეთის ეკლესიასთან გავიარე და შევქანდი. ცხონებული მამა ღვთისო ვნახე, ელიზბარიც იქ იყო, ვუთხარი, მამაო, თვალებში დაბნელებული მაქვს-მეთქი. ოლარი გადამაფარა და ლოცვა წამიკითხა, უცებ თითქოს თვალებში გათენდა. გავხდი კარგად... მთელი გულით გააკეთა ამ ადამიანმა. თან მე ძალიან ბევრი სანერვიულო მქონდა, მიშა, ნაციონალები და მთელი ეგ სატანისტები, ჩემთვის ეგ ხალხი მიუღებელია. მაგათი თაყვანისმცემლები ვარსკვლავები ვინც არიან, მაგათ გამო დამემართა.

- იქნებ თქვენც არ აფასებდით სათანადოდ თქვენს ნიჭს...

- საშუალებას არ მაძლევდნენ, თორემ მე კი ვაფასებდი ჩემს ნიჭს. ფინანსური საშუალებები მომისპეს, გაავრცელეს ჩემზე ჭორები. მახსოვს ერთხელ მოსკოვიდან ქართველმა ებრაელმა დამირეკა და მითხრა, ვაიმე, გენაცვალე, შიშით გირეკავდი, ასე მითხრეს, არ დაურეკო, თორემ გაგლანძღავსო. ხმები დამიყარეს, გოიმკა და უგემოვნოაო.

- სხვათა შორის ჟურნალისტებშიც არსებობს მსგავსი აზრი თქვენთან დარეკვაზე...

- იქიდან მოყოლებული ხდება ეს ამბავი, სპეციალურად ქნეს, რომ ჩემი პიროვნება ხალხისთვის უარყოფითად დაენახვებინათ. "პეროს" თემა ჩემთვის მიუღებელია, ჩემი ორგანიზმი და ჩხვლეტა მიუღებელია. კარგ, ქალაქურ ოჯახში გავიზარდე და მარო თარხნიშვილის შთამომავალი ვარ და ვიღაც მართლა გოიმმა ხალხმა დამიყარა მსგავსი ჭორები.

იცით, რატომ ვერ მიტანდა მიშა, არასოდეს არ ვაკადრებდი ჩემს თავს იმას, რაც მაგას უნდოდა. აქ არ არის საუბარი, ინტიმურ კავშირზე, იცით, თქვენ რასაც ვგულისხმობ და ამას არ გავაჟღერებ ხმამაღლა. ვერ დავიწყებდი ქალაქის ელიტასთან იმის ლაპარაკს, რომ ეგ კაცი იყო კარგი, იმიტომ, რომ ეგ კაცი არ იყო კარგი, ყველაზე ცუდი იყო, თუ რამე არსებობდა.

ჩემი დიდი ბებია მარო თარხნიშვილი ვასილ მჟავანაძესთან კაბინეტში რომ შედიოდა, იმხელა პატივისცემა ჰქონდა მისი, როგორც ხელოვანის, რომ თათბირზე რომ ყოფილიყო გამოდიოდა. „ნეტო შტო“, ვერ მიგიღებ, ვერ მიმიღებ და კარგად იყავი...

მიშას ხმას არ აძლევდა ქალაქის ელიტა, პერიფერიებში მოსწონდათ, კარგი ეგონათ, იმიტომ რომ გზები დააგო. ქვეყნის სათავეში რომ მოდიხარ, გზები არ უნდა დააგო, ყელში ამოუყვანა ხალხს და არ ჩამოვთვლი ახლა, რაც გააკეთა ცუდი, შორს წაგვიყვანს. იმიტომ ვერ მიტანდა და აკრძალა ეკა კვალიაშვილი ყველგან.

- ახლა როგორ ცხოვრობთ, ბინის პრობლემა თუ მოაგვარეთ?

- არ მომიგვარებია, ახლაც ნაქირავებში ვცხოვრობ, მაგრამ ძალიან ლამაზ და კარგ ბინაში, კმაყოფილი ვარ. ქირის გადახდაში გამგეობა მეხმარება. როდესაც ძალიან სერიოზულად გავიჭედე, ლაივშიც გამოვდიოდი, არ ვიცოდი სად დამეძინა. ბოლო წლებში ძალიან გაძვირდა ბინები, ყველა შუამავალი ორი თვის თანხას ითხოვდა თავიდან, მაშინ ვითხოვე დახმარება... ახლა საბედნიეროდ, როგორც გითხარით, ქირით, მაგრამ კარგ სიტუაციაში ვცხოვრობ.

წაიკითხეთ ასევე: